topmenu

 

არმაზი ქსნისა - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>


ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.41

წირქოლის ტაძარი VIII საუკუნით თარიღდება მისი ხუროთმოძღვრებისა და მორთულობის ანალიზით. რაიმე წერილობითი საბუთები მისი აშენების შესახებ არ დარჩენილა. სამაგიეროდ მეორე ძეგლს - არმაზს ზედვე აწერია ზუსტი თარიღი 864 წელი.

ეს პირველი ქართული ეკლესიაა, რომლის თარიღიც პირდაპირ არის მითითებულა წარწერაში (ეს ძეგლი მცხეთის არმაზთან არ უნდა აგვერიოს). არმაზის ეკლესია წირქოლისას, უპირველეს ყოვლისა, იმით ენათესავება, რომ გუმბათი აქაც დამალულია. ესეც უყელოა - მაშასადამე, უსარკმლოც - და ორკალთიანი სახურავის ქვეშაა მიჩქმალული. მაგრამ აქ გუმბათი გარე კედლებს კი არ ეყრდნობა (ასეა წირქოლშიც), არამედ ოთხ ბოძს. ამას გარდა, ეკლესიას სამხრეთიდან და დასავლეთიდან დიდი გარშემოსასვლელი აქვს. გუმბათქეეშა ბოძების მძიმე სვეტისთავებისა და კანკელის სამკაულები, ზოგი კონსტრუქციული ელემენტი, მაგ., საკურთხევლის გვერდით მდებარე ოთახში ქვის საფეხურებიანი "გვირგვინის" გაკეთება კამარის ნაცვლად - მოწმობს, რომ ხუროთმოძღვარი შორდება ძველ, შემუშავებულ ფორმებს და სიახლეს ეძიებს, მაგრამ ეს ძიება აქ ჯერ კიდევ ვერ აღწევს მხატვრული სიმწიფის დონეს.

ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.117-118.

წირქოლი და არმაზი

VIII  და IX სს

გარდამავალი ხანის ორი უაღრესად დამახასიათებელი ძეგლი ქსნის ხეობაში

(მათი განხილვა იხ.ზემოთ, ძირითად ტექსტში).

წირქოლი, თვით არქიტექტურის ანალიზის საფუძველზე, VIII ს - ეს მიეკუთვნება.

მის შესახებ რაიმე წერილობითი საბუთები არ გაგვაჩნია, ხოლო ციხე მოხსენიებულია "მატიანე ქართლისაში" X ს-ის ფეოდალური აშლილობის ამბებთან დაკავშირებით.

არმაზის დამათარიღებელი წარწერა სამხრეთის ფასადზეა, თითქმის კარნიზთან.

იგი ორ საგანგებოდ შერჩეულ დიდ ქვაზეა რელიეფური ასოებით შესრულებული (მთავრულით).

"ქ.სახელითა ღმრთისაათა მე გ(იორგი) (არმაზისა?) მამასახლისმან დ(ავდევ ეს)ე წმიდაი ეკლესიაი ქრონიკონსა პდ ხელმწიფობასა...ა (პდ - 84 = 864 წელს).

არმაზის ეკლესიისა: სიგრძე - 12,7 მ., სიგანე - 11 მ., სიმაღლე შიგნით (ვარაუდით) – 9 მ.