topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ციხე - სიმაგრეები - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება

 

საქართველოს ციხე-სიმაგრეები // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 64-65.

საქართველოს ძველი სიმაგრეები ჩვენი ქვეყნის ბუნების განუყოფელ ნაწილს შეადგგნს. დღეს ეს მხოლოდ რომანტიკული ნანგრევებია, რომლებიც გარემოს თავისებურ მეტყველებას ანიჭებს და სრულიად თავისებურ სილუეტებს ქმნის მდებარეობისდა მიხედვით. მაგრამ თავის დროზე მათი არსებობა სასიცოცხლო საკითხი იყო. სიმაგრეთა გარეშე ვერ იარსებებდა ვერც ერთი ფეოდალური ქვეყანა, ვერ იარსებებდა ვერც საქართველო. ციხე-სიმაგრე - ყველაზე მიუვალიც კი - დაუზიანებლად, ბუნებრივია დიდხანს ვერ გაძლებდა, რაკი ყოველი მათგანი ხშირი თავდასხმის საგანს წარმოადგენდა; ციხეებს ანგრევდნენ, აღადგენდნენ, კვლავ ანგრევდნენ და კვლავ აღადგენდნენ, ყოველთვის თავისი დროის მოთხოვნილებათა და შესაძლებლობათა შესაბამისად. ამიტომაა, რომ ციხეებზე ძნელად თუ ვიმსჯელებთ, როგორც ერთი რომელიმე გარკვეული ეპოქის მთლიან ძეგლებზე. ამდროინდელ - ე.ი. ცეცხლისმფრქვევი იარაღის წინადროინდელ - ციხეებს არ გააჩნია სათოფურების სისტემა, რაც დამახასიათებელია უფრო გვიანდელი სიმაგრეებისთვის, ისინი ყოველთვის მოთავსებულნი არიან ძნელად მისადგომ მაღლობებზე, თავს დაჰყურებენ და კონტროლს უწევენ ხეობას, ველს, გზას. გეგმები რთულია და არა გეომეტრიულად მოწესრიგებული, მოხაზულობა მისდევს გამოყოფილი ნაკვეთის მოხაზულობასა და რელიეფს (ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხეების გეგმები უმეტესად რეგულარული ხასიათისაა). კოშკები, ჩვეულებრივ, არ სცილდება ციხის გარე გალავნის ხაზის ფარგლებს, რაკი მაშინ ჯერ კიდევ არ ისმოდა ფლანკირების (ციხის კედლების მეციხოვნეთა ცეცხლით დაცვის) საკითხი. ყველა ციხესიმაგრე ქვისაა. ქვა, ჩვეულებრივ, საკმაოდ კარგადაა დამუშავებული, სწორკუთხაა, მაგრამ მაინც არ არის სუფთად გათლილი, როგორც ეკლესიების კედლებისთვის იხმარებოდა. ციხეები ისეა შეზრდილი მთასთან, კლდესთან, თითქოს მათგან იყოს აღმოცენებული: ზოგჯერ ძნელი გასარჩევიც კია ბუნებრივი კლდე და ნაშენი კედელი. ხერთვისი, აწყური, ოქროსციხე (სამივე მესხეთშია) მშვენიერი ნიმუშებია დიდი ციხეებისა, რომლებიც თავის დროზე დიდ როლს თამაშობდა ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ცხოვრებაში.