topmenu

 

გოგიუბა
There are no translations available.

გოგიუბა, X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ერუშეთში (ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე). გეგმით სიმეტრიული, ექვსაფსიდიანი ეკლესია. ექვსივე აფსიდი თანაბარზომიერადაა განლაგებული შუა ვერტიკალური ღერძის გარშემო. სხვა ქართული გუმბათოვანი ტაძრებისაგან განსხვავებით აქ გუმბათის საფუძველი კვადრატი კი არ არის, არამედ რადიალურად განლაგებული აფსიდების შვერილზე დაყრდნობილი წრიული სალტე, რომელზეც გადასასვლელად აფსიდების თაღებს შუა ბრტყელი ტრომპებია ჩასმული. გუმბათის ყელი, ისევე როგორც გუმბათქვეშა სივრცე, ექვსწახნაგიანია, ხოლო თვით ეკლესიის კორპუსი - თორმეტწახნაგიანი. ძეგლი მოპირკეთებული ყოფილა კარგად გათლილი ქვის კვადრებით.

გოგიუბა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.III. - თბილისი, 1978. - გვ.199.

 

 

 

 

 

 

 

**************************************************************************************

გოგიუბა - ვ. ბერიძე //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.40-41, 121-124.

გოგიუბა. თურქეთის ტერიტორიაზეა, ისტორიულ ერუშეთში. როდესაც ამ საუკუნის დასაწყისში ძეგლი ე.თაყაიშვილმა ინახულა, იგი უკვე სრულიად პერანგშემოძარცული იყო. თავიდან კი ეკლესია მშვენივრად გათლილი ქვის კვადრებით ყოფილა მოპირკეთებული გარედანაც და შიგნიდანაც...<<ტექსტი სრულად აქ...<<