topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

მარტვილის ტაძარი - მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება

მარტვილის ტაძარი (მარტვილის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ამერ-იმერელი.მარტვილი (სამეგრელო) //ივერია.-1893(3 იანვ.).-N114.-გვ.2-3. - მარტვილის ტაძრის სიძველეთა აღწერილობა.

2. ქართული ხელოვნების ისტორია.- თბ., 1961.- გვ.180-182.//ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია.- თბ., 1971.- გვ.175-178. - მარტვილის ტაძრის არქიტექტურა, აგებისა და გადაკეთების თარიღი.

3. ასათიანი გ. მიწისძვრით დაზიანებული გუმბათის გამაგრება //ძეგლის მეგობარი.-1965.-N5.-გვ.55-56. - ძეგლის დაზიანებული გუმბათის შეკეთებისა და აღდგენის შესახებ.

4. ბაკურაძე კ. მარტვილის მოზაიკა //ძეგლის მეგობარი.76.-1987.-გვ.28. - მარტვილის ტაძრის მოზაიკის ნაშთების გადასარჩენად ჩატარებული სამუშაოების შესახებ.

5. (ხოშტარია დიმიტრი) დუტუ მეგრელი. ტფილისი, 22 თებერვალი //ივერია.-1903(22 თებ.).-N42.-გვ.1. - ტაძრის განძეულობის დაცვის აუცილებლობაზე. მოხსენიებულია პ. უვაროვა.

6. ელიავა გ. მარტვილი.-თბ.,1959. - მარტვილის ანუ ჭყონდიდის ნაგებობათა კომპლექსის ისტორია.

7. ელიავა გ. ჭყონდიდი-მარტვილი.-თბ.,1962.-გვ.18-39. - ტაძრის საეპისკოპო კათედრად გადაქცევის თაობაზე; კომპლექსში შემავალი ნაგებობების არქიტექტურული დახასიათება; კედლის მხატვრობის თავისებურებათა ანალიზი.

8. ელიავა გ. აბაშისა და ტეხურის ხეობების ღირსშესანიშნაობანი: მეგზური.-თბ.,1971.-გვ.47-5. - მარტვილის არქიტექტურული კომპლექსის მოკლე ისტორია, ხუროთმოძღვრული დახასიათება, მხატვრული ფორმების მიმოხილვა.

9. მარტვილელი. მარტვილი //ივერია.-1878.-N38.-გვ.2-4. - ტაძრის შესახებ ხალხში შემორჩენილი თქმულება.

10. მარტვილი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VI.- თბ., 1983.- გვ.458. - მოკლე ცნობები ტაძრის შესახებ.

11. მარტვილის მონასტერი (სამეგრელო) //მწყემსი.-1894.-N4.-გვ.4-6. - ტაძრის ისტორიულ-გეოგრაფიული გარემო-ზოგადი მიმოხილვა.

12. მეფისაშვილი რ. მარტვილი.- თბ., 1961.-1 დეკემბერი //გაზ. "შრომის დროშა"(მარტვილი).-1966(1 იანვ.). - ბუკლეტში აღწერილია მარტვილის, ანუ ჭყონდიდის სახელით ცნობილი ძეგლის არქიტექტურა.

13. მგზავრი ს. მარტვილი (სამეგრელო)ნიმუში ჩვენებურის დაუდევრობისა //ცნობის ფურცელი.-1898(1 ვაგვ.).-N597.-გვ.2-3. - ტაძრიდან გატაცებული ხატის შესახებ.

14. სამეგრელო //ივერია.- 1900 (2 ივნ._.- N116.- გვ.2 - ტაძრის შეკეთებისა და გრიგოლ დადიანის შესაწირავის თაობაზე.

15. ტფილისი //ივერია.- 1903 (18 თებ.).- N38.- გვ.1. - ალექსანდრე ეპისკოპოსის უარი გრაფინია უვაროვას თხოვნაზე მარტვილის ტაძრის განძის მოსკოვის მუზეუმისათვის გადაცემის გამო.

16. მარტვილი //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი.II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ.I (IX-XIII ს.).- თბ., 1980.- გვ.34-37; გვ.95; გვ.174. - მარტვილის(ძველი ჭყონდიდის) ტაძრის - სანათლავის სამშენებლო და გალატოზ მიქაელ ოპიზრის - წარწერების განხილვა. მოხსენიებულნი არიან: მ.ბროსე, დიუბუა დე მონპერე. მოცემულია სილუსტრაციო მასალა (სურ.11).

17. ყაუხჩიშვილი თ. იოანე-ვახტანგის ბერძნული წარწერა //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე.- 1950.- ტ.XI.- N6.- გვ.397-399. - ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის ბერძნული წარწერის ანალიზი.

18. ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში. -თბ., 1951.- გვ. 91-104. - მარტვილის არქიტექტურული კომპლექსიდან ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის მოკლე ისტორია, შემორჩენილი ბერძნული წარწერების ვრცელი აღწერილობა და ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: მ.ბროსე, დ.გორდეევი, ექვ.თაყაიშვილი.

19. მარტვილი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. -თბ., 2004.-გვ.122-132. - ტაძრის ბერძნულ წარწერათა ანალიზი.

20. ყვირილიდან მარტვილამდის //მწყემსი.-1886.-N21.-გვ.3-4. - ტაძრის სავალალო მდგომარეობის შესახებ.

21. მარტვილის ტაძარი ჭყონდიდში //ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია.-ტ.I.- თბ., 1936.- გვ.115-128. - მარტვილის ტაძრის ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ნ. სევეროვის აკვარელის მიხედვით შესრულებული სურათები, კათედრალისა და ტაძრის გეგმები.

22. ცინცაძე ვ. მარტვილის სვეტი //ძეგლის მეგობარი.-1981.-N56.-გვ.30-39. - მარტვილის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული მეცნიერულ-დაცვითი სამუშაოების მიმდინარეობა და შედეგები.

23. ჩიხლაძე ნ. XVI-XVII საუკუნეების ისტორიულ პირთა გამოსახულება - მარტვილის ეკლესიაში //ნარკვევები.III(საქართველოს სახ. მუზეუმი).-1997.-გვ.105-113. რეზ. ინგლ. ენაზე(გვ.112-114). - ტაძრში გამოსახულ ისტორიულ პირთა იდენტიფიცირებისათვის.

24. ჩიხლაძე ნ. "ტყვეობიდან დახსნის" წმ.გიორგის სასწაული მარტვილის ეკლესიის XVI საუკუნის მოხატულობაში //საქართველოს ხელოვნების მუზეუმი. XIX სამეცნიერო სესია. მოხსენებათა თეზისები.-თბ., 2001. -გვ.4-6. - ტაძრის მოხატულობის ანალიზი.

25. ჩიხლაძე ნ. მარტვილის მონასტრის მხატვრობის სახისმეტყველებისათვის / ნარკვევები.V (საქართველოს სახ. მუზეუმი).- 1999.- გვ. 101-115. - მარტვილის ტაძარში შემორჩენილი სხვადასხვა ეპოქაში შესრულებული მოხატულობის იკონოგრაფიული თავისებურებანი.

26. მარტვილი //იამბე, ციხის ნაშალო....-თბ.,2007.-გვ.110-111. - ტაძრის შესახებ არსებული თქმულება. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო.

27. მარტვილი //თაყაიშვილი ექვ. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. წ.II.- ტფ., 1914.-გვ.39-128. - ხუროთმოძღვრულ კომპლექსში შემავალი ნაგებობების არქიტექტურული დახასიათება, წარწერების ანალიზი, ფრესკების, ჯვრების, ჭურჭლის, იარაღებისა და სხვა ნივთების ვრცელი აღწერილობა. მოხსენიებულია მ.ბროსე.

28. ჭყონდიდზე აღმართული წმინდა ჯვარ-ტაძარი. მარტვილი // საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I.- თბ., 2005.-გვ.56-61. - ტაძრის აგების ისტორია, მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. მოხსენიებულნი არიან: სტეფანე სანანოისძე (X ს.), გიორგი ჭყონდიდელი, იოანე ჭყონდიდელი, იოანე მესვეტე (XI ს.)გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი (XI-XII სს.), ანტონ ცაგარელი-ჭყონდიდელი (XVIII ს.) და სხვები. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. ახლავს ძეგლისა და სიძველეთა ფოტოები.

29. ჭყონდიდის ეპარქია: მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი // გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი.- თბ., 2005.- გვ.157-159. - VI-VII სს.-ში დაარსებული ტაძრის (ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ჩიქვანების ეკლესია) მოკლე ისტორია, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა, მოკლე ცნობები ტაძარში მოღვაწეთა შესახებ. მოხსენიებულნი არიან: ბაგრატ IV (XI ს.), სტეფანე სანანოისძე(X ს.), გიორგი ჭყონდიდელი(XI ს.), რომანოზ მესვეტე(XIX ს.), ეპისკოპოსი ვახტანგი (ახვლედიანი) და სხვები. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო.

30. ფეოდალური ეპოქის არქიტექტურა: მარტვილის ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია.- თბ., 1955.- გვ.45. - მცხეთის ჯვრის ტიპის ტაძრის - მარტვილის მოკლე აღწერილობა.

31. გიტინსი მ. ქართული კედლის მხატვრობის სამი ნიმუშის კონსერვაციისადმი მეთოდოლოგიური და პრაქტიკული მიდგომა //ქართული ხელოვნება ევროპისა და აზიის კულტურათა კონტექსტში. ვ.ბერიძის სახელობის საერთაშორისო სიმპოზიუმი (2008 თბილისი). თეზისები.- თბ., 2008.-გვ.122. - განხილულია ქართველი და იტალიელი სპეციალისტების მიერ მარტვილის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე ჩატარებული სამუშაოები.

32. რჩეულიშვილი ლ., ცინცაძე ვ. სვეტი უბისსა და მარტვილში. მარტვილის სვეტი //რჩეულიშვილი ლ. ქართული ხელოვნების ნარკვევები.- თბ., 1994.- გვ.182-191. - ხალხური გადმოცემა მარტვილის სვეტის შესახებ. სვეტის სართულების ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება, ფასადის შემკულობის თავისებურებანი, შენობის აგების თარიღის დადგენა, შედარება უბისის სვეტის არქიტექტურასთან.

33. მარტვილის ტაძარი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974.-გვ.108-109. - ტაძრის არქიტექტურისა და შემდგომი (X ს.) გადაკეთების შესახებ. მოცემულია ძეგლის ზომები. ტექსტს დართული აქვს გეგმა და სქემატური რეკონსტრუქცია, ნ.სევეროვის ნახატი.

34. ნადარაია ფ., ბიგვავა ზ. მარტვილი. ქუთაისი; 2009.- გვ.5-9  - მოკლე ცნობა მარტვილის კომპლექსის მთავარი ნაგებობის - X საუკუნეში გადაკეთებული ღვთისმშობლის მიძინების სახ. ტაძრის, ამავე საუკუნეში აგებული სამსართულიანი მცირე ეკლესიისა (ჩიქვანთა ეკლესია) და XII საუკუნით დათარიღებული სვეტის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: მეფე გიორგის II (X ს.), სტეფანე სანანოის ძე (X ს.), გიორგი ჭყონდიდელი (XI ს.), იოანე მესვეტე (XI ს.), რომანოზ მესვეტე (XIX ს.), ანტონ ცაგარელი-ჭყონდიდელი(XVIII ს.). ტექსტს ერთვის ძეგლთა ფოტოები.

35.  აღდგა "მცირე ჩიქვანების" ეკლესია //გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა".-2000(2 სექტ.).-გვ.2.

36. ბართაია ე. მარტვილი //გაზ. "სახალხო განათლება".-1980(30 იანვ.).-გვ.4.

37. კუცია-ბახია ს. მოარტვილის მონასტერში //გაზ. "შრომის დროშა"(მარტვილი).-1972(26 დეკ.).

38. მესენგისერი ზ. ჭრილობები მარტვილის ტაძრის ფრესკებზე //გაზ. "ლიტერატურული საქართველო".- 1982 (22 იანვ.).- გვ.7.

39. სანიკიძე თ. მარტვილის ტაძარი //გაზ. "კოლხეთი"(სენაკი).-1970(5 მარტი).

40. სულავა ნ. რეკენ მარტვილის ზარები //გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა".-1997(22 ნოემბ.).-გვ.12. - მარტვილის ტაძრის ისტორიიდან.

 

 

 

 

 

 

  • მარტვილის ტაძარი - მთავარი გვერდი
  • მარტვილის ტაძარი - აღწერა, ისტორია, მდებარეობა
  • მარტვილის ტაძარი - ფოტოგალერეა // ფოტოალბომი სრული ვერსია