topmenu

 

ხობის მონასტერი
There are no translations available.

ხობის მონასტერი (ნოჯიხევის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. მონასტერი) მდებარეობს — ხობის მუნიციპალიტეტში,სოფელ ნოჯიხევის ტერიტირიაზე, ხობის ცენტრიდან 4 კმ. აგებულია XIII-XIV სუკუნეებში, ტაძრის აშენება უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. აკაკი წერეთელმა ხობის მონასტერს მიუძღვნა პოემა „ნათელა“. ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იყო დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, წმ.გიორგის ბარძაყი, წმ.მარინეს მკლავი, წმ.კვირიკეს ხელის მტევანი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და სხვა სიწმინდეები. მონასტერი არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელშიც შედის ტაძარი სასახლე, სამრეკვლო გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები. შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა.

http://ka.wikipedia.org/

 

 

 

 

 

 

************************************************************************************

ი. ციციშვილი - ხობის ტაძარი: გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება // ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1995 წ., გვ. 132 -133

XIII საუკუნის დამლევიდან ქართულ კედლის მხატვრობაში თავს იჩენს ბიზანტიური პალეოლოგთა სტილისათვის დამახასიათებელი იკონოგრაფიული და სტილისტიკური რიგის ნიშნები. ყველაზე ადრეული ძეგლი, სადაც შეიმჩნევა ეს მიმართულება არის გელათის ტაძრის სამხრეთის ეკვდერის ფერწერა, რომელიც მიეკუთვნება XIII ს. 90-იან წლებს. ..<<ტექსტი სრულად აქ...<<

************************************************************************************