topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

შ. ამირანაშვილი - ბოლნისის სიონი

<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<<ეკლესია - მონასტრები>>>

ბოლნისის სიონი // ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია - თბ., 1971, გვ.113-118;

უფრო ნათელია საქართველოში არქიტექტურული ფორმების განვითარების სურათი IV საუკუნეში. ეს პერიოდი წარმოდგენილია ზუსტად დათარიღებული ძეგლებით, რომლებსაც დიდი მხატვრულ - ისტორიული მნიშენელობა აქვთ. ქართული საკულტო არქიტექტურის უადრეს ტიპს წარმოადგენს ბაზილიკა. ქართული ბაზილიკების (რომლებსაც ჩეეულებრივ აღმოსავლურ - ქრისტიანულ ტიპს აკუთვნებენ) მშენებლებმა შეძლეს შეექმნათ ნაგებობები, რომლებიც, კონსტრუქციული თვალსაზრისით, თითქმის დამოუკიდებელია სირიის, მესოპოტამიის და სომხეთის ძეგლებისაგან. ქართულ ბაზილიკას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანული ტაძრის ბაზილიკური ტიპის განვითარების ისტორიაში იგი იქმნებოდა იმ პერიოდში, როდესაც ქრისტიანული საკულტო ნაგებობათა ძირითადი ტიპები ჯერ კიდეე არ იყო სავსებით გამომუშავებული და ახალმა რელიგიურმა ხელოვნებამ ჯერ ვერ მოასწრო საერთო და სავალდებულო კანონების შექმნა. ქართულ ბაზილიკაზე, უდავოდ, გავლენა იქონია წინაქრისტიანული ხანის ადგილობრივი არქიტექტურის ტრადიციებმა.

დათარიღებულ ბაზილიკურ ნაგებობათაგან უმნიშვნელოვანესიას ბოლნისის სიონი1. ტაძრის აგება, საამშენებლო წარწერის თანახმად, რომელიც ჩრდილოეთ კარიბჭის გათხრების დროს, დაწყებულია 462 წელს, დამთავრებულია 477 წელს2.

სიონი სამნავიან შენობას წარმოადგენს. მთლიანად აგებულია თლილი ქვისაგან, გამოწეული ნალისმაგვარი ფორმის საკურთხევლის აფსიდით (ნახ. 15), შიგნით ბაზილიკა გაყოფილია სამ ნავად, ხუთი წყვილი პილონით (ჭრილში ჯვარის ფორმისა), რომლებიც დაკავშირებულია ნალისებური კამარებით. ცენტრალური ნავის თაღი, ნაწილობრიე შეკეთებული XVII საუკუნეში, თავდაპირველად აგრეთვე ნალისებური ფორმისა ყოფილა. შენობის სიძველეზე მიუთითებს აგრეთვე ცალკე სათავსოების უქონლობა. სამკვეთლოსა და სადიაკვნოსათვის საკურთხევლის აფსიდის სამხრეთით და ჩრდილოეთით, გარედან, ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხეში, საკურთხევლი გამოწეული აფსიდის გვერდით, მომცრო მინაშენია, ერთადერთი შესასვლელი ჩრდილოეთის ნავიდან იგი, როგორც ჩანს, თავდაპრიველად გათვალისწინებული შესანახ ადგილად.

შემდეგში კი სპეციალური სარიტუალო პურის საცხობად ძმათა ტრაპეზისთვის, რომელიც იმართებოდა ჯერ კიდევ „ზიარების“ (ევქარისტიის) წესის გამომუშავებამდე. ანალოგიური მინაშენები ცნობილია მცირე აზიის სირიისა და საქართველოს ადრინდელი ხანი, არქიტექტურაში. ძველი გავაზის (კახეთი) ადრინდელი, ჯვრის ტიპის გუმბათიანი ტაძრის ჩრდილო ნავის აღმოსავლეთ კედელში არსებობდა კარი, შემდეგში ამოშენებული, საიდანაც, როგორი ჩანს, შემოჰქონდათ ყოველივე, რაც საჭირო იყო ძმათა ტრაპეზისათვის. სამხრეთის მხრიდან (ტაბ. 24) ბოლნისის ტაძარს მიშენებული აქეს ნახევრად ცილინდრული თაღით გადახურული სტოა, რომელიც წარმოადგენს აღმოსავლეთისა და დასავლეთის ორ აფსიდიან ღახურულ შენობას. ერთი შესასვლელი არის სამხრეთ ნავიდან, ე.ი, ტაძრის შიგნიდან, გ. ჩუბინაშვილის აზრით!), იგი წარმოადგენდა ბაპტისტერიუმს (სანათლავს). ჩრდილოეთის მხრიდან და ნაწილობრივ სამხრეთიდან ტაძარს მიშენებული აქვს ღია, ნალისებური კამარიანი კარიბჭეები, ამათგან ჩრდილოეთისა შემდეგში თითქმის მთლიანად (გარდა აღმოსავლეთის ნაწილისა) დაინგრა. შუა ნავი გარედან არ გამორიჩევა და მას არა აქვს დამოუკიდებელი გადახურვა, თუმცა იგი გვერდის ნავებბხე უფრო მაღალია, მაგრამ მათთან საერთო ორკალთიანი სახურავითაა გადახურული. გაშუქების ძირითად წყაროს, ტაძრის ვრცელი ფართობისათვის წარმოადგენს არა ვიწრო სარკმელები, არამედ გახსნილი ნალისებური მოყვანილობის ლუნეტები, რომლებიც მოთავსებულია კარის ქვის არქიტრავის ზემოთ.

ბოლნისის სიონი ამთავრებს ქართული ხუროთმოძღერების განვითარების განსაზღვრულ ეტაპს. არქიტექტურული მასების გრანდიოზულობით შინაგანი სივრცე ანცვიფრებს მნახველს. შენობა შიგნიდან, მთელ სიგრძეზე. გაყოფილია მაღალი პილონების ორი მწყრივით, თითოეულ მწკრივში ხუთ-ხუთი პილონია, რაც შუა ნავის შედარებით მეტი მოცულობის ფართობს ქმნის, ვიდრე უფრო ვიწრო და მაღალი გვერდის ნავები (ნახ. 14, 15). საკურთხევლის აფსიდი არ არის მოქცეული გეგმის სწორკუთხედში და არ იმალება კედლების სისქეში რასაც ადგილი აქვს ქართულ ტაძრებში არამედ მკვეთრადაა გამოწეული აღმოსავლეთით ფასადზე ნახევარწრის სახით. ჩვენამდე მოღწეულ მრავალ ქართულ ტაძრებთან შედარებით, მცირე რიცხვს აქვს გარეთ გამოწეული მრგვალი ან ზოგჯერ მრავალწახნაგოვანი აფსიდები. გამოწეული აფსიდიანი ძეგლების უშეტესობა ადრეულ პერიოდს ეკუთენის. სირიაში, ისევე როგორც საქართველოში, გამოწეული აფსიდიანი ბაზილიკებს მხოლოდ ერთეული მაგალითებია ცნობილი, მცირე აზიაში კი ამ ტიპის შენობები სჭარბობს.

ბოლნისის სიონს, იყო, არ გააჩნია როგორე აღნიშნული საკურთხეელის გვერდით სპეციალურად გამოყოფილი კამერები სამკეეთლოსათვის და სალაროსათვის, არც დასავლეთის კარიბჭე, რომელსაც ვხედავთ კაწარეთისა და წყაროსთავის ბიზილიკებში. სირიის ჩრდილოეთ რაიონებში V საუკუნეში, საკურთხევლის აფსიდის აქეთ - იქით ცალკე კამერები მიშენებ საერთოდ მიღებული მოვლენაა. მცირე აზიის სანაპირო რაიონებში კი, ელინისტური მხატვრული ტრადიციის შედეგად რაც მომდინარეობს ნიგნივებზე გაწყობილი ხის სახურავით გადახურული ელინისტური სამნავიანი ბაზილიკის ფორმებისაგან, მეტწილად შენდებოდა სამნაწევრიანი საკურთხეველი, იმ დროს, როდესაც მცირე აზიის ცენტრალურ ნაწილში სჭარბობდა საკურთხევლის აფსიდები რომლებსაც არ ჰქონდათ დამატებითი კამერები.

ბოლნისის სიონის დამახასიათებელ თავისებურებას შეადგენს ის, რომ აქ არ არსებობს დასავლეთის ნარტექსი, რომელიც სირიის ბაზილიკებში მეტად გავრცელებულ მოტივს წარმოადგენს. მის ფუნქციას, როგორც ჩანს ასრულებდა დიდი ღია სტოა, რომელიც შენობის ჩრდილო კედელს მოსდევდა გასწვრივ. მას ჰქონდა ხუთი ღია კამარა სვეტებზე რომლებიც ამჟამად ძლიერ დაზიანებულია, და აფსიდი აღმოსავლეთის მხარეს; ჩრდილოეთის სტოა ბაზილიკას ორი დიდი კარით უკავშირდებოდა. აქ იმყოფებოდნენ ეგრეთ წოდებული „კათაკმეველნი“ ღა სრულდებოდა ზოგიერთი საეკლესიო წესი.

სამხრეთის მხარეს არსებულ დახურულ სტოას აქვს ორი აფსიდი აღმოსავლეთისაკენ და დასავლეთისაკენ, რასაც რამდენიმე პარალელი აქვს V საუკუნის მსოფლიო არქიტექტურაში, და, როგორც აღნიშნული იყო, ეგი განკუთენილი იყო სანათლავისათვის. მას უჭირავს შენობის სამხრეთი ფასადის ნახევარი, სტოას მეორე ნაწილის სამხრეთ ფასადის ცენტრში მოთავსებული ორმაგი შესასელელი გაფორმებული კამარებით. ამ სახის სტოა დამახასიათებელია სირიის ზოგიერთი ბაზილიკისათვის, რომლებსაც არა აქვს დასაგლეთის ნარტექსი. ღია კამარების რიგი უევლიდა წყაროსთავის (ჯავახეთი) ბაზილიკის სამ კედელს (ბაზილიკა შემდეგში გადაკეთებული იყო ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად) და ტეკორის ბაზილიკის გვერდის ფასადებს სომხეთში.

ბოლნისის სიონის კაპიტელების დეკორატიული მორთულობა გვაგონებს სასანური ხელოვნების ძეგლებს და, ნაწილობრივ, სირიის ზოგიერთ ძეგლებს. მოტივების მრავალფეროვნების მიუხედავად, მთელი დეკორი აღნიშნულია სტილის ერთიანობით. ტაძრის საკურთხევლის აფსიდის მომიჯნავე სამხრეთ პილასტრის დასავლეთ მხარეზე მოთავსებულია ჰორიზონტალური ხაზით გაყოფილი ორი კომპოზიცია (ტაბ. 25, 26, 27). ზედა კომპოზიციაზე წარმოდგენილია სწრაფად მსრბოლი ჯიხვი, ორ, მშვიდ პოზაში მჯდომ, ფრთოსან ლომს შორის. უკანა რიგზე მოცემულია სტილიზებული ხეები; ქვემო კომპოზიცია მოცემულია ეიწრო არშიის სახით და წარმოადგენ მრავალშტოიან ხეს მახლობლად შველს, რომელიც დათვისაგან ილტვის. გვერდის წიბოებზე გამოსახულია ხეები დაშეებული შტოებით. სვეტისთავის მთელი დეკორის მოტივს ანალოგიები აქვს სასანურ ხელოვნებაში, მაგრამ გამოსახულებათა მხატვრული გადმოცემა დიდი თავისებურებით გამოირჩევა; ცხოველები გამოსახული საშუალო სიმაღლის რელიეფით, მკვეთრად ხაზგასმული კონტურით. მათი გადმოცემა გამარტივებულია, მაგრამ ცალკეული ატრიბუტი, როგორც მაგალითად, ლომების აწეული ფრთები და ფაფარი ორნამენტულადაა გადმოცემული (ტაბ. 26, 27).

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია სვეტისთავი სანათლავში, სამხრეთ პილასტრის ზემოთ მოთავსებული თაღის წინ წამოწეული კამარის ქვეშ. მისი ზემო ნაწილი ძლიერ დაზიანებულია, ქვემო ნახევარხე ფრონტონისმაგვარი მოჩარჩოების ქვეშ გამოსახულია თანასწორმკლაეიანი ჯვარი, ორ ფარშევანგს შორის. კაპიტელის მარჯვენა მხარეზე მოთავსებულია ვაზი მტევნებით და ორი ფოთლით. სანათლავისაკენ მიმართულ მარცხენა მხარეზე გამოსახულია ხარის თავი პირდაპირ, თანასწორმკლავიანი ჯვრით რქებს შორის (ტაბ. 26). ხარის თავი უფრო გულდასმით არის შესრულებული, ვიდრე ბოლნისის სიონის სხვა რელიეფი. ბოლნისის ხანაში ვხედავთ ქრისტიანული ეკლესიის მიერ ნასესხები ღვთაებრივი ცხოველის წარმართულ სახეს რომელიც დაკავშირებულია ქართველი ხალხის უძველეს რელიგიურ წარმოდგენებთან!. ძველი წარმართული წარმოდგენებიდან ნასესხები მოტივები გვხედება ტაძრის ყველაზე მეტად თვალსაჩინო ადგილებში, ხან უცვლელი სახით (მაგ., ფრთოსანი ლომები სამხრეთ კაპიტელზე), ხან გაქრისტიანებული სახით (ხარის თავი ჯვრით, ფარშევანგები და სხვ.).

მცენარეულ მოტიეებს ბოლნისის სიონის კაპიტალების დეკორში, მეორეხარისხოვანი ადგილი უჭირავს, ის დამატებით როლს ასრულებს კომპოზიციებში„ სადაც ცხოველებია გამოსახული. გ. ჩუბინაშვილმა? მოგვცა ბოლნისის სიონის კაპიტელებზე მოთავსებულ მცენარეული მოტივების ანალიზი, მან განსაკუთრებული ყურადღება მიაქიია იერატიკული ხის ტიპს, რომელიც აგებულია სიმეტრიის კანონის მიხედვით (ტაბ. 259) და შემკულია ლენტებით, რასაც საკრალური მნიშვნელობა აქვს მაზდეიზმში.

ცალკე ჯგუფს შეადგენ გეომეტრიული სახეებით შემკული კაპიტელები; ორნამენტი შედგება ძირითადად კანელურებისაგან (ტაბ. 25) და ურთიერთგადამკეეთი წრენაზებისაგან. კანელურის ორნამენტს, როგორც ცნობილია, ვხვდებით აქემენიდურ ძეგლებზე, იგი მეორდება სასანიანთა ხანაში, სერვისტანისა და ფირუზაბადის სასახლეებში, მაგრამ მეტად გავრცელებულია ადრეულ ქრისტიანულ ხანაში: მცირე აზიის, სირიის, სომხეთის, საქართველოს და აგრეთვე ბიზანტიის ხელოვნებაში.

ორნამენტი” მეორე მოტივი სჭარბობს ბოლნისის სიონის კაპიტელებზე და შესრულების ხასიათით ხის მოჩუქურთმების ტრადიციებს უკავშირდება. იგი ძლიერ იყო გავრცელებული ქრისტიანობის ადრეულ ხანაში და ბოლნისის სიონში წარმოდგენილია რამდენიმე ვარიანტით, რომელთა ცხოველი სახე წარსულში შთაბეჭდილებას ახდენს.

მედალიონში მოქცეული თანასწორმკლავიანი ჯვრის გამოსახულება, რომელიც დიდ როლს ასრულებს ამ ტაძრის დეკორში. თავისი იკონოგრაფიით მოგვაგონებს კონსტანტინე დიდის ძლევამოსილ ჯვარს.

ხელოვნების ისტორიაში ბოლნისის სიონის კაპიტელების დეკორს არ მოეპოვება უშუალო პარალელები. მის ცოტად თუ მეტად შორეულ პარალელებს ვპოულობთ სასანური ხელოგნების წრეში. ამაში მჟღავნდება სტილის ერთიანობა აღმოსავლეთ ქრისტიანულ ქვეყნების ხელოვნებაში, რომელშიაც სჭარბობდა ქრისტიანობის წინა ხანის ხელოვნების ელემენტები: რომ გასაგები გახდეს ამ ხელოვნების ზოგადი მიმართულება, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგება ელინისტურ - რომაული ხელოვნების ტრადიციებს, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ ეგრეთ წოდებული სასანური ხელოენება, თავისი მოცულობით სცილდება ირანის საზღვრებს. მის შექმნაში, ირანის გარდა, გარკვეულ შემოქმედებითს მონაწილეობას იღებდა ირანთან მჭიდრო კულტურულ ურთიერთო- ბაში მყოფი ქვეყნები, როგორც მაგალითად, საქართველო, სომხეთი, ადრინდელი ალბახეთი, დაღისტანი, მცირე აზიის ცეენტრალური რაიონები. სასანური ხელოვნება, ე. ჰერცფელდის მახვილი შენიშვნით, წარმოადგენს აღმოსავლეთის კულტურის რეაქციას ელინიზმის წინააღმდეგ1, მაგრამ იგი უაღრესად ხალხური მოვლენა იყო, და არა ვიწრო სასახლის კარისა, როგორიც ამას შეცდომით ფიქრობს ეს მკვლევარი. სწორედ ამ-თ აიხსნება ამ ხელოვნების არაჩვეულებრივი სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც სასანიანთა სახელმწიფოს დაღუპვისა და ირანის ისლამიზაციის შემდეგ არსებობდა XI საუკუნის შუა წლებამდე საქართველოში, სომხეთსა და დაღესტანში; ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთთ სასანური სტილის ელემენტებზე. ბოლნისის სიონის დეკორში, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ მხატვრული ტრადიცია, რომელმაც გარკვეულ ეპოქაში მკაფიო გამოხატულება ჰპოვა ხელოვნებაში.

შენობის გარეგანი გაფორმება მოცემულია არა მისი ფასადების ორნამენტების მეშვეობით, არმედ წმინდა არქიტექტურული ხერხით. ნახევარწრედ გამოწეული საკურთხევლის აფსიდის შეფარდება ჩრდილოეთ ფასადის ღია სტოასთან” სამხრეთ ფასადის ცენტრში მოთაესებულ კარიბჭესთან და დასაელეთ ფასადის ყრუ კედლის სიბრტყესთან. გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენს. ბოლნისის სიონი ამ მხრივ საქართველოს ადრეული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წარმოადგენს. V და VI საუკუნეების მიჯნაზე აგებულია დიდი ბაზილიკები, რომლებიც თავისი არქიტექტურული ფორმით, წარმოადგენენ ქართულ ხუროთმოძღვრებაში ბაზილიკური ტიპის ნაგებობათა შემდგომ განვითარებას.

 

 

 

 

?I. მ. სა 6M4M28I)6M7M. ნ0#MMCCMMM C#ი9M. 16MMMCM, 1940, C#„ი. 165–--174, «გ6ი. #8 CI. 166.