topmenu

 

წილკანი - ენციკლოპედია

< უკან დაბრუნება << დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>


წილკანი - ჯ. გვასალია,// ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.XI.- თბ., 1987.- გვ.324.

წილკანი - სოფელი მცხეთის რაიონში, მუხრანის ვაკეზე, მდინარე ნარეკვავის (არაგვის მარჯვენა შენაკადი (მარცხენა ნაპირას. სოფლის საბჭოს ცენტრი (სოფლები: წილკანი, ერედა, ძალისი) ზღვის დონიდან 560 მეტრია. მცხეთიდან 14 კმ... წილკანი ერთ ერთი უძველესი სოფელია აღმოსავლეთ საქართველოში. აქ IV საუკუნეში მეფე ბაქარ მირიან III-ის ძემ ააგო ტაძარი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრალი. მის ადგილზე ვახტანგ გორგასლის დროს (V ს.) ააშენეს სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც გუმბათოვან ტაძრად გადააკეთეს VII ს - ში. შემდეგში ძეგლი კვლავ რამდენჯერმე გადააკეთეს და განაახლეს. XIX ს - დასასრულს ეკლესია შელესეს. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები და ლაპიდარული წარწერები. გალავანი VIII - ს. მიეკუთვნება. 1068 წელს მეფე ბაგრატმა წილკანთან დაამარცხა განძის ამირა ფადლონი. წილკანი კულტურულ საგანმანათლებლო კერა იყო. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ კალიგრაფები. მწიგნობრები და პოეტები: ბასილი (XVI ს.), იოსებ სამებელი, ამბროსი მიქაძე (ორივე - XVIII ს), იოანე ონისიფორეს ძე ქარუმიძე ( XVIII-XIX სს. მიჯნა) და სხვ. სოფლის მიდამოებში მიკვლეულია გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის არქეოლოგიური ძეგლები.