topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ნეკრესი - ვ.ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<< ეკლესიები//ციხე-სასახლეები>>>

IV - VII საუკუნეთა ხუროთმოძღვრების ისტორიული მიმოხილვა, ნეკრესის მონასტერი // ვ.ბერიძე ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ.21-22

პირველი ქართული ეკლესია, რომელიც IV ს-ის 30-იან წლებში ააშენა მირიან მეფემ საქართველოს "განმანათლებლის" წმ.ნინოს მითითებით, აღარ გადარჩენილა. მეორე ეკლესიისაგან, რომელიც იქვე ააგო ვახტანგ გორგასალმა (V ს-ის მეორე ნახევარში), გადარჩა ცალკეული ნაწილები, ამჟამად ჩართული სვეტიცხოველის დღევანდელ კორპუსში. (1970-71 წლებში ჩატარებულმა მუშაობამ გამოავლინა, ცალკულ ფრაგმენტებთან ერთად, გორგასალისეული ეკლესიის მთელი მოხაზულობა და მირიანისეული სამლოცველოს კვალიც). ქართველი მატიანეები იმ ადრინდელ ხანაში ყოველთვის აღნიშნავდნენ ეკლესიის აშენების ფაქტს, რადგანაც მაშინ ეს ახალი ამბავი იყო და ახალი იდეოლოგიის დანერგვას ემსახურებოდა. მატიანეების ცნობით, პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის მირიანისა და მისი მემკვიდრეების ბაკურის, მირდატისა და სხვათა დროს, მცხეთის გარდა, ეკლესიები აუშენებიათ ურუშეთში, მანგლისში, ბოდბეში, წილკანში, ნეკრესში, რუსთავში, წუნდასა და თუხარისის ციხეში, ე.ი. ისტორიულ პროვინციებში ქართლში, კახეთსა და მესხეთში. თითქმის ყველა ამ ჩამოთვლილ პუნქტში ეკლესია დღესაც არსებობს, მაგრამ ყველა უფრო გვიანდელია, თუმცა ზოგი კი მაინც ადრინდელ ხანას მიეკუთვნება. მხოლოდ ნეკრესის მონასტრის (კახეთშია) სხვადასხვადროინდელ ნაგებობათა შორის დგას ერთი სულ პატარა ეკლესია, რომელსაც მკვლევარნი IV საუკუნეს მიაკუთვნებენ და მატიანეთა ცნობებს უკავშირებენ. ეს ნატეხი ქვით ნაშენი სამნავიანი ეკლესიაა (ჩვენ უკვე ვთქვით, რომ კახეთი საქართველოს ერთადერთი კუთხეა, სადაც თლილ ქვას არ ხმარობდნენ). იგი აღმართულია საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიაც კრიპტა (სამარხი) არის მოთავსებული. შენობის თავისებურებას ის შეადგენს, რომ მას სიგანე მეტი აქვს სიგრძეზე, და არა პირიქით, როგორც ნამდვილ ბაზილიკაში უნდა იყოს, შიგნით მას არა აქვს ბოძები, რომელთა მწკრივი აგრეთვე დამახასიათებელია ბაზილიკისათვის, მისი ნავები ფართოდ გახსნილი თითო თაღით უკავშირდება ერთმანეთს. გვერდის ნავებსაც ღია თაღები ჰქონდა გარეთკენ, ასე რომ, მთელი შენობა გამჭოლი ფანჩატურივით იყო. ეს საშუალებას აძლევდა მლოცველთ წირვის დროს გარეთ დარჩენილიყვნენ. დღეს ძნელია ნეკრესის სამლოცველოს თავდაპირველი სახის წარმოდგენა - დროთა განმავლობაში იგი დაზიანდა, გადარჩა მხოლოდ შუა და ჩრდილოეთის ნავები. აქ ჯერ კიდევ ნაადრევია რაიმე მკაფიოდ დასახული მხატვრული ამოცანის შესახებ ლაპარაკი. ეს მხოლოდ მიახლოებაა ახალი ამოცანების ამოხსნასთან. მაგრამ დამახასიათებელია, რომ ნეკრესის მშენებელმა თავისი სამლოცველო მხოლოდ გარეგნულად დაამსგავსა ბაზილიკას (სამი ნავი, რომელთაგან შუა ძლიერ ამოზიდულია ორ დანარჩენთან შედარებით), მაგრამ უგულებელყო ბაზილიკის ისეთი არსებითი მხარეები, როგორიცაა ხაზგასმული სიგრძივი ღერძი და სივრცის დამანაწილებელი ბოძების მწკრივი.

ნეკრესი - ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.87-88

პირველი ქართული ეკლესია, რომელიც IV საუკუნის 30-იან წლებში ააშენა მირინ მეფემ საქართვლოს "განმანათებლის" წმ.ნინოს მითითებით, აღარ გადარჩენილა. მეორე ეკლესიისაგან, რომელიც იქვე ააგო ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნის მეორე ნახევარში), გადარჩა ცალკეულია ნაწილები, ამჟამად ჩართული სვეტიცხოვლის დღევანდელ კორპუსში (1970-71 წლებში ჩატარებულმა მუშაობამ გამოავლინა, ცალკეულ ფრაგმენტებთან ერთად, გორგასლისეული ეკლესიის მთელი მოხაზულობა და მირიანისეული სამლოცველოს კვალიც). ქართველი მემატიანეები იმ ადრინდელ ხანაში ყოველთვის აღნიშნავდნენ ეკლესიის აშენების ფაქტს, რადგანაც მაშინ ეს ასალი ამბავი იყო და ახალი იდეოლოგიის დანერგვას ემსახურებოდა. მატიანეებას ცნობით, პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის მირიანისა და მისი მემკვიდრეების ბაკურის, მირდატისა და სხვათა დროს, მცხეთის გარდა, ეკლესიები აუშენებიათ ერუშეთში, მანგლისში, ბოდბეში, წილკანში, ნეკრესში, რუსთავში, წუნდასა და თუხარისის ციხეში, ე.ი. ისტორიულ პროვინციებში ქართლში, კახეთსა და მესხეთში. თითქმის ყველა ამ ჩამოთვლილ პუნქტში ეკლესია დღესაც არსებობს, მაგრამ ყველა უფრო გვიანდელია, თუმცა ზოგი კი მაინც ადრინდელ ხანას მიეკუთვნება. მხოლოდ ნეკრესის მონასტრის (კახეთშია) სხვადასხვა დროინდელ ნაგებობათა შორის დგას ერთი სულ პატარა ეკლესია, რომელსაც მკვლევარნი IV საუკუნეს მიაკუთვნებენ და მატიანეთა ცნობებს უკავშირებენ. ეს ნატეხი ქვით ნაშენი სამნავიანი ეკლესიაა (ჩვენ უკვე ვთქვით, რომ კახეთი საქართველოს ერთადერთი კუთხეა, სადაც თლილ ქვას არ ხმარობდნენ). იგი აღმართულია საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიაც კრიპტა (სამარხი) არის მოთავსებული. შენობის თავისებურებას ის შეადგენს, რომ მას სიგანე მეტი აქვს სიგრძეზე, და არა პირიქით, როგორც ნამდვილ ბაზილიკაში უნდა იყოს, შიგნით მას არა აქვს ბოძები, რომელთა მწკრივი აგრეთვე დაბახასიათებელია ბაზილიკისათვის, მისი ნავები ფართოღ გახსნილი თითო თაღით უკავშირდება ერთმანეთს. გვერდის ნავებსაც ღია თაღები ჰქონდა გარეთკენ, ასე რომ, მთელი შენობა გამჭოლი ფანჩატურივით იყო. ეს საშუალებას აძლევდა მლოცველთ წირვის დროს გარეთ დარჩენილიყვნენ. დღეს ძნელია ნეკრესის სამლოცველოს თავდაპირველი სახის წარმოდგენა - დროთა განმავლობაში იგი დაზიანდა, გადარჩა მხოლოდ შუა და ჩრდილოეთის ნავები. აქ ჯერ კიდევ ნაადრევია რაიმე მკაფიოდ დასახული მხატვრული ამოცანის შესახებ ლაპარაკი. ეს მხოლოდ მიახლოებაა ახალი ამოცანების ამოხსნასთან. მაგრამ დამახასიათებელია, რომ ნეკრესის მშენებელმა თავისი სამლოცველო მხოლოდ გარეგნულად დაამსგავსა ბაზილიკას (სამი ნავი, რომელთაგან შუა ძლიერ ამოზიდულია ორ დანარჩენებთან შედარებით), მაგრამ უგულებელყო ბაზილიკის ისეთი არსებითი მხარეები, როგორიცაა ხაზგასმული სიგრძივი ღერძი და სივრცის დამანაწილებელი ბოძების მწკრივი. ნეკრესის ცნობილი მონასტერი კახეთშია, ყვარლის რაიონში, სოფ.შილდიდან რამდენიმე კილომეტრის მანძილზე. ეს მთის ფერდია, უხვი მცენარეულობით დაფარული. აქედან ალაზნის ველის ულამაზესი ხედი იშლება. მონასტერში ბევრი სხვადასხვა დროინდელი შენობა და ნაგრევია დარჩენილი.

1. IV ს-ის მინიატურული ბაზილიკა, ერთი ყველაზე ძველი ეკლესიათაგანი საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის.

2. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნისა.

3. საეპისკოპოსო სასახლე (ნანგრევები) გარდამავალი ხანისა და მასთან დაკავშირებული ნაგებობანი, მათ შორის კოშკი, ალბათ XVI ს-სა (იხ.ქვემოთ ანოტაცია -ვანითა, ვაჩნაძიანი, ნეკრესი - სასახლეები).

4. საცხოვრებელი და სამეურნეო შენობების ნაშთები.

5. მცირე სამლოცველოები.

6. გუმბათიანი ეკლესია VIII IX საუკუნეებისა, თავისებური გეგმით: შუა კვადრატულ გუმბათოვან დარბაზს, რომელსაც მხოლოდ შვერილი აფსიდი ემატება, სამმხრივი გარშემოსავლელი აქვს დასავლეთით და სამხრეთით ორ-თაღიანი შესასვლელებია. გუმბათის ყელი მაღალია, შორიდანვე იპყრობს ყურადღებას. გ.ჩუბინაშვილის სიტყვით, ეს შენობა, ვაჩნაძიანის ყველაწმიდის მსგავსად, სამეკლესიიანი ბაზილიკის გუმბათოვანი ვარიაციაა. მის პროპორციებსა და ძუნწი მორთულობის ელემენტებშიაც გარდამავალი ხანის ნიშნები იჩენს თავს - ადრინდელი ხანის პრინციპების დათმობა და ახლის ძიება.

მცირე ბაზილიკის გადარჩენილი ზომები გარედან: 4,6X3,8 მ.; შუა ნავის შიდა ზომები: 3,6X1,7-1,8 მ.

 

ვანთა, ვაჩნაძიანი, ნეკრესი - სასახლეები// ვ. ბერიძე - ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974 წ., გვ.128

სამივე კახეთშია. პირველი ამათგანი თელავის რაიონში მდებარეობს, სოფ.ვანთას მახლობლად. დანგრეულია: აღარც სახურავი აქვს, არც სართულშუა გადახურვა (ხისა). კედლები რიყის ქვისაა და თითქმის მთელ სიგრძეზეა გადარჩენილი, მაგრამ შიგნით მთელი შელესილობა ჩამოცლილია. შენობის ზომებია 27,5X11 მ. მეორე ანალოგიური ნაგებობის ნანგრევი სოფ. შრომის (ვაჩნაძიანის) მახლობლადაა გურჯაანის რაიონში. შენობის ზომებია (შუა ღერძებზე): 29X11,5 მ. მესამე ნეკრესის მონასტერშია, ყვარლის რაიონში (იხ.ზემოთ ანოტაცია ნეკრესის შესახებ). ესეც ორსართულიანი სასახლეა, რომელიც ზედ ციცაბო კალთის პირასაა და ალაზნის ველს გადაჰყურებს. პირველ სართულში დარჩენილია რვაწახნაგა ბოძი, რომელსაც სართულშუა გადახურვის კოჭები ეყრდნობა. მეორე სართული ერთადერთი დიდი დარბაზისაგან შედგებოდა. სახურავი ორკალთიანი იყო. აღმოსავლეთიდან სასახლეს ეკვრის მარანი (მიწაში ჩაფლული დიდი ქვევრებით) და ბერების სატრაპეზო. ამის უკან, როგორც ჩანს, ბერების სენაკები იყო. სასახლის ანსამბლშია ჩართული XVI ს-ში აგებული მაღალი კოშკიც.