topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ანაგა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<სიღნაღის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>

ანაგას ეკლესია რესტავრაციის შემდეგ - ფოტოების ავტორი: დ.ვარდიაშვილი

ანაგა, სოფელი სიღნაღის რაიონში, ალაზნის ველზე, ზღვის დონიდან 400 მ, სიღნაღიდან 6 კმ, წნორიდან 9 კმ.

ანაგის მიდამოებში არის:

  • შუა საუკუნეების ეკლესია - წმ.ელიასი,
  • თამარის ციხე და
  • გოგოლაანთ უბნის ღრმთისმშობლის მიძინების სამლოცველო - "ყველაწმინდა“.

სოფ. ანაგა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას. იგი ქიზიყის "ჭიშკარია".

ანაგას ეკლესია რესტავრაციამდე - ფოტოების ავტორი დ.ვარდიაშვილი

სიღნაღის რაიონის სოფ.ანაგაში, გოგოლაანთ უბანში მდებარეობს ერთნავიანი, დარბაზული ტიპის სოფლის სამლოცველო, რომელიც აგებულია ღვთისმშობლის მიძინების სახელზე და "ყველაწმინდას“ უწოდებენ.

რესტავრაციამდე

რესტავრაციის დროს

და რესტავრაციის შემდეგ

ზომით მცირე ტაძარია 7,5-5,5 მ. ნაგებია რიყის ქვით. მთლიანად დაფარული იყო ხეებით და თითქმის შეუმჩნეველი იყო მნახველისთვის. კაკლის დიდი ხე დასავლეთ კედელს მჭიდროდ ებჯინებოდა და მათი საკმაოდ დიდი, ძლიერი ფესვები საფრთხეს უქმნიდა საძირკველს. იმ დონეზე იყო უკვე შეჭრილი კედლის წყობაში, რომ დასავლეთ მხარეს კედლების გადაბმას ბზარი გააჩნდა და სივრცე ჩანდა. გადახურვა მხოლოდ ნალესობის სახით იყო შემორჩენილი, კრამიტი თითქმის არსად იყო დარჩენილი. მასზე ამოზრდილი მცენარეული საფარი მთლიანად ფარავდა სახურავის მთელ პერიმეტრს. არსებული მდგომარეობის გამო საჭირო გახდა ძეგლზე ჩატარებულიყო გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. მართალია თვით ნაგებობა იდგა და არ იყო ჩამონგრეული მისი ცალკეული ნაწილები, მაგრამ საერთო ტექნიკური მდგომარეობა სასწრაფო რეაგირებას მოითხოვდა. ეკლესიას საბურველი მთლიანად მოშლილი ჰქონდა. კრამიტის არსებობაზე მხოლოდ ნალესობაზე შერჩენილი ფორმის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით. მთელი მისი პერიმეტრი მცენარეებით იყო დაფარული. აღმოსავლეთ ფასადზე აკაკის ხე ჩაზრდილი იყო კედლის წყობაში და დანგრევის საფრთხეს ქმნიდა. ინტერიერში სულ განადგურებული იყო ნალესობა და შესაბამისად მოხატულობა. მათი მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. არადა ძალიან საინტერესო ჩანს კოლორიტით და ფორმებით (შესაძლოა „ხალხურ ნაკადსაც" მიეკუთვნებოდეს, მაგრამ ამაზე მსჯელობას ართულებს მცირე ფრაგმენტების არსებობა) გადახურვა მთლიანად მოშლილი იყო, კარნიზის დიდი ნაწილიც მორღვეული. შესასვლელი კარის ღიობი ჩამონგრეული. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე გარედან მიწა კედლების შუამდე იყო ამაღლებული და ჩაფლული იყო მიწაში. ხეების საბურველიც ემატებოდა და თითქმის შეუმჩნეველი იყო თვალისთვის, ისე იყო შენიღბული. ეკლესიის იატაკი ასევე მიწით იყო დაფარული და მისი პირვანდელი დონე დასადგენი იყო. კანკელის საფეხურებიც მიწით იყო დაფარული. ამის გამო შესასვლელი კარიც მერე აუმაღლებიათ და ქვები სპეციალურად გამოუღიათ, დღეს უკვე აღარ იკითხება მისი პირვანდელი მოჩარჩოების ფორმა.

ინტერიერი და მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტები

ძეგლზე ჩატარებული სამუშაოები:

2008 წელს ჩატარდა აღნიშნულ ძეგლზე შემდეგი სამუშაოები: პირველ რიგში ტერიტორია გაიწმენდა მცენარეული საფარისაგან და გამოჩნდა ეკლესია. დიდი ხეები, ჩაზრდილი ეკლესიის კედლებში დიდი სიფრთხილით მოიჭრა, რომ არ დაზიანებულიყო კედელი: ტერიტორია გაიწმინდა ნათესებისა და ნარგავებისგან, რომელსაც მოსახლეობა იყენებდა საკუთარი მიზნებისთვის. ტაძრის გარშემო მოიხსნა მიწის ფენები და გამოჩნდა ჩაფლული კედლები: საბურველი გაიწმინდა და განახლდა გადახურვა: აღდგა კარნიზი: შესასვლელის კარის პირვანდელი დადგინდა და აღსდგა მისი მოხაზულობა - შესასვლელი თაღი; ინტერიერში იატაკის დონე დაიწია და მოიხსნა მიწა პირვანდელი დონის დასადგენად. მოიკირწყლა ქართული აგურით. კანკელი დაკონსერვდა და დარჩა მოღწეული ფორმით, რათა სიძველის იერი შეუნარჩუნებოდა ძეგლს.

ხელოვნებათმცოდნე ნ.ჭუნიაშვილი