topmenu

 

ბანა

<უკან დაბრუნება...<<<ტაო - კლარჯეთი>>>

გ.ჩანადირის ფოტო

ბანა, საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი ისტორიულ ტაოს ტერიტორიაზე, ჭოროხის ხეობაში, მდ.ბანის მარჯვენა ნაპირას. ამჟამად თურქეთის საზღვრებშია "ფანაკის" სახელწოდებით. ფანაკის ჭეშმარიტ ქართულ სახელად უფრო ბანა ჩანს. "ქართლის ცხოვრებაში" ყველგან ბანა გვაქვს "...მოერთვის ჭოროხს მდინარე ბანა - ფანასკერტისა, გამომდინარე ყალნუ მთისა და მომდინარე აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. ...ამ წყალზედ, მთაში არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს".

 

 

 

 

 

*************************************************************************
ბანა - ბერიძე ვ.// ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974., გვ.111-112
ბანას ტაძარი ისტორიულ პროვინცია ტაოში მდებარეობს, სოფ. ფანაქის (ფენიაკის) მახლობლად, მდ.ოლთისის შენაკადის, ფენიაკის წყლის მარჯვენა ნაპირზე. ვახუშტის სიტყვით, ეს არის „ეკლესია გუმბათიანი, დიდი, შვენიერად ნაგები, კეთილ-შვენიერს ადგილს''. მიჩნეული იყო, რომ ბანა X ს-ის ძეგლია, მაგრამ გ. ჩუბინაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, დაყრდნობილი შენობის არქიტექტურის ანალიზზე, რომ ტაძარი აგებულია VII ს-ის ნახევარში ...<<ტექსტი სრულად აქ...<<
************************************************************************************
ბანას დიდი მრგვალი ტაძარი; ბანას პატარა ეკლესია; ბანას მღვიმეში დაცული ეკლესია //თაყაიშვილი ექვ. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს. - პარიზი, 1938. - გვ.19-28. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I. - თბ., 1991. - გვ.315-326.
შესანიშნავი ბანას ტაძრის ნანგრევები დაცულია ვერსნახევარი სიშორით სოფელ პენიაკიდან, ჩრდილოეთის მხრით, მარჯვენა ნაპირზე ბანას წყლისა, რომელიც შემდინარეა ოლთისის წყლისა. ბატონიშვილი ვახუშტი წერს ბანას შესახებ: «ამ წყალზედ (ბანა-ფანასკერტელის წყალზედ), მთაში, არს ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს. აქ არს ეკლესია გუნბათიანი, დიდი, შვენიერად ნაგები, კეთილ-შვენიერ ადგილს, აღაშენა მეფემან ადარნასემ, და დაფლულ არიან მეფენი, იჯდა ეპისკოპოზი მწეყმსი ფანასკერტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისისა და ნარუმაკისა (ნარიმანისა) და აწ არს ცალიერი» (იხ. ვახუშტის გეოგრაფია, ბროსეს გამოცემა, გვ.118)....<<ტექსტი სრულად აქ...<<