topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

მეტეხის ტაძარი (თბილისში) - ვ. ბერიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

 

მეტეხის ტაძარი// ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.63

მეტეხის ტაძარი, აგებული 1278-1289 წლებში, მონღოლთა ბატონობის მძიმე ხანაში, მანამდე არსებული ეკლესიის ადგილზე, დიდ როლს თამაშობს ძველი თბილისის განუმეორებელი სილუეტის შექმნაში. ტაძარი აღმართულია მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ზედ ციცაბო კლდის პირას, მეორე ნაპირზე კი, მეტეხის პირდაპირ, მცირე გორაკზე - თბილისის ძველი დედაციხის ნანგრევებია. ეკლესიის გეგმა ადრინდელი ეკლესიის გავლენას ამჟღავნებს - აქ სამი შვერილი აფსიდი და ოთხი თავისუფლად მდგომი ბოძია, რაც, როგორც აღვნიშნეთ, ამდროინდელი გეგმებისთვის უცხოა. ეკლესიის ფასადები ახლებური დეკორაციული სისტემის ჩამოყალიბებას გვიჩვენებს; კედლები დანაწევრებულია ჰორიზონტალური სარტყლებით (ეს სისტემა ვერ გავრცელდა). მაგრამ იმავე დროს, საკურთხევლის შვერილ აფსიდზე განმეორებულია ძველი, სამთავისის დროიდან ცნობილი სისტემა დიდი ჯვრით და ორი მოჩუქურთმებული კვადრატით (სარკმლის ქვემოთ). მეტეხის ორნამენტაცია უკგე დაქვეითების ნიშნებს ატარებს - უძარღვოა. დაწვრილმანებული, წინანდებურ მეტყველებას მოკლებული.

 

მეტეხის ტაძარი// ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.163-164

1278 – 1289 წწ.

ტრადიციის თანახმად, მეტეხის ტაძარი თბილისის ერთ-ერთი უძველესი ძეგლია, იგი თითქოს ვახტანგ გორგასალს აუგიაV ს - ში. მიაჩნდათ, რომ შიგ დაკრძალულია ვარსქენ პიტიახშის წამებული მეუღლე შუშანიკი, რომლის ცხოვრებასაც მოგვითხრობს ქართული მწერლობის უძველესი გადარჩენილი ნაწარმოები. მაგრამ წერილობით წყაროებში არ არსებობს ცნობები ამ ადგილას სასახლის ან ეკლესიის არსებობისა და შუშანიკის დაკრძალვის შესახებ. ეს მაინც არ ნიშნავს, რომ აქ ადრევე არ იყო ეკლესია. პირიქით, მისი არსებობა უეჭველია. სახელწოდება "მეტეხი" (უცნობი წარმოშობისა) პირველად XII ს-ის ამბებთან დაკავშირებით იხსენიება მატიანეებში. XII ს-ის ბოლოს, თამარის მეფობის დროს, ამ ადგილას სამეფო სასახლისა და ეკლესიის არსებობა დადასტურებულია თამარის "მეორე ისტორიკოსის" მიერ. 1235 წელს, მონგოლთა შემოსევის დროს, სასახლე და, როგორც ჩანს, ეკლესიაც გადაწვა თბილისის ციხისთავმა. სასახლე უკვე XIII ს-ის შუა წლებში აღადგინეს, ეკლესია კი დემეტრე თავდადებულმა აღადგინა 1278-1289 წლებს შუა. ჟამთააღმწერლის ცნობით, დემეტრემ "აღაშენა პალატსა შინა მონასტერი ისანთა საყოფელად მეტეხთა ღთისმშობელისა და შეამკო განგებითა დიდითა და შესწირა სოფელნი და ზუარნი და განუჩინა მონაზონთა საზრდელი... და განაგო განგებითა კეთილითა.." ეკლესიის გეგმა (ოთხი თავისუფლად მდგომი ბოძი, სამი შვერილი აფსიდი) ამ დროისთვის სრულიად უჩვეულოა - უეჭველია, აქ მანამდე არსებული ძველი ეკლესიის გეგმაა განმეორებული. საუკუნეთა განმავლობაში შენობამ ბევრი ცვლილება განიცადა. XIII ს-ის ნაგებობისაგან მხოლოდ "გარსი" დარჩა - აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლები კამარების დონემდე, დასავლეთი კედლის ქვემო ნაწილი, სამხრეთი (მტკვრისაკენ მიმართული) კედლის აღმოსავლეთი ნაწილი. XVI -XVII საუკუნეებშია აგურით აღდგენილი ოთხივე ბოძი, დასავლეთის პატრონიკე, კამარები, გუმბათის ყელი. სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი XVIII ს-ში, ერეკლე II დროს უნდა იყოს აღდგენილი, არის XIX ს-ის ფენებიც. XIX ს-ში, საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, მეტეხის ძველი ციხე დაანგრიეს და მის მაგიერ საპყრობილე აღმართეს. ეკლესიაც დამახინჯდა. საპყრობილე გაუქმდა 1933 წელს. ამჟამად ეკლესია შეკეთებული და დაცულია, როგორც ისტორიული ძეგლი, XIX ს-ში აშენებული კორპუსები დანგრეულია და ეკლესიის გარემო კეთილმოწყობილია. ეკლესიის ზომები გარედან: სიგრძე - დაახლ. 20,6 მ., სიგანე - 16 მ-მდე, სიმაღლე შიგნით - 24,5 მ.