topmenu

 

სამთავროს ტაძარი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

სამთავრო, ხუროთმოძღვრების ძეგლი, XI საუკუნის პირველი ნახევრის საეპისკოპოსო ტაძარი მცხეთაში, სამხრეთ გზასთან, ფერდობზე. კომპლექსიდან ჩვენამდე მოაღწია დიდმა ტაძარმა, წმ.ნინოს ეკლესიამ, სამრეკლომ, გალავნის ნაწილმა, კოშკმა და მოგვიანებით აგებულმა საცხოვრებელმა და სასამსახურო შენობებმა. დიდი ტაძრის აგების ისტორია არ არის ცნობილი. ისტორიული წყაროების მიხედვით, მცხეთის ჩრდილოეთ განაპირა ნაწილში ყოფილა ქართლის ერისმთავრის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წარმომდგარა სახელწოდება - სამთავრო. აქ უცხოვრია საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების საქადაგებლად ჩამოსულ ნინოს. აქვეა დასაფლავებული ერთ-ერთი ასურელი მამათაგანი აბიბოს ნეკრესელი. ამჟამად სამთავროში დედათა მონასტერია.

 

 

 

 

***********************************************************************************

სამთავროს ტაძარი // ვ. ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.57

სვეტიცხოვლის მახლობლად, იქვე, მცხეთაში, მდებარეობს XI საუკუნის I ნახევრის კიდევ ერთი ძეგლი, სამთავროს საეპისკოპოსო ტაძარი. სიდიდით იგი საგრძნობლად ჩამოუვარდება სვეტიცხოველს, პროპორციების დახვეწილობით მაინცდამაინც არ გამოირჩევა, მაგრამ ეს მაინც მრავალმხრივ ღირსშესანიშნავი ძეგლია...<< ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

განვითარებული ფეოდალიზმი: სამთავროს ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.94-95.

ინდივიდუალური თვისებებით ხასიათდება XI საუკუნის პირველი ნახევრის კიდევ ძეგლი - სამთავროს ტაძარი მცხეთაში. ტაძრის გეგმა არ განსხვავდება ამ პერიოდის სხვა ძეგლებისაგან. გუმბათი ეყრდნობა ორ თავისუფლად მდგომ ბურჯსა და საკურთხევლის აფსიდის კედლების შვერილებს. უხვად განათებული, მაღალი თავისუფალი შიგა სივრცე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს...<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

სამთავროს კომპლექსი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლების აღწერილობა. ტ.5.- თბ., 1990. გვ.253-257.

არქიტ., ისტ., მონუმ. ხელოვნ. ძეგლი მდებარეობს ქალაქის ცენტრში. კომპლექსიდან ჩვენამდე მოაღწია დიდმა ტაძარმა, წმ.ნინოს ეკლესიამ, სამრეკლომ, გალავნის ნაწილმა, კოშკმა და მოგვიანებით აგებულმა საცხოვრებელმა და სასამსახურო შენობებმა. დიდი ტაძრის აგების ისტორია არ არის ცნობილი. ისტ. წყაროების მიხედვით, მცხეთის ჩრდ. განაპირა ნაწილში ყოფილა ქართლის ერისმთავრის სამყოფელი და სასახლის ბაღი, საიდანაც წარმომდგარა სახელწოდება - სამთავრო...<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

სამთავროს მონასტრის ეზოში დაკრძალული ქალბატონის ვინაობის განსაზღვრისათვის ჩატარებული კომპლექსური კვლევის შედეგები - ა.სიხარულიძე, ლ.ბითაძე, ე.ყვავაძე, თ.ასათიანი, ქ.დიღმელაშვილი // ჟურნ. ანალები. ისტორიის, ეთნოგრაფიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის ჟურნალი. №8, 2012. გვ.351-377.

2011 წლის ივნისში სამთავროს წმინდა ნინოს დედათა მონასტრის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის დასავლეთი ფასადის მიმდებარე ტერიტორია გამოიყო სათავსოებისა და სახელოსნოების მშენებლობისათვის. მძიმე ტექნიკით მიწის ჩამოთხრის დროს დაზიანდა აგურით ნაშენი აკლდამა, რაც გახდა აღნიშნული ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლის მიზეზი (ტაბ. I-2)...<<ტექსტი სრულად აქ...<<