topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ქაჯის ციხე
There are no translations available.

ქაჯის ციხე - ციხე-სიმაგრე საქართველოს ისტორიულ პროვინციაში, ტაო-კლარჯეთში. მდებარეობს თურქეთის რესპუბლიკის დაბა ჩილდირიდან რამდენიმე კილომეტრში, სოფელ ილდირიმთეფელთან (ძველი სახელი რაბათი). ვახუშტი ბატონიშვილი ქაჯის ციხეს შეცდომით ციხე-ქალაქ წუნდასთან აიგივებდა. ეს ციხე მოუნახულებია ექვთიმე თაყაიშვილს და მისთვის "მრისხანე ციხე" უწოდებია. ციხესთან რაბათის არსებობას ადასტურებს ექვთიმე თაყაიშვილიც. აქვე უნდა ყოფილიყო სოფელი საბადური. ამჟამად ეს ტოპონიმი დაკარგულია. ჯერ კიდევ 1943 წელს ლევონ მელიქსეთ-ბეგი ვარაუდობდა, რომ ეს ციხე უნდა ყოფილიყო "ვეფხისტყაოსნის" ქაჯეთის ციხის პროტოტიპი და არა – ალამუთის ციხე. ციხეს გარს აკრავს დაახლოებით 30-35 მეტრი სიმაღლის მასიური გალავანი. "მესხური დავითნის ქრონიკაში" ქაჯის ციხე აქტიურ მოქმედებათა ობიექტია: "კოკოლა თავის ძმის-წულსა და ბატონს მანუჩარს შემოჰფიცა, ქაჯის-ციხე უკმოუჭირა, მერმე ფიცი გაუტეხა...", "..გავილაშქრეთ ენკენისთუს ნახევარს და ქაჯის-ციხეს მივადეგით..", "ბატონი მანუჩარ ჯავახეთს წავიდა, ფოსო და ჯავახეთი დაარბივა, და გურჰაქს ქაჯისციხე გაუბარაქიანა...". სწორედ ლაპარაკია ამ ქაჯის ციხეზე, რომელმაც, როგორც ექვთიმე თაყაიშვილმა შენიშნა, დიდი როლი ითამაშა თურქების მიერ საქართველოს ამ ნაწილის დაპყრობის დროს. საბოლოოდ ქაჯის ციხე დაიპყრეს ლალა-ფაშას საქართველოში გამოლაშქრების დროს - 1578 წ., როდესაც ქაჯის ციხის მთელი გარნიზონი განადგურებულ იქნა. ამ დროიდან არის, ალბათ, ქაჯის ციხე აოხრებული და მისი რაბათი უმოსახლოდ დარჩენილი. თურქებმა, როგორც ექვთიმე თაყაიშვილი შენიშნავს, ქართული "ქაჯის-ციხე" თარგმნეს და უწოდეს მას Šeytān-kal‘a

რ. ბერიძე

 

 

 

ქაჯის ციხე,მის შესახებ სტატიები:

1. ქაჯის ციხე არტაანის მხარეს ჩილდირის უჩასტკაში //საქ.1903.-გვ.309. - სურათი გადმოღებულია ე. თაყაიშვილის არქეოლოგიური მოგზაურობიდან 1902 წელს.

2. ს. ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი. წიგნი III. გამოკვლევა. თბილისი, 1958, გვ. 403-404.

3. ბ. კუდავა, ბ. კუპატაძე, გ. საითიძე, ჯ. სამუშია. სამეცნიერო ექსპედიცია ართვინის, არდაჰანის, ყარსისა და არზრუმის ვილაიეთებში (2003 წლის 15-29 აგვისტო)

http://ka.wikipedia.org/wiki/ქაჯის_ციხე