topmenu

 

პარხალი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ტაო - კლარჯეთის ძეგლები>>>

პარხალი პარხალისწყლის ხეობაშია, სოფელ პარხალში, ლაზეთის ქედის აღმოსავლეთ კალთის ძირში. ამ მიდამოებში ოდესღაც კლდეში ნაკვეთი წყალსადენიც ყოფილა, რომელიც ტაძრის აგების შემდეგ თამარ მეფის ბრძანებით გაუყვანიათ. თავად ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს. ამხელა ბაზილიკა საქართველოს ტერიტორიაზე არსად არის შემორჩენილი. ეკლესია იოანე ნათლისმცემლის სახელზე მეათე საუკუნეში დავით მესამე კურაპალატს აუგია. მონასტრისთვის იოანე ბერაის შეუწირავს შატბერდში 973 წელს გადაწერილი სახარება, რომელიც დღეს პარხალის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. პარხალის ტაძარი საკმაოდ კარგად არის შემონახული. ეს ალბათ იმის წყალობით, რომ აქაც მეჩეთია.

http://www.orthodoxy.ge/eklesiebi/tao/tao.htm

 

 

 

 

***********************************************************************************

პარხლის მონასტერი // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 43-44

ძალიან ახლო დგას ოთხთა ეკლესიასთან პარხლის მონასტრის ეკლესია - ესეც სამხრეთ საქართველოშია, ტაოში. პარხალი აშენდა 973 წელზე ცოტა ადრე, როდესაც შესანიშნავმა კალიგრაფმა („მწერალმა“) იოანე ბერაიმ შატბერდის მონასტერში გადაწერა და პარხალს შეწირა სახარება, რომელიც ლიტერატურაში ცნობილია პარხლის ოთხთავის სახელით. სახარების ერთ ერთ მინაწერში ნათქვამია: "წინაშე ახალსა ეკლესიასა, ახალსა საკურთხეველსა ზედა დაიდვა სადიდებლად ღმრთივ გვირგვინოსნისა მეფეთა მეფისა.. დავით მაგისტროსისაო" (ეს იგივე დავით კურაპალატია, მაგრამ 973 წელს მას მაგისტროსის წოდება ჰქონდა)...<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

გიორგი ყაზბეგი, "სამი თვე თურქეთის საქართველოში", ბათუმი, 1995, გვ. 142–147;

პარხალის ხეობა და მისი შემოგარენი ზოგჯერ ვაკუფად იწოდება, რადგანაც ბოლო წლებამდე ამ მხარის შემოსავლები ერზრუმის მეჩეთს ეძლეოდა. ამჟამად არმენ- ხევისა და კობაკის ხეობის მთელი მოსახლეობა ძალზე შერყვნილ ქართულ ენაზე ლაპარაკობენ, თუმცა მათს გვერდით სოფელ პარხალში ქართული ყველამ არ იცის....<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

ზურაბ ბატიაშილი (დარუჯანაშვილი) - ლაზური წარწერები პარხლის ეკლესიაზე

ზუსტად არაა ცნობილი, თუ როდის დაიწყეს ძველმა კოლხებმა წერა. მაგრამ ზოგიერთი ისტორიული ცნობა გარკვეულ მინიშნებებს იძლევა. ძველი ბერძენი მეცნიერი აპოლონ როდოსელი (ძვ.წ. 295-215) კოლხების შესახებ წერდა: "კოლხებს ახლაც შენახული აქვთ ფიცრები (კირბები), რომლებზედაც მათი მამა-პაპის მიერ წარწერებია გაკეთებული და მოგზაურობისათვის ნაჩვენებია ყველა გზა და წყლისა და ხმელეთის საზღვრები"...<<ტექსტი სრულად აქ...<<