topmenu

 

ვანათი - ვ. ბერიძე//ჟღერს ქვის ჰარმონია

<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

ვანათის სამეკლესიიანი ბაზილიკა - ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.14, - თბ., გამ."ციცინათელა", 2007 წ., გვ. 13

ვანათის სამეკლესიიანი ბაზილიკა მდებარეობს ბოლნისის რაიონში, სოფელ ქვემო ბოლნისსა და სოფელ ხატისსოფელს შორის. ეს არის V-VI სს-ის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ამჟამად ძლიერ დანგრეულია. შედგება სამი მარტივი წაგრძელებული დარბაზისაგან. მხოლოდ აფსიდებია გამოყოფილი აღმოსავლეთით. სხვა არავითარი დანაწევრებისა ან დამატებითი სათავსის კვალი შეიმჩნევა. შუა ეკლესიას აქვს შვერილი აფსიდი და ორი შესასვლელი სამხრეთიდან. თავისი გეგმით, ზომით, პროპოციებითა და საშენი მასალით ქვემო ბოლნისის სამეკლესიიანი ბაზილიკის მსგავსია და მასთან ერთად ქართული ხუროთმოძღვრების ამ ორიგინალური ტიპის განვითარების ერთ - ერთი ადრინდელი ნიმუშია. ვანათის ეკლესიის სიგრძე-სიგანეა გარედან: 13,5X12,7 მ.

გიორგი ჩუბინაშვილის მიხედვით პარმენ ზაქარაია.

გეგმა რ.მეფისაშვილის ანაზომის მიხედვით

ქვემო ბოლნისი, ვანათი - ბერიძე ვ. // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - 1974.- გვ. 93-94

ქვემო ბოლნისის (ახლანდელი ბოლნის-ქაფანაქჩის) ეკლესია მდებარეობს ბოლნისის რაიონული ცენტრიდან შვიდიოდე კმ-ის მანძილზე, ბოლნისის სიონის მახლობლად. ძეგლი დაზიანებულია, სტილისტიკური ნიშნებით ძეგლი, რომელიც სამეკლესიანი ბაზილიკის მარტივ ვარიანტს წარმოადგენს (არ არის დასავლეთის შემაერთებელი ნაწილი განაპირა ეკლესიებს შორის, არ არის შესასვლელი დასავლეთის მხრიდან), V-VI საუკუნეებს მიეკუთვნება. ქვემო ბოლნისის ეკლესიის სიგრძე-სიგანე გარედან: 13X11 მ.

მეორე ამისი მსგავსი და იმავე დროინდელი ნიმუშია ვანათის ეკლესია ქვემო ბოლნისსა და სოფ.ხატისსოფელს შუა (ვანათი ძველი სახელია, ახლა ეკლესია ველზეა, სოფლებს გარეთ). ეს ძეგლიც ძლიერ დაზიანებულია - მისი ნანგრევებიღა დგას. ვანათის ეკლესიის სიგრძე-სიგანე გარედან: 13,5 X 12,7 მ.