< უკან დაბრუნება..<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<საქართველოს ძველი სასახლეები>>>
ვანთა - გ.ბარისაშვილის ფოტო
ვანთა, ვაჩნაძიანი, ნეკრესი - სასახლეები // ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.128
სამივე კახეთშია. პირველი ამათგანი თელავის რაიონში მდებარეობს, სოფ.ვანთას მახლობლად. დანგრეულია: აღარც სახურავი აქვს, არც სართულშუა გადახურვა (ხისა). კედლები რიყის ქვისაა და თითქმის მთელ სიგრძეზეა გადარჩენილი, მაგრამ შიგნით მთელი შელესილობა ჩამოცლილია. ქვის წყობა წესიერია, ჰორიზონტალური თანაბარი რიგებით. მეორე სართულზე ასასვლელი კიბე, როგორც ჩანს, გარედან იყო, ჩრდილოეთის კუთხეში, ხოლო წინა (განივი) ფასადის თაღები შესასვლელს წარმოადგენდა. ადრინდელი ხანისთვის დამახასიათებელი ნალისებრი მოხაზულობა აქაც შენარჩუნებულია. შენობის ზომებია 27,5X11 მ.
|