<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>
ბ.კუდავას ფოტო
ტაოსკარი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი თურქეთში, ისტორიულ ტაოში. 1907 წელს ძეგლი გამოიკვლია ე.თაყაიშვილის ექსპედიციამ. თავისი გეგმით ეკლესია მრავალაფსიდიანი ეკლესიების ტიპს ემსგავსება. შენობა მასიურია, "დამჯდარი" - ამჟამად ძლიერ დაზიანებულია. თაყაიშვილის თანახმად, ეკლესია "შიგნით და გარეთ შეძერწილია ლამაზად ნათალი არა დიდრონი ქვებით, რომელნიც ახლა (ე.ი. 1907 წ.,) მოძარცულია. გუმბათის ყელიდან აღმოსავლეთის ნაწილია დარჩენილი, ერთი ფანჯრითურთ. კორპუსი ეკლესიისა ახლა სანახევროდ მიწაშია ჩასმული“. ეკლესიის დიამეტრი გარედან 17 მეტრზე ცოტა მეტია, სიმაღლე (შიგნით) უნდა ყოფილიყო დაახლ. 15,5 მ.
ტაოსკარი (თურქეთი), ბიბლიოგრაფია:
1. ტაოსკარი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.123-124. - გეგმით მრავალაფსიდიანი, X საუკუნის ისტორიული ძეგლის - ტაოსკარის ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ექვ.თაყაიშვილი ტაოსკარის შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლის გეგმა. მოცემულია ეკლესიის ზომები.
2. ბაგრატიონი გ. მოგზაურობა თურქეთში //ძეგლის მეგობარი. - 1996. - N1/92. - გვ.54-56. - ტაოსკარის რვამკლავა ტაძრის აღწერილობა და თანამედროვე მდგომარეობა.
3. ტაოსკარი //თაყიშვილი ე. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს. - პარიზი. - 1938. - გვ.68-70. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I. - თბ., 1991. - გვ.368-372. - ხიმშიაშვილების მიერ მიშენებული ჯამესა და მის მახლობლად ნანგრევების სახით შემორჩენილი ძველი აბანოს შესახებ. აღწერილია მრგვალი ეკლესიების ფორმის ორგინალური ტაძარი, დანგრეული და ხეობის შესასვლელთან მდებარე ეკლესიები.
4. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1955. - გვ.58. - X საუკუნეში აგებული ტაძრის - ტაოსკარის (თურქეთი) მოკლე დახასიათება.
5. ტაო - კლარჯეთის ძეგლების ფოტოთეკა // ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა. საანგარიშო კრებული. - 1998. - გვ.113 - 114. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ტაოსკარის ტაძრის არქიტექტურული დახასიათება.
6. ტაოსკარი - ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.15., თბ., 2007, გვ.61-62
************************************************************************************
ტაოსკარი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.123-124.
ტაოსკარის ეკლესია - ჟღერს ქვის ჰარმონია, "ციცინათელა", თბილისი 2007 წ., ტ.15., გვ. 61-62
ახლა თურქეთშია, წინანდელი ტაოს ფარგლებში. გამოიკვლია და გაზომა ე.თაყაიშვილის ექსპედიციამ 1907 წელს. თავისი გეგმით ეკლესია მრავალაფსიდიანი ეკლესიების ტიპს ენათესავება, რადგანაც აგრეთვე, რადიალურად განლაგებული სხივებია გუმბათქვეშა სივრცის გარშემო. მაგრამ აქ რვა სხივია ექვსის ნაცვლად, და აფსიდიანი საკურთხევლის გარდა, ყველა სწორკუთხაა, ნახევარცილინდრული კამარით გადახურული და იმდენად ღრმა, თითქოს ცალ-ცალკე კაპელები იყოს. ამის გამო შიდა სივრცე საკმაოდ რთული და მოძრავი გამოდის.. შესასვლელი სამია - დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით...<<ტექსტი სრულად აქ...<<
************************************************************************************
ტაოსკარი - //თაყიშვილი ე. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს // - პარიზი. - 1938. - გვ.68-70. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I. - თბ., 1991. - გვ.368-372.
ძველ ისტორიულ სახელს ამ ქვეყნისასა ტაო-ს, რომელიც ცნობილია ქსენოფონტეს აღწერილობით მეოთხე საუკუნედან ქრისტეს წინ, ახლა მოგვაგონებს ხოლმე მარტო ამ დაბის სახელი, ტაოსკარი. ეს სახელი ზედ გამოჭრილია ამ ადგილისათვის, ვინაიდან ტაოში ვიწრო კლდოვან გამოსავალს მდინარისა თუ ხევის კარს უწოდებენ. მაგალითდ, ნარიმანის კარი, კისხას კარი (ეხლა კისხა-ტაპუ) თორთუმის მახლობლად და სხვა. ტაოსკარი გაშენებულია ერთობ ფართო დაბლობში ანუ ქვაბულში, იქ, სადაც ტაოსკარის წყალი ერთვის სალუჩურის წყალს. ეს ქვაბური ყოველი მხრით შემოზღუდულია მაღალი კლდოვანი მთებით და აქ იყრიან თავს, გარდა სალაჩურის და ტაოსკარის ხევებისა, კიდევ სხვა ხუთი პატარა ხევი. მთელი ეს ჩაღრმავებული ფართო ხევი ტაოსკარისა მოცულია ბაღნარით და ბაღები გაგრძელებულია მარცხენა ნაპირზე სალაჩურის წყალისა ოთხს ვერსზე...<<ტექსტი სრულად აქ...<<
|