topmenu

 

დოლისყანა - ვ. ბერიძე // ჟღერს ქვის ჰარმონია
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>


დოლისყანა // ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.127.

დოლისყანის ეკლესია - ჟღერს ქვის ჰარმონია, გამ. "ციცინათელა"- თბ., 2006, ტ.13., გვ.310-313

ქართული ხუროთმოძღვრების X საუკუნის ძეგლი (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია, წინანდელი შავშეთის მიწაზე). ჯვრისებრი გეგმის გუმბათიანი ეკლესიაა. აქვს ერთი ნახევარწრიული აფსიდი (საკურთხეველში), დამატებითი კუთხის ოთახებით ჯვრის მკლავებს შორის. კედლები უხეშად დამუშავებული ქვისაა, სარკმლები და მთელი გუმბათის ყელი თლილი ქვისა. შენობის გარეგნობა ჯერ კიდევ ვერ ტოვებს მხატვრულად სავსებით შემუშავებულის შთაბეჭდილებას, მაგრამ დამახასიათებელია, რომ გუმბათის ყელი შემკულია დეკორაციული თაღებით, რომლებიც X ს - დან ფართოდ ვრცელდება, ხოლო ქვემო სარკმლების თაღები გამოყვანილია სოლებად დალაგებული მუქი და ღია ფერის ქვებით. სამხრეთი სარკმლის სათაური ჩუქურთმითაცაა შემკული. ე.ი. უკვე აშკარაა დეკორაციულობისადმი მისწრაფება, თუცა მორთულობა ჯერ კიდევ ძუნწია. გუმბათის ყელზე ქტიტორის (მშენებლობის მოთავის) რელიეფია ხელში ეკლესიის მოდელით, მის ქეეშ კი ასომთავრული წარწერაა: "ქრისტე ადიდენ მეფე ჩუენი სუმბატ"; სამხრეთის სარკმლის თავზე იკითხება: "ქრისტე ადიდე მეფეი ჩუენი სუმბატ მზეგრძელობით". ეს სუმბატი, როგორც ჩანს, ბაგრატ რეგუენის მამაა, 958 წელს გარდაცვლილი, ძე ადარნასე ქართუელთა მეფისა. სამხრეთის სარკმელთანვეა მიქელ და გაბრიელ მთავარანგელოზების რელიეფი და მედალიონი მამაკაცის ბიუსტით ამას ქვეშ კი წარწერა "შეიქმნეს ხელითა გაბრიელ დიაკვნისაითა". ეს გაბრიელი შესაძლებელია მხოლოდ ქანდაკების ავტორია, მაგრამ შესაძლებელია შენობის ხუროთმოძღვარიც იყოს. დოლისყანა მოხსენიებულია გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიაც. ეკლესიის ზომები პავლინოვის მიხედვით: სიგანე დაახლ. 13 მ., სიმაღლე შიგნით დაახლ. 24 მ. (პავლინოვს გამოქვეყნებული აქვს მხოლოდ აღმოსავლეთი ფასადისა და განივი განაკვეთის ნახაზები).

ექვთიმე თაყაიშვილის მიხედით ვახტანგ ბერიძე

გ.ჩანადირის ფოტო