topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

წილკანი - აკლდამა - ძეგლთა აღწერილობა
There are no translations available.

< უკან დაბრუნება ...<<<ეკლესია მონასტრები>>>


ფოტოების ავტორი გ. გაგოშიძე

წილკნის აკლდამა - საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ5, თბილისი, 1990. გვ.339-342

აკლდამა - არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე თარიღდება IV-V სს-ით. ძეგლი 1979 წელს გათხარა მმაე-მ (ხელმძღვანელი ა.აფაქიძე). გეგმით ოთხკუთხაა, ჩადგმულია საგანგებოდ ამოჭრილ ქვაბულში და დამხრობოლია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. შედგება დასაკრძალავი სენაკისა და დრომოსისაგან. ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვითა და კირის ხსნარით; დრომოსსა და დასაკრძალავ სენაკს შემოვლებულო აქვს რიყის ქვითა და კირხსნარით ნაგები სამაგრი კედელი. დასაკრძალავ სენაკში (3,45x3,25x2,88 მ) შესასვლელი (დრომოსი) აღმოსავლეთიდანაა, ცამეტ საფეხუროანი კიბე დერეფანში (სიგრ. 2,2 მ) ჩადის.

დერეფნის გავლით შეიძლება საკრძალავში შესვლა. საკრძალავ სენაკს თლილი ქვით (29 ჰორიზონტალური მწკრივი) ნაგები ნახევარწრიული თაღი აქვს, რომელიიც კირხსნარის სქელი ფენითაა გადალესილი. საკრძალავი კამერის სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლების გასწვრივ ტახტრევნებია. მათზე ბორდიურით გამოყოფილი ორ-ორი სამარხია გამართული. აკლდამაში ესვენა სუდარაში გახვეული რვა მამაკაცი. მიცვალებულები დაკრძალულია ქრისტიანული წესით - გულაღმა გაშოტილი, თავით დასავლეთისაკენ. აკლდამა გაძარცულია. კედლებზე შემორჩენილია ოთხპწკარიანი ბერძნული დაზიანებული წარწერა და ჯვრის გამოსახულებები, რომელთა მკლავებს შორის ჩაწერილია ორი ბერძნული მთავრული ქრიზმა. აკლდამის გვერდით გამოვლინდა გვიანდელი ანტიკური ხანის ორმოსამარხი და ქვაყუთი, რომელშიც მიცვალებული დაკრძალული იყო ქრისტიანული წესით თიხის სარეცელზე. აკლდამის დასავლეთით 3 მეტრზე აღმოჩნდა (ა) ეკლესიის (7,15x5,5 მ), ხოლო ჩრდილოეთით 22 მეტრზე რიყის ქვით ნაგები ზღუდის ნაშთი.