topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

გოგიუბა - ვ. ბერიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ექვსაფსიდიანი ეკლესიები - გოგიუბა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. გვ. 42-43

გარდამავალი ხანის ბოლოს, X ს-ში, საქართველოს სხვადასხვა პროვინციებში ვხვდებით გუმბათიანი ეკლესიების მანამდე უცნობ ექვსაფსიდიან ტიპს. ეს ტიპი, ალბათ, წარმოიშვა, როგორც ტეტრაკონქის ძველი ტიპის ერთგვარი დეკორაციული გადამუმავების თუ განვითარების შედეგი. თუ არ ჩავთვლით ზემოთ განხილულ ნინოწმინდის ტაძარს (VI ს.), ეს ერთადერთი სახეობაა ქართული გუმბათიანი ტაძრებისა, რომელშიაც გუმბათი კვადრატს არ ეყრდნობა - მის დასაყრდნობად აქ გამოყენებულია რადიალურად განლაგებული აფსიდების ექვსი შვერილი. გარედან ექვსფასიდიანი ეკლესიები შედგება ორი, ერთმანეთზე შესმული წახნაგოვანი ცილინდრისაგან: ქვემო, უფრო ფართო, შეიცავს თვით აფსიდებს, ზემო -  გუმბათის ყელია. ამ ტიპის ცალკეული ნიმუშები საკუთარი თავისებურებით გამოირჩევა: გოგიუბაში (სამხრ. საქართველო, ახლა თურქეთშია) ექვსივე აფსიდი თანაბარია და გეგმა სრულიად სიმეტრიულია, იგი თანაბარზომიერად ვითარდება შუა ვერტიკალური ღერძის გარშემო; კიაღმის - ალთისა და ოლთისში (ეს ძეგლებიც თურქეთშია) აღმოსავლეთის აფსიდის საკურთხეველი გამოყოფილია, იგი გამოშვერილია საერთო აბრისიდან და, ამგვარად, შიდა სივრცეში გარკვეული ლოგიკური მახვილია დასმული. ყოველი ნიმუშის დასახასიათებლად გარკვეული მნიშვნელობა აქვს აგრეთვე აფსიდების სიღრმეს, ბემების არსებობას ან არარსებობას აფსიდების წინ. მაგ., ბოჭორმის ციხის ეკლესიაში (კახეთში), ბემები მკაფიოდ განაცალკევებს აფსიდებს გუმბათქვეშა სივრცისაგან: კაცხში (იმერეთში), რომელიც აქ ტიპის უკანასკნელი ნიმუში უნდა იყოს აშენებულია X -XI საუკუნეთა მიჯნაზე), უფრო განვითარებული გეგმაა - მთავარ ბირთვს ემატება გარშემოსავლელი, რომელიც გარედან მესამე (ქვემო) საფეხურს ქმნის. გენეტიკურად ამავე თემასთანაა დაკავშირებული ორი სახელგანთქმული ძეგლი X ს-ის მეორე ნახევრის კუმურდო და XI ს-ის დასაწყისის ნიკორწმინდა. მათ, ისევე, როგორც კაცხს, ქვემოთ შევეხებით, რადგანაც მთელი მათი ხუროთმოძღვრული და დეკორაციული დამუშავება უკვე მომდევნო ხანას მიეკუთვნება. აქ კი უნდა მოვიხსენიოთ ტაოსკარის ტაძარი (სამხრეთ საქართველო, ახლა თურქეთშია), უნიკალური ძეგლი რვა სწორკუთხა რადიალური მკლავით, რომლებიც გარედან დაბალსა და ფართო თექვსმეტწახნაგაშია ჩასმული. გოგიუბასა და კიაღმის-ალთის (ეს სახელები, ცხადია, გვიანდელია, თურქული). ძველი ქართული სახელწოდებები დაკარგულია) ფასადებზე, რომლებიც თლილი ქვითაა მოპირკეთებული, უკვე მოცემულია დეკორაციული თაღეღი. თაღები ეყრდნობა შეწყვილებულ შვეულ ლილვებს. ეს სისტემა საბოლოოდ შემუშავდება X ს ის დიდ საეპისკოპოსო ტაძრებში და შემდეგ ძალიან ფართოდ გავრცელდება.


ექვსაფსიდიანი ეკლესიები - გოგიუბა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. გვ. 121-124.

გოგიუბა. თურქეთის ტერიტორიაზეა, ისტორიულ ერუშეთში. როდესაც ამ საუკუნის დასაწყისში ძეგლი ე.თაყაიშვილმა ინახულა, იგი უკვე სრულიად პერანგშემოძარცული იყო. თავიდან კი ეკლესია მშვენივრად გათლილი ქვის კვადრებით ყოფილა მოპირკეთებული გარედანაც და შიგნიდანაც. გუმბათის ყელი ექვსწახნაგაა, ისევე, როგორც გუმბათქვეშა სივრცე. მაგრამ საფუძვლად წრიული სალტე აქვს, ამ სალტეზე გადასასვლელად კი აფსიდების თაღებს შუა ბრტყელი ტრომპებია ჩასმული. გარედან ეკლესიის ქვედა კორპუსს თორმეტი წახნაგი ჰქონდა. წახნაგები მონაცვლეობითაა აღჭურვილი სამკუთხა ნიშებით (რომლებიც ისეთსავე კონსტრუქციულ როლს ასრულებს - კედლის მასივს ამსუბუქებს, როგორსაც სწორკუთხა მოხაზულობის გუმბათოვანი ეკლესიების აღმოსავლეთ ფასადებზე) და სარკმლებით. შენობის გარეთა დიამეტრი დაახლოებით 12 მეტრია, სიმაღლე შიგნით დაახლ. 19 მ.