topmenu

 

ხახული
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ავტორი: პ.ვარდანაშვილი (გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე)

ხახული, შუა საუკუნეების მონასტერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში, ტაოში, მდ.თორთუმისწყლის ერთ-ერთ გვერდითა ხეობაში, მდ. ხახულისწყლის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი თურქეთის ტერიტორია). დააარსა დავით III კურაპალატმა (X საუკუნის II ნახევარში). ხახულის მონასტრის დიდი გუმბათოვანი ეკლესია, გეგმით ჯვრისებრი, წაგრძელებული ნაგებობაა. ხახულის მონასტრის საგანძურში იყო ქართული ოქრომჭედლობის ღირსშესანიშნავი ნაწარმოები - XII საუკუნის ღვთისმშობლის კარედი ხატი, რომელიც შემდეგში ხახულის ხატის სახელით გახდა ცნობილი (დაცულია საქართველოს მუზეუმში). ტაძრის ირგვლივ, გალავნის შიგნით, რამდენიმე მცირე სამლოცველოა, რომელთაგან ერთი X საუკუნის დასასრულს განეკუთვნება.

 

 

 

 

 

 

***********************************************************************************

ხახული // ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974., 132.

...დავით კურაპალატმა, ეროვნული ერთიანობისათვის დიდმა მებრძოლმა... ააგო კიდევ ერთი შესანიშნავი ტაძარი ხახულის მონასტრისა (სამხრეთ საქართველოშივე, თორთუმის წყლის ხეობაში). თავისი საერთო ხასიათით იგი ენათესავება ოშკს, ხოლო ქვაზე ნაკვეთი მორთულობის სიმდიდრით უეჭველად შეიძლება მიეკუთვნოს თავისი დროის საუკეთესო ნაწარმოებთა რიცხვს...<<ტექსტი სრულად აქ...<<