topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ხახული - ვ.ბერიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>


გ.ჩანადირის ფოტო

ხახული //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974., 132.

...დავით კურაპალატმა, ეროვნული ერთიანობისათვის დიდმა მებრძოლმა...ააგო კიდევ ერთი შესანიშნავი ტაძარი ხახულის მონასტრისა (სამხრეთ საქართველოშივე, თორთუმის წყლის ხეობაში). თავისი საერთო ხასიათით იგი ენათესავება ოშკს, ხოლო ქვაზე ნაკვეთი მორთულობის სიმდიდრით უეჭველად შეიძლება მიეკუთვნოს თავისი დროის საუკეთესო ნაწარმოებთა რიცხვს.

ხახული //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974.-  132.

ესეც თორთუმის ხეობაშია, ძველ ტაოში. ესეც დიდად მნიშვნელოვანი მონასტერი და კულტურული ცენტრი იყო. დიდი გუმბათოვანი ეკლესია, მატიანის ცნობით, აშენებულია დავით კუროპალატის მიერ, ე.ი. X ს. მეორე ნახევარში (მატიანე ქართლისა: დავითმა "აღაშენა მონასტერი და საყდარი ღმრთისა, წმიდა ეკლესია „ხახულისა"). ეს წაგრძელებული, ჯვარისებრი გეგმის მქონე ნაგებობაა. გუმბათი ეყრდნობა აფსიდის კუთხეებს და ორ თავისუფალ მდგომ ბოძს. ამათ გარდა, კიდევ არის ბოძების ორი წყვილი, რომლებიც დასავლეთის მკლავს სიგრძეზე სამად (სამ "ნავად") ჰყოფს. შიგ ტაძარში დარჩენილია ფერწერის ფრაგმენტები. ხახულის ფასადთა მდიდარ მორთულობაში (გუმბათის ყელის გრეხილი შეწყვილებული ლილვები ან მათზე დაყრდნობილი თაღები, სარკმელთა სათაურები, მუქი და ღია ფერის ქვით გამოყვანილი "სხივები" სარკმლების თავზე, სარკმელთა თაღოვანი სათაურები და სხვ.) განსაკუთრებით გამოირჩევა სამხრეთის შეწყვილებული სარკმლის შესანიშნავი კომპოზიცია, რომელშიაც ჩართულია არწივის ჰორელიეფური გამოსახულება. იგი წყვილსარკმლის თაღების შუაში ზის, ორი ფერის ქვით გამოყვანილი რადიალურად გაშლილი "სხივების“ ფონზე. მთელ კომპოზიციას აგვირგვინებს ფართოდ გაშლილი დეკორაციული თაღი ჰორიზონტალური გადანაკეცებით და მოჩუქურთმებული ზედაპირით. შიგნით, დასავლეთის მკლავში, მშვენივრად შესრულებული წნულიანი სვეტისთავებია, ხოლო სამხრეთის შეწყვილებული სარკმელი თავისი სიმსუბუქით და ელეგანტურობით თითქოს ბაგრატის ტაძრის გვერდის მკლავების სარკმელთა წინამორბედია. დიდი ტაძრის გარშემო, გალავნის ფარგლებში, რამდენიმე მცირე სამლოცველოა, მათ შორის ერთი - X ს-ის დასასრულისა. ტაძრის ზომები გარედან დაახლ. სიგრძე უკარიბჭოდ - 26,2 მ., კარიბჭიანად - 35 მ., სიგანე გუმბათთან - 18,5 მ., დასავლ. ნაწილში, სტოებიანად - 23,7 მ.