topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ქვემო ბოლნისი (ქაფანაქჩი) - ვ.ბერიძე

<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<<ეკლესია-მონასტრები>>>

ქვემო ბოლნისი (ქაფანაქჩი) - ბერიძე ვ. // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., გამ ხელოვნება, 1974.- გვ. 93-94.

ქვემო ბოლნისის (ახლანდელი ბოლნის-ქაფანაქჩის) ეკლესია მდებარეობს ბოლნისის რაიონული ცენტრიდან შვიდიოდე კმ-ის მანძილზე, ბოლნისის სიონის მახლობლად. ძეგლი დაზიანებულია, სამხრეთის ფრთა სულ დანგრეულია, ჩრდილოეთის ფრთისაც ბევრი აღარაფერია დარჩენილი, აღარც კამარა არსებობს. კედლები მოპირკეთებულია კარგად გათლილი, ლამაზი ფერის მწვანე კვადრებით. შუა ეკლესიის ორივე შესასვლელის თავზე (სამხრებიდან) საგანგებო დიდ ლოდებზე ამოკვეთილი იყო დიდად საინტერესო რელიეფური კომპოზიციები - მარჯვენა კარის ზემოთ ქრისტეს ამაღლება ანგელოზთა მიერ, მარცხენას ზემოთ - ალბათ ღვთისმშობლის ამაღლება. ახლა პირველი ამათგანი (უმთავრესი) აღარ არსებობს. სტილისტიკური ნიშნებით ძეგლი, რომელიც სამეკლესიანი ბაზილიკის მარტივ ვარიანტს წარმოადგენს (არ არის დასავლეთის შემაერთებელი ნაწილი განაპირა ეკლესიებს შორის, არ არის შესასვლელი დასავლეთის მხრიდან), V-VI საუკუნეებს მიეკუთვნება. ქვემო ბოლნისის ეკლესიის სიგრძე-სიგანე გარედან: 13X11 მ.