topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

რ.გორდეზიანი - ზღვის აღმნიშვნელი დაუდგენელი ეტიმოლოგიის მქონე სიტყვები ბერძნულში
There are no translations available.

<უკან დაბრუნება... <<<ენა და დამწერლობა>>>

რისმაგ გორდეზიანი - ზღვის აღმნიშვნელი დაუდგენელი ეტიმოლოგიის მქონე სიტყვები ბერძნულში

წყარო: http://semioticsjournal.wordpress.com/

ბერძნები, რომელთა ცხოვრებაშიც ზღვა განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა, თავიანთ დამოკიდებულებას მისდამი ენობრივ დონეზეც ადასტურებდნენ. ძველ ბერძნულში ზღვის აღსანიშნავად გამოიყენებოდა ოთხი ძირითადი ტერმინი: ή θάλασσσ, ό πόυτος, το πέλγος, ό άλς. ამას ემატება ფორმატივი Ωκεαυος, რომელსაც გარკვეულწილად "მსოფლიო მდინარის" მნიშვნელობა აქვს. აქედან ό πόντος და ό άλς ფორმატივების ინდოევროპული ეტიმოლოგია მეცნიერებაში ეჭვს არ იწვევს.1 რაც შეეხება დანარჩენ ტერმინებს, მათი ეტიმოლოგია დაუდგენლად ითვლება. ვიზიარებ იმ მკვლევართა აზრს, რომელნიც მათ არაინდოევროპულ წინაბერძნულ სამყაროს განაკუთვნებენ. ვფიქრობ, ისევე, როგორც მრავალი ასეული ე.წ. წინაბერძნული ფორმატივი, ისინიც მიმართებას გვიჩვენებენ ქართველურ ენებთან.2 το πελαγς“ ბერძნულში ნიშნავდა ზღვას, თუმცა მისი სემანტიკა, როგორც ჩანს, ღია, გახსნილ, ტერიტორიალურ წყლებს მიღმა მდებარე ზღვას აღნიშნავდა.3 ჰ.ფრისკის ცდა, იგი *pelh2 ინდოევროპულ ფუძესთან დააკავშიროს,4 გაუმართლებლად მიაჩნია რ.ბეეკესს, რომელიც ფორმატივის წინაბერძნულ წარმომავლობას უჭერს მხარს.5 ვფიქრობ, მისი დაკავშირება შეიძლებოდა ქართველურ *ფელ- ფუძესთან, რომელსაც გაღების, ბოლომდე გაღების მნიშვნელობა ჰქონდა.6 მ. ჩუხუა საერთოქართველურ არქეტიპს *ბელ- ფორმით აღადგენს და მასში ღიაობის, გახსნის, სიშიშვლის მნიშვნელობას ვარაუდობს. იგი უფრო შორს მიდის და ქართველურ ფუძეს საერთო ნახურ *ბ-ელ- "გაღება, გახელა/გახსნა, ახდა" ფუძესთან აკავშირებს. შესაბამისად, ფუძის საერთო კავკასიურ დონეზე აღდგენის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.7 ძნელი სათქმელია, წინაბერძნულში αγ- ელემენტი მაწარმოებელია თუ ფუძისეულია.8 თუკი ჩემი დაკავშირება მისაღებია, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ელემენტი ფელ-/ბელ- ძირს სახელურ ფორმას აძლევდა. ჩემი აზრით, მსგავსი ელემენტი შეინიშნება ქართველურ სიტყვათწარმოებაში: შდრ. საერთო ქართველური *ქად და ქად-აგ-ი. შესაბამისად, πελαγς"-ის გააზრება დაახლოებით ამგვარად შეიძლებოდა: "ღია, გახსნილი, გამღებელი, გამხსნელი". მეცნიერთა ყურადღებას დიდი ხანია იპყრობს ტერმინი θάλασσα, რომელიც ხშირად გვხვდება უკვე ჰომეროსის ეპოსში. სპეციალისტთა ერთსულოვანი აღიარებით, ამ ტერმინის ეტიმოლოგია დაუდგენელია.9 ჰესიქიოსს დადასტურებული აქვს გლოსა δαλάγχα, რომელსაც იგი მნიშვნელობით θάλασσα -ს იდენტურად, ხოლო წარმოშობით მაკედონურად მიიჩნევს. სავსებით სწორად შენიშნავს ფურნეე, რომ სულაც არ არის აუცილებელი დავუჯეროთ ჰესიქიოსს და ტერმინი ნამდვილად მაკედონურად მივიჩნიოთ.10 სამაგიეროდ, მკვლევარნი ერთსულოვანნი არიან იმაში, რომ აქ აშკარად დასტურდება θαλ-/δαλ ფუძეების მონაცვლეობა. ეს კი ტერმინის წინაბერძნულ წარმოშობაზე უნდა მიგვითითებდეს.11 როგორც გლოსის -αγχα, ასევე ბერძნული ტერმინის -ασσα დაბოლოება შეიძლება მაწარმოებლად მივიჩნიოთ. ასეთ შემთხვევაში დაისმის თვით ფუძის ქალ-/დალ- სემანტიკის საკითხი. ამ მხრივ ყველაზე მისაღები თვალსაზრისი ა. ლესკიმ წამოაყენა, რომელმაც 1947 წელს გამოაქვეყნა სპეციალური სტატია სახელწოდებით θάλασσα.12 ა.ლესკი ყურადღებას აქცევს იმ გარემოებას, რომ ზღვის აღმნიშვნელი ოთხი ტერმინიდან ორი – ποντος და άλς მამრობითი სქესისაა, ერთი – πελαγς" საშუალოსი, მხოლოდ θάλασσα არის მდედრობითი სქესის. ა.ლესკის აზრით, ჰომეროსის ეპოსი და სხვა ბერძნული წყაროები იძლევა შესაძლებლობას დავასკვნათ, რომ მხოლოდ άλς" და θάλασσα შეიძლება გავიაზროთ ტერმინებად, რომლებიც მლაშე წყლის სემანტიკას შეიცავენ. იგი განიხილავს მრავალრიცხოვან კონტექსტს, რომლებშიც άλς და θάλασσα ერთმანეთს შეიძლება შეენაცვლონ სწორედ ამ ფუნქციით, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ამგვარ კონტექსტებში არ შეგვხვდება ποντος და πελαγς ტერმინები. ა.ლესკი მიდის დასკვნამდე, რომ მლაშე წყლის/ ზღვის მნიშვნელობის მდედრობითი სქესის მქონე წინაბერძნულ სიტყვას θάλασσα ბერძნულმა მოუნახა მარილის მნიშვნელობის მქონე თავისათვის ორგანული ფუძიდან ნაწარმოები უკვე მამრობითი სქესის სიტყვა άλς და ორივე მათგანს აბსოლუტურად სინონიმური გაგება მიანიჭა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ვიფიქროთ, რომ ჩვენთვის საინტერესო ფუძე θαλ(α)- δ αλ(α)– შეიცავდა მარილიანის, მლაშესთან მიახლოებულის მნიშვნელობას, საიდანაც რომელიღაც წინაბერძნული მაწარმოებლის მეშვეობით ნაწარმოები იქნა "მარილიანი წყლის" მნიშვნელობის მქონე ზღვის აღმნიშვნელი ტერმინი.13 ვფიქრობ, ეს წინაბერძნული ფუძე მიმართებას გვიჩვენებს ქართველურ ენობრივ სამყაროსთან. უკანასკნელ ხანებში მ.ჩუხუამ საერ- თოქართველურ დონეზე აღადგინა *დალ-ა არქეტიპი, რომელიც „დელამოს, დოს, კვეთის" მნიშვნელობას შეიცავს; მისი აზრით, ამ ფუძეს აქვს კანონზომიერი შესატყვისი საერთო ნახური *დურ-←*დურ – "მლაშე, მარილიანობა" სახით. ეს კი შესაძლებლობას იძლევა ვიმსჯელოთ ფუძის უკვე საერთოკავკასიურ დონეზე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ.14 როგორც ჩანს, თავად საერთოქართველურ დონეზეც მისი უმთავრესი სემანტიკა სწორედ "სიმლაშე, მარილიანობა" შეიძლება ყოფილიყო, რაზეც სვანური ფუძის დორ‐/დორ ერთ-ერთი მნიშვნელობა: „ღორის ან ხბოს დამარილებული მაჭიკი, რომელსაც იყენებენ კვეთის დასამზადებლად”15 შეიძლება მიუთითებდეს. თუკი ეს ასეა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იმ წინაბერძნული ენის წიაღში, რომელშიც მარილიანობის, სიმლაშის შემცველი დალ(ა)- ფუძე დასტურდებოდა, ამ ფუძის ბაზაზე წარმოიქმნა ზღვის აღმნიშვნელი ტერმინი, რომელიც შევიდა ბერძნულ ენაში. ყურადღებას იქცევს ტერმინი Ωκεανος". ისევე, როგორც ეს მითოპოეტურ აზროვნებაში ხდება, ოკეანოსი, ყოველი შემთხვევისათვის, ადრეულ ბერძნულ ეპოსში წარმოადგენს ე.წ. პერსონიფიცირებულ მსოფლიო ნაკადს, მდინარეს, რომელიც დედამიწას გარს უვლის. ჰომეროსთან იგი არის ყველა ღმერთისა და საგნის მშობელი (IL. XIV, 201, 245‐46). ჰომეროსთან ერთმანეთისგან განსხვავდება ზღვა და ოკეანოსი რამდენიმე ნიშნით: ზღვა არის წყლის სივრცე, მეტნაკლებად ჩაკეტილი თუ კონტინენტებით შემოსაზღვრული, რომლითაც ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან ზღვაოსნობის საშუალებით. ზღვების სანაპიროებზე განლაგებულ ქვეყნებში ძირითადად რეალური ხალხები სახლობენ. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ჰომეროსთან ზღვად მოიაზრება ძირითადად ხმელთაშუაზღვისპირეთი. ოკეანოსი, ამისაგან განსხვავებით, არის მსოფლიო მდინარე, რომელიც ზღვის ფარგლებს გარეთაა და გარს უვლის დედამიწას. მისი გადაკვეთის შემდეგ ვხვდებით მითიურ ხალხებსა და ქვეყნებს: ეთიოპელებს, ჰარპიებს, გორგონებს, კიმირიელებს შესაბამისად, ოკეანოსი მუდამ თავის თავში, ანუ უკან ბრუნდება.16 მიუხედავად ცალკეული ცდებისა, მისი წარმომავლობა დაუდგენლად ითვლება. რ.ბეეკესი მას წინაბერძნულად მიიჩნევს, რაზეც Ωγην, Ωγηνός“, Ωγενός“ პარალელური ფორმების დადასტურება მიგვითითებს.17 აქ, როგორც ე.ი. ფურნეე შენიშნავს, წინაბერძნულისთვის დამახასიათებელი კ/გ თავისუფალი მონაცვლეობა დასტურდება.18 ფორმატივის ეტიმოლოგიისათვის, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ მასში დადასტურებული ფუძის სემანტიკას. ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ჰომეროსთან მოხმობილი ეპითეტი ოკეანოსისა, άφόροος“. მას, ჩვეულებრივ, ასე თარგმნიან: "თავის თავში უკანვე შემდინარე" (გერმ."in sich zurückfließend", ინგ. "returning into itself").19 შესაბამისად შეიძლება დავუშვათ, ჯჭკეანოვ"-ის სემანტიკა გარკვეულწილად წრებრუნვას, მსოფლიო მდინარის მუდმივ ტრიალს, თავის თავში უკანვე შემდინარობას უკავშირდება.როგორც ჩანს, აქვე შეიძლება განვიხილოთ გლოსა ώγένιος“ "ძველი, მარადიული". თუკი ამ ფუძეებს შორის მართლაც არსებობს კავშირი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მისი სემანტიკა ერთდროულად უკანქცევისა და სიძველის, მარადიულობის მნიშვნელობას შეიცავდა. რ.ბეეკესი ფუძის სავარაუდო წინაბერძნულ არქეტიპს აღადგენს ფორმით *ūkan.20 ვფიქრობ, ეს ფუძე მიმართებას უნდა გვიჩვენებდეს ძველ ქართულში ინტენსიურად გამოყენებულ უკუნ-/უკუან- ფუძესთან, რომელიც ქართული ენის განვითარების უძველეს პერიოდთანაა დაკავშირებული, რაზეც ფუძეში მონაცვლეობა უნდა მიგვითითებდეს.21 ვფიქრობ, მეგრული უკოხოლე "უკან, უკანა მხარეს" გათვალისწინებით, შეიძლება ქართულ-ზანურ არქეტიპზეც ვიმსჯელოთ. ამ ფუძისგან, ერთი მხრივ, იწარმოება ტერმინები უკუნქცევა, უკუანა, უკან, ხოლო მეორე მხრივ, უკუნი, უკუნეთი, უკუნითი, უკუნისამდე.22 დაუდგენელი ეტიმოლოგიის მქონე ზღვის აღმნიშვნელი ტერმინების აქ შემოთავაზებული ეტიმოლოგიები მთლიანად ჯდება ქართველურ-წინაბერძნული ჰიპოთეზის კონტექსტში, რომელიც ჩემი და E.J.Furnée -ს ნაშრომებშია გადმოცემული.23

შემოკლებები:

DELG = Pierre Chantraine, Dictionnaire йtymologique de la langue grecque: histoire des mots, Paris 1968-1980

DNP = Der neue Pauly. Enzyklopдdie der Antike. Das klassische Altertum und seine Rezeptionsgeschichte, hrsg. H. Cancik and H. Schneider, Stuttgart 1996-2003

EDG = Robert Beekes, Etymological Dictionary of Greek, Leiden 2010

GEW = Hjalmar Frisk, Griechisches stymologisches Wцrtwrbuch, 3 Bde, Heidelberg 1960-1973

LSJ = A Greek-English Lexicon, compilled by H. G. Liddell and R. Scott, recised and augmented throughout by H. S. Jones…, Oxford 19779

WKE = E. J. Furnée, Wichtigsten Konsonantischen Erscheinungen des vorgriechischen. Mit einem Appendix über den Vokalismus, Den Haag 1972

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. შდრ. GEW, DELG, EDG

2. ქართველურ-წინაბერძნული ენობრივი მიმართებისათვის იხ. E. J. Furnée, Vorgriechisch-Kartvelisches. Studien zum ostmediterranen Substrat nebst einem Versuch zu einer neuen pelasgischen Theorie, Leuven 1979; E. J. Fur-née, Paläokartvelisch-pelasgische Einflüsse in den indogermanischen Sprachen, Leiden 1986; რ. გორდეზიანი, წინაბერძნული და ქართველური, თბილისი 1985;რ. გორდეზიანი, მედიტერანულ-ქართველური მიმართებები, თბილისი 2007-2008.

3.. შდრ. LSJ, 1356

4. GEW

5. EDG

6 .მ. ჩუხუა, იბერიულ-იჩკერიული შედარებითი გრამატიკა, თბილისი 2008

7. მ. ჩუხუა, დასახ. ნაშრ.

8. რ. ბეეკესი ფიქრობს, რომ ეს ელემენტი წინაბერძნული სუფიქსია, GED, XXXIV

9.შდრ. GEW, DELG, EDG, WKE, 195

10. WKE, 195

11. EDG

12 .A. Lesky, Thalassa, Hermes 78, 1943, 258 ფფ

13. A. Lesky, op. cit.

14. მ. ჩუხუა, დასახ. ნაშრომი, 314

15. ვ. თოფურია, მ. ქალდანი, სვანური ლექსიკონი, თბილისი 2000

16. შდრ. DNP

17. EDG

18. WKE, 124

19. LSJ

20. EDG 1677

21. თ. გამყრელიძე, გ. მაჭავარიანი, სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში, თბილისი 1965

22.  A Comprehensive Georgian-English Dictionary, London 2006

23. შდრ. შენიშვნა 2