topmenu

 

ერელაანთ საყდარი

<უკან დაბრუნება...<<<ეკლესია - მონასტრები//ახმეტის რ-ნის ძეგლები//მატანი>>>

ერელაანთ საყდარი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ.IV. თბ., 1979. გვ.180-181

"ერელაანთ ეკლესია", V-VI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ახმეტიდან 4 კმ, თიანეთის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს. აგებულია რიყის ქვით, შირიმით, ფასადები - კირქვის ფილებით. გეგმით მარტივი ჯვრის ფორმის ეკლესიას სამხრეთი და ჩრდილოეთი მკვლავების აღმოსავლეთ კედლებში 2 დამატებითი აფსიდი აქვს, გუმბათქვეშა კვადრატი გუმბათის წრეზე ტრომპების მეშვეობით გადადის. გუმბათის ყელი რვაწახნაგაა, აქვს 4 სარკმელი, შესასვლელი ერთია, სამხრეთიდან დეკორი მარტივია. ეკლესია შიგნიდან შელესილი და მოხატული ყოფილა, ჩამოქცეული გუმბათი და დასავლეთი მკლავის კამარა ამჟამად აღდგენილია.

რ.გვერდწითელი

 

 

 

 

 

***************************************************************************************

ერელაანთ საყდარი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ.,1974. გვ.28, 100.

თავისებურია ე.წ. "ერელაანთ საყდარი" ახმეტასთან (კახეთში). გ.ჩუბინაშვილის აზრით, იგი V ს-ისა თუ არა, VI ს-ისა მაინც არის. ესეც "თავისუფალი ჯვრის" ტიპისაა, ერთი აფსიდით და სამი სწორკუთხა მკლავით. მისი განმასხვავებელი ისაა, რომ სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებს აღმოსავლეთით პატარა აფსიდები აქვს...<<ტექსტი სრულად აქ...<<