topmenu

 

დმანისი - ვ. ბერიძე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე ... <<<ეკლესია - მონასტრები>>>

დმანისი - ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბილისი, 1974. - გვ.95.

ნაქალაქარი დმანისი ითხრებოდა 1936-1937 წწ. რუსთაველის პირველი იუბლეს მზადების დროს. შემდეგ არქეოლოგიური გათხრები, რომელთაც აწარმოებს საქართველოს სახ. მუზეუმი, განახლდა 1960 წლიდან. ნაქალაქარი მდებარეობს თბილისიდან 100 კმ მანძილზე სამხრეთ -დასავლეთით, კლდოვან კონცხზე, მდინარეების მაშავერასა და ფინეზაურის შეერთების ადგილას.

როგორც ქალაქი, დმანისი წარმოიშვა არა უადრეს IX ს-ისა, თუმცა დასახლებული ადგილი ბევრად უფრო ადრე არსებობდა. ქალაქის აყვავების ხანა XII -XIII საუკუნეები იყო. შემდეგ ბევრჯერ გამხდარა უცხოელთა თავდასხმის საგნად და საბოლოოდ დაცარიელდა XVIII ს-ში. ქალაქი ორი ნაწილისაგან შედგებოდა: საკუთრივ ქალაქისაგან (კონცხზე), რომელსაც 13 ჰექტარი ეჭირა, და გარეუბნისაგან მის სამხრეთით, ფინეზაურის ორსავ ნაპირზე. საგანგებოდ იყო გამოყოფილი ციტადელი. გათხრების დროს აღმოჩნდა ზოგი ქუჩის ტრასა, ბასტიონები, ხელოვნური მიწისქვეშა გასასვლელები, აბანოები, სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები. საეკლესიო ნაგებობათაგან მთავარია  VI ს-ის სიონი - სამეკლესიანი ბაზილიკის ერთი უმთავრესი ნიმუშთაგანი. მისი გვერდის ნაწილები 1213-1222 წლებს შუა, გიორგი ლაშას დროს, დასავლეთით ეკლესიას მიაშენეს მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭე. მორთულობას უკვე ეტყობა ერთგვარი სიმშრალე და დაწვრილმანება, ე.ი. თვისებები, რომლებიც შემდეგ  უფრო მკვეთრად იჩენს თავს. კარიბჭეზე საინტერესო წარწერებია. ერთ-ერთ მათგანში მოხსენებულია მეფე ლაშა-გიორგი. ეკლესიის გვერდით სამრეკლო და უფრო გვიანდელი მცირე ეკლესია დგას. ეკლესიის გარე ზომები: სიგრძე (დასავლეთ კარიბჭის გარეშე) – 23 მ-მდე, სიგანე - 20,5 მ., მარტო შუა ელესიისა - 11,5 მ.

1. ლ. მუსხელიშვილი. დმანისი. ქალაქის ისტორია და ნაქალაქარის აღწერა: კრებული „შოთა რუსთაველის ეპოქის მატერიალური კულტურა“, თბ., 1938, გვ. 317-448

2. გ. ჩუბინაშვილი ქ.ხ.ი., გვ,192