topmenu

 

ხეთა - ხობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

< უკან დაბრუნება ...<<<ექსპონატები>>>


მადლობას ვუხდით ბატონ გოგიტა ჩიტაიას მოწოდებული მასალებისათვის...

ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში მდებარეობს. იგი 1985 წლის მაისში ხობის რაიონის მაშინდელი თავკაცის ნუგზარ ნადარაიას თაოსნობით გაიხსნა. იგი ხეთის წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობს. მუზეუმის დაარსების ისტორია საკმაოდ საინტერესოა, მე-2 მსოფლიო ომში დაღუპული ამირან ლატარიას დედამ ქალბატონმა ლიზამ თავისი კარმიდამო მუზეუმის მოსაწყობად სახელმწიფოს გადასცა. მისი ოდა სახლი ახლაც ეზოში დგას. მუზეუმის წინ თეატრონია, რომელიც ხუთი ათასზე მეტ ადამიანს იტევს. მუზეუმის ეზოს უკანა მხარეს ხელოვნური ბორცვია, რომელსაც ,,ხსოვნის კუნძული ჰქვია. მის ცენტრში დაკრძალულნი არიან დედა-შვილი ლიზა და ამირან ლატარიები, ამირანის ნეშტი ქერჩიდან ჩამოასვენეს. ირგვლივ რაიონის სოფლების რაოდენობის შესაბამისი ლოდები აწყვია, რომლებიც სიმბოლურად ამ სოფლებიდან მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას ეძღვნება. 1995 წლამდე მუზეუმი მემორიალური ტიპისა იყო, შემდგომ იგი გადაკეთდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმად. აქ გამოფენილია მასალები, რომლებიც ასახავენ ჩვენი ხალხის ყოფა-ცხოვრებას უძველესი დროიდან დღემდე. ამჟამად მიმდინარეობს საგამოფენო დარბაზების განახლების პროცესი.

 

თეატრონი


ნუგზარ ნადარაია - მუზეუმის დაფუძნების ინიციატორი


კოლხური თეთრი


ეთნოგრაფიული კუთხე

 

 

ეგრისული ამფორა ჭალადიდიდან, მე-2 - 6


 

ეთნოგრაფიული კუთხე


ეთნოგრაფიული კუთხე

 

ეთნოგრაფიული კუთხე


ბრინჯაოს ხანის ქვის სანაყი

 

ბრინჯაოს ხანის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები ყულევიდან

 

ფეოდალური ხანის ისრისპირები სოფელ პირველი მაისიდან

 

ზარაკი


 

 

 

 

მუზეუმის ეზო


ხსოვნის კუნძული