topmenu

 

წილკანი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

სოფელი მცხეთის რაიონში, მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მდინარე ნარეკვავის მარცხენა მხარეს. მცხეთიდან 10 კმ-ზე. სოფელი დასახლებულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან. სოფლის აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე აღმოჩენილია ადრინდელი ქრისტიანული ხანის (IV-V საუკუნეების) არქეოლოგიური ძეგლია - მიწისქვეშა აკლდამა. ის, სავარაუდოდ, წარჩინებულ საეკლესიო მოღვაწეთა განსასვენებელი იყო. წილკანში დგას წილკნის ტაძარი, რომელიც საეპისოკოსო საყდარს წარმოადგენდა.

VI საუკუნეში წილკანში მოღვაწეობდა წმ.ისე წილკნელი, ერთ - ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი. ტრადიცია მას მიაწერს წილკნის სარწყავი არხის "წილკნის რუს" მშენებლობას. წმ.მამა დაკრძალულია ტაძარში, ინტერიერის ჩრდილოეთ მხარეს შემორჩა მისი საფლავიც. წილკანი ერთ ერთი უძველესი სოფელია აღმოსავლეთ საქართველოში. აქ IV საუკუნეში მეფე ბაქარ მირიან III-ის ძემ ააგო ტაძარი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრალი. მის ადგილზე ვახტანგ გორგასლის დროს (V ს.) ააშენეს სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც გუმბათოვან ტაძრად გადააკეთეს VII ს - ში. შემდეგში ძეგლი კვლავ რამდენჯერმე გადააკეთეს და განაახლეს. XIX ს - დასასრულს ეკლესია შელესეს. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები და ლაპიდარული წარწერები. გალავანი VIII - ს. მიეკუთვნება. 1068 წელს მეფე ბაგრატმა წილკანთან დაამარცხა განძის ამირა ფადლონი. წილკანი კულტურულ საგანმანათლებლო კერა იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ კალიგრაფები. მწიგნობრები და პოეტები: ბასილი (XVI ს.), იოსებ სამებელი, ამბროსი მიქაძე (ორივე - XVIII ს), იოანე ონისიფორეს ძე ქარუმიძე ( XVIII-XIX სს. მიჯნა) და სხვ. სოფლის მიდამოებში მიკვლეულია გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლები.

 

 

 

 

 

************************************************************************************

წილკნის ღვთისმშობლის უძველესი საეპისკოპოსო ტაძრის წარმოშობა უკავშირდება ქართლში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების პირველ ხანებს, წმიდა ნინო განმანათლებლის მოღვაწეობას და მდინარე არაგვსა და ქსანს შორის მცხოვრებთა ქრისტიანობაზე მოქცევას. საქართველის ამ რთული რეგიონის ქრისტიანული განათვლა და სულიერი დამოძღვრა დაევალა ოდითგან წილკნის უძველეს ეკლესიას, რომელიც პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის მემკვიდრის ბაქარის ძალისხმევით აშენდა (IV ს.). ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: “ არაგვის პირს...<<ტექსტი სრულად აქ...<<

************************************************************************************

"წილკანი-სასწაულთა სავანე.  წილკანი" - საქართველოს სულიერი საგანძური. - წ.I. - თბ., 2005.- გვ.47-50.

ქართული მატიანე მოგვითხრობს, რომ წმინდა მოციქულთასწორი მეფე მირიანის ვაჟი, ბაქარი, წმინდა მეფე კონსტანტინე დიდის კარზე იმყოფებოდა. ბიზანტიიდან სამშობლოში გამომგზავრების წინ ქართველი მეფისწული დიდი პატივით გამოისტუმრეს და ძვირფასი საჩუქრებიც გამოატანეს. გამეფების შემდგომ ბაქარმა ააგო წილკნის ეკლესია, სადაც დასვენებული იყო წილკნის ღვთისმშობელის სახელით ცნობილი უძველესი ხატი...<<ტექსტი სრულად აქ...<<

************************************************************************************

წილკანი - ჯ. გვასალია,// ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.XI.- თბ., 1987.- გვ.324.

წილკანი - სოფელი მცხეთის რაიონში, მუხრანის ვაკეზე, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი (მარცხენა ნაპირას. სოფლის საბჭოს ცენტრი (სოფლები: წილკანი, ერედა, ძალისი) ზღვის დონიდან 560 მეტრია...<<ტექსტი სრულად აქ...<<

************************************************************************************

წილკანი - საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5.- თბ.,1990.-გვ.339-342

წილკანი - სოფელი, ისტორიული  ძეგლი  მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მდ.ნარეკვავის მარცხენა მხარეს. სოფელი დასახლებულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან. სოფლის შემდგომ დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. აქ იყრიდა თავს ქართლ-კახეთისა  (ბარის) და ერწოს (მთის) გზები. (ერწოს გზას "წილკნის კარი" ეწოდებოდა)...<<ტექსტი სრულად აქ...<<