topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ატენის სიონი - ვ. ბერიძე
There are no translations available.

< უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია -მონასტრები>>>

ატენის სიონი - ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ. 108

(VII ს.)

გორის რაიონშია, რაიონის ცენტრიდან დაახლოებით 12 კმ. მანძილზე, მდ.ტანას მარცხენა ნაპირას, სოფლიდან საკმაოდ მოშორებით. ამ ტიპის ძეგლთაგან მცხეთის ჯვართან ყველაზე ახლო ეს ძეგლია - მისმა მშენებელმა, სომეხმა თოდოსაკმა, მორჩილად გაიმეორა ჯვარის გეგმა, ისე რომ არც უფიქრია იგი ფუნქციურად მოერგო თავისი ნაკვეთისათვის, ხოლო ნაკვეთის პირობები ჯვართან შედარებით სულ სხვაა. ამიტომ ზოგი რამ შეუსაბამო გამოვიდა. მაგ.,აქ ეკლესიას გზა დასავლეთიდან ადგება. ბუნებრივი იყო ტაძრის შესასვლელის აქედან გაკეთება, მაგრამ არ გაუკეთებიათ, რაკი იგი დასავლეთით არა აქვს ჯვარს (და არც შეიძლება ჰქონდეს, რაკი იმ მხარეს ხრამია).

ამ მხარეს - კვლავ ჯვარის წამხედურობით - ნიშებიც არ არის. აქ აღმოსავლეთის მხარეს ფასადის წინ სულ ორიოდე ნაბიჯია (მერე ციცაბო კალთა იწყება), ასე რომ ფასადის სიბრტყეს მხოლოდ ძლიერი რაკურსით ვხედავთ. მიუხედავად ამისა, რელიეფების დიდი ნაწილი ამ მხარესაა თავმოყრილი, რაკი ასეა ჯვარში (იქ სწორედ აღმოსავლეთი ფასადია ყველაზე უფრო დასამხარი). ატენში ბევრია რელიეფი, მაგრამ მათი განლაგება ფასადებზე არ ექვემდებარება რაიმე გააზრებულ სისტემას (რელიეფები დიდად განსხვავებულია. არის ცალკეული ფიგურებისა და კტიტორების ჯგუფების გამოსახულება, უმეტესად ძალიან ტლანქი. არის მთელი სცენებიც, მაგ., ორი ირემი, რომელიც აუზიდან წყალს სვამს - ჩრდილოეთის ტიმპანში. ნადირობის სცენა სამსონი და ლომი. წინასწარმეტყველი აბაკუმი და სხვ... განსხვავებულია შესრულების ხარისხიც და სტილისტიკური ნიშნებიც. შესაძლებელია, მნიშვნელობა ჰქონდა იმასაც, რომ ოსტატებს სრულიად განსხვავებული ნიმუშები ჰქონდათ ხელთ.

 

შესაძლებელია, ცალკეულ რელიეფებს შორის ქრონოლოგიური სხვაობაც იყოს). არქიტექტურის მხრივ ატენს ჯვარისაგან განასხვავებს პროპორციები (უფრო განიერი გუმბათის ყელი, რაც მეტი მასიურობისა და სიმძიმის შთაბეჭდილებას ქმნის) ამას გარდა, აქ არ არის შენობის შემადგენელი მასების მკაფიო დიფერენციაცია, ძირითადი ფორმებისა და ხაზების მკაფიობა, რომელიც ჯვარს ახასიათებს. ატენის სიონი მაინც უეჭველად ტოვებს მხატვრულ შთაბეჭდილებას, რაც იმით აიხსნება, რომ თვით ტიპი შენობისა ზედმიწევნით შემუშავებული და ჰარმონიულია. განსაკუთრებით ძლიერი შთაბეჭდილებაა შიგნით - ამას ხელს უწყობს აგრეთვე XI ს-ის მშვენიერი ფრესკები, შუა საუკუნეთა ქართული მონუმენტური მხატვრობის ერთი საუკუთესო ძეგლთაგანი. დიდად საინტერესოა ატენის სიონის მრავალრიცხოვანი წარწერები - ქვაზე ნაკვეთი და საღებავებით შესრულებული. ბევრი მათგანი მნიშვნელოვან ისტორიულ ცნობას შეიცავს (მაგ., ბუღა თურქის შემოსევის შესახებ, XI ს - ის მეორე ნახევარში, ბაგრატ IV - ის დროს, ატენში ქალაქისა და ქულბაქთა აშენების შესახებ და სხვ.). ტაძრის ზომები გარედან: სიგრძე - 24 მ., სიგანე - 19 მ, სიმაღლე შიგნით - 22 მ.