topmenu

 

ზეგაანის კომპლექსი - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

< უკან დაბრუნება....<<<საქართველოს ეკლესია - მონასტრები>>>

ზეგაანის "ყველაწმინდა" (გურჯაანის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ზეგაანის "ყველაწმინდა" //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება.- თბ., 1974.-გვ.96. - VI-VII საუკუნეების სამნავიანი ბაზილიკის ხურომოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ახლავს "ყველაწმინდას" გეგმა და დასავლეთის ფასადის ჩანახატი. ანაზომი ლ.რჩეულიშვილისა და ვ.ცინცაძისა.

2. ზეგაანის მონასტერი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IV.- თბ.,1979.- გვ.492-493. - სოფ.ზეგაანში მონასტრის ნანგრევებიდან შემორჩენილი, VI-VII საუკუნეებით დათარიღებული ღვთისმშობლის სახელობის სამეკლესიანი ბაზილიკისა და ტყეში მდებარე წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის მოკლე დახასიათება.

3. ზეგაანის ეკლესია //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა:  IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა.- თბ., 1983.- გვ.27-28; 131. - ძეგლის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმირების კანონზომიერებათა შესახებ. ტექსტს დართული აქვს სქემატური ჩანახატი (ანაზომები: ვ.წილოსანი, გ.ჩუბინაშვილი).

4. ზეგაანი //ჩუბინაშვილი გ. ქართული ხელოვნების ისტორია. ტ.I.- ტფ., 1936.- გვ.31-32; გვ.190-191. - მონასტრის მთავარი ეკლესიის მოკლე დახასიათება. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტოები (სურ.9-11;145-148).

5. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.- თბ., 1995.- გვ.55-56. - სოფ. ზეგაანის ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მოკლე აღწერილობა.

6. ზეგაანის წმინდა მარინე //ხუსკივაძე ი. ქართულ ეკლესიათა გვიანი შუა საუკუნეების "ხალხური' მოხატულობანი.- თბ., 2003.- გვ.351-364. -ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება და მოხატულობის სტილისტურ-იკონოგრაფიული ანალიზი.

7. საღარაძე შ. ზეგაანის მონასტერი //ჟღერს ქვის ჰარმონია. ნაკვ.II: საკითხავი ყმაწვილთათვის.- თბ., 2007.- გვ.37-38. - მდ.ჭერმიხევის მარჯვენა ნაპირას აგებული, VI-VII საუკუნეების ღვთისმშობლის სამეკლესიანი ბაზილიკის - ყველაწმინდის-მოკლე აღწერილობა. მოცემულია ეკლესიის ფოტო.