topmenu

 

მცხეთა - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

მცხეთის აკლდამები, ბიბლიოგრაფია:

1. [მეუნარგია იონა] ლელო. "არა არს დაფარული, რომელი არა..." //დროება. - 1881 (5 აგვ.). - N163. - გვ.1-2. - მცხეთის ტაძრის ეზოში ნაპოვნი ნივთების დაკარგვის თაობაზე.

2. მცხეთის აკლდამა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - 1990. - გვ.232-233. - გეგმით სწორკუთხა, ერთსენაკიანი, ანტიკური ხანის აკლდამის ხუროთმოძღვრული დახასიათება.

3. მცხეთის აკლდამა - ციციშვილი ირ. //ქართული არქიტექტურის ისტორია, თბ., 1955.- გვ.31. - მცხეთის აკლდამის მოკლე არქიტექტურული ანალიზი და სავარაუდო დათარიღება.

4. თბილისის-მცხეთა //ზაქარაია პ. არაგვისა და თერგის ხეობა. - თბ., 1972. - გვ.8. - მოკლე ცნობა პირველი საუკუნის დასასრულით დათარიღებულ აკლდამაზე.ტექსტს ახლავს აკლდამის ფოტო.

5. ციციშვილი ი. - ადრეკლასობრივი საზოგადოების პერიოდის ხელოვნება: მცხეთის აკლდამა //ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995, გვ. 34

6. მცხეთის აკლდამა, ბაგინეთი, არმაზისხევის აბანო - ვ.ბერიძე

7. მცხეთის აკლდამა - ქ.დიღმელაშვილი //მოკლე ცნობები მცხეთის აკლდამის შესახებ (სპეციალურად საუნჯესთვის)

8. გ.ლომთათიძე და ი.ციციშვილი - ახალაღმოჩენილი აკლდამა მცხეთაში //საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.XII, №10, 1951

მცხეთის ძეგლები, ბიბლიოგრაფია:

1. მამუკელაშვილი ვ. გავუფრთხილდეთ და გადავარჩინოთ //ძეგლის მეგობარი. - 1996. - გვ.59-60. - მცხეთისა და მის რეგიონში ისტორიულ ძეგლთა დაცვის თაობაზე.

2. მცხეთა //ივერია. -  1892 (24 ოქტ.). - N224. - გვ.2. - გორნიჩის მიერ წმ.ეკატერინეს სახ. ტაძრის განახლების შესახებ.

3. მცხეთა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. - ტ. 5. - თბ., 1990. - გვ. 242-243. - X-XI საუკუნეებით დათარიღებული წმ. ბარბარეს სახ. ეკლესიის , მცხეთის დასავლეთით აგებული გეთსამანიის ეკლესიის ნანგრევების, რკინიგზის სადგურის პირდაპირ მთის ფერდობზე მდგარი XI-XII საუკუნეში აშენებული ღვთისმშობლის სახელობის (ახალქალაქური) სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილი ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის, კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიისა და მოხატულობის აღწერილობა. ტექსტს ერთვის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ფოტო და გეგმა, კალოუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის განივი განაკვეთი და გეგემა.

4. მცხეთა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5.- თბ., 1990. - გვ.269 - 270. - მცხეთის გარეუბან კოდმანში აგებული, გვიანი ფეოდალური ხანით დათარიღებული ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესიისა და კოდმანის სამხ.-აღმ. აგებული განვითარებული ფეოდალური ხანით დათარიღებული წმინდა დემეტრეს დარბაზული ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული ანალიზი. ტექსტს ერთვის განაკვეთები და გეგმები.

5. მცხეთა //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.253. - მარტაზის ანუ სანგრისხევის ნაპირზე აგებული, XI საუკუნით დათარიღებული სამების სახელობის დარბაზული ეკლესიის არქიტექტურული ფორმების შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლის გეგმა.

6. ნ.ბ. მცხეთის ტაძარი //დროება. - 1869 (12 დეკ.). - N50. - გვ.3-4;(25 დეკ.). - N52. - გვ.2. - ტაძრის ისტორია, მოკლე აღწერილობა.

7. მცხეთა //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. - თბ., 2004. - გვ.216 - 230. - სვეტიცხოვლის ტაძრის, არმაზციხისა და ბაგინეთის ტერიტორიაზე მოპოვებული ბერძნული წარწერების ანალიზი.

8. ხოშტარია დ. მცხეთის ადრექრისტიანული ეკლესიები //ქრისტიანული დემოკრატია. - თბ., 2000 (ოქტ.). - გვ.113-128; AKADEMIA. - 2001. - N1. - გვ.24-36. რეზ. ინგლ.ენაზე. - სვეტიცხოვლის, სამთავროს, წმინდაჯვრის, გეთსამანიის - მთაქართლის (თაბორის) და ანტიოქიის ეკლესიების გადარჩენილი ნაგებობების არქიტექტურისა და არქეოლოგიური კვლევა - ძიების შედეგად გამოვლენილი მასალები.

9. კალანდაძე გ. ბოხოჩაძე ა. არაგვის კარი //ძეგლის მეგობარი. XV.- 1968.- გვ.1-26. - მცხეთის ზღუდე-გალავანი და მისი ნაშთების არქეოლოგიური კვლევის შედეგები.

10. მამუკელაშვილი ვ. "წმინდა გიორგის" გადარჩა // ძეგლის მეგობარი. - 1977. - N1 (96). - გვ.61-62. - წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაზე ჩატარებული (1996 წ.) სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ.

11. ქალაქები: მცხეთა //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988, გვ.7-9. - მოკლე ცნობა მცხეთისა და მისი ძეგლების შესახებ.

12. მცხეთა-თბილისის ეპარქია: მცხეთის წმ.ეკატერინეს მონასტერი ("ოლგინსკი", დედათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ.70// გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.25. - ძეგლის მოკლე აღწერილობა და ისტორია. მოხსენიებულია: ოლგა გორნიჩი (XIX ს.). ტექსტს ახლავს წმ.ეკატერინეს სახ. ეკლესიის ფოტო. აღნიშნულია XII საუკუნის ღვთისმშობლისა და ღვთისმშობლის მიძინების სახ. ეკლესიები.

13. წმინდა დემეტრეს ეკლესია; ღვთისმშობლის ეკლესია; არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია //კოზმანაშვილი ვ. ღმერთის სავანე. მცხეთა; 2009.- გვ.39; 48-49. - მოკლე ცნობა კოდმანში, ფერდობზე აგებული, ფეოდალური ხანის, დაზიანებული წმ.დემეტრეს სახ. ეკლესიის, ღვთისმშიობლის სახ. ეკლესიისა და არმაზის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლთა ფოტოები.

14. არმაზის წმ.ნინოს სახ. ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა - თბილისის ეპარქიის ტაძრები:ენციკლოპედიური ცნობარი.- თბ., 2002.- გვ. 40. - მოკლე ცნობა ტაძრის მშენებლობის ეტაპების შესახებ. მოხსენიებულნი არიან: გია, ნელი და ავთანდილ გიორგობიანები, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ელისე (ჯოხაძე), არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი, გ.ხიზანიშვილი, წინამძღვარი მღვდელი მაქსიმე ფაიქიძე.

15. წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია // გუნია ირ. მცხეთა - თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.138. - X-XI საუკუნეებით დათარიღებული წმ.ბარბარეს (ბარბარეთი) სახ. ძლიერ დაზიანებული ეკლესიის რესტავრაციის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს - პატრიარქი ილია II, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე), არქ.-ები: ნ.ზაზუნაშვილი, მ.გელაშვილი, ა.კალანდაძე. ტექსტს ერთვის ძეგლის ნანგრევების ფოტო.

16. კუჭავა ნ. წმინდა ბარბარლეს ეკლესია // გაზ. "სახალხო გამნათლება". - 2001 (26 დეკ.). - გვ.VII. - მცხეთის დასავკლეთით ნაგები ტაძრის მდგომარეობა და არქიტექტურული მნიშვნელობა.

17. არმაზციხე (ბაგინეთი) - ი.ციციშვილი // ქართული ხელოვნების ისტორია, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების გამომცემლობა, თბილისი, 1995 წ., გვ.23-24

18. არმაზციხე (ბაგინეთი) - ქეთევან დიღმელაშვილი

არმაზციხე (მცხეთა), ბიბლიოგრაფია:

1. არმაზციხე // საქართველო: ენციკლოპედია. - თბ., 1997. - გვ.2-3. - არმაზციხე - ბაგინეთი - ძველი მცხეთის შიდაციხის მდებარეობისა(მტკვრის მარჯვენა მხარე) და ისტორიის შესახებ. ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების მიმოხილვა და ხუროთმოძღვრული დახასიათება.

2. არმაზის ციხე // საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5.- თბ., 1990. - გვ.239 - 241. - მცხეთაში, რკინიგზის სამხ.-აღმ.-ით, 2 კმ-ზე მდებარე ციხის სახელწოდების ეტიმოლოგია, მოკლე ისტორია, XIX საუკუნის 90-იანი წლებისა და 1937, 1975 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგები, მშენებლობის პერიოდები. შიდაციხისა და ნაქალაქარის, სვეტებიანი დარბაზის, მარნის, აბანოსა და სხვა ნაგებობების ნაშთების აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან: ექვ.თაყაიშვილი, დ.ბაქარაძე, ი.ოქრომჭედლიშვილი, ს.ჯანაშია, ა.აფაქიძე. ტექსტს ახლავს ნაქალაქარის ცენტრალური უბნის გეგმა.

3. არმაზციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.I. - თბ., 1975. - გვ.576-577. - ძველი მცხეთის შიდა ციხის ხუროთმოძღვრული დახასიათება და აქ წარმოებული არქეოლოგიური გათხრების მასალები.

4. არჯევანიძე ი. თბილისის უახლოესი მიდამოები. - თბ., 1940. - გვ.46-50. - ცნობები არმაზის ციხისა და აქ დაცული სიძველეების შესახებ.

5. აფაქიძე ა. არმაზციხის ლოკალიზაციის საკითხისათვის //ისტორიის ინსტიტუტის შრომები. - ტ.IV. - ნაკ.I. - თბ., 1958. - გვ.71-96. - არმაზციხის ლოკალიზაციის საკითხის გარკვევა ქართულ და უცხოურ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით.

6. დიონ კარიოსის ცნობები საქართველოს შესახებ. - თბ., 1966. - გვ.102-104. - მოკლე ცნობები არმაზის ციხის შესახებ.

7. ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები. - თბ., 1973.- გვ.9-10. - მცხეთაში მდებარე არმაზციხის (ბაგინეთის) მოკლე აღწერილობა.

8. ადრეკლასობრივი საზოგადოების პერიოდის ხელოვნება: არმაზციხე //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.23-24. - აღწერილია იბერიის მეფეთა ძველი რეზიდენცია-არმაზციხე (ბაგინეთი). ტექსტს ახლავს სვეტებიანი დარბაზისა და გალავნის გეგმები.

9. მონათმფლობელური საზოგადოების არქიტექტურა: არმაზის ციხე //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ.25-26. - არმაზციხის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ციხის თავდაცვითი კედლების სისტემის მშენებლობის პერიოდები. განხილულია ციხის ქვედა ტერასაზე გათხრილ შენობათა კომპლექსი.

10. როსტომაშვილი ი. ფუძე ქართლისა, ციხე ქართლოსისა, არმაზისა //მოგზაური. - 1901. - N1. - გვ.12-19. - არმაზის მონასტრისა და ციხის მოკლე აღწერილობა. შემორჩენილი წარწერის მიმოხილვა.ძეგლის შესახებ არსებული წერილობითი ცნობების მიხედვით მოთხრობილია ძეგლის ისტორია.

11. ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.84-85. - ცნობები ბაგინეთ-არმაზციხეში აღმოჩენილი ნაგებობების შესახებ.

13. ციციშვილი ირ. ბაგინეთზე განახლებული გათხრების შედეგები //ძეგლის მეგობარი. - 1997. - N2 (97). - გვ.9-12. ბაგინეთის ბორცვზე (მცხეთა), არმაზციხის გათხრების დროს აღმოჩენილი წარმართული ტაძრის ხუროთმოძღვრული დახასიათება, ძეგლის დათარიღება.

14. ზაქარაია პ.სამშობლოს გუშაგები. - თბ., 1965. - გვ.9. - ცნობები არმაზციხის შესახებ.

15. არმაზ - ციხე. ბაგინეთი // ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. - თბ., 2004. - გვ. 216-230. - არმაზციხის ტერიტორიაზე მოპოვებული ბერძნული წარწერების მიმოხილვა.

16. მცხეთა //ზაქარაია პ. საქართველოს ციხესიმაგრეები. - თბ., 1988. - გვ.7-9.- მცხეთის თავდაცვითი სისტემის დახასიათება.

17. არმაზციხე (ბაგინეთი) - ი. ციციშვილი // ქართული ხელოვნების ისტორია, ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების გამომცემლობა, თბილისი, 1995 წ., გვ. 23-24

18. არმაზისხევი - ქ.დიღმელაშვილი