topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

მარტვილის ტაძარი - ვ. ბერიძე

< უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

მარტვილის ტაძარი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ. 108 - 109.

მდებარეობს რაიონის ცენტრ გეგეჭკორში (ყოფ. მარტვილში). გეგმის მხრივ ძალიან ახლოა "ჯვართან", მაგრამ მარტვილელი ოსტატი მაინც თემის თავისუფალ ინტერპრეტაციას გვაძლევს. შეცვლილია ცალკეულ ნაწილთა შეფარდება. გუმბათის დიამეტრი აქ უფრო მცირეა, კუთხის ნიშები უფრო დიდი. სხვანაირია გუმბათქვეშა ტრომპები, რომელთაც საფეხურისებრი სახე აქვთ, სხვაგვარია ფასადთა რელიეფებიც: ნაცვლად ცალკეული დამოუკიდებელი კომპოზიციებისა, რომლებიც საერთო სისტემაშია შეპირისპირებული და დაკავშირებული, აქ უწყვეტი მთლიანი ფრიზებია, რელიეფების შესრულება კი გაცილებით დეკორაციული. ფიგურები და მცენარეული ორნამენტები ერთიან ნახატშია ჩართული და გარკვეულ რიტმულ დანაწევრებას ექვემდებარება. ფრიზებში ბიბლიისა და სახარების სიუჟეტებია (მაგ. დანიელი ლომთა ხაროში, სამსონი და ლომი, ქრისტეს ამაღლება და სხვ.). X ს-ში, აფხაზთა მეფის გიორგი II დროს, ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთეს. დაუმატეს გარეთა კედლები, ააშენეს ახალი გუმბათის ყელი. ამიტომაა, რომ დღეს მარტვილის ტაძარი გარედან სულ არ მოგვაგონებს ჯვარის ტიპის ძეგლებს. დასავლეთის ექვტერი X საუკუნისაა. შიგნით სხვადასხვადროინდელი მხატვრობაა (XVI- XVII საუკუნეებისა), ტაძრის გვერდით დგას მცირე ორსართულიანი ეკლესია, ალბათ X ს - ისა. ტაძრის ზომები გარედან (თავდაპირველი შენობისა): სიგრძე 21 მ-მდე, სიგანე 17,5 მ., სიმაღლე შიგნით - 23 მ. (თავდაპირველად ნაკლები იქნებოდა).

http://ka.wikipedia.org/wiki/მარტვილი_(მონასტერი)