|
<უკან დაბრუნება..<< დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

პარმენ ზაქარაია, "ქართული ცენტრალურ - გუმბათოვანი არქიტექტურა, XI -XVIII სს., //გამ. "ხელოვნება", თბილისი, 1978 წ. - გვ.151 - 190.
წუღრუღაშენის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით იგი ბოლნისის რაიონში შედის და ცენტრიდან სამხრეთით თითქმის 10 კილომეტრითაა დაშორებული.თვით ტაძარი დგას მდ.ფოლადაურის გაშლილი ხეობის მარჯვენა მხარეს, იმ მთის კალთაზე, რომელსაც ვახუშტის მიხედვით, ეწოდება "მცირე მთა ბოლნისისა". ამჟამად განმარტოებითაა ეს ტანწვრილი, მაღალი გუმბათოვანი ეკლესია, რომლის სილუეტი შორიდან მოჩანს.

ძეგლი გადაჰყურებს ძირს, ხევში გაფანტულ სოფლებსა და ჩრდილოეთიდან სამხრეთით მიმავალ დაკლაკნილ შარაგზას. მის პირდაპირ, დასავლეთით, მდ.ფოლადაურის გაღმა, მდებარეობს სახელგანთქმული ბოლნისის სიონი, ხოლო მოშორებით - ქვემო ბოლნისის სამეკლესიანი ბაზილიკა და მათ შუა და გარშემო - XVI-XVII საუკუნეების მცირე ზომის ეკლესიები და სამრეკლოები. წუღრუღაშენის ტაძარი მრავალი საუკუნის განმავლობაში უკაცრიელი ყოფილა. ამ უპატრონობის დროს ძეგლს მთლიანად დაუკარგავს სახურავი, გუმბათის კონუსი და ზოგიერთი სხვა დეტალი. ძეგლის ირგვლივ სხვა ნაგებობები არ ჩანს, ხოლო გალავანი ახლახან აღადგინეს ძველი კონტურის დაცვით. წუღრუღაშენის ტაძრის შესახებ ისტორიულ წყაროებში ვერავითარ ცნობას ვერ ვპოულობთ. როდის ააგეს, ან რა როლს ასრულებდა იგი მაშინდელ ცხოვრებაში, უცნობია.
დასავლეთ ფასადი
მცირე რამ ვიცით თვით ძეგლის წარწერებიდან. ძეგლზე სამი წარწერაა:
პირველი, ყველაზე უკეთ შენახული წარწერა, მოთავსებულია დასავლეთის კარის მარჯვნივ, ცოკოლიდან მეორე ჰორიზონტალურ რიგში მდებარე ერთ დიდ ცისფერ ქვაზე, რომლის მარჯვენა ზედა ნაწილშიც დაზიანებულია, მაგრამ ასოების მოხაზულობის აღდგენა ადვილად ხერხდება.
ეს ასომთავრული წარწერა ათ სტრიქონს შეიცავს:

ქარაგმების გახსნით წარწერა წაიკითხება ასე:
1 "ქ. სახელითა ღმრთისაჲთა და მეოხებითა წმინდისა
2 ღმრთისა მშობელისაჲთა, ძლიერებითა, წმიდისა
3 გიორგის ხუთშაბათის ჯვარისაჲთა, მეფისასა
4 შინა დიდისა გიორგი მეფეთა მეფისასა
5 მიწამან მეფობისა მათისამან, არსენის
6 ძემან ჰასან, დავიწყე შენ -
7 ებაჲ ტაძარსა (sic) გუნბადს, მამულ -
8 სა ჩემსა, უწყებითა გამოცხადე -
9 ბითა ამისვე მთავარმოწამისა
10 მიერ, სადიდებლად ღმრთისა"

მეორე წარწერა მოთავსებულია სამხრეთის კარის არქიტრავის მორთულ ქვაზე. წარწერისათვის სპეციალურად დატოვებულია შუა ნაწილი. ზედა ვერტიკალურ სიბრტყეზე სამი სტრიქონია. ხოლო ქვედა, შიგნით დაქანებულზე - ორი. წარწერა პირველზე გაცილებით უკეთესი ოსტატობითაა შესრულებული. მაგრამ ეტყობა, რომ ამოკვეთის დრო ერთი და იგივეა, შემსრულებელი კი სხვადასხვა.

მეორე წარწერა, სამწუხაროდ, ძალიან დაზიანებულია. განსაკუთრებით განაპირა ნაწილებში, მაგრამ ამ წარწერის ტექსტი თითქმის იდენტურია პირველისა, ამიტომ, პირველის დახმარებით იგი ასე აღდგება:
წარწერა ქარაგმების გახსნით მიიღებს შემდეგ სახეს:
1. ქ.შეწ[ევნითა ღმერთისაჲთა და წმინდ]ისა [ღმერთ]ის მშობლისაჲთა, ძ[ლიერებითა წმიდისა გიორგის ხუთშათის ჯ]უარისაჲთა
2. მეფო[ბასა შინა დიდისა გიორგის]სა მიწამან მეფობისა მათუსამან, არსენის ძემან ჰ[ასან, დავიწუე შენებაჲ] ტაძრისა
3. [გუნაბადს, უწყებითა და გამ]ოცხადებითა მისვე მთავარ მოწამისა მიერ --- სა
4. [დიდებლად და სალ]ოცველად ღმრთივ გჳრგჳნოსანთა მეფეთა მეფისა [გიორგისა]...
5. ....სა მადლითა და კაცთმოყვარებითა იესუ ქრისტესითა, რომლისა არს [დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ]

ამ ორი ვრცელი წარწერის ტექსტი წარმოშობს მრავალ საკითხს, რომლებზედაც უშუალო პასუხს მათში ვერ ვპოულობთ. ტექსტი არ შეიცავს ძეგლის '„დამათარიღებელ არც ერთ პირდაპირ მონაცემს. წარწერის მიხედვით არ ირკვევა თუ რომელი გიორგია აქ ნახსენები („მეფეთა მეფე გიორგი"). ან ვინ არის „ჰასან ძე არსენისა", რომელიც) აგებს ამ ტაძარს? ან, რომელ ტერიტორიას შეიცავდა ჰასან არსენის ძის მამული „გუნბადი“ თუ „გონბადი“?

ჩვენთვის მისაწვდომ საისტორიო წყაროებში არსად არ არის ნახსენები „გუნბადი“ ან „გონბადი“, ის ადგილი, სადაც ტაძარი დგას, დღეს წუღრუღაშე-: ნადაა ცნობილი. ასეთი სახელი სოფლისა ისტორიულ დოკუმენტებში, რამდენადაც ამის შემოწმება შევძელით, პირველად იხსენიება ორბელიანთ შემოსავლის ნუსხაში 1619-20 წლებშიზნ. ამ დროიდან მოკიდებული „წუღრუღაშენი“ რამდენჯერმე გვხვდება საბუთებში. ასე, მაგ., 1721 წლის ხალხის აღწერის დავთრის შედგენის დროს ორი სოფელი ყოფილა ამ სახელის მატარებელი: „წუღრუღაშენი“ და „ახალი წუღრუღაშენი“. დღეს ეკლესიის ახლოს მოსახლეობა არ არის, მაგრამ აქა-იქ შეიძლება შევამჩნიოთ ნასოფლარის კვალი?. ვახუშტიც ორ წუღრუღაშენს იცნობს და რუკაზეც ორივეა ნაჩვენები8. ან ვინ არის "ჰასან ძე არსენისა", რომელიც აგებს ამ ტაძარს? ან, რომელ ტერიტორიას შეიცავდა ჰასან არსენის ძის მამული "გუნბადი". ის ადგილი, სადაც ტაძარი დგას, დღეს წუღრუღაშენადაა ცნობილი. ასეთი სახელი სოფლისა ისტორიულ დოკუმენტებში, რამდენადაც ამის შემოწმება შევძელით, პირველად იხსენიება ორბელიანთ შემოსავლების ნუსხაში 1619-20 წლებში. ამ დროიდან მოკიდებული "წუღრუღაშენის" რამდენჯერმე გვხვდება საბუთებში. ასე, მაგ., 1721 წლის ხალხის აღწერის დავთრის შედგენის დროს ორი სოფელი ყოფილა ამ სახელის მატარებელი: "წუღრუღაშენი" და "ახალი წუღრუღაშენი". დღეს ეკლესიის ახლოს მოსახლეობა არ არის, მაგრამ აქა იქ შეიძლება შევამჩნიოთ ნასლოფლარის კვალი. ვახუშტიც ორ წუღრუღაშენს იცნობს და რუკაზეც ორივეა ნაჩვენები8.
ჩვენს მიერ აღძრულ მეორე კითხვაზე, თუ ვინ არის ჰასან არსენის ძე, დღემდე ცნობილ დოკუმენტებში ვერავითარ პასუხს ვერ ვპოულობთ. არც ის ვიცით, თუ რომელ გვარს ეკუთვნოდა ეს შეძლებული ფეოდალი, რომელიც ასეთ დიდ ტაძარს აგებს (თანაც ეტყობა მარტო მარტო).
რაც შეეხება იმას, თუ რომელი მეფეთ მეფე გიორგია აქ ნახსენები, ამის გარკვევა მხოლოდ ძეგლის მხატვრულ - ისტორიული ანალიზის შედეგად შეიძლება მოხერხდეს9.
მესამე წარწერა მოთავსებულია დასავლეთის კარის თავზე, ორნამენტული არშიის ზემოთ. წარწერა მხოლოდ დაუწყიათ და შემდეგნაირად იკითხება.

სამეცნიერო წყაროებში წუღრუღაშენს ვახუშტის "აღწერაში" ვხვდებით.
ვახუშტი ბაგრატიონი წუღრუღაშენის ეკლესიას მონასტრად იხსენიებს. იგი წერს: "პირისპირ ამ ეკლესიისა - ლაპარაკია ბოლნისის სიონზე - არის მონასტერი წუღრუღაშენის, გუმბათიანი, შვენიერ ნაშენი შვენიერს ადგილს და აწ უქმ არს. ამ ლაკონიური წინააღმდეგობიდან ვიგებთ, რომ წუღრუღაშენის ეკლესია XVIII ს. დასაწყისში მოქმედი აღარ ყოფილა და რომ იგი ვახუშტისათვის ცნობილია, როგორც მონასტერი. მაგრამ როდის გაუქმდა იგი და რატომ, ამაზე ვახუშტი არაფერს ამბობს.
წუღრუღაშენს, თუ კი იგი მართლაც მონასტერი იყო, ცხადია, უნდა ჰქონოდა დამხმარე სამონასტრო ნაგებობებიც (ჩვენამდე არ მოუღწევიათ). ტაძრის ჩრდილოეთით, დღევანდელი გალავნის ფარგლებში, არის ქვების გროვა, რომელიც ეჭვს იწვევს, მაგრამ გარკვევით ვერაფერს ვიტყვით (შეიძლება ნიადაგის გაწმენდამ და სისტემატურმა გათხრებმა სასურველი შედეგი გამოიღოს).
ვახუშტის შემდეგ, თითქმის საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, წუღრუღაშენის ტაძარზე არაფერი ისმის. მხოლოდ 1853 წ. მკვლევარმა, პოლკოვნიკმა ი. ბართოლომეიმ გადაიღო წარწერები, რომლებიც გამოსცა აკად. მ. ბროსემ ფრანგული თარგმანითა და კომენტარებით. მ. ბროსეს გაშიფრვას ჩვენ ზემოთ შევეხეთ, აქ აღვნიშნეთ მხოლოდ, რომ ი. ბართოლომეი არ ყოფილა დაინტერესებული თვით ძეგლით და არაფერს წერს მასზე, გარდა იმისა, რომ სახურავი მცენარეებით იყო დაფარული და სამხრეთი კარიბჭე მოშლილი.11

დასავლეთ ფასადის წარწერა -
უფრო ახლო ხედიდან....
იმავე საუკუნის სამოციან წლებში არქიტექტორ დ. გრიმს დაუთვალიერებია წუღრუღაშენის მონასტერი და ჩაუხატავს ჩუქურთმებიც. მის მიერ 1864 წ. გამოცემულ ქართულისა და სომხური ძეგლების ალბომში12 ერთ-ერთ ტაბულაზე, მოთავსებულია გრაფიკულად შესრულებული რამდენიმე ორნამენტი, რომლებიც, ტაბულის წარწერის მიხედვით, წუღრუღაშენის ძეგლს უნდა ეკუთვნოდეს. მაგრამ ეს არ შეეფერება სინამდვილეს, რადგანაც წუღრუღაშენზე დღეს ისეთი ორნამენტები არ მოიპოვება. შეიძლება გვეფიქრა, რომ მაშინ იყო და მერე დაიკარგა, მაგრამ ეს საეჭვოა ტაბულის რვა სურათიდან მხოლოდ ორის მიკუთვნება შეიძლება წუღრუღაშენისათვის, ისიც ზოგადი კონფიგურაციით (გრიმს არცერთ სურათში არ უცდია სიზუსტის დაცვა). ერთი მათგანი წარმოადგენს გუმბათის ყელის ორმაგ კარნიზს ქვედა ფრიზით, მეორე კი უნდა წარმოადგენდეს გუმბათის ყელის ნახევარკოლონების კონის ბაზისს.
დ. ბაქრაძემაც 1875 წ. გამოცემულ წიგნში13 საკმაო ადგილი დაუთმო წუღრუღაშენის ძეგლს, მაგრამ მას მხოლოდ მ. ბროსეს ზემოხსენებულ წიგნიდან მოჰყავს ციტატები და ახალს არაფერს ამატებს (ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს მას ძეგლი არც კი ენახოს).
იმ დროის სხვა მკვლევართაგან წუღრუღაშენის ძეგლი არავის შეუსწავლია, ხოლო უკანასკნელ ხანს აკად. გ. ჩუბინაშვილმა და ნ. სევეროვმა თავიანთ „ქარ–თული არქიტექტურის გზებში"14 სათანადო ადგილი დაუთმეს. შემდეგ გამოცემულ წიგნებშიც წუღრუღაშენმა სათანადო ადგილი ჰპოვა15,


ძეგლის აღწერა
წუღრუღაშენის ეკლესიის გეგმა მოქცეულია გარეთა სწორკუთხედში, მისი შიდა სივრცე კი შექმნილია ჯვრის ოთხი მკლავისაგან, რომელთაგან აღმოსავლეთისა და დასავლეთის გრძელია (პირველი ცოტათი მოკლეა მეორეზე), ხოლო დანარჩენი მკლავები მათზე გაცილებით მოკლე და თანატოლია. მათგან მხოლოდ აღმოსავლეთის მკლავი მთავრდება აფსიდით, დანარჩენები სწორკუთხაა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავები, ორ დანარჩენთაგან განსხვავებით, ორიაორუსიანია (ტაბ. 82-84), ამ იარუსების იატაკის დონე ეკლესიის იატაკიდან თითქმის ექვსი მეტრითაა დაშორებული. ზემოთ ასვლა, ალბათ, მხოლოდ მისადგმელი ხის კიბით ხდებოდა, რადგან ზემო სართულთან ორგანულად დაკავშირებული კიბის კვალი არ არის და, რაც მთავარია, ადგილიც არსად ჩანს. უნდა აღვნიშნოთ ერთი დეტალი: სამხრეთ იარუსის დასავლეთის კედელში არსებობს მცირე ზომის ხვრელობი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყო შესასვლელად. აქ თუ კარი იყო, ცხადია, მას დამხმარე მნიშვნელობა ექნებოდა, რადგან იგი სამხრეთის კუთხის სადგომის სახურავზე გადის და აქედან, ე.ი. გარედან, მხოლოდ მისადგმელი კიბით თუ შეიძლებოდა იქ მოხვედრა.
დასავლეთის მკლავი გვერდის დაბალ ნავებთან შეერთებულია თითო თანატოლი ღიადით (ტაბ. 84). ამათგან სამხრეთისა - თავდაპირველი სახითაა მოღწეული, ხოლო ჩრდილოეთისა, მომიჯნავე თაღთან ერთად, აღდგენილია უკანასკნელი შეკეთების დროს).16
ეკლესიის გვერდითი ვიწრო ნაწილები გადახურულია არაზუსტი ცილინდრული კამარით, რომელიც განივი მკლავების ქვედა კამარების დონეზეა და მათგან გამოყოფილია საბჯენი თაღებით.
საკურთხევლის გვერდითი კომპარტიმენტები, როგორც ეს შუა საუკუნეების ამ ტიპის ძეგლებში იყო მიღებული, ორსართულიანია (ტაბ. 82, 83). ქვედა, მარჯვენა – სადიაკვნე იქნებოდა, მარცხენა კი – სამკვეთლო. ისინი კარებით უერთდებიან როგორც საკურთხეველს, ისე გვერდითი კარების არეში ეკლესიის ცენტრალურ სივრცეს. ეს სწორკუთხა გეგმის მქონე უაფსიდო სადგომები არაწესიერი კამარებითაა გადახურული და აღმოსავლეთით მდებარე თითო სწორკუთხა სარკმლებით ნათდება.
აღნიშნული სადგომების ზემოთ მოთავსებულია თითო სწორკუთხა ოთახი, რომლებიც ცილინდრული კამარებითაა გადახურული და აღმოსავლეთით მცირე ზომის თითო წრიული სარკმლით ნათდება. ასეთ ოთახებში უფრო ხშირად ასასვლელი კეთდებოდა ქვედა სართულის კამარაში, მაგრამ აქ კარები დასავლეთის კედლებშია განლაგებული და ასვლა მხოლოდ მისადგმელი კიბით მოხერხდებოდა.
ტაძრის მაღალ გუმბათში ათი სარკმელია განლაგებული.
ტაძარს სამი შესასვლელი აქვს, თითო ყოველი მხრიდან. გარდა აღმოსავლეთისა (ტაბ. 821 დასავლეთის კარი მთავარ ღერძზეა (ოდნავ სამხრეთითაა გადაწეული); სამხრეთისა – პილონის პირდაპირაა, მაგრამ მის ნახევარზე მეტი სამხრეთის მკლავის არეშია მოქცეული. ჩრდილოეთისა კი - ჩრდილოეთის მკლავის თითქმის აღმოსავლეთის კუთხეშია ჩაყოლებული. ამ შესასვლელს გარედან სწორხაზოვანი მოხაზულობა აქვს. შიგნიდან კი – თაღოვანი. შესასელელის წირთხლები და თაღები კარგად გათლილი ქვითაა ამოყვანილი, რომლებსაც გადაკეთება არსად ეტყობათ.
ძეგლის ჩრდილო კარს შევყავრთ ჩრდილოეთ მინაშენში. ეს მინაშენი, როგორც ეკლესიის მთავარი კორპუსის კედლები მოწმობს, შემდეგაა მიდგმელი და საგვარეულო საძვალე – ექვტერს უნდა წარმოადგენდეს (ტაბ. 82, 83). იგი გეგმით გრძელი სწორკუთხედია აღმოსავლეთის აფსიდით და დასავლეთის კედელში საკუთარი კარით. გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ჩრდილოეთით უშუალოდ კედელს ეყრდნობა, ხოლო სამხრეთით, ეკლესიის კედელზე მიდგმულ ორ თანასწორძალიან თაღს. ეს თაღები დაბალი და განიერია, ხოლო მათ შუა არსებულ სვეტიდან კამარის საბრჯენი თაღი გამოდის და მოპირდაპირე კედელზე მოთავსებულ კრონშტეინს ეყრდნობა.
მინაშენის კედლები და კამარა ნაგებია სხვადასხვა ზომის ყორექვით. თლილი ქვა კი ნახმარია მხოლოდ ისეთ ადგილებში, როგორიცაა: თაღები, პილასტრები, აფსიდისა და დასავლეთის კარის წირთხლები. ამ ექვტერის კედლები ისეა გამიშვლებული, გეგონებათ, შელესილი არასოდეს ყოფილა.
ეს ტალანივით გრძელი სადგომი ნათდება სამი სარკმლით. ერთი მათგანი აფსიდის ცენტრშია, ხოლო ორი – სამხრეთის კედელში.
იატაკი, როგორც ძირითად კორპუსში, აქაც არ შემორჩენილა.
როგორც აღვნიშნეთ, ტაძრის გარეთა მასებს არ მოუღწევია ჩვენამდე ყველა შემადგენელი ნაწილით (აკლია ორი კარიბჭე, ძეგლის მთავარი კორპუსის მასები კი შედარებით უკეთაა შერჩენილი, გარდა გუმბათის კონუსისა).
ტაძრის გარეთა შემოსვასა და ფერთა განლაგებას ეტყობა მაღალი გემოვნების მქონე ხუროთმოძღერის ხელი (ტაბ. 81, 97).
ძეგლის ძირითადი კორპუსის ფასადებზე, ყველგან, სხვადასხვა სიძლიერით, ერთი სისტემაა გამოყენებული. ოსტატი ძეგლს მოსავს სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით, მაგრამ მათ ისე ალაგებს, რომ განსხვავებული სურათები იქმნება; ძნელია, ძეგლზე მოძებნო ერთი და იმავე ზომის ორი ქვა. იგი იწყებს ქვედა რიგს დიდი კვადრებით და თანდათანობით, ცვალებადი სიძლიერით, ამცირებს ქვის ზომებს; ოსტატი არ იცავს რიგების ჰორიზონტალობას. ვერტიკალური ნაწიბურების განსაზღვრულ ხაზებად განლაგებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია.
ამავე პრინციპზეა დამყარებული ფერთა გამაც. ძეგლის მთავარ კორპუსზე მორთული ნაწილების გამოუკლებლივ, გამოყენებულია ძირითადად, სამი ფერის ქვა: თბილი მოყვითალო - ოქროსფერი, ცისფერი და მიხაკისფერ - ღვინისფერი. აქედან, მოყვითალო ფერით მიღებულია ფასადების ფონის ტონი, ღვინისფერი ქვედა რიგებშია ნახმარი, ცისფერი კი – ზედაში. ამრიგად, მიღებულია ფერების ერთგვარი გრადაცია, მთლიანად შეხამებული ქვების ზომების განლაგებასთან, ე. ი. ქვემოთ მუქი ფერი, – მსხვილი კვადრები, ზემოთ ბაცი, პატარა კვადრები. ოსტატმა ასეთი თავისებური პოლიქრომიით უდავოდ ჰარმონიული სურათი შექმნა.
ფერადოვან ფასადებს ამთავრებს მთლიანად ერთი ფერის კარნიზი, რომელშიაც მხოლოდ ბაცი მოყვითალო ქვებია ნახმარი. კარნიზი თავისთავად წარმოადგენს გარდამავალ ზოლს შენობის ზედა ნაწილზე - გუმბათის ყელზე, სადაც უარყოფილია პოლიქრომია.
მთლიანად ჩუქურთმით დაფარული გუმბათის ყელი მუქი ყვითელი ფერის ქვებითაა ნაშენი და მზის მცხუნვარებისაგან ოქროსფერი გადაჰკრავს. ამიტომ გუმბათის ყელი, როგორც კომპოზიციურად, ისე ფერით ნაგებობის დამაგვირგვინებელ ნაწილს წარმოადგენს.
რაც შეეხება მინაშენებს, დღეს არსებული ნაწილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ვნახავთ, რომ აქ შემოსვის აღნიშნული სისტემა არ ყოფილა გამოყენებული. უპირველეს ყოვლისა, ეს გარკვევით შეიძლება ითქვას ჩრდილო: მინაშენზე, სადაც ქვის მასალაც სხვაა და წყობის ხასიათიც (ტაბ. 85, 86). აქ გამოყენებულია ღვინისფერი ქვა და სახეებიანი, ე. წ. ბოლნისის ქვა (ასეთი ქვები ძირითად კორპუსზე არ არის გამოყენებული) და რაც მთავარია, წყობის ხასიათიც სხვაა. ოსტატი ქვედა რიგის დიდ ქვებს მხოლოდ და მხოლოდ ვერტიკალურად იყენებს, ზემოთკენ ქვების ზომები მცირდება, მაგრამ ქვების ვერტიკალობას თითქმის ყოველთვის იცავს. ფერადი ქვა კი ორია ნახმარი, ისიც აღმოსავლეთ სარკმლის მორთულობაში.
სამხრეთის მინაშენის ფასადების ნაწილიც კი არ შემოგვრჩენია, ხოლო ის ხუთიოდე ქვა, რომელიც პილასტრების ფრაგმენტებს წარმოადგენს, თეთრი და მომწვანო ფერისაა. ძირითად კორპუსში არც ასეთი სახის ქვებია ნახმარი!?.17
შუა საუკუნეების ოსტატები ფერად ქვებს ფასადებზე თითქმის ყოველთვის იყენებდნენ, მაგრამ განსაკუთრებული სიფაქიზით ხმარობენ მხოლოდ XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე.
არქიტექტურულ - მსატვრული ანალიზი
წუღრუღაშენის ტაძარი, ფასადებისა და მორთულობათა გადაწყვეტის მიხედვით, თამარ მეფისა და მის მემკვიდრეთა პერიოდის ძეგლთა ჯგუფს ეკუთვნის. ხოლო მისი შიდა გადაწყვეტა ზოგადად იმავე ძეგლთა ტიპს მიეკუთვნება, მაგრამ ამ ტიპის კერძო სახეს წარმოადგენს.
განხილვა შეიძლება დავიწყოთ შესასვლელებით, რომლის მოწყობა დაკავშირებული იყო იმასთან, თუ როგორ ესმოდა ოსტატს ინტერიერის გადაწყვეტის პრობლემა. (ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ, რომ კარების მოწყობისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ადგილმდებარეობას. ჩვენ აქ ვიხილავთ არა გამონაკლისს, არამედ ვიღებთ ისეთ შემთხვევას როდესაც ოსტატს არაფერი ზღუდავდა). კარი დასავლეთის მკლავის არეში თუ ეწყობოდა, ყველას სჯობდა მისი ცენტრში მოთავსება, რადგან მლოცველის თვალი შესვლისთანავე ხვდებოდა საკურთხეველს. სულ სხვა მდგომარეობა გვაქვს გვერდითი შესასვლელის მოწყობისას.
თუ ამ თვალსაზრისით თვალს გადავავლებთ XI-XIV საუკუნეების ძეგლებს, ვნახავთ, რომ სხვადასხვა დროის ოსტატები საკითხს განსხვავებულად წყვეტდნენ. ადრეული საუკუნეების, ე. ი. XI-X1I საუკუნეების, ხუროთმოძღერები გაცილებით რთულ გზას მიჰყვებიან, ვიდრე მათი მომდევნონი. ამ ეპოქის ძეგლებში შესასვლელი მოწყობილია დასავლეთის კუთხის სადგომებში. ცენტრალურ - გუმბათოვან ეკლესიათა ინტერიერში აქედან შემსვლელი შიდა სივრცის ვერც ერთ ნაწილს ვერ დაინახავს მთლიანად. შიგნითკენ მიმავალი“ ადამიანის წინ თანდათანობით ახალ-ახალი სურათები იშლება. თუ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დავალაგებთ, ასეთ ნიმუშებს წარმოადგენენ: სამთავისი, სამთავრო, თიღვა, იკორთა და „ლურჯი მონასტერი“.
განხილული პერიოდის მომდევნო ხანაში, კერძოდ, XIII საუკუნის დასაწყისში, ჩნდება ახალი ტენდენცია, რომელიც ტაძარში შემსვლელთათვის გზის გამარტივებაში მდებარეობს. მართალია, ეს ტენდენცია XII საუკუნის ბოლოს გაჩნდა, მაგრამ მის საბოლოო დამკვიდრებამდე კარგა ხანმა განვლო. ამ ახალი გადაწყვეტით, კარი მოათავსეს ჯვრის გვერდითი მკლავების არეში, მაგრამ არა მის ცენტრში, არამედ ოდნავ დასავლეთით. აქედან შემსვლელი, ცხადია, მეტ ხალვათობას გრძნობდა და ინტერიერსაც ერთბაშად აღიქვამდა. როგორც) აღვნიშნეთ, პირველ ხანებში ორივე გადაწყვეტა იხმარებოდა. ძველი წესით კარების დატანება შემდეგ ძეგლებშია წარმოდგენილი: კაბენი, ქვათახევი, ბეთანია, ყინწვისი, ტიმოთესუბანი, ახტალა და ჰუჯაბი. კარების დატანების ახალ გადაწყვეტას XIII საუკუნის მეორე ათეულის, ლაშა გიორგის სახელთან დაკავშირებული, ფიტარეთისა და წუღრუღაშენის ძეგლები იძლევა. ფიტარეთის ეკლესიის ერთადერთი კარი სწორედ სამხრეთ მკლავის არეშია მოთავსებული. ამ მხრივ წუღურაშენი ორიგინალურია. აქ ' სამხრეთის კარი სანახევროდ ჯვრის მკლავის არეშია, მაგრამ, თითქოს, ძველი პოზიციის დატოვება ენანებაო, ნაწილობრივ მაინც გუმბათქვეშა პილონიხ პირდაპირ რჩება ჩრდილოეთის კარი კი მკლავის აღმოსავლეთ ნაწილშია გადატანილი და მეორე უკიდურესობას ქმნის. XIII-XIV საუკუნეების სხვა ძეგლები მხოლოდ ამ ახლად შემუშავებულ წესებს ეყრდნობა. ასეთებს წარმოადგენენ: ქართლის მეტეხი, თბილისის მეტეხი, საფარა, ზარზმა, ცაიში, ბედია, ჭულე, ყაზბეგის სამება და სხვები.
გუმბათის ყელის გადაწყვეტაში ხუროთმოძღვარმა იმ .ეპოქაში არსებული ტენდენცია (მაღალი პროპორციები) აიყვანა უმაღლეს წერტილამდე. გუმაათის ყელის ასეთი შეფარდება ქვედა ტანთან სხვაგან არსად გვხვდება, მაგრამ სწორედ ამაში ჩანს ამ ეპოქის ხუროთმოძღვართა სულისკვეთება; მათ აღარ იტაცებთ დაბალი, მიწასთან შეზრდილი პროპორციები (ტაბ. 87).
ვიწრო და მაღალი ცილინდრული გუმბათის ყელი გადახურულია ნახევარსფერული გუმბათით, კედლები კი – ამოყვანილია იშვიათი ოსტატობით შესრულებული, მოყვითალო ფერის ქვის კვადრებით, სადაც გაჭრილია ათი ვიწრო და მაღალი სარკმელი. საერთოდ, ამ ხანის ძეგლებისათვის დამახასიათებელია 12 სარკმელი (ქვათახევი, ბეთანია, ყინწვისი, ტიმოთესუბანი, ფიტარეთი). წუღრუღაშენში ათი სარკმლის არსებობის მთავარი მიზეზი უნდა იყოს გუმბათის ყელის წრეხაზის აბსოლუტური ზომა: კედლების კონსტრუქცია არ მისცემდა ოსტატს სარკმლების რაოდენობის გაზრდის საშუალებას.
გუმბათის ყელის სარკმლები შიგნიდან დამუშავებულია ერთლილვიანი უწყვეტი თაღედით18. თვით ცილინდრი ქვედა ნაწილისაგან გამოყოფილია შეწყვილებული ლილვებით, ხოლო გუმბათის ნახევარსფეროსაგან – ერთი ლილვით. XII–XIII ს. მიჯნის ზემოჩამოთვლილ ძეგლებში გუმბათის ყელის სფეროსაგან სარტყლისებური ლილვით გამოყოფას მხოლოდ წუღრუღაშენში ვხვდებით, მომდევნო ხანაში კი ეს ხერხი საკმაოდ ვრცელდება (საფარა, ჭულე). აქაც, როგორც სხვა საკითხებშიაც, წუღრუღაშენის ოსტატი პირველი გამოდის.
როგორც ცნობილია, შუა საუკუნეების ძეგლების ინტერიერის დეკორატიული მორთვა ხუროთმოძღვრული ელემენტებით კი არ ხდება, არამედ მთელი კედლები მხატვრობით იფარება. ამ შემთხვევაში წუღრუღაშენის გუმბათის ყელში მხატვრობა გაუმართლებელი იქნებოდა, ამიტომ ოსტატს დასჭირდა სხვა გადაწყვეტის მოძებნა. მხატვრობას მან დაუთმო ის ადგილები, სადაც მისი არსებობა გამართლებული იქნებოდა, ე. ი. ინტერიერის ქვედა ნაწილი გუმბათის ყელის დასაწყისამდე. მართლაც, ეს ადგილები მან შეუმოსავი დატოვა, იმ განზრახვით, რომ შემდეგში მას დაჰფარავდა ნალესობა. ზემოთ კი იგი სხვაგვარად იქცევა.
ა. ეკლესიის ქვედა ნაწილი მოხატული ყოფილა, დღეს საკურთხეველსა და სხვაგან მხატვრობის უმნიშვნელო ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. ამ შენობის ქვედა ტანის მხატვრობას, ოსტატმა დაუპირისპირა გუმბათის ყელის შემოსვა უნაკლოდ შესრულებული მოყვითალო ქვის კვადრებით, სარკმლებშუა მცირე ზედაპირის ერთლილვიანი უწყვეტი თაღებით მორთვა, რასაც აგვირგვინებს ერთი ლილვითვე გამოყოფილი გუმბათის რელიეფური ჯვარი. თანაც ეს ჯვარი ხაზგასმულია (სურ. 46).
შუა საუკუნეების ძეგლებში გუმბათის ნახევარსფერო თითქმის ყოველთვის დაფარული იყო მაცხოვრის გამოსახულებით, წუღრუღაშენის ძეგლზე კი ასეთი კომპოზიცია არ იყო განზრახული. მისი კომპენსაცია კი აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენდა მლოცველთათვის. ხუროთმოძღვარმა მაცხოვრის მაგიერ, მის კუთვნილ ადგილას მოათავსა ქრისტიანობის სიმბოლო - ჯვარი, რომელიც სფეროს ზედაპირიდან არა მარტო რელიეფით გამოიყოფა, არამედ ფერითაც (ფონი მოყვითალო ქვებითაა მიღებული, ჯვარი კი – მოწითანო ღვინისფერი ქვისაა).
გუმბათის ყელის ზედაპირზე როგორც აღვნიშნეთ, ათი სარკმელი ისე ახლო-მახლოა მიწყობილი, რომ მათ შუა უმნიშვნელო ინტერვალები რჩება და მათი არსებობაც თითქმის წაშლილია სარკმლებიდან უხვად შემოსული კაშკაშა სინათლით. ამიტომ, როდესაც ქვემოდან შესცქერით, მკაფიოდ მოჩანს მხოლოდ ფერადი ჯვარი, დანარჩენი კი მეტად ჰაეროვანია, რითაც იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს რელიეფური ფერადი ჯვარი პაერში ცურავდეს.
ტაძარში შესვლისას გაოცებთ ინტერიერის ვიწრო და მაღალი პროპორციები. ეს განსაკუთრებით იგრძნობა დასავლეთის კარებიდან შესვლისას. წვრილი და მაღალია შენობის გოძივი მკლავები, რაც არ ითქმის განივ, მოკლე მკლავებზე. აქ, თითქოს მაღლა სრბოლის დასაოკებლად, ორიარუსიანი სისტემაა შემოღებული.
საერთოდ, ცენტრალურ-გუმბათოვან ძეგლებში, გუმბათის ყელს ოთხი საყრდენი აქვს. ორი მათგანი, აღმოსავლეთით მდებარე, საკურთხევლის კუთხეებია (ლაპარაკია სამთავისის 1030 წლის ტაძრის მომდევნო ძეგლებზე), დასავლეთისა კი – თავისუფლად მდგარი სვეტები. ჯვრის მკლავები გადახურულია კამარებით, მათი თაღები წარმოადგენს გუმბათის უშუალო საყრდენს და, რაც მთავარია, ჯვრის მკლავები გუმბათის ყელის საფუძვლამდე, როგორც წესი, თავისუფალია ყოველგვარი ჰორიზონტალური დაყოფისაგან. წუღრუღაშენში კი, როგორც დავინახეთ, სხვა სურათი გვაქვს.
სამხრეთისა და ჩრდილოეთის ორიარუსიახი მკლავების ქვედა თაღები იმავე დონეზეა და იმავე ფორმისა და ზომისაა, როგორისაც დასავლეთის მკლავის შემომფარგვლელი თაღები. ხოლო ზედა, მეორე იარუსის თაღები უფრო ვიწროა და შემართული. ექვსივე თაღი ისრული ფორმისაა (ისევე, როგორც. ორი დანარჩენი გუმბათქვეშა თაღიც) და თლილი, ღვინისფერი ქვის სწორი კვადრებითაა აგებული (აღმოსავლეთისა და დასავლეთისაზე ნაწილობრივ აგურია ნახმარი). ისინი უეჭველად ერთი და იმავე ოსტატის მიერაა ამოყვანილი, ერთსა და იმავე დროს.
რატომ უარყო ამ ძეგლის ხუროთმოძღვარმა საუკუნეობით შექმნილი ტრადიცია და ჯვრის მკლავი რატო გაჰყო ორ ნაწილად? ამ კითხვის პასუხი უნდა ვეძებოთ ოსტატის შემოქმედებით თავისებურებაში. იგი, ალბათ, შეეცადა მრავალი ხნის განმავლობაში მიღებულ ტიპში, როდესაც ამის საშუალება მიეცა, შეეტანა ცვლილება და ახალი ელემენტით ეთქვა თავისი სიტყვა. სხვა საკითხია, თუ რამდენად მარჯვედ შეასრულა მან თავისი განზრახვა და მხატერულად რამდენად გამართლებულია იგი. უნდა აღვნიშნოთ, რომ ასეთი გადაწყვეტა ვერ არის დამაკმაყოფილებელი, თუმცა ორიგინალურია.19
გასაკვირია მეორე იარუსთა ფუნქციური დანიშნულება. შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი პატრონიკედ იყო განკუთვნილი. მაგრამ ამ დანიშნულებისათვის მისი გამოყენება ძნელი იქნებოდა, რადგან იგი საკმაოდ მაღლაა და იქ მოხვედრა, როგორც აღვნიშნეთ, მხოლოდ მისადგმელი კიბით შეიძლებოდა (თუ დავუშვებთ სამხრეთ იარუსის დასავლეთის კარის თავდაპირველობას) მაგრამ ამაში შეუძლებელი არაფერია, რადგან ვიცით რამდენიმე ანალოგიური შემთხვევა, სადაც პატრონიკეს არ აქვს ორგანულად მოწყობილი კიბეები.
საერთოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ პატრონიკეს ადრეულ საუკუნეებში ჰქონდა როგორც ფუნქციური, ისე მხატვრული მნიშვნელობა, მაგრამ თანდათანობით ეს მნიშვნელობა იკარგება: მით უფრო ეს ითქმის იმ პერიოდზე, როდესაც შენდებოდა წუღრუღაშენის ძეგლი. ამ პერიოდის არც ერთ ძეგლს არ გააჩნია იგი (ბეთანია, ყინცვისი, ტიმოთესუბანი, ქვათახევი, ფიტარეთი და სხვ). მაგრამ XIII ს. მიწურულსა და XIV საუკუნეში როდესაც შემოქმედებითი ტალღა ისე ძლიერ აღარ სცემს, როგორც უწინ, ხდება წარსულ საუკუნეთა ფორმების რემინისცენცია. მაგალითად, საფარაში პატრონიკე (თუ შეიძლება მას ასე ეწოდოს) არის, მაგრამ ასასვლელი არა აქვს, ხოლო ზარზმაში, ჭულესა და ბედიაში პატრონიკე ფიქციადაა ქცეული და მხოლოდ მათი ზოგიერთი ელემენტია დეკორად გამოყენებული.
ინტერესს მოკლებული არ იქნება, თუ აქვე გავიხსენებთ პატრონიკეს მოწყობას ხობში, სადაც ისევე, როგორც წუღრუღაშენში, გაურკვეველია, თუ რა გზით ფიქრობდნენ ოსტატები ასე მაღლა არსებულ იარუსზე მოხვედრას. ხობში პატრონიკეს არსებობა მით უფრო გაუგებარი იქნება, თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ იგი უგუმბათო ძეგლია. უგუმბათო ძეგლებში პატრონიკე ძალიან იშვიათია.
წუღრუღაშენის ინტერიერში ისრული ფორმის თაღების გამოყენება არ არის შემთხვევითი, რადგან ასეთი ფორმა იხმარებოდა, როგორც ადრევე (გელათი), ისე შემდეგაც (თბილისის მეტეხი, ზარზმა), მაგრამ იგი განსაკუთრებით XII ს. ბოლოსა და XIII ს. პირველ მეოთხედშია გავრცელებული, რის მაგალითსაც გვაძლევს ბეთანია, ყინცვისი, ქვათახევი, ფიტარეთი, ახტალა, პუჯაბი და სხვ. (ამ ეპოქაში გაკარცელებული თაღის ისრული ფორმა რადიკალურად განსხვავდება XVI–XVIII საუკუნეებში გავრცელებისაგან).
წუღრუღაშენის ტაძრის შიდა სივრცის განათების სისტემაშიც უდავოდ ჩანს განსახღვრული ეპოქის ხერხები. განათების ოსტატი აწყობს არა ისეთი თანაბარი სიძლიერით, როგორც იყო მიღებული ადრეული, კლასიკური ხანის გუმბათოვან ძეგლებში, არამედ სივრცე დაყოფილი აქვს მეტ-ნაკლებად განათებულ ნაწილებად, კონტრასტულ ეფექტების მისაღებად ხუროთმოძღვარი ხაზს უსვამს სივრცის ცენტრალურ ნაწილს, სადაც თავს იყრის გუმბათის ყელის მიჯრით მიწყობილი სარკმლებიდან უხვად ჩამოსული შუქი და დანარჩენი სარკმლებიდან და კარებიდან შემოსული სინათლე. შემდეგ - დაღმავალი ხარისხით თუ მივყვებით – მეტ–ნაკლებად განათებულია პირველ რიგში აფსიდი, მერმე დასავლეთის მკლავი და ბოლოს – გვერდითი ნაწილები, ხოლო საკურთხევლის მომიჯნავე კომპარტიმენტები ხომ გამოყოფილია ინტერიერის ძირითადი სივრცისაგან.
ნაგებობის ქვედა ნაწილში, საკურთხეველში, სამი სარკმელია (ცენტრში მაღალი და გვერდებზე დაბალი), დასავლეთის მკლავში, მაღლა – ორია გეერდი-გვერდ, მოკლე მკლავებში, ყოველ იარუსზე თითოა და, ბოლოს, გვერდის ნავებში, თითო პატარა – გრძელ კედელშია და თითოდ), წრიული ფორმისა - დასავლეთის კედლებში (ზოგიერთ შემთხვევაში კარებიც იქნებოდა გამოყენებული სინათლის წყაროდ).
ეკლესია საუკუნეების მანძილზე უპატრონოდ მდგარა და მაშინ დაზიანებულა ზოგიერთი ადგილი. სხვა მხრივ ძეგლს გადაკეთება არ განუცდია. 20
ფასადების დეკორატიული სისტემის ანალიხხე გადასვლისას ვნახავთ, რომ მიუხედავად მასათა გადაწყვეტისა და დეკორატიული სისტემის ერთიანი კონცეფციისა, ყველა ფასადის დამუშავება განსხვავდება ერთმანეთისაგან. ორსაფეხურიან ცოკოლზე შემდგარ ფასადებს ამთავრებს გუმბათის მაღალი ყელი. ძეგლის მოპირდაპირე ფასადებს ერთნაირი აბრისი აქვს. ფასადთაგან კი ყველაზე მღიდრულად აღმოსავლეთის ფასადია მორთული ტლტაბ. 81, 85).
წუღრუღაშენის ოსტატს, როგორც ეტყობა, კარგად ესმოდა ადგილმდებარეობისა და რელიეფის მნიშვნელობა. ესმოდა, თუ რომელ ფასადს როგორი ხედი ჰქონდა და საიდან შეიძლებოდა მისი აღქმა. ის უღავოდ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა ფასადებზე დეკორის განლაგების დროს. ყველაზე ნათლად ამას აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა ამჟღავნებს.
ტაძარი აღმოსავლეთის ფასადით მთას ებჯინება და მისი აღქმა მოსახერხებელია ერთი ან ორი მეტრის მანძილიდან21. ამიტომ ოსტატი ამკობს ფასადის მხოლოდ ქვედა ნაწილს, ე.ი. იმას, რომლის დანახვაც მოსახერხებელია; ფასადის შუა ნაწილის ზედა სიბრტყეს კი სრულიად ცარიელს ტოვებს.
კედლის სიბრტყეში ჩაკვეთილი სამკუთხა გეგმის მქონე ორი ნიშა ჰყოფს. ფასაღის ქვედა ნაწილს სამ, თითქმის თანატოლ, მონაკვეთად. ამ ფასადის შედარებით პატარა ზედაპირზე შვიდი სარკმელია მოთავსებული, მაგრამ მათი ზომები და ფორმები ისეა შერჩეული და განლაგებული, რომ არ იგრძნობა.
ამ ფასადის მთავარი სამკაულია ცენტრალური სარკმელი. ნიშები და გვერდღითი ოთხკუთხა სარკმლები (ტაბ. 98). მოქცეულია იმ წარმოსახვითი დაქანებული ხაზების ქვეშ, რომლებიც ზედა კოპიდანაა წამოსული. დეკორის ამ ძირითადი კომპოზიციის გარდა, გვერდითი სიბრტყეების ზედა ნაწილებში მოცემულია დეკორის მკრთალი აქცენტი პატარა, წრიული, ლენტით მოჩუქურთმებული სარკმლების სახით.
ნიშები ცენტრალურ სარკმელთან ახლოსაა, რაც ეპოქის დამახასიათებელ ნიშნად უნდა ჩაითვალოს. აღმოსავლეთ ფასადის ნიშები, რომელთა მოტივიც ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების კლასიკურ ეპოქაშია შექმნილი, XI საუკუნის პირველი ნახევრის ძეგლებში ეწყობა ცენტრალური და გვერდითი დაბალი ნაწილების გადაკვეთის ვერტიკალზე, ან ცოტათი შიგნით, მაგრამ ნიშებს აღმოაჩნდა ცენტრისაკენ სწრაფვის ტენდენცია. XII საუკუნის უკანასკნელი 1172 წლის ძეგლზე ისინი ჯერ კიდევ მეოთხედი ნაწილით ვერტიკალის გარეთ არიან (ნიშა სბოლოოდ შედის ფასადის შუა მონაკვეთის არეში და უახლოვდება ცენტრს). ასე მაგალითად, წუღრუღაშენში სარკმლისა და ნიშების მოჩარჩოება ოდნავ დაცილებულია ერთმანეთს, ფიტარეთში კი ზედ ეკვრის ერთმანეთს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ წუღრუღაშენის ძეგლის ნიშები, როგორც დეკორატიული ელემენტი, მკრთალია; ისინი ისე რელიეფურად არ მოჩანან ფასადზე, როგორც ეს ადრეულ საუკუნეებში იყო. ეს კი, თავისთავად, დეკორში მათი მნიშვნელობის შემცირებაზე მიგვითითებს.
ცენტრალური სარკმლის დეკორი შედგება საპირე არშიისა და ლილვიანი მოჩარჩოებისაგან. საკუთრივ ჩუქურთმიანი არშია შემოფარგლულია გლუვ-ზედაპირიანი წვრილი ლილვებით. სარკმლის გარეთა მოჩარჩოება კი ყველაზე რთულია, არა მარტო ამ ფასადზე, არამედ მთელ ძეგლზე, და ერთ-ერთი სანიმუშოთაგანია თავისი ეპოქის ძეგლებში. ჩარჩოს შემდგენელია შეწყვილებული ლილვები, რომლებიც თაღოვან და ქვედა, ჰორიზონტალურ ნაწილებში გლუ- ვია, გვერდებზე კი – გრეხილი. კუთხეებში ჩუქურთმით დაფარული კვადრატების და თვით ლილვებსს ბოლოებში მრავალფეროვანი დამუშავება აქვს.
სარკმელთა მორთვის ასეთი სახე წარმოშობილია XII საუკუნის ბოლოს და 30-40 წლის განმავლობაში ოსტატები არაჩვეულებრივი მონდომებით ქმნიან მის ვარიანტებს. ასეთ მაგალითებს იძლევიან: თბილისის „ლურჯი მონასტერი“22, ბეთანია, ქვათახევი, მაღალაანთ ეკლესია, ფიტარეთი23, კოჯრის კაბენის დიდი ტაძარი, ახტალა და სხვ. ოსტატები როგორც ამ ეპოქაში, ისე შემდეგაც მიმართავდნენ სარკმლის ამგვარ დეკორს, მაგრამ თანდათანობით ამარტივებენ, რაც მას უკარგავს ადრინდელ ელფერს.
ფასადის გვერდით ნაწილებმი ფორმის სხვა გამოვლინებასთან გეაქვს საქმე (ტაბ. 98). ფასადის ცენტრალურ სარკმელს თუ თაღოვანი დამთავრება ჰქონდა, აქ ზემოთ სწორი ხაზია და მთლიანად ჩარჩო სწორკუთხედს წარმოადგენს ცენტრალურის მსგავსად, სარკმლის ხვრელები შემოფარგლულია წვრილი ლილვაკებით და რელიეფური მოჩარჩოება ოთხივე მხარეს გლუვზედაპირიანი.შეწყვილებული ლილვებით ხდება. ლილვების ბოლოები, გარდა ზედასი, ისევ ბურთულებითა და სხვადასხვა სახის არშიებითაა დამთავრებული.
სწორკუთხა მოჩარჩოებიანი სარკმლები XII-XIII საუკუნეების მიჯნის ძეგლებზე არ გეხვდება, მაგრამ მომდევნო ხანისათვის დამახასიათებელია. აქედან იმ დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ წუღურუღაშენის ოსტატი სარკმლების მორთულობის საკითხშიც თავის სიტყვას ამბობს.
როგორც ვნახეთ, წუღრუღაშენის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე არ არის ის დეკორატიული ჯვარი, რომელიც შექმნა სამთავისის ოსტატმა ჯერ კიდევ XI საუკუნის ოცდაათიან წლებში. 1172 წ. აგებულ იკორთის ტაძარში, იგი მორთულობის გაბატონებულ ნაწილს წარმოადგენს, მაგრამ იმავე საუკუნის ბოლოში, იგი აღარ წარმოადგენს დეკორისათვის „სავალდებულო“ ელემენტს. ოსტატების ერთი ნაწილი მას იყენებს (ქვათახევი, კოჯრის კაბენი. ახტალა), იმავე პერიოდის ოსტატთა მეორე ნაწილმა კი რადიკალურად გადაამუ– შავა და მინიატურულ ზომებამდე დაიყვანა ეს მოტივი (ბეთანია, ფიტარეთი). მიუხედავად ასეთი ცვლილებებისა, ეს ჯვარი მეტად სიცოცხლისუნარიანი გამოდგა და სხვადასხვა ფორმით კიდევ კარგა ხანს იარსება (მეტეხი ქართლისა, მეტეხი თბილისისა, ზარზმა, ყახბეგის სამება და სხვა.).
მიუხედავდ “ზემოთქმულისა, უნდა აღინიშნოს, რომ წუღრუღაშენის ოსტატი პირველია, რომელმაც უარი თქვა დეკორის ამ ელემენტის გამოყენებაზე.
შუა საუკუნეების ძეგლების გადათვალიერების დროს, თვალში გეცემათ ის თავისებურება, რომელსაც თაღედი ქმნის. იგი სავსებით დეკორატიულ სახეს იღებს. XI და მომდევნო საუკუნის პირველი სამი მეოთხედის ძეგლებისათვის დეკორატიული თაღედი აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს, როგორც გუმბათოვან, ისე უგუმბათო ძეგლების ერთი ნაწილისათვის. საუკუნის ბოლოს ხდება ცვლილება. თუმცა ცვლილებები აღნიშნულ ორასი წლის განმავლობაშიც ხდებოდა, მაგრამ იქ გვაქვს ნელ-ნელი ცვალებადობა და ნიუანსების შეტანა, XII საუკუნის ბოლოს კი ცვლილება რადიკალური ხასიათისაა: ახლა დგას არა ცალკეული ცვლილებების შეტანის საკითხი, არამედ სისტემის უარყოფისა.
მართლაც, იკორთის 1172 წლის ძეგლში უკანასკნელად ვხედავთ ოთხივე ფასადზე თაღედს. შემდეგი პერიოდის ძეგლებში, თითქმის ასი წლის განმავლობაში, მაინც ცოცხლობს იგი, მაგრამ არა როგორც ამა თუ იმ ხანის სტილისათვის დამახასიათებელი, მზარდი ნიშანი, არამედ როგორც გადმონაშთი და მას ალბათ კონსერვატიულად განწყობილი ოსტატები თუ იყენებდნენ. ასეთ ოსტატთა რაოდენობა ცოტაა, რადგან იმ ძეგლების რიცხვი, სადაც თაღედს იყენებენ ფასადის, ან ფასადების რომელიმე ნაწილში (და არა მთლიანად), უმნიშვნელოა. საკითხის ნათელსაყოფად შეგვიძლია ჩამოვთვალოდ ეს ძეგლები ქრონოლოგიური თანამიმდევრობით: ქვათახევის ოსტატი თაღედს მხოლოდ ჩრდილო ფასადზე იყენებს; კოჯრის კაბენში იგი აღმოსავლეთის ფასადზეა24, სოფელ მეტეხის ტაძარში – გვერდის ფასადთა ზედა ნაწილებში, ხობის ეკლესიაში – მხოლოდ დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფასადებზე და თბილისის მეტეხში (1278-1289). ამის შემდგომ ძეგლებში თაღედს ვერ ვხედავთ. როგორც ეტყობა, ქართველმა ხუროთმოძღვარმა იგი საბოლოოდ განდევნა თავისი რეპერტუარიდან25.
როდესაც უარყოფილ იქნა დეკორატიული თაღედი, მუშავდება ახალი სისტემა, რომელიც მდგომარეობს „შიშველ“ ფასადებზე დეკორატიული ელემენტების „ლაქებად“ განლაგებაში. მორთულობა თავს იყრის კარ-სარკმლების ირგვლივ და სრულ კონტრასტს ქმნის კედლების ბრტყელ ზედაპირთან.
წუღრუღაშენის ოსტატი ამ საკითხის გადაწყვეტაშიც თავისი ეპოქის მოთხოვნილებათა სიმაღლეზე დგას. იგი ამ პერიოდის იმ ოსტატთა ჯგუფშია, რომლებმაც უარყვეს თაღეღი, მაგრამ ერთგან მაინც შემოინახეს. ასეთ ნაწილს წეღრუღამენში აღმოსავლეთის ფასადის ნიშები წარმოადგენს, რომლებიც მორთულია შეწყვილებულლილვებიანი თაღოვანი მოჩარჩოებით.
ნიშების მორთვა შეწყვილებული ლილვებით მიღებულია XIII საუკუნის პირველი მეოთხედის ძეგლებში, მაგრამ ამ ხერხსაც მალე უარყოფენ. ზემომოყვანილი ჯგუფიდან ამგვარი რამ გვაქვს ჰუჯაბშიაც, მის მომდევნო ძეგლებში კი აქ განხილული ხერხი არსად გამოყენებულა.
დაახლოებით ასეთივე სურათია ნიშების ზედა ნაწილის ფესტონებით მორთვის მხრივაც. წინა საუკუნეებში ხშირად ვხვდებით ნიშების თაღზე ფესტონებს, რაც ეპოქისათვის არ არის დამახასიათებელი. ამ პერიოდისათვის ფესტრონებს მხოლოდ ზოგიერთ ძეგლში იყენებენ. კერძოდ კი, გიორგი ლაშას დრო ანდელ ორ ძეგლში – ფიტარეთსა და დმანისის კარიბჭეში.
კედლის დამამთავრებელი კარნიზი, როგორც ამ ფასადზე. ისე დანარჩენებზეც, ერთნაირი პროფილისაა, მაგრამ მის მთელ სიგრძეზე ორნამენტული მოტივი ძალიან ხშირად იცვლება. კარნიზის მეტი ნაწილი შემორჩენილია თავდაპირველი სახით (მხედველობაში მისაღებია ქვების გამოფიტვა, რომელიც სხვადასხვა ადგილას სხვადასხვანაიარადაა გამოვლენილი), ხოლო იქ, სადაც აკლდა, უკანასკნელი შეკეთების დროს აღუდგენიათ უორნამენტოდ იმავე პროთილის დაცვით. ასევე, შეკეთებას მიეკუთვნება აღმოსავლეთ ფასადის კარნიზის ქვედა რამდენიმე ქვა და ცოკოლის მომდევნო რიგი მთლიანად26 (ნიშების მოჩარჩოების ბაზისებიც უორნამენტოდ, პირობითაა აღდგენილი).
ჩრდილო მინაშენის აღმოსავლეთის ფასადს ძირითადი კორპუსის ფასადთან ერთად ვერ აღვიქვამთ, მაგრამ იგი მაინც მონაწილეობს ამ ძეგლის აღმოსავლეთის მხარის დღევანდელ კომპოზიციაში. ამ ექვტერის ფასადი მარტივია. აქ, თითქმის ცენტრში, ერთადერთი სარკმელია, რომელსაც აქვს ორნამენტოვანი საპირე არშია და შეწყვილებული ნახევარკოლონებისა და თალისაგან შემდგარი მოჩარჩოება. ფასადი მოქცეულია ცალფერდა სახურავს ქვეშ გაყოლებულ მოჩუქურთმებულ კარნიზსა და პროფილიან ცოკოლს შორის.
XII-XIII საუკუნეების მიჯნის ძეგლებში დასავლეთისა და გეერდითი ფასადების დეკორში მთავარი ადგილი უჭირავს ცენტრალური სარკმლების მორთვას, და მათთვის სპეციალური ტიპიც მუშავდება. დამახასიათებელია წყვილ სარკმლებს შორის მოქცეული მაღალი, რელიეფური ჯვარი. პირველ პერიოდში ჯვარი მჭიდროდ ზის სარკმლების მოჩარჩოებაში (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი), შემდეგ კი სარკმლები თანდათანობით სცილდება ჯვარს (ახტალა, ჰუჯაბი, ქართლის მეტეხი). ამ უკანასკნელ ჯგუფს ეკუთვნის წუღრუღაშენის ძეგლეს დასავლეთის ფასადზე მოთავსებული მორთული სარკმლებისა და ჯვრის კომპოზიცია.
დასავლეთის ფასადის ზედა ნაწილში მოთავსებულია ორი სარკმელი დეკორატიული ჯევრით (ტაბ. 86, 88, 99,). სარკმლების მოჩარჩოება ერთი ტიპისაა: ფართო ორნამენტოვანი არშია, შემოსახღვრული შეწყვილებული ნახევარკოლონებზე გადასული თაღებით. ამ მოჩარჩოებას, აღმოსავლეთის სარკმლის მსგავსად, რთული ბაზები და იმპოსტები აქვს. სარკმლებს შორის, მათგან 10 სანტიმეტრით დაშორებით, ვიწრო და მაღალი ჯვარია მოთავსებული. იგი სამსაფეხურიან კვარცხლბეკხე დგას და ზემოთ სამკუთხედით მთავრდება. ჯვრის ოთხივე მკლავს ერთი მოტივის ორნამენტული ლენტი გასდევს და გადაკვეთაზე კოპია გაკეთებული. ასევე, ჩუქურთმითაა დაფარული ბაზისისა ღა ზედა სამკუთხედის ზედაპირი. სარკმლების მოჩარჩოების გარეთ, ქვედა ჰორიზონტზე, დღეს დაზიანებული, თითო ორნამენტით დაფარული კოპი მდებარეობს.
სარკმლებისა და ჯვრის ასეთი კომპოზიციის გამოყენება აღნიშნული პერიოდის ძეგლების სამივე ფასადზე არასოდეს ყოფილა აუცილებელი. იგი მხოლოდ ერთხელ ახტალის ოსტატმა გამოიყენა; ქვათახევისამ – ორ ფასადზე (სამხრეთისა და დასავლეთისაზე), დანარჩენი ძეგლების ოსტატები კი თითო მხარეს იყენებენ (ბეთანია – სამხრეთ ფასადზე), რაც გამოწვეული უნდა იყოს ადგილმდებარეობასთან შეფარდებული მხატვრული მოსაზრებით.
ფიტარეთის ოსტატმაც, თავის ეპოქაში დაკანონებული ბრწყინვალეღ შესრულებული კომპოზიცია მოათავსა სამხრეთის ფასადზე, ე.ი იქ, სადაც მისი აღქმა ყველაზე უკეთ მოხერხდებოდა (ჩრდილო და დასავლეთისა თითქმის ხრამის ნაპირასაა, მათი დათვალიერება მხოლოდ შორიდან შეიძლება, ამიტომ აქ თითო სარკმელია მოთავსებული, ისიც მაღლა).
წუღრუღაშენის ოსტატს არ ჰქონია მთლიანად ანალოგიური მდგომარეობა, მაგრამ მაინც სრულიად შეგნებულად აუარა გვერდი ყველა ფასადზე აღნიშნული სისტემის გამოყენებას.
განსახილველი ძეგლის ფასადთაგან, მიმსვლელი პირველად დასავლეთისას ხედავს, აქ ფასადის აწეული ნაწილი საკმაოდ განიერია, ამიტომ სწორედ აქ ათავსებს ოსტატი წყვილ სარკმელს დეკორატიული ჯვრით (ამ ადგილას ორი სარკმლის არსებობა ნაკარნახევია აგრეთვე შიდა სივრცის განათების საჭიროებითაც). გვერდითი ფასადების ფრონტონქვეშა ნაწილის ზედაპირის სიმცირის გამო, მათზე თავსდება თითო მორთული სარკმელი, რაც, როგორც დეკორატიული აქცენტი, სრულიად საკმარისია (შიდა სივრცის ამ ნაწილის განათებისათვისაც მხოლოდ ერთი სარკმელია საჭირო).
ამგვარად, აღნიშნული ფასადების ჯვარი და სარკმლები, რომლებიც მორთულობის დეტალებით ოდნავ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, წარმოადგენენ თავისი ეპოქის დამახასიათებელ ნაწარმოებს.
წუღრუღაშენის დასავლეთის ფასადის გვერდით, დაბალ ნაწილში (დეკორატიული ჯვრის კვარცხლბეკის დონეზე) პატარა წრიული სარკმლებია მოთავსებული. ორივეგან საპირე არშიის მომჩარჩოებელი ლენტი დიაგონალების ბოლოებში ქმნის დამატებით პატარა მარყუჟებს. ასეთი სარკმლებიც დამახასიათებელია ამ ეპოქისათვის (ტაბ. 97).
დასავლეთის ფასადის ქვედა ნაწილს, როგორც აღვნიშნეთ, აკლია კარიბჭე, ამიტომ დღეს მას თავდაპირველი სახით ვერ წარმოვიდგენთ. კარის არსებული მორთულობა, თავისი ხასიათით, არ გამოდის მითითებული ხანის ფარგლებიდან (ტაბ, 100).
კ.რს შემოყოლებული აქვს წვრილგრეხილოვან ლილვაკებში მოქცეული ფართო ორნამენტული არშია. ამ გარე გრეხილისგან სამი მედალიონი იქმნება: ორი მარჯვენა ვერტიკალზე, ერთი კი მარცხენაზე. კარის ტიმპაი ოსტატს ორ ნაწილად გაუყვია: ქვემოთ ლილვებით შემოფარგლული სწორი სიბრტყეა (იგი როგორც ეტყობა, განკუთვნილი იყო წარწერის მოსათავსებლად), ზემოთა სეგმენტში კი ჩასმულია ლილვების ნასკვებიდან გამოსული ორი ფოთოლი. ამ კომპოზიციის უშუალო პარალელს ვერ მივაკვლიეთ (შეიძლება მასში ადრეული ეპოქის გამოძახილთან გვქონდეს საქმე).
კარის ზემოთ არსებული დეტალი საყურადღებოა, რადგან მასში უნდა ჩანდეს ნაგებობის ერთი დაღუპული ნაწილის კვალი.
კარის არეს ზემოდან სახლვრავს კედლის ზედაპირიდან 20 სანტიმეტრით გამოწეული კუთხოვანი პროფილის მქონე თაღი, რომელიც ეყრდნობა მასიურ შვერილებს. ამ შვერილების ქვედა ნაწილი მარტივი პროფილითაა დამუშავებული, მარცხნივ იგი დაყრდნობილია რომელიღაც ცხოველის გამოსახულებაზე (ცხოველი მოცემულია en face- - იგი წინა ფეხებით მთლიანად გამოსულია კედლის ზედაპირიდან. რადგანაც ამ ცხოველს თავი მომტვრეული აქვს, მისი გამოცნობა ძნელია), ხოლო მარჯვნივ – ცილინდრულ მასაზე, რომლის წინა ნაწილიც ორნამენტითაა დაფარული.
აღნიშნული გამოწეული თაღის ქუსლის თითქმის გასწვრიე, ორივე მხარეს, შემორჩენილია პროფილირებული, 1,70 სანტ. სიგრძის შვერილი. აღწერილი თაღი და შვერილი გვაფიქრებინებს, რომ აქ ყოფილა კარიბჭე, რომლის კამარების დასაყრდენსაც ეს შვერილები წარმოადგენდა.
კარიბჭე, როგორც ეტყობა, არ სწვდებოდა ფასადის მთელ სიგრძეს. შემორჩენილი ნაწილების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათთ რომ კარიბჭეს შიგნით სამი კამარა ჰქონია: ერთი – ცენტრში და თითო – გვერდებზე. »მათგან პირველი, კედლის პერპენდიკულარულად მიმართული ცილინდრული კამარა, დანარჩენებზე მაღლა იყო, გვერდითი, დაბალი კი, კედლის ზედაპირის პარალელურად. ამჟამად ამ კარიბჭისაგან სხვა არაფერი გადარჩენილა (საჭიროა გათხრების წარმოება, რადგანაც კედლის კვალი, რომელიც მიწის ზედაპირზე ჩანს, შესაძლებელია კარიბჭისა იყოს). კედლებზე შემორჩენილი ნაწილები მოწმობს, რომ წუღრუღაშენის ტაძარს თავდაპირველად კარიბჭე მხოლოდ დასავლეთით ჰქონია.
სამხრეთის ფასადი მოღწეულია თავდაპირველი სახით, მაგრამ ჩრდილოეთისას, როგორც ადრევეც აღვნიშნეთ, მიდგმული აქვს შემდეგი დროის ექვტერი. თუმცა, ტაძრის აგების შემდგომ სამხრეთითაც მიუშენებიათ კარიბჭე თუ ექვტერი, მაგრამ მას ჩვენამდე არ მოუღწევია და ეს მცირე შემორჩენილი ფრაგმენტები ფასადის საერთო ხედის აღქმას არ უშლის.
სამხრეთის ფასადზე მხოლოდ ორი მორთული ელემენტია, კარი და სარკმელი (ტაბ. 87, 101). ამათ გარდა, არის კიდევ ორი პატარა სარკმელი, რომლებიც ზომითაც პატარებია და დაუმუშავებელი, ამიტომ ეს მცირე ზომის, ერთ ჰორიზონტზე განლაგებული ხვრელობები, რომელთაგან პირველი მოთავსებულია ცენტრალური სარკმლის ქვემოთ და მეორე მის მარცხნივ, თვალისათვის თითქმის შეუმჩნეველი რჩება და ფასადის საერთო აღქმაში არც კი მონაწილეობს. ასეთივე სარკმლებია გამეორებული ჩრდილოეთის ფასადზეც.
ფასადთა სარკმლების ასეთი განლაგება სხვა ძეგლებზე არ გვხვდება და მათი მორთვა ზედმეტად ღატვირთავდა ფასადს, დაარღვევდა მის მთლიანობას, ოსტატმა ამიტომაც დატოვა ისინი მოურთავად.
ფასადის მაღალ მონაკვეთზე, როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, ერთი სარკმელია მოთავსებული, რომლის მორთულობა ტიპით ისეთივეა როგორც აღმოსავლეთის ფასადზე ვნახეთ, მხოლოდ ეს იმაზე მარტივია. მაგალითად, აქ მომჩარჩოებლად ლილვებია და არა გრეხილი, ხოლო თაღზე ლილვები კა არ არის, არამედ ერთ მთლიან სიბრტყეზე ორნამენტოვანი წნულია ვგაშლილად მოქცეული. ეს არშია ორივე მხარეს ეყრდნობა ლომების გამოსახულებიან ფილებს. თაღის ირგვლივ სამკუთხადაა განლაგებული კოპები, რომელთა ორნამენტოვანი დამუშავება, ჩვეულებისამებრ, განყხვავდება ერთმანეთისაგან (ცენტრალური კოპი მომტვრეულია).
ჩრილოეთის ფასადზე ამავე ტიპის სარკმელია მოთავსებული, მაგრამ იქ თაღი ლილვებიანია და დეტალებში განსხვავდება პირველისაგან (ტაბ. 89). ამ პერიოდის სხვა ძეგლებზე ჯერჯერობით არსად შეგვინიშნავს მომჩარჩოებელი თაღის მაგიერ ასეთი ბრტყელი ორნამენტოვანი არშია, როგორიც წუღრუღაშენის სამხრეთის ფასადზეა. იგი ორიგინალური ჩანს.
გვერდითი ფასადების დეკორიდან მეტად საყურადღებოა სამხრეთის კარის დამუშავება. კარის მორთულობა შედგება რთულად შემკული ბალავრის ქვისაგან და შესასვლელის პროფილიანი მოჩარჩოებისაგან (ტაბ. 101).
ბალავრის ცენტრალურ ნაწილში დაზიანებული ასომთავრული წარწერაა, ხოლო მის ზედა და გვერდით ნაწილებს გასდევს წვრილი ლილვების რთული ხლართი. ამ ლილვების ხლართვით ვერტიკალურ არეებზე სიმეტრიული კომპოზიცია იქმნება შემდეგი ელემენტებით: ქვემოთ კვადრატული ორნამენტი, ზემოთ როზეტი და „გოლგოთის“ ჯვარი. რაც შეეხება ზედა ნაწილს, აქ ცხოველების რელიეფური გამოსახულებები ყოფილა, მაგრამ დღეს ისინი ძალიან დაზიანებულია ქვის გამოფიტვის გამო, და მხოლოდ შემდეგის გარჩევა ხერხდება: შუაზე ყოფილა აღნიშნული ლილვისაგან შექმნილი მედალიონი რელიეფური გამოსახულებით (გამოფიტულია), ხოლო გვერდებზე ორ-ორ, პირისპირ მდგომ ცხოველთა გამოსახულება. ამათგან უკეთაა შემონახული მარცხენა, კუთხისა (ლომი), მომდევნო რელიეფი თითქმის მთლიანად მოსპობილია, მარჯეენა ჯგუფიდან კი ცენტრალური ნაწილია დაზიანებული (თავები არ შემორჩენიათ).
ეს ბარელიეფები ბართოლომეის დროს უკეთეს მდგომარეობაში ყოფილა, რადგანაც იგი წერს, წუღრუღაშენი შემდეგი ნიშნებით მაგონებს აღმოსავლეთის სტილსო (§5C!): „მაგალითად, ბარელიეფი გამოხატავს ლომებს, რომლებიც ჭამენ ჯეირნებს“ (მით. წიგნი, გვ. 310). მოყვანილი ციტატა დღევანდელ სურათს აზუსტებს შემდეგნაირად: მედალიონის ორივე მხარეს პირისპირ მდგომი ლომისა და ჯეირნის ჯგუფები ყოფილა მოთავსებული.
კარის მორთულობა მთლიანად კედლის სიბრტყის შიგნითაა ამოკვეთილი, ე. ი. რელიეფი არ გამოდის კედლის სიბრტყიდან. ფასადების დამუშავების ასეთი სისტემა, როგორც ცნობილია, ადრეული ხანის ძეგლებისათვის არ არის დამახასიათებელი27, იგი პირველად გვხვდება XIII საუკუნის პირველი ნახეvრის ძეგლებში (კოჯრის კაბენი, ახტალა), ხოლო სრულუფლებიანი ამავე საუკუნის ბოლოსა და XIV საუკუნეში ხდება. რადგანაც ასეთი სისტემა წუღრუღაშენის ძეგლის დეკორში მხოლოდ ერთგანაა გამოყენებული, იგი ამითაც უნდა მიეკუთვნოს იმ ძეგლთა რიცხვს, სადაც ეს სისტემა პირველად იჩენს თავს.
ამ ფასადზე მიუშენებიათ მდიდრულად მორთული კარიბჭე. მისი აღდგენა დღეს ყოვლად შეუძლებელია, რადგან ძალიან უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი, ისიც ეკლესიის კედელთან. კარიბჭე ადრევე დანგრეულა და იქვე უბრალო ქვებით სხვა ფორმის სადგომი აუგიათ (ტაბ. 97). შემდეგ ისიც დანგრეულა და დღეს მისი გეგმის საერთო მოხაზულობის მეტი არაფერი ირკვევა. რაც შეეხება პირველი კარიბჭის შემორჩენილ ნაწილებს, ისინი შემდეგია: ეკლესიის კარის ორივე მხარეს რთული პროფილის მქონე ბახზისები სამსაფეხურიანი პილასტრისათვის, მარცხენა პილასტრის ერთი ნაწილი (ორნამენტული დამუშავებით). იმავე პერიოდის ოთხკუთხა ბაზისია კიდევ დარჩენილი აღნიშნული რთული ბახისის მარჯვნივ.
ჩრდილოეთის მინაშენის ჩრდილო ფასადი წარმოადგენს გრძელ ოთხკუთხედს, რომელსაც სახურავქვეშ ჩუქურთმით დამუშავებული ჰორიზონტალური კარნიზი გასდევს. ცოკოლის ფორმა ზუსტად იმეორებს მთავარი ძეგლის ცოკოლის ფორმას და იმავე ჰორიზონტს მიჰყვება.
ამ მინაშენის ფასადზე, აღნიშნულის გარდა, ორი, შედარებით სადა, დეკორატიული ელემენტია: თითო ქვაში გამოჭრილი მცირე ზომის ორი სარკმელი. მათი მორთულობა შედგება ორ გრეხილ ლილვს შორის მოქცეული ორნაზენტული არშიისაგან (ტაბ. 92)
უკანასკნელი შეკეთების დროს აღდგენილია მთავარი კორპუსის ფასადის ფრონტონიანი ნაწილის მარჯვენა კუთხე (რამდენიმე მომდევნო ქვით) და კარნიზი 3,5 მეტრის სიგრძეზე.
წუღრუღაშენის ძეგლის საუკეთესო ნაწილია გუმბათის ყელი (ტაბ, 81, 85-87, 103), სწორედ აქ გამომჟღავნდა ოსტატის შემოქმედებითი უნარი. ოსტატის მიერ შექმნილია მაღალი პროპორციების მქონე, რთული მორთულობით, უამრავი ჩუქურთმით მოკაზმული ცილინდრული ფორმის გუმბათის ყელი.
ტაძრის გარე მასებში გამოვლენილი ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია მაღალი ცილინდრი, რომლის საფუძველსაც კვადრატი წარმოადგენს. აჰ საფუძვლის ყოველი გვერდი ჰორიზონტალური კარნიზით მთავრდება. ყველა გვერდზე კარნიზი წყდება მუაზე, იქ, სადაც ჯვრის მკლავის სახურავის კეხი პერპენდიკულარულად ებჯინება მას. ჩუქურთმიან კარნიზს ყველგან. ქვედა ლილვის პარალელურად, მეორე ლილვიც გასდევს. ისინი მოწინააღმდეგე მხრიდან კუთხეში ხვდებიან ერთმანეთს, ტყდებიან სწორი კუთხით და ჩაჰყვებიან ვერტიკალურ წიბოს ბოლომდე. შიდა ლილვი, დამატებით, გარდა აღმოსავლეთისა და სამხრეთის გვერდებისა, ყველა გვერდზე ქმნის სხვადასხვა ზომის წრიულ არეს, რომელთა შიდა ნაწილიც ოდნავ ამოწეული სფერული ზედაპირითაა დამუშავებული, აღმოსავლეთისა და სამხრეთის გვერდებზე წრეების მაგიერ იქმნება წვერზე შემდგარი კვადრატი, შუაში სადა კოპით.
გარდა აღნიმნული დეკორისა, დასავლეთის მხარის მარჯვენა სამკუთხა ნაწილში, უშუალოდ კარნიზს ქვემოთ, მოთავსებულია საყურადღებო დეტალი, სახელდობრ, საკმაო ცოდნით მესრულებული სახედრის რელიეფური გამოსახულება კურტნითა და რაღაც ოთხკუთხა ტვირთით28.
თვით გუმბათის ყელის მთელი ზედაპირი დაფარულია სხვადასხვა ელემენტებისაგან შედგენილი დეკორით, ამ დეკორატიული მორთულობის მთავარი ელემენტია ათი ნაწილისაგან შემდგარი უწყვეტი თაღედი. ყოველ თაღში თითო სარკმელია გაჭრილი (ტაბ. 90), რომლებსაც ირგვლივ გასდევს ორ წვრილ გრეხილს შორის მოთავსებული ფართო საპირე არშია. აღნიშნული თაღედი შედგება სამ-სამი ვერტიკალური გრეხილის კონისაგან, რთული სახის კაპიტელებითა და ბაზებით, და ასეთივე გრეხილი ნახევერწრიული თაღებისაგან (ვერტიკალთაგან განსხვავებით, თაღები ორ-ორი გრეხილისაგან შედგება), ხოლო თაღედის ქვჭშა ჰორიზონტი უჭირავს გლუვზედაპირიან ლილვებს.
თაღებს შორის ზის თითო, ჩუქურთმით დაფარული კოპი, ერთგან კი – მე-3 და მე-4 სარკმლებს შორის – ცხვარია გამოსახული, საკმაოდ გრძელი რქებით.
ამ კოპებს მოსდევს ორნამენტული ფრიზი ზედა გრეხილით და, ბოლოს, საკმაოდ ძლიერ გადმოშვერილი ორმაგი კარნიზი. ზედა, უფრო მაღალ კარნიზს მაღალი ორნამენტი შეესაბამება, ქვედა, დაბალს – დაბალი. ამ ცილინდრული გუმბა”ის ყელს ქვემოდან საზღვრავს ფესტონებით დამუშავებული, ბრტყელ ლენტეbს შორის მოქცეული, ორმაგი გრეხილი.
გუმბათის ყელის მორთვის აღწერილი კომპოზიციური გადაწყვეტა ძალიან მოკლე მონაკვეთში გვხვდება, სახელდობრ, XII საუკუნის უკანასკნელი ათე– ულისა და მომდევნო საუკუნის პირველი მეოთხედის ძეგლებში. ესენია: ბეთანია, ქვათახევი და ფიტარეთი. ამათგან, პირველი ორი, სხვა დეტალებთან ერთად, ზედმიწევნით ემსგავსება ფრიზის საერთო სახით და მისი ჩუქურთმის მოტივით.
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მითითებული ეპოქის საკუთრებად უნდა ჩაითვალოს ჩუქურთმით დაფარული ორმაგი კარნიზის გამოყენება და თაღებს შორის სხვადასხვაგვარად დამუშავებული კოპების მოთავსება (ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი და ჰუჯაბი, ამ უკანასკნელზე ქვედა, დაბალი კარნიზი უორნამენტოა).
გუმბათის ყელის ათი სარკმლის საპირეზე გამოყენებულია ორნამენტი სხვადასხვა მოტივით. ძირითადად ყოველ საპირეს თითო მოტივი ქმნის, მაგრამ რამდენიმეზე ერთი მოტივი შეუმჩნევლად იცვლება მეორით, რაც მეტად ახალისებს ისედაც ცხოველხატულ სურათს. უნდა შევეხოთ ამ ძეგლის მორთულობაში შემავალი ბაზისებისა და იმპოსტების მოწყობის საკითხსაც, რადგანაც მათი სახეც, უდავოდ, მატარებელია ამ ეპოქის დამახასიათებელი ნიშნებისა.
ძეგლის დეკორატიული ნახევარკოლონების კონის ბაზისები და იმპოსტები. ძირითადად, ერთი ტიპისანი არიან, მაგრამ არის განსხვავება იმპოსტების" ფორმაში; ამიტომ მათ ორ სახედ ვყოფთ:
1. პირველი სახის შემდგენელია ოთხი ელემენტი: ჩუქურთმით დაფარული კვადრატი და ორი, წვრილჩუქურთმიან ლენტს შორის მოქცეული, წყვილი ბურთობი. ამ სახითაა შემკული ძეგლის მეტი ნაწილი,
არსებობს ამ სახის მეორე ვარიანტიც, იგი გამოყენებულია მხოლოდ აფსიდის მთავარი სარკმლის მოჩარჩოების იმპოსტებად. პირველისაგან განსხვავებით, აქ ხუთი ელემენტია.
2. ეს სახეც ოთხელემენტიანია, მაგრამ, პირველისაგან განსხვავებით, ჩუქურთმიანი კვადრატის ადგილას სწორკუთხა ფილაა და ბურთობები სამია (პირეელში ბურთობების რიცხვი ნახევარკოლონების რიცხვს შეეფარდება, აქ კი – არა). ეს სახე გამოყენებულია აღმოსავლეთის ნიშებზე და დასავლეთის წყვილი სარკმლის იმპოსტებად.
ამ სახის კიდევ ერთი ვარიანტიც არსებობს. იგი გამოყენებულია სამხრეთის სარკმლის თაღის იმპოსტებზე. აქ ზედა ფილა რელიეფური დამუშავებითაა მოცემული.
ბაზისებისა და იმპოსტების ფორმა წინა საუკუნეებში გაცილებით რთული იყო და მრავალი ელემენტისაგან იქმნებოდა. მაგრამ მათი ფორმა თანდათანობით მარტივდება და XII ს. დასასრულიდან ახალი სახეები ცვლიან მათ. წინათ ჩუქურთმიან ლენტს არ იყენებდნენ, ახლა კი მან დაიკავა შუაში განასკვული ღაროვანი ელემენტის ადგილი. ამავე ეპოქისათვის დამახასიათებელია ლენტებისა და ყველა სხვა მისი შემცველი ელემენტის „სამაჯურების“ მოწყობა. უკეთ რომ ვთქვათ, წინა საუკუნეებში „სამაჯურები“ უშუალოდ შეხამებულია და მისდევს ლილვების ფორმაა, ხოლო XII ს. ბოლოს იქმნება ტენდენცია ამ ლენტების გამართვისა და ერთ სიბრტყეში მოქცევისა. XIII ს. პირველი მესამედის ძეგლებში ორივე სისტემა იხმარება, შემდეგ კი, საუკუნის ბოლოსა და მომდევნო პერიოდში „სამაჯურის“ სისტემას აღარ ხმარობენ, მას კანტიკუნტად ვხვდებით, როგორც გამონაკლისს.
წუღრუღაშენის ძეგლხე მხოლოდ და მხოლოდ ჩუქურთმიანი ლენტებია გამოყენებული (ერთგან, აფსიდის სარკმლის მოჩარჩოების მარცხენა ნაწილში, ახალთან ერთად, ძველი ხერხიცაა გამოყენებული). თანაც, ლენტების საძაჯურისებურობა შედარებით კარგადაა გამოვლენილი გუმბათის ყელზე, ფასადზე კი ახალი ფორმა სჭარბობს: იქ, სადაც ძველი ფორმაა ნახმარი, იგი ძალიან მკრთალადაა გამოვლენილი.
ტაძრის ფასადების განხილვის დროს მინაშენებს შევეხეთ მათი ადგილმდებარეობისდა მიხედვით, ახლა უნდა შევაჯამოთ ზემოთქმული.
სამხრეთისა და ჩრდილოეთის მინაშენები არ არის მთავარ კორპუსთან ერთად აგებული. სამხრეთის კარიბჭე, როგორც ეტყობა, ძალიან მდიდრღლად ყოფილა მორთული, ერთადერთი მოჩუქურთმებული ბაზა, რომელიც კარის მარცხნივაა შემორჩენილი, მინაშენის დათარიღებისათვის ბევრი არაფრის მთქმელია. ერთი კი ცხადია, ამ ორნამენტების გამომჭრელ ოსტატს მთავარი კორპუსის ორნამენტაციის დამუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია (ნიშნები შემდეგია: ქვედა მოტივი, თუმცა ძეგლზე რამდენიმეჯერაა გამოყენებული, მაგრამ არა ასეთი ზედმეტად წაგრძელებული ფორმებით, თანაც, ირიბ ორღაროვან ლენტებს შუაზე პერპენდიკულარულად ორი ღარივე კვეთს, რაც ძირითად კორპუსზე მხოლოდ ერთგან გვხვდება, მაგრამ სხვა გადაწყვეტით. ბურთობიც აქ, სხვებთან შედარებით, მეტად დაჭყლეტილია და სხვა). ამ მცირედი შემორჩენილი ნაწილებით მისი დათარიღება ძნელია, მაგრამ მათი ხარისხი, სხვა ნიშნებთან ერთად, გვიკარნახებს, რომ მისი აგება უმუალოდ მოსდევს ტაძრისას.
ჩრდილოეთის მინაშენს, მიუხედავად იმისა, რომ მან ჩვენამდე თითქმის თავდაპირველი სახით მოაღწია, არ გააჩნია ისეთი არქიტექტურული ფორმები, რომლებიც ცხადად მიგვითითებდეს ამა თუ იმ ეპოქაზე. ერთადერთ დამათარიღებელ მომენტად ორნამენტაცია უნდა მივიჩნიოთ. მაგრამ მასაც არ გააჩნია მკვეთრად გამოვლენილი სახე, რომ მისი მოქცევა შეიძლებოდეს დროის რომელსამე მოკლე მონაკვეთში. ერთი რამ კი გარკვევით ჩანს: იგი არ შეიძლება მიეკუთვნოს ძირითადი კორპუსის აგების ეპოქას, მაგრამ არც ძალიან შორდება მას. (აგებული უნდა იყოს რამდენიმე ათეული წლით გვიან). ჩვენი ახრით, ჯერ სამხრეთის კარიბჭეა მიდგმული, შემდეგ კი ჩრდილოეთის ექვტერი.
წუღრუღაშენის ძეგლი, ორნამენტაციის მოტივთა სიუხვითა და მრავალფეროვნებით, ერთ-ერთ პირველთაგანია შუა საუკუნეების ძეგლებში. მოტივთა შორის ბევრია ორიგინალური, ფართოდ გავრცელებულიც. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ისეთი მოტივები რომელთა შემქმნელია ამ ძეგლის ხუროთმოძღვარი. იმ მოტივებსაც, რომლებიც დიდი ხნით ადრე შეიქმნა და შემდეგშიაც საუკუნეების მანძილზე ცოცხლობდნენ, აქ აგრეთვე თავისებური ელფერი აქვს.
ძეგლის მთავარ კორპუსზე, ძირითადად, ორი ოსტატის ხელწერა იგრძნობა. პირველ ოსტატს მომადლებული აქვს გემოვნება და არტისტული ბენება, მეორე კი შედარებით მოკლებულია ამ ნიშნებს. პირველი ღრმა რელიეფითა და თავისუფალი კვეთით ქმნის მიმზიდველ სურათს, მეორეს კი დაბალი რელიეფი, უსუსური ლენტები და ზოგან, გაუმართავი ნახატები აქვს; პირველი ოსტატი ზოგჯერ ერთსა და იმავე საპირე არშიაზე რამდენიმეჯერ შეუმჩნევლად ცვლის სურათს, რომელიც თვალისთვის მეტად სასიამოვნოა; მეორეც ცვლის სურათს, მაგრამ მის ხელში ნახატი იბნევა და შთაბეჭდილებაც იკარგება, პირველ ოსტატს უნდა სჭეროდა მთავარი ადგილი ძეგლის დაპროექტებაში, ხოლო გუმბათის ყელი მთლიანად, დეკორის ყოველი ელემენტით, მას უნდა ეკუთვნოდეს. ფასადებზე კი მას უნდა მივაკუთვნოთ სამხრეთის სარკმლის საპირე, კარნიზის რამდენიმე მოტივი და რელიეფური გამოსახულებანი.
წუღრუღაშენის ძეგლის ორნამენტაცი,ა როგორც მოტივთა შერჩევით, ისე დამუშავების ტექნიკითა და ხარისხით, დამახასიათებელია ზემოთ არა ერთხელ მითითებული ეპოქისათვის დეტალური ანალიზი კი მას აყენებს ამ ხანის უკანასკნელ საფეხურზე, ე. ი. XIII საუკუნის მეორე ათეულის ფარგლებში.
ძეგლის ორნამენტაციის რეპერტუარი ძირითადად შედგება მცენარეული და გეომეტრიული მოტივებისაგან. მაგრამ, თუ გეომეტრიული მოტივები მიღებულია ღაროვანი ლენტის მრავალი კომბინაციით და, თუ შეიძლება ასე ითქვას, „წმინდა გეომეტრიულ“ მოტივებს წარმოადგენენ, იგივე არ შეიძლება ითქვას მცენარეულ მოტივებზე, რადგან ძეგლზე არა გვაქვს ისეთი მოტივი. რომელიც მიღებული იყოს „წმინდა მცენარეული“ ელემენტებისაგან: აქ მცენარეულ ნაწილთა დამაკავშირებელ ელემენტს ყოველთვის ღეროვანი ლენტი წარმოადგენს.
მცენარეული მოტივები შეიძლება დაიყოს იმისდა მიხედვით, თუ რა სჭარბობს მათში, „მცენარეული“ თუ „გეომეტრიული“ სახეები.
აქ აღნიშნული ნიშნების მიხედვით, ორნამენტული მოტივები შეიძლება პირობით დაიყოს სამ ჯგუფად: 1. მოტივები, რომლებშიც სჭარბობს მცენარეული ნაწილები, ლენტოვანი ღეროები კი აუცილებელი მაკავშირებელის როლს ასრულებს; 2. მოტივები, რომელთა ძირითადი ბირთვი მიღებულია ღაროვანი ლენტესაგან, ხოლო მცენარეული ელემენტები გამოყენებულია სხვადასხვა სიძლიერით; 3. მოტივები, რომლებიც მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ ღაროვანი ლენტების კომბინაციით.
პირველი ჯგუფი: 1. მოტივი იქმნება ურთიერთ საწინააღმდეგოდ მიმარ– თული ფოთლებისა და მათი საფუძვლის ორღაროვანი ლენტოვანი სამკუთხედების უწყვეტი შეერთებით. ასეთი ზიგზაგით მიღებული არეების შემავსებელი – სამკუთხა ფორმის შეხამებული მრავალყურა ფოთოლია. ფოთლების „ყურების რაოდენობა წუღრუღაშენმი იცვლება შვიდიდან თერთმეტამდე. ეს მოტივი განკუთვნილია ჰორიზონტალური განთავსებისათვის და ასეცაა, ძირითადად, გამოყენებული სხვა ძეგლებზეც.
ეს მოტივი გამოყენებულია ძეგლის შემდეგ ადგილებზე: გუმბათის ყელის ფრიზად (ტაბ. 93-ა, 103). გუმბათქვეშა კვადრატის ჩრდილო–დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარეების კარნიხად და გუმბათის თაღედის ა, გ, ვ, და თ ხაზებზე.
მოტივი პირველად ბაგრატის ტაძარზე გვხვდება, მაგრამ მან ადრეულ საუკუნეებში ვერ ჰპოვა დიდი გამოყენება XII ს ბოლოსა და XIII ". პირველი წლების ოსტატებმა იგი დიდად გაავრცელეს და ძირითადად გამოიყენეს გრძელ და ფართო არშიებზე. აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ ეს მოტივი ბეთანიის და ქვათახევის ძეგლებზე, წუღრუღაშენის მსგავსად, გუმბათის ყელის ფრიზადაა გამოყენებული. ასევე ფრიზადაა გამოყენებული, უგუმბათო მაღალაანთ ეკლესიაზეც, სადაც დასავლეთისა და გვერდით ფასადებზე უშუალოდ კარნიზს მისდევს, ხოლო აღმოსავლეთისას ჰორიზონტალურად ჰკვეთს.
ეს მოტივი, მართალია, საუკუნეების განმავლობაში იხმარებოდა, მაგრამ არა უცვლელად. ბაგრატის ტაძარზე არსებული ორწამენტი სასიამოვნოა, შედარებით კარგია იგი XII-XIII საუკუნეების მიჯნაზეც, ხოლო შემდეგ თანდათანობით „სუსტდება“ და კარგავს მიმზიდველობას.
2. მოტივს ჰქმნის ბოლოფოთლოვან სამკუთხა ლენტში მოქცეული დიდი ფოთოლი, რომლის საფუძვლის ლენტები გადაწვნით უერთდება მეორე მსგავს ელემენტს. მოტივის ელემენტის ბუნებრივი მდგომარეობა – ვერტიკალურია და, ძირითადად, სახე ასედაცაა ყველგან გამოყენებული.
ორნამენტი გამოყენებულია გუმბათის ყელის მე-2 სარკმლის საპირე არშიად (ტაბ. 93).
მოტივის წარმოშობა XI ს. დასაწყისს მიეკუთვნება, მაგრამ იგი არ ეკუთვნის გავრცელებულ მოტივთა რიცხვს.
პირველად იგი, უკვე ჩამოყალიბებული ფორმით, სეეტიცხოველზე (1010- 10290) გვხვდება, რომლის ჩრდილო ფასადის მთავარი სარკმლის საპირე არშიაზე, წუღრუღაშენისაგან განსხვავებით, ცენტრალური ფოთოლი პირდაპირ ებმის ლენტოვან სამკუთხედს. იკორთის ძეგლზე (1172) იგი ორი სახითაა მოცემული: სამხრეთის მკლავის მარცხენა სარკმლის საპირედ გართულებული სახეა, მაშინ, როდესაც აღმოსავლეთის ფასადის სადიაკვნის ზედა მცირე წრიული სარკმლის საპირედ წუღრუღაშენის ორნამენტის ზედმიწევნით მსგავსი ორნამენტია გამოყენებული, ისევე, როგორც ქვათახევის დასავლეთ სარკბლის არშიად.
3. მოტივი იქმნება ღეროებზე მოსხმული დიდი და პატარა ფოთლებისაგან (დიდი ფოთლების „ყურების“ რაოდენობა იცვლება ხუთიდან შვიდამდე, პატარეებისა კი სამი ან ოთხია), ფოთლების მაკავშირებელი ღეროები ნაპირებში ენასკვებიან ერთმანეთს და მომჩარჩოებელ ლენტს ქმნიან.
ძეგლზე ეს მოტივი გამოყენებულია დას, ფასადის დეკორატიული ჯვრის მარჯვნივ მდებარე სარკმლის არშიად (ტაბ. 93-ი, 88).
ამ მოტივის ზუსტ პარალელს არსად არ ვხვდებით, მაგრამ იგი სხვადასხვა ვარიაციით გავრცელებულია XII-XIII ს. მიჯნის ძეგელებზე, რის მაგალითსაც: გვაძლევს ბეთანია (აღმოსავლეთის ფასადის სამკვეთლოს სარკმელზე), სოფ. წინარეხთან მდებარე მაღალაანთ ეკლესია (აღმოსავლეთის ფასადის კარნიზის "ქვედა არშიაზე) და ქვათახევი (გუმბათის ყელის ჩრდილო–აღმოსავლეთის სარკმლის არშიაზე).
იგივე მოტივი, მხოლოდ განსხვავებული "სახით, გამოყენებულია დას. ფასადის კარის შიდა ნაწილის მოსართავად (ტაბ. 93-დ). მათ შორის განსხვავება შემ– დეგია: სარკმლის ორნამენტში დიდი ფოთლის მოპირდაპირე ღეროს გასდევს თითქოს ასეთივე დიდი ფოთლის „წაკვეთილი ყურები“, რაც კარის ორნამენტში გამოტოვებულია.
ექვტერის ჩრდილოეთის ფასადის მარცხენა სარკმლის საპირეზე და დასავლეთის ფასადის სარკმელთა ბაზისების ლენტებზე ორნამენტთა ზოგადი სქემა იგივეა, მაგრამ სურათი სხვანაირად იქმნება. მთელ არშიას კლაკვნით გასდევს ერთი ლენტი, რომლის რკალებშიაც რიგრიგობით, მარჯენივ და მარცხნივ, ფოთლებია გაშლილი.
ეს ორნამენტი გარე მომჩარჩოებელი ლენტით, ძალიან გავრცელებულია XI ს. დასაწყისიდან29. წუღრუღაშენის ძეგლზე კი ამ მოტივის კერძო, გამარტივებული სახეა წარმოდგენილი. საერთოდ კი ზემოგანხილული ორი მოტივი მესამე მოტივის გადაკეთება-გართულებას უნდა წარმოადგენდეს.
სამივე ორნამენტი ნაგულისხმევია, როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური მდგომარეობისათვის.
4. ორნამენტში ლენტოვანი წნული და მცენარეული მოტივია შეთავსებული, მომრგვალებული მკლავების მქონე ლენტოვანი წნულისაგან შექმნილია ჯვარი.
ამ ჯვრის ყოველი მკლავიდან თითო ხუთყურა ფოთოლი შემოდის, რომელთა ძირიდან გამოსული ლენტები ერთმანეთს უერთდება, ხოლო განაპირები დაწვნილია და ქმნის მოჩარჩოებულ ლენტს.
მოტივი გამოყენებულია დასავლეთის ფასადის მარჯვენა ფრთის კარნიზზე და გუმბათის ყელის მე-6 სარკმლის საპირე არშიის ზედა ნაწილში30 (ტაბ. 93-ე).
ეს მოტივი ოდნავი ცვლილებებითა და შესრულების განსხვავებული ტექნიკით გავრცელებულია XII ს. ბოლოსა და XIII ს. ძეგლებზე.
ამ ორნამენტის მონათესავე რთული სახე გავრცელებული იყო ჯერ კიდევ XI ს. დასაწყისში (სამთავისის აღმ. ფასადის დეკორატიული ჯვრის არშია და სხვ.), ხოლო მისი ჩამოყალიბებული სახე იქმნება XII ს. მეორე ნახევარში (იკორთა, აღმ. ფასადის სარკმელზე) და ძალიან გავრცელებულია იმავე საუკუნის ბოლოსა და მომდევნო საუკუნის პირველ მეოთხედში (ქვათახევი – ჩრდი– ლო ფასადის მარჯვენა სარკმელზე, ახტალა – ჩრდილო კარის ტიმპანზე და სხვაგან, ჰუჯაბი – დასავლეთის ფასადის მარცხენა სარკმელზე, გუმბათის ყელის ერთ-ერთ საპირედ და სხვ.), აგრეთვე იმავე საუკუნის ბოლოს თბილისის მეტეხში (მთავარი აფსიდის მარცხენა სარკმლის საპირედ) და სხვა ძეგლებზე.
5. მოტივი, ცოტაოდენი განსხვავებით, ოთხი სახითაა წარმოდგენილი. ძირითადად იგი მიღებულია ლენტოვანი წნულისა და ფოთლების კომბინაციით.
მოტივის მთავარ წრიულ ბირთვს ქმნის ლენტოვანი წნული, რომლის ცენტრში ფოთოლია მოთავსებული, ხოლო წრის მოპირდაპირე გვერდებზე ნახევარფოთლებია შეზრდილი. წრეებს შორის ერთი მხარე შევსებულია ფოთლით, რომლის ღეროები ენასკვება დანარჩენ მომჩარჩოებელ ღეროებს, ხოლო მეორეს ავსებს გარე ლენტიდან გამოსული სამყურა ფოთოლი. ის სახე, რომელშიაც ეს სამკურა ფოთოლი წვეტიანი ნასკვით იცვლება, მეორე ვარიანტად შეიძლება ჩაითვალოს, ხოლო იქ, სადაც მათ ადგილას რთული ლენტოვანი ხლართია – მესამე ვარიანტად.
ძეგლზე პირველი ვარიანტი წარმოდგენილია აღმოსავლეთის ფასადის მთავარი სარკმლის არშიაზე (ტაბ. 93-ვ, 98), მეორე – დასავლეთის ფასადის მარცხენა კარნიზზე (ტაბ. 93-ზ) და გუმბათის ყელის მეხუთე სარკმლის არშიაზე31, მესამე – ჩრდილო ფასადის (ტაბ. 93 თ) მკლავის კარნიზზე (ჩამოთვლილ არშიებში ოდნავი ცვლილებებია შეტანილი).
ამ მოტივის მეოთხე ვარიანტი ნახატის გამარტივებითაა მიღებული და შეიძლება უფრო ლამახიც იყოს, ვიდრე პირველი. აქ ძირითადად, ამოღებულია დიდ წრეში არსებული სამკუთხა ფოთოლი.
ეს მოტივი წარმოშობილია XI ს. დასაწყისში32, იგი რთული კომბინაციებით მრავალფეროვან სურათებს ქმნის ღა მართლაც რომ „მცენარეულია“ (ნიკორწმინდა, სამთავრო, სამთავისი, იკვი და სხვა). შემდეგ, XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე, თანდათანობით ნახატი მარტივდება, ფოთლების რაოდენობა მცირდება და მეტი სიმშრალე ჩანს, მაგრამ მას ჯერ კიდევ არ დაუკარგავს თავისი მიმზიდველობა.
განხილული მოტივი მიეკუთვნება იმ ორნამენტთა ჯგუფს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცოცხლობენ.
მოტივს უმეტესად იყენებენ ჰორიზონტალური არშიებისათვის.
6. ორღაროვანი ლენტის კლაკვნით მიღებულ სამკუთხა არეებში მოთავსებულია ნაპირებზე ჩამწკრივებული სამკუთხედებიდან გამოსული პატარა ზომის ფოთლები. მომჩარჩოებელი სამკუთხედებიდან” თითოს გამოშვებით, ფოთლები გამოდის, მათ შუა არსებული კი მხოლოდ ლენტია, რომელიც ებმის მთავარ კლაკნილს.
ძეგლზე ეს ჩუქურთმა გამოყენებულია შემდეგ ადგილებზე: გუმბათის ყელის მე-7 სარკმლის საპირეზე; ჩრდილოეთის ფასადის მარჯვენა ზედა ორ კარნიზზე (ტაბ. 921-ი); სამხრეთის ფასადის შუა ნაწილის კარნიზებზე; დასავლეთით შუა ნაწილის სამხრეთის კარნიზსა და სამხრეთის მინაშენის პილასტრის ბაზისზე.
ქართულ ორნამენტთა რეპერტუარში ეს ის ორნამენტია, რომელსაც XI ს, დასაწყისიდან მოკიდებული, მრავალი საუკუნის განმავლობაში, თითქმის ყველა ძეგლზე იყენებენ. მაგრამ მას განსაკუთრებული სიყვარულით XII ს. მეორე ნახევარსა და XIII ს. პირველ ნახევარში მიმართავენ33.
წუღრუღაშენის ოსტატი ამ მოტივს უცვლის სახეს და, ნაწილობრივ, ამარტივებს კიდევაც. ერთი ასეთი სახე გამოყენებულია სამკვეთლოს სარკმლის საპირესა (ტაბ. 93-5, 91) და რამდენიმე ბაზისზე, ხოლო მეორე სახე – გუმბათის ყელის თაღედის ბახისებზე. ამ ორნამენტის პირდაპირ პარალელს ვერსად შევხვდით, ხოლო მიახლოებითი ფორმებით თუ იყენებდნენ სადმე, ისიც XII-XIII ს. მიჯნის ძეგლებზე.
ჩუქურთმა ნავარაუდევია ჰორიზონტალური მდგომარეობისათვის, მაგრამ მას ვერტიკალურად იყენებენ.
7. ჩუქურთმის სურათი შექმნილია წრეში ჩასმული ფოთლით.
ორნამენტი გამოყენებულია ჩრდილოეთის მინაშენის ჩრდილო კარნიზის მთელ სიგრძეზე, უხვევს აღმოსავლეთით (ტაბ. 93–გ) და იქვე, კუთხეში წყდება (მოტივის სურათი გზადაგზა იცვლება; აკლია სიზუსტე).
მოტივი არ არის გავრცელებული. იგი მხოლოდ XII-XIII საუკუნეთა მიჯნის ორიოდე ძეგლზე გვხვდება. ამათგან ყველაზე კარგადაა წარმოდგენილი სოფ. წინარეხთან არსებულ მაღალაანთ ეკლესიაში. იქ იგი აღმოსავლეთის კარნიზზეა მოთავსებული (მთელ სიგრძეზე), სურათი ხშირად იცვლება, ხან წრე წრეზე გადადის, ხან კი ინასკვება. პირველ შემთხვევაში ფოთლის მოხაზულობა ოთხკუთხედს უახლოვდება, ხოლო მეორეში წრეები ინასკვება, ფოთლის მოხაზულობა წრიულია. წუღრუღაშენის მოტივი პირველს უფრო უახლოვდება.
მოტივი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღსაქმელადაა შექმნილი.
8. მოტივის სურათი იქმნება ლენტების წვნით მიღებულ წრეში მოთავსებული ფართო ფოთლით. ნახატი მარტივია, ხაზები
ტაძრის დეკორში ამ. მოტივით შემკულია სამხრეთის ფასადის სარკმელი (ტაბ. 93-ნ, 101).
ეს მოტივიც გავრცელებულია თამარისა და მისი შვილების მეფობის ხანაში, თუმცა იგი ამ ეპოქაში არ ჩანს შექმნილი. დღემდე დაცულ ძეგლებში მას პირველად ბაგრატის ტაძრის დასავლეთის კარიბჭეში ვხვდებით. ასეთი სიზუსტითა და გემოვნებით შემდეგ მას შესრულება არ ღირსებია.
XII-XIII საუკუნეების მიჯნის ძეგლებში მას მრავალ კომბინაციაში იყენებენ, მაგრამ ძირითადად უცვლელს სტოვებენ. ასეთი ძეგლებია: იკორთა, თბილისის „ლურჯი მონასტერი“, ბეთანია, ქვათახევი, ფიტარეთი, დმანისი (ეკლესიის დასავლეთის კარიბჭე), ჰუჯაბი, მეტეხი თბილისისა და სხვ.34
9. ეს მოტივი ძალიან წააგავს ზემოგანხილულს, ამიტომ შეიძლებოდა იგი ცალკე არ გამოგვეყო, მით უმეტეს რომ ჩვენ იგი მიგვაჩნია აღნიშნული მოტივის სახესხვაობად, მაგრამ მას იმ ეპოქაში საკმაოდ განსხვავებული სახე ჰქონდა ღა თანაც იგი მაჩვენებელია დაკნინების გზაზე მდგარი ორნამენტაციისა, რის გამოც მისი ცალკე გამოყოფა ვარჩიეთ.
წუღრუღაშენში მოტივი ოთხი ვარიანტით გვხვდება: ა– შემკულია გუმბათის ყელის პირველი სარკმელი.35 (ტაბ. 93-ო), ხოლო პ და ჟ მორთულია გუმბათის ყელის მეორე, ქვედა კარნიზი (ტაბ. 93-პ, ჟ), იქვეა ოდნავ განსხვავებული მეოთხე სახე, სადაც ფოთლები ჰორიზონტალურად შემოდის წრეში.
ეს მოტივი, გართულებული სახით, მაგრამ ცუდი შესრულებით, გამოყენებული აქვს იქვე ჩრდილოეთის მინაშენის ოსტატს დასავლეთის კარის გარეთა საპირე არშიაზე.
ლენტოვანი წნულით მიღებულ წრეებში ფოთლის შემოყვანა უკვე XI ს-შია გავრცელებული (ნიკორწმინდის ძეგლის გუმბათის ყელზე), მაგრამ იქ ნახატს დამთავრებული სახე აქვს, მაშინ, როდესაც წუღრუღაშენის მოტივების ერთ ნაწილზე ამის თქმა არ შეიძლება: განსაკუთრებით ეს შეეხება ექვტერის ორნამენტს.
ამ მოტივს ვხვდებით XII-XIII ს. მიჯნის ორიოდე ძეგლზე (კარგადაა წარმოდგენილი რუსუდან დედოფლის სახელთან დაკავშირებულ გუდარეხის ეკლესიის სამხრეთის კარზე), მაგრამ მას გავრცელება არა ჰქონია.
10. ეს მოტივი მოთავსებულია ჩრდილოეთის მინაშენის დასავლეთის კარნიზზე (მხოლოდ ფრაგმენტია შემორჩენილი).
მოტივი შექმნილია ლენტების გადაწვნით მიღებულ, ელიფსისმაგვარი მოხაზულობის არეში ფოთლების ჩასმით; მათ შორის, ზემოთ, უფრო წვრილი, სამკუთხა ფორმის ფოთლებია დაკიდული.
ჩუქურთმა ცუდათაა შესრულებული და, რაც მთავარია, ასეთ წვეტიან ფოთლებს, სადაც მუხლები თითქმის არაა გამოყოფილი, ვერ შევხვდებით არა მარტო XI-XII ს. არამედ XIII ს. პირველ მესამედის ძეგლებშიც. სწორედ ამ კუთხოვანმა ფოთლებმა და დუნე ჭრის თავისებურმა გამოსახვამ, შესაძლოა ეს ორნამენტი და, მასთან ერთად, ექვტერის შენების თარიღი XIII ს. მეორე ნახევარში გადაგვატანინოს.
მეორე ჯგუფი. 1. მოტივის ქვედა ორი მესამედი უკავია ლენტების დაწნვით შექმნილ წრეებს, ხოლო ზედა ნაწილში ლენტების მჭიდრო გადაწვნით ჯვარისებრი სახეა გამოყვანილი. წრეების გვერდით კედლებთან სამ-სამ მუხლიანი ფოთლებია შეზრდილი, ისინი ერთმანეთის პირისპირ მდებარეობენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფოთლებს ნაკლები ადგილი უჭირავთ მოტივში, მაინც მათ ერთგვარი სიცოცხლე შეაქვთ მასში და, მთლიანად თუ ავიღებთ, მოტივი მოხდენილია.
ამ ჩუქურთმით მორთულია ტაძრის კარნიზის შემდეგი ადგილები: სამხრეთის მკლავის აღმოსავლეთი ნაწილი; ჩრდილოეთის მკლავის აღმოსავლეთის ნაწილი (ტაბ. 94-ა); აღმოსავლეთის მკლავის ჩრდილო მხარი და ქვედა კარნიზის მარჯვენა ნაწილი.
ამ მოტივის უშუალო პარალელს ჯერჯერობით ვერ მივაგენით. ქვათახევის აღმოსავლეთის ფასადის კარნიზზე ეს ორნამენტი შებრუნებულადაა გამოყენებული (ფოთოლი ზემოთ, გრეხილი ქვემოთ), მაგრამ მისი პროტოტიპი უკვე XIL ს. გვაქვს (ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი).
2. მოტივის შემქმნელს, ეტყობა, აღძვრია სურვილი შეეტანა ახალი ელემენტი პირველი ჯგუფის მეექვსე მოტივში. ზედა სამკუთხედში დამატებით ფოთლიანი სამკუთხედია ჩასმული (სურ. 62 ბ). განსხვავებით თავისი პროტოტიპისაგან, სადაც ფოთლები ურთიერთსაწინააღმდეგოდ იყო მიმართული, აქ ორივე ზემოთ იყურება. რაც მთავარია ფოთლები კუთხოვანი და მეტად უსუსურია, იგი გაქრობის კარამდეა მისული. ასეთი მოტივის ორნამენტთა ევოლუციას თუ თვალს მივადევნებთ, ცხადია, უნდა წარმოშობილიყო მხოლოდ XIII ს. დასაწყისში. ჯერჯერობით მისი უშუალო პარალელები არ მოგვეპოვება, მაგრამ გვაქვს უკეთ შესრულებული და ოდნავ რთული სახე ქვათახევისა (დასავლეთის მარჯვენა სარკმელზე) და ახტალაში (დასავლეთის მარცხენა სარკმელზე).
მოტივი გამოყენებულია გუმბათის ყელის მე-3 სარკმელზე.
3. ამ ჯგუფშივე ვათავსებთ, ე. წ. S-ების მოტივს, რადგან იგი თავისი წარმოშობით მცენარეულია. წუღრუღაშენის ტაძარზე ეს მოტივი ამკობს გუმბათის ყელის მე-4 სარკმელსა და აღმოსავლეთის ფასადის მარჯვენა წრიულ სარკმელს (ტაბ. 94–გ, 98).
თუ როგორ შეიძლება საუკუნეების განმავლობაში დაჭკნეს მოტივი და თვალწარმტაცი ნახატიდან მეტად ულაზათო სურათი მივიღოთ, ამის ცოცხალ მაგალითს შეიძლება სხვებხზე მეტყველადაც S-ების მოტივი იძლეოდეს.
ყველაზე მიმზიდველი ნახატი ასეთია ბაგრატის ტაძრის ჩრდილო ფასადზე არსებული ჩუქურთმა (შეიძლება ამ მოტივის შემქმნელი სწორედ ბაგრატის ტაძრის ოსტატი იყოს). ასეთი უხვი მონასმებითა და რთული ნახატით იგი სხვაგან არ გვხვდება. შემდეგ, როგორც ეტყობა, ხდება მისი გარკვეულ ჩარჩოში ჩასმა და ნახატის კანონიზირება. ეს გარდაქმნის პროცესი არცთუ ისე დაშორებულია წარმოშობის პერიოდს, რადგან ბაგრატის ტაძრის ქრონოლოგიურად მომდევნო სვეტიცხოვლისა და ნიკორწმინდის ტაძრებში, იგი უკვე ისეთი სახითაა მოცემული, რომელმაც მომდევნო საუკუნეების ოსტატების ყურადღება მიიპყრო36. XI ს. პირველი ნახევრის ძეგლებში იგი ღებულობს სრულყოფილ სახეს, შემდეგ კი იწყება მოდუნებული ჭრა და ღეროების დასუსტება, თუმცა XII ს. შუა წლების თიღვის ტაძარზე მას ჯერ კიდევ არ დაუკარგავს მიმზიდველობა. XII ს. ბოლოსა და მომდევნო საუკუნის პირველი ნახევრის, ზემოთ არაერთხელ ჩამოთვლილ ძეგლებში, მას თითქმის ყველგან ვხვდებით, მაგრამ განა აქ იგი შეედრება ადრეული პერიოდის ნიმუშებს?
თვით წუღრუღაშენის ძეგლის აღნიშნული ორი ნიმუში რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან და საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორი განსხვავება შეიძლება იყოს ერთსა და იმავე ნაგებობახე მომუშავე ორ ოსტატს შორის. გუმბათის ყელის ოსტატი გაცილებით მეტი გემოვნების მქონეა და ბეჯითი მუშა, ვიდრე ფასადებზე მომუშავე, რაც ამ ორი მოტივის შესრულებითაც დასტურდება.
4. ამ მოტივით შემკულია გუმბათის ყელის მე-9 სარკმელი (ტაბ. 94-დ). სამწუხაროდ, იგი ისეა დაზიანებული, რომ მთლიანი სურათის აღდგენა ძნელი ხდება (ვ. წილოსანის ნახაზზე პირობითაა აღდგენილი).
მოტივის ღერძი უჭირავს ორი ღეროს წნულს, ყოველი ოთხი კვანძის შემდეგ ღეროები ჰორიზონტალურად იშლება, კიდევ ორ-ორ კვანძს აკეთებს და ერთ შემთხვევაში ფოთლებად იქცევა, მეორე შემთხვევაში მხოლოდ წნულია. ოსტატს არა აქვს ერთი მოდელი, იგი მთელი არშიის სიგრძეზე თავისუფლად ცვლის ნახატს და სურათს მეტად სასიამოვნო სახეს ანიჭებს.
ეს ლამაზი მოტივი წუღრუღაშენის ოსტატზე ადრე სხვას გამოუგონია, მაგრამ, მისი თავისებურების გამო, იგი XII ს. მეორე ნახევარზე ადრე ვერ წარმოიშობოდა. ყოველ შემთხვევაში, ქვათახევის ოსტატს მისი საუკეთესო ნიმუში უკვე მოცემული აქვს (ჩრდილოეთის მკლავის მარცხენა სარკმელი). ეს მოტივი გამოყენებულია აგრეთვე წუღრუღაშენის გუმბათის ყელის „ზ" ბაზისზე.
5. ეს მოტივი მდებარეობს გუმბათქვეშ, სამხრეთ-დასავლეთით და ჩრდილო– აღმოსავლეთის კარნიზებზე. ნახატი მარტივია: ლენტებისაგან მიღებული ორმაგი წრეების ჯაჭვის რგოლები ზემოთ იხსნება და პატარა ფოთოლსა ქმნის, რასაც ზემოდან ერთიანი კვანძოვანი ლენტი ფარავს (ტაბ. 94-ე).
მოტივი ადრევე წარმოშობილი წრეების ჯაჭვის ვარიანტია. მის უშუალო პარალელს ჯერჯერობით ვერ მივაკელიეთ.
6. მოტივი გამოყენებულია დას. ფასადის ჩრდილო ფრთისა და აღმოსავლეთის ფასადის მარჯენიე, დაბლა მდებარე კარნიზებზე (ტაბ. 94–ვ).
მოტივს მოხაზავს წრე-რომბების რთული ხლართი, სადაც ყოველი წრე და რომბი ზედა ჰორიზონტზე იშლება და მინიატურულ ფოთლებსა ქმნის, ფოთლის ასეთი მცირე ზომის გამო, ორნამენტს თითქმის გეომეტრიული წნულის სახე აქვს.
მოტივის პარალელს ჯერჯერობით ვერსად მივაკვლიეთ. ამ მოტივის შემქმნელი წუღრუღაშენის ოსტატი უნდა იყოს.
7. მოტივს ქმნის ლენტების ხლართვით მიღებული რომბები. ამ ლენტების გადაწვნის შედეგად მიღებულ რომბებს ჰორიზონტალურად წამოსხმული აქვს ხუთყურა ფოთლები. ამათ ღეროების შემაკავშირებელი სამკუთხა ლენტები, ახლა უკვე ვერტიკალზე, ისევ პატარა სამყურა ფოთლებს ქმნის.
ამ ორნამენტით მორთულია ჩრდილოეთის მინაშენის აღმოსავლეთის კარნიზის მეტი ნაწილი (ტაბ. 94-ზ).
ამ მოტიეის პარალელსაც ვერსად მივაკვლიეთ. ეტყობა, მისი შემქმნელი ექვტერის ოსტატია. ჩუქურთმა ორიგინალურია და მიმზიდველი.
აქ განხილული მეორე ჯგუფის სამი უკანასკნელი მოტივი, რამდენადაც ჩვენ ამის შემოწმება შევძელით, არ ყოფილა გავრცელებული და შეიძლება მათი შემქმნელი წუღრუღაშენის ოსტატი იყოს. თავისთავად კი, ეს მოტივები მდარე ნახელავია და, რაც მთავარია, ძველ მოტივთა „გადამუშავებას წარმოადგენს.
მესამე ჯგუფი. 1. ეს მოტივი ორი ვარიანტითაა წარმოდგენილი: „ა“ მოტივით მორთულია გუმბათის ყელის მე-8 სარკმელი და სამხრეთის ფასადის სარ– კმლის მოჩარჩოების თაღი (ტაბ. 94-1ა, 101), ხოლო „ბ“ მოტივით - აღმოსავლეთის მარცხენა ნიშის სარკმელი (ტაბ. 94-1ბ, 98) და დასავლეთის მარჯვენა წრიული სარკმელი.
ამ მოტივის პირველი ვარიანტი წარმოიშვა შუა საუკუნეების ქართული ორნამენტაციის წარმოშობის პირველსავე ხანებში და რვა საუკუნის განმავლობაში იხმარებოდა. ცხადია, ამ ხნის განმავლობაში, ყოველთვის ერთნაირი ინტენსივობით ვერ იყენებდნენ მას. მართლაც, თუ გადავხედავთ განვითარების გზას, ვნახავთ, რომ მას მეტი ინტენსივობით იყენებენ XII ს. მიწურულში, XIII საუკუნესა და XIV ს. პირველ ნახევარში.
მეორე ვარიანტი პირველის გამარტივებას წარმოადგენს და წარმოშობილი უნდა იყოს XII ს. ბოლოს. მას გავრცელება არ ჰქონია.37
2. ეს მოტივიც ორი სახითაა წარმოდგენილი: გამოყენებულია გუმბათის ყელის მე-10 სარკმელსა (ტაბ. 94-1გ) და სამხრეთის ფასადის მაოჯვენა კარნიზზე (ტაბ. 94–1დ).
ა ვარიანტი მიღებულია ლენტოვანი წრეებისა და რომბების ჯაჭვით, ხოლო მეორე ვარიანტში ყველაფერი იგივეა, მხოლოდ შუა ხაზზე წრის ლენტები წინანდებურად მარყუჟს კი არ აკეთებს, არამედ მორიგეობით ერთმანეთზე გადადის.
ამ მოტივის პირველი ვარიანტიც, ზემომოყვანილის მსგავსად, X1I საუკუნიდან მიყოლებული, საუკუნეების მანძილზე იხმარება38, მეორე კი მხოლოდ XII-XIII ს. მიჯნის ძეგლებში გვხვდება, ისიც კანტიკუნტად.
3. მოტივი წარმოდგენილია ორი სახით: ე ამკობს აღმოსავლეთის ფასადის მარცხენა წრიულ სარკმელს (ტაბ. 94-1ე, 98), ხოლო ვ – ჩრდილო ფასადის მთავარ სარკმელს (ტაბ. 94–1ვ).
პირველი ვარიანტია ერთღაროვან ლენტებით მიღებული წრეების ჯაჭვი, ცენტრში ღილის მაგვარი კოპით. წუღრუღაშენში ამ ორნამენტის კერძო შემთხვევაა რადგან იგი წრეზეა განლაგებული და გარე მომჩარჩოებელი ლენტი წრეებს შორის განსხვავების ამოსავსებად მარყუჟებს აკეთებს.
მეორე ვარიანტი იმით განსხვავდება პირველისაგან, რომ, ჯერ ერთი, ორი რიგის ჯაჭვია პარალელურად მიმავალი, შემდეგ, – წრეები მთლიანად სავსეა პატარა ბურთობებით, დასასრულ – ლენტი ორღარიანია.
განსახილველი მოტივი მცირეოდენი განსხვავებით იხმარება უკვე XI ს. დასაწყისიდან: ხცისში (1002 წ.), სვეტიცხოველში, ნიკორწმინდაში, სავანეში და სხვ. მას, როგორც ეტყობა, შემდეგში სიცოცხლე არ შეუწყვეტია და, წუღრუღამენის გარდა, ქრონოლოგიურად მის მომიჯნავე ძეგლებზეც იძლევა ვარიაციებს, ასე მაგ. ბეთანიაში, ქვათახევში, ჰუჯაბში და სხვ. ამ ხანაში მისი სახე ცოტათი სუსტება, მაგრამ არც ისეა დამჭლევებული, როგორც ეს მომდეევ– ნო პერიოდის ძეგლებზე გვხვდება.
4. ამ მოტივში ექვს მონათესავე ორნამენტს ვათავსებთ (მართალია, სათითაოდ ისინი დამოუკიდებელი მოტივებია, მაგრამ საერთო მაინც ბევრი აქვთ). ისინი წუღრუღაშენის ძეგლზე ბევრგანაა გამოყენებული.
ს)ორნამენტით მორთულია: დასავლეთის ფასადის დეკორატიული ჯვრის არშია, აღმოსავლეთის ფასადის მარჯვენა ნიშის სარკმელი (ტაბ. 94-1ზ) ჩრდილო მინაშენის დასავლეთის კარის შიდა საპირე და უამრავი ბაზისი და იმპოსტი.
ზ2 ორნამენტით მორთულია ჩრღილო მინაშენის მარჯვენა სარკმელი. ნახატი უზუსტოა, ჭრა - დუნე (ტაბ. 92).
თ) მოტივით დაფარულია სამხრეთის ფასადის მარცხენა კარნიზი, ნახატი მშრალია, ჭრა – საშუალო (ტაბ. 94-1თ).
ი) ორნამენტი გამოყენებულია სამხრეთის მინაშენის პილასტრის ბაზისზე (ტაბ. 94–1ი),
კ) ორნამენტით მორთულია გუმბათის ყელის ბაზისების უმრავლესობა და ფასადების ზოგიერთი ბაზისი (ტაბ. 94–1კ).
ლ) ორნამენტით შემკულია დასავლეთის ფასადის მარცხენა სარკმელი (ტაბ. 94-1ლ), ჩრდილო მინაშენის აღმოსავლეთის სარკმელი.
ამ ორნამენტთაგან „ა“ და „დ“ კარგი შესრულებით XI საუკუნის დასაწყისმი გვაქვს (ქუთაისის ბაგრატის ტაძარი, ნიკორწმინდა), მაგრამ მათ დიდი გავრცელება არ ჰქონიათ, მაშინ როდესაც XII-XIII საუკუნეების ძეგლებზე თითქმის ყველგან გვხვდება, განსაკუთრებით ა მოტივი. დანარჩენი ორნამენტები კი ადრეულ ძეგლებზე მგონი არ უნდა იყოს შემჩნეული, XII-XIII სს. ძეგლებზე კი ჩვეულებრივი მოვლენაა (ბეთანია, ქვათახევი, ახტალა და სხვ). მოტივის ამ ექვსი სახეობიდან ყველაზე გავრცელებული იყო ზ, ზ-2, ი, განსაკუთრებული სიყვარულით მათ იყენებენ ბაზისებისა და კაპიტელების სამაჯურებზე.
ე) ეს რვიანების მაგვარი ორნამენტი მოთავსებულია სადიაკვნოს აღმოსავლეთის ფასადზე (ტაბ. 94-1 მ), ორნამენტი თავისთავად ულაზათოა, განსაკუთრებით ეს იგრძნობა, მცირე შესაძლებლობის მქონე ოსტატის ხელში, მგონი, ასეთი მდგომარეობა გვაქვს წუღრუღაშენის ძეგლზე, რადგან ოსტატი არ იცავს არშიაზე ორნამენტის განლაგების წესებს; იგი ვერ ახერხებს ერთი მიმართულებიდან საწინააღმდეგოზე გადასვლას და ქვედა კუთხეებში უცდია არ გაეწყვიტა ორნამენტი და ისე გაეკეთებინა მოხვევა, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ აქ გამოჩნდა მისი უმწეობა; იგი დაიბნა და მეტად არეული ნახატი გამოუვიდა. მაგრამ ასეთი გადაწყვეტის უვარგისობა კი შეამჩნია და ზემოთ თავი აარიდა კუთხეში ორნამენტის მიხვევას, რის გამოც გვერდითი ვერტიკალური არშიები შესწყვიტა და ლენტები ჩაკეტა. ზედა ჰორიზონტზე იგივე მოტივი ჰორიზონტალურად განალაგა ისე, რომ თითქოს არაფერი საერთო ჰქონდეს არშიის დანარჩენ ნაწილთან.
საერთოდ არშიების მოხვევ,ა როგორც სწორი კუთხით, ისე წრიულად, ყოველი ეპოქის ოსტატისათვის მისი მხატვრული შესაძლებლობის გამოცდას წარმოადგენდა. ცხადია, გემოვნების მქონე ოსტატი ამ პრობლემასაც ღირსეჟულად წყვეტდა, რისი მაგალითიც არა ერთი გვაქვს საქართველოში.
ეს მოტივი არ არის გავრცელებული. თუმცა მისი პროტოტიპი ბაგრატის ტაძარზეა, მაგრამ გამოიყენება მხოლოდ XII ს. დასასრულიდან.
ნ) ამ ლამახი გეომეტრიული მოტივით შემკულია დასავლეთის კარი (ოსტატი, ერთფეროვნების დასარღვევად, აქაც ცვლის შეუმჩნევლად ნახატს).
მოტივი მიღებულია ლენტების რთული წვნით. მის ელემენტში შეიძლება ერთმანეთში ჩასმული ორი ჯვარი დავინახოთ: გარე წრეს ოთხი ნახევარწრე შემოხაზავს, შიგნითას კი ორი ლენტის გრეხილი ქმნის და ტოლმკლავაა. ამ ელემენტთა შეერთებაც ლენტების რთული სველებით ხდება (ტაბ. 94-16).
ამ მოტივის უშუალო პარალელი ადრეულ ძეგლებზე არ გვინახავს, მაგრამ არის მონათესავე მოტივი უკვე XI ს. პირველ ნახევარში 39 (ნიკორწმინდა. იკვი, სავანე), წუღრუღაშენის თანადროულ ძეგლებში კი მას იშვიათად, მაგრამ მაინც ვხვდებით.
***********************************
წუღრუღაშენი
1 ამ ზეობის აღწერა ვრცლად იხ ლ. მუსხელიშვილი, ბოლნისი, „ენიმკის“ მოამბე, თბილისი, 1938, გვ.311-312, 316-321 და სხვ.
2 1936-1939 წლებში ძეგლი კაპიტალურად შეაკეთა საქ. სახკომსაბჭოსთან არსებულ სიძველეთა დაცვის კომიტეტმა. სამწუხაროდ, შეკეთების ხარისხი არ დგას სათანადო სიმაღლეზე.
3 წარწერები სამჯერაა გამოქვეყნებული. პირველად იგი გამოსცა მ. ბროსემ, მისთვის წარწერები“ გადმონაწერები ი. ბართოლომეის მიუწოდებია როგორც გადმონაწერში, ისე გაშიფრვამი შეცდომებია (იხ M. სX059801 Mი)იყილ #518ხძს05, II, 58, 1854, გვ. 319-321). მეორედ იგი გამოსცა (საკუთარი გადმონაწერითა და ი. ბართოლომეის პირის გამოყენებით) ექ. თაყაიშვილმა. ასოები მასაც გამორჩენია, მაგრამ შეცდომები ნაკლებია (იხ. ექ. თაყაიშვილი, სომხით„-საორბელოს ძეგლების წარწერები, ნაწილი პირველი, პარიზი, 1929, გვ. 99-101), მესამედ გამოვეცით ჩვენ ძეგლისადმი მიძღვნილ მონოგრაფიაში (წუღრუღაშენი, თბილისი, 1952).
4. აქ, ამ სიტყვის ასეთი სახე დამწერის შეცდომით უნდა იყოს გამოწვეული და იგი ჩეენ უნდა აღვადგინოთ ისე, როგორც ეს მეორე წარწერის (იხილე) ანალოგიურ ტექსტშია ნახმარი: „ტაძრისა“
Ⴀ Ⴁ Ⴂ Ⴃ Ⴄ Ⴅ Ⴆ Ⴇ Ⴈ Ⴉ Ⴊ Ⴋ Ⴌ Ⴍ Ⴎ Ⴟ Ⴏ Ⴐ Ⴑ Ⴒ Ⴓ Ⴔ Ⴕ Ⴖ Ⴗ Ⴘ Ⴝ Ⴜ Ⴠ §§§§§§ ჱ ჲ ჳ ჴ ჶ ჱ ჲ ჳ ჴ
5. ამ წარწერაში „ო«“ და „უ# წარმოდგენილია ერთი და იმავე ნიშნით Q-ნით. ასე მაგ., მეორე სტრიქონში ვკითხულობთ: ႳႼႷႤႷႨႧႠ უნდა წავიკითხოთ: "უწყებათა", ხოლო L9CCხCC6919 ICC უნდა წავიკითხოთ ისე, როგორც არის: „გამოცხადებითა", რა: შეეხება სიტყვა 'LCჩ+შ8ს აქ გეოგრაფიული სახელი უნდა იგულისხმებოდეს („გონბადს მამულსა ჩემსა“), რადგანაც აქ” 0-ნის ზედა ნაწილში, რაღაც ქარაგმის აღმნიშვნელი ხანი უნდა იყოს, ამიტომ უფრო მოსალოდნელია, რომ იყოს „უ“, მაინც წაიკითხება „გუნბადს“, მაგრამ არც „ო“-ა გამორიცხული (გონბადს). ასეთი გეოგრაფიული სახელი სხვა წყაროებით ჯერჯერობით უცნობია. ამიტომ უნდა დავუშვათ ამ სიტყვძს ორივე ვარიანტი.
6. თ. ჟორდანია, ქრონიკები, LI, გვ. 442-443.
7. ე. თაყაიშვილის მოსაზრებით: „წუღრუღაშენი ამ ადგილს შემდეგი დროის მეპატრონის, ვიღაც წუღრუღას, გამო უნდა დარქმეოდეს“ (იზ. დასახ. ნაშრომი, გვ. 101). ლ. მ უსხელიშეილი კი წერს: „სახელი „წუღრუღაშენი“ ან მერმინდელია, ან თუ ძველია, სხვა, ალბათ მეზობელ ადგილს ერქვა და მერმე იქნა გადატანილი გუნბადზე“ (იხ. დასახ. ნაშრომი, გვ. 336).
8. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, 1941, გვ. 27. აგრეთვე რუკა (სიით 72, 74).
9. პირველად ი. ბართოლომეიმ გამოთქვა მოსაზრება (ეჭვის სახით), რომ აქ ნახსენებია გიორგი - გიორგი ”V ბრწყინვალეაო (1314-1346), იგივე გაიმეორა მ. ბროსემ, მერე დ. გრიმმა. ყველა ამათ ეთანხმება დ. ბაქრაძეც და ეს აზრი არსებობღა რამდენიმე წლის წინადაც (მაგ., იმავე პიროვნებაზე მიუთითებს ძე. ქართული ზუროთმოძღვრების გამოფენის კატალოგები 1920 და 1935 წლებისა), თანდათანობით, ქართული არქიტექტურია შესწავლის საქმის განვითარებასთან ერთად, გამოირკვა, რომ რამდენიმე ძეგლი, რომელთა აშენებას მანამდე გიორგი ბრწყინვალეს მიაწერდნენ, გიორგი ლაშას დროისა (1213-1222). ყოფილა. მათ რიცხვს ეკუთვნის წუღრუღაშენიც. ეს საკთხბი პირველად გაარკვია აწ განსვენებულმა რ. შმერლინგმა (იხ. მისი 8CMVIIXC 9601 # 380/I0VIM0MIM2M% I0C101083- X6MხXM0CIხ II28MMX MV0MხMMIX XიმM032 #0Mსგ XII # იბიზის ილ0ჩიმMIს. XIII 3. მოხსენება ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში 1943 წ).
10 ვახუშტი, საქ, აღწერა.. თბილისი, 1941, გვ. 37 (მოსალოდნელი იყო, როვ? ეახუშტი მეტ ცნობებს მოგვაწვდიდა მასზე, რადგანაც იგი თვით იყო ერთხანს სომზხით-საბარათიანოს გამგებელი და მონაწილეობა მიიღო მეწინავე სადროშოს სტატისტიკურ აღწერაში 1721 წელს).
11 810506L M. M6)8იცი5 #518L0V0§. 58, 1854, გვ. 309-310 და 319-321.
12 ტექსტი გვ. 3 და·ტაბულა 1. საერთოდ, გრიმის სურათები ძალიან სქემატურია და, რაც მთავარია, ნებისმიერი.
13 I. 68M90-2#9M36, M#298Xმ3 3 063MMX I2M8XMIIM0X X0IMCIMმMC#88. 1875 L., ბვ. 162-163.
14 გ ჩუბინაშვილი, ხნ. სევეროვი, ქართული არქიტექტურის გზები. თბილისი, 1936, გვ. 123 და 132. ა |
15 8. II. CC686ი08, II2M8IIMMMს L0V3IMCM0-0 30MV90C71818, M0C#82, 1947, სადაც, ანოტაციის სახით, წუღრუღაშენზე ნათქვამია ორიოდე სიტყვა (გვ. 182) და მოთავსებულია ერთი ფოტოსურათ,ნ M (53),
16 აღმდგენელთ არ უცდიათ თავდაპირველი ფორმების დაცვა, ამიტომ ეს ნაწილები არასასიამოვნო სანახავია.
17 ძეგლის არსებობის პირველ პერიოდში ზემოაღნიშნულ ფერთა ჯამით მიღებული ეფექტი გაცილებით ძლიერი იქნებოდა, რადგანაც დღეს დაკარგულია გუმბათის კონუსისა და ქვედა ტანის ფერადი სახურავი მთლიანად. როგორც ეკლესიის გარშემო არსებული ფრაგმენტები მოწმობს, ეკლესია გადახურული ყოფილა ცისფერი და მუქი ღვინისფერი კრამიტით.
18 ლილვების შემდგენელი ქვები დროთა ვითარებშმი დაზიანებულა და, უკანასკნელი შეკეთების დროს, ზოგი მათგანი აღუდგენიათ. ისინი ნახაზებზე თავდაპირველი სახით გვაქვს ნაჩვენები.
19 იარუსების ასეთმა გადაწყვეტამ, ზოგიერთ მეცნიერში წამოქრა აზრი იარუსების ძეგლებთან არათანადროულობის შესახებ მაგრამ ასეთი ეჭვი უსაფუძვლოა რადგანაც ძეგლს არსად ეტყობა გადაკეთება. იგი მთლიანად ერთი ხელის მიერაა აგებული. ამაში ადვილად შეიძლება დარწმუნდეს ძეგლის ყოველი მნახველი, რადგან სხვა მხარეებზე რომ არაფერი ვთქვათ, საშენი მასალა, დამუშავება და სხვა ტექნიკური მხარეებიც მხოლოდ ერთ ხელზე მიგვითითებს. ეპვი შეიძლება დაბადოს აგრეთვე, დასავლეთის მკლავის სამხრეთისა და ჩრდილოეთის მხარეების თაღების ერთ დონეზე განლაგებამ და მათმა ერთნაირობამ. ასეთი გადაწყვეტა, მართალია, ზოგადად დამახასიათებელია ბაზილიკებისათვის, მაგრამ არ მიგვაჩნია დასაშვებია ასეთი სახის ბაზილაკის არსებობა საერთოდ და, მით უმეტეს, აღნიშნული პერიოდისათვის.
20 ზოგიერთი დაზიანებული ადგილი მიახლოებით აღუდგენიათ უკანასკნელი შეკეთების დროს. ასეთებია: ჩრდილოეთის სვეტი მთლიანად (მხოლოდ ბაზისია გადარჩენილი);. ჯერის
ნრდილო მკლავის ქვემო თაღი, მარჯვენა უმნიშვნელო ნაწილის გარდა; ზედა იარუსის თაღის მარცხენა ნაწილი მთლიანად დას. მკლავის ჩრდილო ნავთან შემაერთებელი თაღი და დასავლეთის კედლის ორივე პილასტრი, კაპიტალებისა და ბაზისებს გარდა. ზოლო, რაც შეეხება საკურთხევლის ამაღლებას, იგი თავდაპირველი არ არის, ეს ადგილზეც კარგად ჩანს. საფიქრებელია, რომ ეკლესია დროებით სომხების მიერ იქნებოდა გამოყენებული მას შემდეგ, რაც ისინი ამ მხარეში გაჩნდნენ (დაახლოებით XVII ს-დან.) და საკურთხევლის იატაკის აწევა მათი საქმე უნდა იყოს.
21 უკანასკნელი შეკეთების დროს ეს ადგილი ცოტათი გაუფართოვებიათ.
22 ვ. ბე რიძე. „ქართული ხელოვნება“. 2, 1948, გე. 101-102, ტაბ. 49.
23 გ. ჩუბინაშვილი, IV. 30ი000V 0 MმIIM0M8XMV6M0ს თ00MC 3 მ20XMX0CMIVიC #90C0IIIV0IL0 „ქართული ხელოვნება“, 3, თბილისი, 1950, გვ. 191, ტაბ. 87 და სხვ.
24 თუმცა დანარჩენ სამ ფასადს ჩვენამდე არ მოუღწევია, შესაძლებელია მათზე თაღედი არ ყოფილიყო. –. '
25 შდრ. გ ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი, ქართული არქიტექტურის გზები. 1936 ჩ. 1IIM#6ნ»MMI», CმMX8300–ი08მM81IM%X XI 8., ქართული ხელოვნება, 1, 1940. ვ. ბე რიგე, სავანე, იქვე; ვ. ბერიძე, რ. მეფისაშვილი, ლ. რჩეულიშვილი, რ. შმერლინგი, თბილისის მეტეხის ტაძარი, თბილისი, 1969. ფასადებზე აღდგენილი ნაწილიც ისევე არადამაკმაყოფილებელია, როგორც ინტერიერში.
27 მხედველობაში არ მიიღება X-XI საუკუნეების მიჯნის ძეგლებზე არსებული, პრინციპუ28
29
30
31
32
ვ3
34
35
36
37
38
39
ლაღ განსხვავებული მაგალითები.
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე ხშირად ვხვდებით როგორც შინაური, ისე ვარეული (ხანდახან კი ზღაპრული) ცხოველების რელიეფურ გამოსახულებებს, რომელთა–
გან სჭარბობს ცხვრის, ლომის, ხარისა და ირმის გამოსახულება, მაგრამ ჯერჯერობით არ–
სად შეგვინიშნავს სახედრის გამოსახულება. წუღრუღაშენის ტაძარზე ამ ცხოეელის გა–
მოსახულება ტვირთით, შეიძლება იმის მომასწავებელი ძყოს, რომ ცხოველებს „საპატიო“
ღვაწლი მიუძღოდეთ ტაძრის მოსაპირკეთებელი ქვების მიზიდვაში (ამ ჯიშის ქვები, ახლო-მახლო ტერიტორიაზე არ მოიპოვება).
ამ მოტივის მარტივი სახის ერთ-ერთი ვარიანტი გავრცელებულია უკვე XI ს. დასაწყძისი–-
დან (იხ: ვ. ბერიძე. სავანე. „ქართული ხელოვნება“, 1941, IL, გვ. 113-115).
ვ. წილოსანის მიერ შესრულებულ გუმბათის ყელის ნახაზზე შეცდომაა (იხ. სურ. 59).
ვ. წილოსანის ნახაზზე შეცდომაა, შდრ. სურ. 59.
იხ. ჩ. IIIM60ნ6XVMMI, CმM78800--ი2M%91IMIM% XI 8CXმ, „ქართული ხელოვნება“, 1942, I,
გე. 64-65 და 67.
იხ. ს. II Mიი”ი MI, CმMI2300--ი72M9XVI% XI 806#2, „ქართული ხელოვნება“, 1942, I,
გვ. 69-70, 120; II ნ. გვ. 120.
იხ, ნ. IIM6C6ინI»#Mყ9L C2M7მ300--2M9XIMII# XI 3062, „ქართული ხელოვნება“, 1942, 1,
გვ. 69-70 და წ. 2, გვ. 102-103.
ვ. წილოსანის ნახაზებზე ყველა ეს ორნამენტი შეცდომითაა გამოხაზული.
იხ, ს. IIIM#C0ნXVM9I, CმM78800--ი2M97XIIMM% XI 36M#მ8, „ქართული ხელოვნება“, 1942, I,
გე. 64. სურ. 19 და გვ. 112, სურ. 19.
იხ. ი. III .M6იIMM9MI CმMX2300--ი2M9IIVM# XI 802, „ქართული ზელოვნება4, 1942, I, გვ. 69-70:
იხ, 0, IIIMC0XMML, Cმ8MIX8800--I3M91IIIMX XI 802, „ქართული ხელოვნება", 1942, 1,
გე. 60, 69, 109, 116.
ვ. ბე რიძე, სავანე, „ქართული ხელოვნება“, 1942, წ. 1, გვ. 117.
|