topmenu

 

თბილისი - მის შესახებ სტატიები

<უკან დაბრუნება

ქალაქი თბილისი:

თბილისი მე-19 საუკუნეში - ი.ციციშვილი //ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1995 წ., გვ.138-142. - თბილისის აღწერა

დ.მინდორაშვილი - არქეოლოგიური გათხრები ძველ თბილისში

 

თბილისის კლდისუბნის წმ.გიორგის სახ. ეკლესია, ბიბლიოგრაფია:

1. კლდისუბნის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა - თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.82. - მოკლე ცნობა ბეთლემის ქუჩაზე მდებარე, 1756 წელს აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიის (მოქმედია 1991 წლიდან) შესახებ. მოხსენიებულია წინამძღვარი, მღვდელი მიქაელ ნაკაშიძე. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

 

თბილისის მამადავითის ეკლესია, ბიბლიოგრაფია:

1. ბერიძე თ. ...და აღმოცენდა თბილისი. - თბ., 1977. - გვ.34-35. - მამადავითის მოკლე ისტორია. მოხსენიებულნი არიან: წმიდა მამა დავით გარეჯელი, დავით და ნიკოლოზ გაბაშვილები.

2. ბერიძე თ. ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია. - თბ.,1977.-გვ.55-56. - ლეგენდა ტაძრის აგების შესახებ. წმინდა დავით გარეჯელი-თბილისის მფარველი.

3. მამადავითი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. -გვ. 342-343. - ტაძრის დაარსების მოკლე ისტორია. მოხსენიებულნი არიან ნიკოლოზ და დავით გაბაშვილები (1542 წ.). ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. დართული აქვს ტაძრის საერთო ხედის ფოტო.

4. მთაწმინდის მამადავითის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა - თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.95. - VI საუკუნეში მაცხოვრის სახელზე აგებული ეკლესიის (ამჟამად წმ.მამა დავით გარეჯელის სახელობის) მშენებლობის ეტაპებისა და სახელწოდების ცვლილების შესახებ. მოხსენიებულნი არიან: ათონის ლავრის ბერები დავითი (თბილელი, XVI ს.), კონსტანტინე (გაბაშვილი, XVI ს.)), კათალიკოსი ანტონ II (1809 წ.), ქასვეთის მღვდელი თომა გრიგოლაშვილი (1858 წ.), არქიმანდრიტი ზენონი (იარაჯული). აღნიშნულია ტაძართან აგებული ფერისცვალების სახ. გუმბათიანი ეკლესია და სამლოცველო. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

5. გიორგობიანიანი დ. მამა დავითი //გაზ."ახალი 7 დღე". - 1999 (24-30 სექტ.). - გვ.17. - წმ.დავით გარეჯელის წარმომავლობა და მისი მოღვაწეობა საქართველოში; მამადავითის აგების მოკლე ისტორია.

თბილისის ციხე, ბიბლიოგრაფია:

1. ადრეშუასაუკუნეების ციხე - ქალაქები და ციხესიმაგრეები (V-X ს-ები). აღმოსავლეთ საქართველო: თბილისი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002. - გვ.33-43. - ძეგლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროებისა და არქეოლოგიური მასალის მიმოხილვა. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.7-10; ტაბ.3).

2. ბერძენიშვილი გ. თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეებში. - თბ., 1965. - გვ.36-37. - მოკლე ცნობები თბილისის ციხის შესახებ.

3. გამსახურდია თ. თბილისის ციხის უძველესი სახელწოდება //მნათობი. - 1968. - N4. - გვ.174-179. - თბილისის ციხის სახელწოდების შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურისა და ისტორიული წყაროების მიმოხილვა.

4. ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები. - თბ., 1973. - გვ.16-22. - თბილისის მოკლე ისტორია, თავდაცვითი ნაგებობების აღწერილობა.

5. ზაქარიაშვილი თ. თბილისის დედაციხე //საქართველოს ქალი. - 1975. - N3. - გვ.3. - ძეგლის მოკლე ისტორიული დახასიათება.

6. თბილისის ციხე //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IV. - თბ., 1979. - გვ.616-617. - თბილისის ციხის (კალას ციხე, ნარიყალა, შურის ციხე) ისტორია და ხუროთმოძღვრული დახასიათება.

7. ლორთქიფანიძე მ. თბილისის ციხე. - თბ., ერთი დაკ.ფურცელი. - ნარიყალას ისტორია და მასში შემავალი ნაგებობების აღწერილობა.

8. ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ. - თბ., 1969.- გვ.64-65. - თბილისის ციხის მოკლე აღწერილობა.

9. კიპაროიძე ტ. ზოგირთი საკითხი თბილისის დედაციხის სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ //ძეგლის მეგობარი. - 1982. - N61. - გვ.35-44 //ძეგლის მეგობარი. - 1975. - კრ.38. - გვ.14-21. - ნარიყალას რესტავრაციისათვის შედგენილი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესახებ. მოცემულია მდიდარი საილუსტრაციო მასალა.

10. ლომაშვილი ჯ. რატომ ჰქვია თბილისის ციხეს ნარიყალა // მნათობი. - 1968. - N9. - გვ.175-176. - თბილისის ციხის სახელწოდების ქართული წარმომავლობა.

11. ლორთქიფანიძე მ. ძველი თბილისის ისტორიული გეოგრაფიიდან // მასალები საქართველოს და კავკასიის ისტორიისათვის. ნაკ.30. - 1954. - გვ.159-165. - არაბ ავტორთა ცნობები ბილისის ციხის შესახებ (IX-X სს.).

12. მელიქსეთ-ბეგი ლ. ძალისი-თბილსის-ფაიტაკარანი // თბილისი - 1500. საიუბილეო კრებული. - თბ., 1958. - გვ.29-38. - ნარიყალას სახელწოდებისა და ციხის ტერიტორიაზე განლაგებული სხვა ნაწილების ტოპონიმიკური კვლევა.

13. მესხია შ. ქალაქის გარეგანი სახე. თავდაცვითი ნაგებობანი //გვრიტიშვილი დ. მესხია შ. თბილისის ისტორია. - თბ., 1952. - გვ.116-126. - თბილისის თავდაცვითი ნაგებობების ისტორია და მათი სტრატეგიული მნიშვნელობა.

14. მინდაძე გ. ნარიყალას ციხესიმაგრის სასმელი წყლით მომარაგების საიდუმლოება //ძეგლის მეგობარი. კრ.45. - 1977. - გვ.8-15. - არქეოლოგიური გათხრების მასალები.

15. ნაციაშვილი ს. შურის ციხე //კომუნისტი. - 1959. - 17 სექტემბერი. - თბილისის ციხის ისტორია და ხუროთმოძღვრული ფორმების დახასიათება.

16. ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში. - თბ., 1975. - გვ.319-320. - მოკლე ცნობები თბილისის ციხის შესახებ.

17. ფუთურიძე გ. ევლია ჩელების ცნობები თბილისის შესახებ //თბილისი - 1500. საიუბილეო კრებული.-თ ბ., 1958. - გვ. 39-47. - XVII საუკუნის თურქი მოგზაურის ცნობები თბილისის ციხის შესახებ.

18. კალა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.V. - თბ., გვ.325. - მოკლე ცნობა თბილისის ციხის (კალას ციხე) შესახებ.

19. შაიშმელაშვილი ი. ჩაუქრობელი დიდების ქალაქი. - თბ., 1987. - გვ.51-59. - ძველი თბილსის თავდაცვითი სისტემის შიდა ნაწილის - კალას ციხის აღწერილობა.

20. გვერდწითელი რ. მეტი ყურადღება თბილისის ძეგლებს //ძეგლის მეგობარი. - 1975. - N37.-გვ.6-13. - ციხის ხუროთმოძღვრების შესახებ.

21. კარბელაშვილი ს., ჯანბერიძე ნ. თბილისის ხუროთმოძღვრება. - თბ., 1958. - გვ.160-161. გზამკვლევი.

22. ლომთათიძე გ. და სხვ. თბილისის დედაციხის არქეოლოგია //ძეგლის მეგობარი. - 1971.-  N25. - გვ. 27-32. - არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად მოპოვებული მასალების მიმოხილვა.

23. ჩაჩუა თ. ნარიყალა და ძველი თბილისის რეკონსტრუქციის ერთი საკითხი //საბჭოთა ხელოვნება. - 1965. - N2. - გვ.49-54. - ციხის მოკლე ისტორია, სტრუქტურული ანალიზი.

24. ნარიყალა //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები. - თბ., 2003. - გვ.37. - მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

25. ქალაქები: თბილისი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები.- თბ., 1965. - გვ.22-28. - თბილისის მდებარეობა, ისტორია; სასახლეების, ციხისა და ქალაქის ნაწილების (უბნების) აღწერილობა.

26. ქალაქები: თბილისი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები. - თბ., 1988. - გვ.23-27. - ისტორიული ცნობები თბილისის შესახებ, ქალაქის ისტორია.

27. ბერიძე თ. ...და აღმოცენდა თბილისი. - თბ., 1977. - გვ.24-25. - მოკლე ცნობა თბილისის ციხის-"კალა ციხის" შესახებ.

28. შურის ციხე // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.XI. - თბ., 1987. - გვ. 58. - მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა.

29. ბერიძე ვ. თბილისის ხუროთმოძღვრული ძეგლები //მეცნიერებე და ტექნიკა. - 1958.- N10.-გვ.20-24. - ანჩისხატის, სიონის, ლურჯი მონასტრის, ნარიყალას, ქაშვეთის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.

30. არაბული ბ. გიხაროდენ //გაზ. "ლიტარეტურული საქართველო".- 1997 (13 - 25 აპრ.). - გვ.2. - ნარიყალაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახ. აღდგენილი ეკლესიის საზეიმო კურთხევა.

31. ბერიძე თ. გვმართებს მეტი პატივისცემა //გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი". - 1966 (14 ივნ.). - წმ.ნიკოლოზის სახ. ეკლესიის დაცვისათვის.

32. გვენცაძე რ. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის მადლი შეგვეწიოს: წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშებლობის შესახებ გვესაუბრება ბატონი რომან გვენცაძე //მაცნე. - 1998 (14-20 იანვ.). - გვ.6. - XIII საუკუნეში აგებული ტაძრის რესტავრაციის სიძნელეებზე.

33. ზურაბიშვილი დ. უბნის ფერისცვალება //გაზ. "თბილისი". - 1979 (5 სექტ.). - გვ.3. - თბილისის ძელი უბნისა და წმ.ნიკოლოზის სახ.ეკლესიის რესტავრაციის თაობაზე.

34. კიპაროიძე ტ. "მაღალს ციხეში არს ეკლესია"... //გაზ. "კომუნისტი". - 1990 (14 აპრ.). - გვ.4.  - ნარიყალას (დედაციხის) კომპლექსის რესტავრაციის პროექტის ავტორის, არქიტექტორ ტ. კიპაროიძის პოზიცია წმ.ნიკოლოზის სახ. ეკლესიის რესტავრაციასთან დაკავშირებით.

35. მაჭარაშვილი გ. თბილისის დედაციხე და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია //"მადლი". - 1998 (აპრ.). - გვ.4; 13. - მოკლე ისტორიული მიმოხილვა.

26. ნათიძე თ. ტაძარი-დომინანტი! //გაზ. "კომუნისტი". - 1990 (20 მაისი). - გვ.4. - გამოხმაურება არქიტექტორ - რესტავრატორის ტ. კვიპაროიძის წერილზე "მაღალ ციხეში არს ეკლესია" (გაზ."კომუნისტი" 14.04.90)

27. სეხნიაშვილი ე. ასწლეული დუმილის შემდეგ //გაზ/ "საქართველოს რესპუბლიკა". - 1997 (14 თებ.). - გვ.3 (დანამატი).

28. ფანჯიკიძე გ. დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს" //გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა". - 1997 (26 აპრ.). - გვ.10. - საუბარი დავით აღმაშენებლის საზოგადოების პრეზიდენტ, მწერალ გურამ ფანჯიკიძესთან წმინდა ნიკოლოზის სახ. ეკლესიის თაობაზე / ესაუბრა ნ.ტუკვაძე.

29. ფანჯიკიძე გ., გვენცაძე რ. "დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ მეოხ გვეყავ ჩვენ" //გაზ. "ქართული ფილმი". - 1997 (8 მაისი). - გვ.3. - ინტერვიუ წმ.ნიკოლოზის ტაძრის აღდგენაზე ნარიყალაზე.

30. ქობულია ს. რა შეუძლია ჭეშმარიტ მეგობრობას //გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა". - 1997 (18 აპრ.). - გვ.1,6. - ტაძრის აღდგენაზე. მოხსენიებულნი არიან: რ. გვენცაძე, თ. კვარაცხევლია.

31. შაიშმელაშვილი თ. ესეც ხომ ლოცვაა //გაზ. "თბილისი" - 1999 (7 იანვ.) - გვ. 5. - ტაძრის მოხატულობაზე.

32. ცანავა ალ. სვეტად სიმტკიცისა //"მადლი". - 1997 (20 მაისი). - გვ.4.

თბილისის ალექსანდრე ნეველის სახ. სამლოცველო

ალექსანდრე ნეველის სახელობის სამლოცველო // გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2002.-გვ.1350-136. - მოკლე ცნობა პარლამენტის შენობის მიწისქვეშა სართულზე 1896 წელს აგებული სამლოცველოს შესახებ (2002 წლისათვის მიმდინარეობდა რესტავრაცია). მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, ტაბახმელის ბრძოლებში დაღუპული იუნკრები, მარო მაყაშვილი, ნ. ბურჯანაძე, არქ.: ვ. სუხიშვილი, გაგნიძე.

თბილისის ამაღლების სახ. ეკლესიები

1. ამაღლების სახელობის ტაძარი //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.136; გვ.137. - მოკლე ცნობები ამაღლების ქუჩაზე, ძველი ეკლესიის (დაანგრიეს 1969 წელს)ადგილზე აგებული ტაძრისა და ე.ბეჟანიშვილის ქუჩაზე (მთაზე) აგებული ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულია არქ. რ.ჯანაშია. ა.მინდიაშვილი, გ.ტეთროაშვილი, გ.ჯანგიშერაშვილი. ტექსტებს ერთვის ძეგლების ფოტოები.

2. ბაიდაშვილი სტ. (მღვდელი) სოლოლაკის ამაღლების ეკლესია ტფილისში // გაზ. "ივერია". - 1902. - N123. -გვ.3. - პლ.იოსელიანის მიერ ათენში ნანახი და ჩამოტანილი გეგმის მიხედვით 1851 წ. საკუთარი ხარჯებით აგებული ეკლესიის თაობაზე.

თბილისის სიონი ბიბლიოგრაფია:

1. ბერიძე ვ. თბილისის სიონი. - თბ., 1958. თბილისის სიონი- კათედრალური ტაძრის ისტორია.

2. ზაქარიაშვილი ი. თბილისის სიონი //საქართველოს ქალი. - 1975. - N7. - გარეკანის მე-3 გვ. თბილისის სიონის მიკლე ისტორია.

3. ქართლი. თბილისის სიონი // ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუ როთმოძღვრება. - თბ.,1994. - გვ.110-112. სიონის საკათედრო ტაძრის ისტორია, შემორჩენილი საამშენებლო ფენის განხილვა.

4. თბილისის სიონი // საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.344 - 345. სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ჯვარ-გუმბათოვანი საკათედრო ტაძრის მოკლე ისტორია. მოხსენიებულნი არიან: თბილელი ეპისკოპოსი ელისე საგინაშვილი (1657 წ.), მეფე ვახტანგ VI, მხატვარი გ.გაგარინი. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართული აქვს ტაძრის საერთო ხედის ფოტო.

5. თბილისი-მცხეთა //ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია. - თბ, 1977. - გვ.6. VI-VII საუკუნეებში აგებული თბილისის სიონი - მოკლე მიმოხილვა.

6. სიონი //ქართული საბჭოთა ენციკლოპოედია. ტ.IX. - თბ., 1985. - გვ. 379. თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძრის ხუროთმოძღვრება და ისტორია - მოკლე ცნობა. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო.

7. ბერიძე ვ. თბილისის ხუროთმოძღვრულიმ ძეგლები //მეცნიერება და ტექნიკა. - 1958. - N10. - გვ.20-24 //ძეგლის მეგობარი. - 1971. - კრ.25. - გვ.23-24. ანჩისხატის, სიონის, მეტეხის, ნარიყალას, ლურჯი მონასტრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. სიონის აგების სავარაუდო თარიღი, მშენებლობის ეტაპები, აღსანიშნავია სიონის შრდ.-ით აგებული ძველი სამრეკლო და ეკლესიის მეზობლად მდგარი, 1812 წელს აშენებული მეორე სამრეკლო. მოხსენიებული თბილისის მიტროპოლიტი ელისე საგინაშვილი (1657 წ.), სიონის მომხატავი გრიგოლ გაგარინი, ვახტანგ ორბელიანი

8. სიონის ტაძარი //კარბელაშვილი მ., კინწურაშვილი მ., ჯანბერიძე ს. თბილსის ხუროთმოძღვრული გაზამკვლევი. - თბ., 1958. - გვ.150-154. ტაძრის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული მოკლე დახასიათება, ძეგლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების მიმოხილვა, ეკლესიისა და სამრეკლოს წარწერების ანალიზი. მოხსენიებულია ელისე საგინაშვილი (1657 წ. ეპისკოპოსი). ტექსტს ახალავს სიონის ტაძრის ფოტო.

9. გოგებაშვილი ი. საგანძური . - თბ., 1982. - გვ.242-243. სიონისა და მისი სიძველეების (წმ.ნინოს ჯვარი)მოკლე აღწერილობა.

10. თბილისის სიონი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები. - თბ., 2003. - გვ.12. მოკლე ცნობა ტაძრის შესახებ ქართ. და ინგლ. ენებზე. ტექსტს დართული აქვს ტაძრის ფოტო.

თბილისის ჯვრის მამის სახ.ეკლესია

1. ქართლი //ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება. - თბ., 1994. - გვ.17-28. - თბილისის "ჯვრის მამის" ეკლესიისა და ღოუბნის "ორმოცთა" ეკლესიის შედარებითი დახასიათება. ძეგლების შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა. ტექსტს დართული აქვს ძეგლების გეგმები, განაკვეთების სქემატური ჩანახატები (სურ.10-14; ტაბ.22-27).

2. ჯვრის მამა //კარბელაშვილი მ., კინწურაშვილი ს., ჯანბერიძე ნ. თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი. - თბ., 1958. - გვ.157-158. - სავარაუდოდ, XVI საუკუნეში გადაკეთებული , გუმბათიანი ეკლესიის - "ჯვრის მამის" მოკლე აღწერილობა.

3. თბილისის "ჯვარის მამა" //გენგიური ნ. კუპელჰალე. - თბ., 2005. - გვ.71-74; გვ.150-151. -ქვემო კალაში მდებარე (ახლანდელი ლესელიძის ქუჩა), XVI საუკუნით დათარიღებული ეკლესია "ჯვრის მამის" მოკლე ხუროთმოძღვრულ-მხატვრული აღწერილობა. მოხსენიებულნი არიან: პლ.იოსელიანი, დ.ჩუბინაშვილი, ვ.ბერიძე, ტაძრის მომხატავი მ.ჩაკვეტაძე. ტექსტს დართული აქვს ეკლესიის ფოტოები.

4. ჯანაშვილი მ. საქართველოს დედაქალაქი ტფილისი. ტფ., 1899. - გვ.170-171. - თბილისის წმინდა ჯვრის სახ. ეკლესიის ზოგადი დახასიათება.

5. თბილისის "ჯვრისმამა" და "ღოუბნის "ორმოცნი" //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.171. - ეკლესიის დაარსებისა და სახელწოდების შესახებ. მოცემულია ტაძრის ზომები.

6. ჯვარის მამა /გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.132. - ჯვარგუმბათოვანი ტაძრის აგების მოკლე ისტორია. მოხსენიებულნი არიან: დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი. ტექსტს ერთვოს ძეგლის ფოტო.

7. გოლაძე გ. ჯიხურების ქვეყანაში ეკლესია ინგრევა //გაზ. "ახალი თაობა". - 1996 (28 დეკ.). - გვ.5. - მე-16 საუკუნით დათარიღებული ტაძრის- ჯვრის მამის სავალალო მდგომარეობის თაობაზე.

8. ოსეფაშვილი ლ. ტაძარს გალავანი შემოაერტყეს //გაზ. "თბილისი". - 1999 (5 აგვ., გვ.5. - ჯვრის მამის სახ.ეკლესიის ტერიტორიაზე მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებისა და ეკლესიის სახელწოდების შესახებ.

თბილისის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ეკლესია
1. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრების: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.128. - მოკლე ცნობა დარბაზული ტიპის, XVII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული დიდ ლილოში მდებარე ეკლესიისს შესახებ. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, მღვდელი კახაბერ მაჩაბელი (დახვრიტეს 1920 წელს), ცაგერისა და სვანეთია მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი, მღვდელი კონსტანტინე სეხნიაშვილი, თ. ბიჭოშვილი.

თბილისის ლომისის წმ.გიორგის სახ. ეკლესია

1. ლომისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.77. - მოკლე ცნობა 1990-1991 წლებში გლდანის მასივში აგებული ლომისის წმ.გიორგის სახ. ეკლესიის მშენებლობის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოაკიმე(ასათიანი). ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

2. განა გაიყო ქრისტე? //"კვირის ფოსტა". - 1996 (9-16 ივლ.). - გვ.8. - საუბარი სასულიერო აკადემიის პრორექტორ მამა ბასილთან (კობახიძე) და გლდანის ეპარქიის წინამძღვარ მამა ბასილთან (მკალავიშვილი)/ ჩაიწერა ნ. ფირცხალავამ.

3. გოდერძიშვილი ნ. გლდანის ეკლესიის საქმეში საბერძნეთის ძველ მესტილეთა წმინდა სინოდი ჩაერია //გაზ. "ახალი თაობა". - 1996 (28 ივნ.). - გვ.1-3.

4. ტარყაშვილი ნ. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები თბილისში. კარის ეკლესია. გლდანის ეკლესია //ახალი ქართული გაზეთი. - 1998 (23 ნოემბ.).-გვ.8.

თბილისის ფერისცვალების სახ. მონასტერი (ავლაბარი)

1. მცხეთა-თბილისის ეპარქია: თბილისის ფერისცვალების მონასტერი (დედათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ.80-81. - ტაძრის აგების ისტორია, სამონასტრო ცხოვრების აღდგენა - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, ეგზარქოსი თეოფილაქტე (XIX ს.), მღვდელი ალექსანდრე აბაიშვილი , იღუმენია სიდონია (კაკუბერი), წინამძღვარი მარიამი (მიქელაძე), ტაძრის საკურთხევლის მომხატავი - მოძღვარი მამა იოსები. არქიტექტორები: თ.ბერიძე, ზ.ციციშვილი. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო.

2. ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერი //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.121. - ავლაბარში, ფერისცვალების ქუჩაზე მდებარე, ერეკლე II-ის მეუღლის-დარეჯან დედოფლის მიერ აგებული ეკლესიის მშენებლობის, განახლებისა და სახელწოდების ცვლილების შესახებ. მოხსენიებულნი არიან: პლ.იოსელიანი, მიტროპოლიტი იოანე (1822 წ.), მამა იოსები, იღუმენია მარიამი (მიქელაძე), არქ.: თ.ბერიძე და ზ.ციციშვილი. ტექსტს ერთვის მონასტრის ფოტო.

3. ახალი ამბავი (არქიმანდრიტ კესარიოსის დაკრძალვა ფერისცვალების მონასტერში //გაზ. "ცნობის ფურცელი". - 1901 (18 დეკ). - გვ.1.

თბილისის გობრონ - მიქაელის სახ. ტაძარი

გობრონ-მიქაელის სახელობის ტაძარი //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები:ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.85. - მოკლე ცნობა გორგასლის ქუჩაზე 1998 წელს აგებული ტაძრის მშენებლობის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: ორთაჭალის წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესიის მოძღვარი მამა ბესარიონი (მენაბდე), არქ. რ.ჯანაშია, მხატვრები: გ.ხელაძე, მ.ტატიშვილი, წინამძღვარი, არქიმანდრიტი დიმიტრი ტელიანიდი. ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტო.

თბილისის ყოველთა ქართველთა წმიდათა სახ. ეკლესია

1. ყოველთა ქართველთა წმიდათა სახელობის ტაძარი //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეაპრქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.130; გვ.131. - მოკლე ცნობები ელენე ახვლედიანის აღმართზე აგებული, XIX საუკუნით დათარიღებული ეკლესიის შესახებ. ტექსტს ერთვის ე. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ტაძრის ფოტო.

თბილისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახ. ეკლესიები

1. მცხეთა-თბილისის ეპარქია: თბილისის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ.82. - მოკლე ცნობები 2002 წელს, მახათას მთაზე დაარსებული ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, იღუმენი საბა(კუჭავა), გ.ყარყარაშვილი, მ.კოსტავა, გ.ჭანტურია, არქ. ი.ალავიძე, დეკანოზი ვახტანგ ასათიანი. ტექსტს ახლავს მახათას მთის მონასტრის ფოტო.

2. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია; ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახ.ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები:ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.89; გვ.141-142.

3. ნაძალადევში, ე.მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე, XIX საუკუნეში აგებული ეკლესიის მშენებლობის ეტაპებისა და ფუნქციის ცვლილებათა შესახებ; აღდგენილია 1989-1990 წწ.-ში. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, მ. კოსტავა, გ. ჭანტურია, არქ. ი.ალავიძე, დეკანოზი ვ.ასათიანი. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო. - მოკლე ცნობა ვაზისუბნის II მიკრორაიონში მდებარე (2002 წლისათვის მშენებარე იყო) ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი, არქ.: რ.ჯანაშია, ო.ნაფეტვარიძე. კუკულაძე.

4. ასათიანი გ. "სახლსა შენსა შვენის სიწმინდე შენი, უფალო!" //"მადლი". - 1991 (26 თებ.). - გვ.8. - ნაძალადევში, XIX საუკუნის მეორე ნახ.-ში აგებული ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახ. ტაძრის რესტავრაციაზე.

5. ასათიანი გ. უახლოესი წარსულიდან //"მადლი".-1992.-N20.-გვ.5. - ტაძრის მოძღვარ მამა მიქაელზე (მახათაზე).

6. ვასაძე ა. სულის საზრდოდ და ნათელად //გაზ. "ლიტერატურული საქართველო". - 1990 (12 იანვ.). - გვ.13. - ნაძალადევში ღვთისმშობლის ხატის სახ.ეკლესიისათვის მისი ნამდვილი სახის, უფლებისა და დანიშნულების დაბრუნება; ტაძრის აღდგენა.

7. ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია თბილისში //გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა". - 1991 (27 თებ.). - გვ.4. - ახალი სამრეკლოს გახსნა.

8. კანკავა გ. ეკლესია აბანოდ?! //გაზ. "ლიტერატურული საქართველო". - 1988 (12 აგვ.). - გვ.16.

თბილისის კვირაცხოვლის ეკლესია:

1. ბერძნიშვილი მ. თბილისის გარეგანი სახე XVIII საუკუნეში. - თბ., 1965. - გვ.25. მოკლე ცნობები თბილისის კვირაცხოვლის ეკლესიის შესახებ.

2. შინაური ქრონიკა //დროება. - 1884 (27 ნოემბ.). - გვ.1. - ანჩისხატის მახლობლად მდებარე დანგრეული საყდრის შესახებ.

3. ჯანაშვილი მ. საქართველოს დედაქალაქი ტფილისი.-ქუთაისი,1899.-გვ.180. - წმინდა თომას სახელობის კვირაცხოვლის ეკლესიის შესახებ.

4. ჩუღურეთი //ბერიძე თ. ...და აღმოცენდა თბილისი.-თბ.,1977.-გვ.153-155. - კვირაცხოვლის ეკლესიის მოკლე ისტორია. ცნობები დღესასწაულ "კვირაცხოვლობაზე". მოხსენიებულნი არიან: ვახუშტი ბაგრატიონი, ივ. ჯავახიშვილი, პიშჩევიჩი.

თბილისის მიქაელ მთავარანგელოზის სახ.ეკლესია

1. წმ.მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები:ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.102. - მოკლე ცნობა უზნაძის ქუჩაზე მდებარე, 1840 წელს ლაზარეთთან ერთად აგებული ტაძრის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: ალ.ყაზბეგი, მღვდელი ალექსანდრე გალდავა. ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტო.

2. ცანავა ალ. ტაძრის სიცოცხლე //"მადლი". - 1996 (25 ოქტ.). - გვ.16. - მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ეკლესიის კურთხევა თბილისში, უზნაძის ქუჩაზე.

თბილისის წმ.იოანე ნათლისმცემლის შობის სახ. მონასტერი

1. მცხეთა-თბილისის ეპარქია: თბილისის წმ.იოანე ნათლისმცემლის შობის მონასტერი (დედათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ.83 //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ. 2002.-გვ.91. - მოკლე ცნობა ავჭალაში მდებარე (ბიჭვინთის ქუჩა)ერთნავიანი უგუმბათო ბაზილიკის შესახებ. აღნიშნულია მონასტერთან წყარო, რომელსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია. მოცემულია ცნობა ტაძრის ახლოს მიშენებული წმ.წინასწარმეტყველი ზაქარიასა და მართლისა ელისაბედის სახელობის ერთნავიანი ბაზილიკის ტიპის ტაძრის თაობაზე. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, კათალიკოსი ნიკოლოზ ხერხეულიძე (XVIII ს.), აღმშენებელი ბარნაბა ლომიშვილი, მომხატავი გიორგი ძელაძე, არქ.: გ.ბერძული და მ.ფოჩხუა, მღვდელი თეიმურაზ ტუღუში, ქ.ქილიფთარი, ცხუმ-აფხაზთის მიტროპოლიტი დანიელი,ზ.ცირეკიძე, წინამძღვარი დეკანოზი რევაზ სიხარულიძე. ტექსტს ახლავს წმ.იოანე ნათლისმცემლის შობისა და წმ. წინასწარმეტყველ ზაქარიასა და მართლისა ელისაბედის სახელობის ტაძრების ფოტოები.

თბილისის მთავარანგელოზთა სახ. ეკლესიები

1. წმ.მთავარაგელოზთა სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა - თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.98. - მოკლე ცნობა XIX საუკუნის მეორე ნახევრში აგებული, დ.უზნაძის ქუჩაზე, გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ტერიტორიაზე მდებარე მთავარანგელოზთა სახ. ერთნავიანი ბაზილიკის ტიპის ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულნი არიან:მხატვრები: მ.ჩაკვეტაძე, დ.ხიდაშელი, გ.წიკლაური, გ.ბენაშვილი, ფოთის ეპისკოპოსი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი), მღვდელი ანდრია თოდაძე. ტექსტს ერთვის ფოტო.

2. წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.99. - ნაძალადევში, მანჯგალაძის ქუჩაზე, ივერიის ღვთისმშობლის სახ. ელესიის ეზოში მდებარე მთავარანგელოზთა სახ. ტაძრის შესახებ. მოხსენიებულინი არიან: საქართველოს კათალიკოს - პატრიარქი ილია II, დეკანოზი ვახტანგ ასათიანი, ეპისკოპოსი კონსტანტინე (ტაძარი აკურთხა 1990 წელს), არქ. ი.ალავიძე. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

თბილისის ორმოც წამებულ სებასტიანელთა სახ. ეკლესია:

1. ორმოც წამებულ სებასტიანელთა სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.149-150. - მოკლე ცნობა სამღებროსა და ბოტანიკური ბარის ქუჩების გადაკვეთაზე აღმოჩენილი ძველი ეკლესიის (VII ს.) ადგილზე აგებული წმ. ორმოც წამებულ სებასტიანელთა სახ.ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: არქ. რ.ჯანაშია, გ.ჭანტურია, არქეოლოგები: ჯ.გვეტაძე, ზ. კალანდაძე, მ. ძნელაძე.

2. ბილიხოძე ნ. სებასტიანელ მოწამეთა ეკლესიის კარიბჭე აღმოჩენილია, "ახალი ეპოქა". - 2001 (23-25 ოქტ.). - გვ.9. - აბანოთუბანში აღმოჩენილ ორმოც მოწამეთა ეკლესიის ნაშთების თაობაზე.

3. დონაძე ლ. ტაძარი აშენდება ღვთის სადიდებლად და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ //გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა". - 2001 (12 იანვ.). - გვ.3.

4. ძნელაძე მ. ნაშთი ძველი დიდებისა, სანიმუშოდ, გასაფრთხილებლად //გაზ. "თბილისის". - 2001 (10 თებ.). - გვ.4. - ინტერვიუ მ.ძნელაძესთან აბანოთუბანში განახლებული არქეოლოგიური სამუშაოების, ორმოცმოწამეთა სახ.ნაეკლესიარის შესწავლის თაობაზე/ესაუბრა ა.ტოგონიძე.

თბილისის წმ.პანტელეიმონ მკურნალის სახ. ეკლესიები

1. წმ.პანტელეიმონ მკურნალის სახ. ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.113-115. - მოკლე ცნობა რჩეულიშვილის ქუჩაზე (ვერის სასაფლაო) მდებარე, XIX საუკუნით დათარიღებული ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის შესახებ. მოხსენიებულია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, მღვდელი გიორგი ჩაჩავა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო; ლილოს დასახლებაში 1994-1999 წლებში აგებული ცენტრალურ - გუმბათოვანი ეკლესიის მშენებლობის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: მღვდელი კონსტანტინე სეხნიაშვილი, სამთავისისა და გორის ეპისკოპოსი ანდრია(გვაზავა), არქ. თ.ბაღდავაძე, ნ.მალუტაშვილი; ე.ტურძელაძე, ვ.ზოდელავა. ტექსტს დართული აქვს ეკლესიის ფოტო. - მოკლე ცნობა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობაში განთავსებული წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახ. ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, მარგველი მიტროპოლიტი კონსტანტინე, მღვდელი დავით შენგელია. მოცემულია ეკლესიის შესასვლელის ფოტო.

2. ესართია მ.მ, კერესელიძე თ. "განვკურნოთ - განვიკურნებით!" //გაზ. "ახალგაზრდა ივერიელი". - 1990 (30 ივნ.). - გვ.5. - ვერის სასაფლაოზე მდებარე ტაძრის მდგომარეობის თაობაზე.

3. ჟოხაძე ე. ადგილი განსასვენებელი //გაზ. "კომუნისტი". - 1990 (17 აპრ.). - გვ.4.

4. ჯღამაძე თ. ეს იყო ეკლესიის კვნესა //გაზ. "ივერია-ექსპრესი". - 1993 (28 აპრ.). - გვ.3. - საუბარი ნ. გიგაურთან წმ.პანტელეიმონ მკურნალის სახ. ეკლესიის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

თბილისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატების -"წარწყმედულთა მომპოვნებლისა" და "ღმრთისმოყვარის"- მონასტერი

მცხეთა - თბილისის ეპარქია: თბილისის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატების - "წარწყმედულთა მომპოვნებლისა" და "ღმრთისმოყვარის" - მონასტერი (დედათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ.84. - მონასტრის დაარსებისა და მისი შემდგომი სამონასტრო ცხოვრების შესახებ. მოხსენიებულნი არიან: მიტროპოლიტი ზინობი (1975 წ.), წინამძღვარი სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო), სქემიღუმენია სერაფიმა (დიაჩენკო).

თბილისის წმ. მირიანისა და ნანას სახ. ეკლესია

1. წმ.მირიანისა და ნანას სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.100. - მოკლე ცნობა, სავარაუდოდ, XIX საუკუნეში აგებული ორსართულიანი ტაძრის შესახებ (მდებარეობს ჩიტაძის ქუჩაზე წმ. ნინოს სახ. ტაძრის პირველ სართულზე). მოხსენიებულნი არიან: კავკასიის მთავარმართებლის ვორონცოვის მეუღლე ელისაბედი, დეკანოზი თეიმურაზ ჩაჩიბაია. ტექსტს ერთვის ფოტო.

2. წმ.მირიანისა და ნანას სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.101. - მოკლე ცნობა მუხიანის დასახლებასი XX საუკუნის 80-იან წლებში აგებული ტაძრის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი, ა.საყვარელიძე, ნიკორწმინდის მთავარეპისკოპოსი ელისე (ჯოხაძე), არქ.: რ.ჯანაშია, თ.ბერიძე, არქიმანდრიტი სერაფიმე (კიკონიშვილი). ტექსტს ერტVის ძეგლის ფოტო. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

თბილისის წმ.ეკატერინეს სახ. ეკლესია

1. ჯანაშვილი მ. ჩვენი დედაქალაქი ტფილისი. - ქუთაისი. - 1899. - გვ.179. - მოკლე ცნობები დავით აღმაშენებლის მიერ აგებული წმინდა ეკატერინეს სახელობის ეკლესიის შესახებ.

თბილისის წმ.ესტატეს სახ. ეკლესია

1. უპატიოსნოდ მიგდებული ძველი ეკლესია //ცნობის ფურცელი. - 1897 (5 აგვ.). - N275. - გვ.2. - ვერაზე, წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესიის მდგომარეობის შესახებ.

თბილისის წმ.იოანე ღმრთისმეტყველის სახ. ტაძარი

1. წმ.იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის ტაძარი //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიების ტაძრები:ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.92. - მდებარეობს ლეო ქიაჩელის ქუჩაზე. აგებულია XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. ტაძრის არქიტექტურა რუსულ ტრადიციებს ემყარება. მოხსენიებულნი არიან: მთავარმართებელი გოლიცინი, საქართველოს ეგზარქოსი ალექსი I, ტაძრის აღმშენებლები: ა.ფრენკელი, მღვდელი ი.მიხაილოვსკი, პორფირი ბელიავსკი, ინჟ. კ.ანტონოვი, წინამძღვარი

2. დეკანოზი ლეონტი ჟვანია. ტაძარში ინახება ქრისტიანული სიწმინდე - მცხოვრის საფლავის ქვის ნაწილი. ტექსტს ერთვის ტაძრის ფოტო.

თბილისის წმ.მარინეს სახ. ეკლესიები

1. წმ.მარინეს სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები:ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.96; გვ.145.

2. წმ.მარინეს სახ. ეკლესია (ტაძრის მშენებლობა 1904 წელს დაიწყო) განთავსებულია ქაშვეთის ეკლესიის პირველ სართულზე. მოხსენიებულია არქიმანდრიტი სოკრატე (ჭულუხაძე). ტექსტს ერთვის ქაშვეთის ტაძრის ფოტო. - მოკლე ცნობა დუშეთის ქუჩაზე მდებარე (2002 წლისათვის მიმდინარეობდა რესტავრაცია), 1855-1856 წლებით დათარიღებული ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულია ქტიტორი დეკანოზი პლატონ ელიევი. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

თბილისის წმ.ქეთევან წამებულის სახ. ეკლესიები

1. წმ. ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქის ტაძრები:ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.123; გვ.124. - ავჭალაში, ჩიქვანიას ქუჩაზე აგებული, XIX საუკუნით დათარიღებული ეკლესიის,ნავთლუღში, ქინძმარაულის ქუჩაზე (მე-5 საავადმყოფოს ტერიტორია) 1997 წელს აგებული და ლილოს ცალკე სასაზღვრო სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე მდებარე (2002 წლისათვის მშენებარე იყო)წმ. ქეთევან წამებულის სახ. ეკლესიების მშენებლობის ეტაპების შესახებ. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, მღვდელი გიორგი რაზმაძე, რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), არქ.:თ. ბერიძე, რ. ჯანაშია, მღვდელი ირაკლი კუთხაშვილი, არქ. ალ.ფარადაშვილი, ა.ჩათლაშვილი. ტექსტს ერთვის ეკლესიათა ფოტო.

2. გუბელაძე დ. აღდგა წმინდა ქეთევან ამებულის ტაძარი //"მადლი". - 1998(აპრ.). - გვ.12. - ავჭალის წმ.ქეთევანის სახ. ტაძრის ისტორია.

თბილისის წმ.დავით წინასწარმეტყველის სახ. ეკლესია

1. წმ. დავით წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2002.-გვ.87. - რუისის ქუჩაზე (გადმოცემის მიხედვით, ტაძარი დათარიღებულია VII ს-ით, იყო წმ.მარინეს სახელობის)1997-2001 წლებში აგებული ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ეკლესიის ფოტო.

2. ბაგრატიონ-დავითაშვილი ნ. მსოფლიოში პირველი ტაძარი //გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა".-2001(12 სექტ.). - გვ.1-3. წმ.მეფე დავით წინასწარმეტყველის სახ. ეკლესიის კურთხევა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია II-ის მიერ.

თბილისის წმ.ცხრა ძმა კოლაელთა სახ. ტაძარი

1. წმ.ცხრა ძმა კოლაელთა სახ. ტაძარი //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები:ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. -გვ.131. - მოკლე ცნობა ვაზისუბნის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე დარბაზული ტიპის ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: სამთავისისა და გორის ეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა), გ.ყარყარაშვილი, თ.ქურხული, ე.შევარდნაძე, ვ.ზოდელავა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

2. ზენონიძე ზ. ყრმა კოლაელთა უკვდავსაყოფად //"ახალი ეპოქა". - 2002 (18-21 იანვ.). - გვ.11. - ყრმა კოლაელთა წამების ისტორია და მათ სახელზე ახალი ეკლესიის მშენებლობა.

თბილისის წმ.მიხეილ ტვერელის სახ. ეკლესია

წმ. მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები:ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ.,2002.-გვ.103. - მოკლე ცნობა 1911-1913 წლებში მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვისა და დიდი თავადის მიხეილ რომანივის დაკვეთით აგებული ტაძრის შესახებ. ეკლესიის სიწმინდეა მიხეილ ტვერელის წმინდა ნაწილები. მოხსენიებულია დეკანოზი ალექსანდრე ჩახვაშვილი.ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

თბილისის კათოლიკური ეკლესია

1. ფურიე ა. თბილისის პეტრე-პავლეს ეკლესიის ისტორიიდან //თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები.ტ.310.-1992.-გვ.224-231. რეზ. რუს. ენაზე. - პოლონელ და ქართველ კათოლიკეთა ძალისხმევით 1870-1877 წლებში აგებული კათოლიკური ეკლესიის ისტორია.

2. კათოლიკეთა ეკლესიები //ჭიჭინაძე ზ. სამცხე-საათაბაგო. - ტფ. - 1905. - გვ.121-122. - მასალები 1877 წელს (ძირითადად) ქართველ კათოლიკეთა შემოწირულობით აგებულ თბილისის კათოლიკური ეკლესიის შესახებ.

თბილისის წმ.ნიკოლოზის სახ. ეკლესიები

1. ელიზბარაშვილი ი. თუმანიშვილი დ. გუმბათოვანი ტაძრის ნაშთი თბილისის დედაციხეში //ძეგლის მეგობარი. - 1975. - N38. - გვ.10-13. - წმ.ნიკოლოზის სახ. ეკლესიის ისტორია.

2. კიპაროიძე ტ. თბილისის დედაციხის ტაძრის გრაფიკული რეკონსტრუქციისათვის //ძეგლის მეგობარი. - 1975. - N38. - გვ.14-21. - თბილისის დედაციხის წმ.ნიკოლოზის სახ. ტაძრის რეკონსტრუქციის საკითხები. წარმოდგენილია ძეგლის გეგმა, ფასადთა ნახაზები და ფოტოები.

3. ლორთქიფანიძე გ. და სხვ. მესამე კამპანია თბილისის დედაციხეზე (1969 წლის შემოდგომა) //არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში 1969 წელს. - თბ., 1971. - გვ.99-100. - მოკლე ცნობები XII-XIII საუკუნეების წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრისა და XVII საუკუნის აბანოს შესახებ.

4. ჩუღურეთი //ბერიძე თ. ... და აღმოცენდა თბილისი. - თბ., 1977. - გვ.155-156. - წმ.ნიკოლოზის სახ. სამნავიანი ეკლესიის ისტორია, აქ მოღვაწე პირები. მოხსენიებულნი არიან: ეკლესიის მოძღვარი სოლომონ შოშიაშვილი, ეკლესიის აღმშენებელი იოანე იმნაძე.

5. ჩუღურეთი //ბერიძე თ. ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია. - თბ., 1977. - გვ.165-169. - ძეგლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების მიმოხილვა. მოხსენიებლნი არიან: იოანე იმნაძე, ს. შოშიაშვილი, მხატვარი გიგო ზაზაშვილი, საქართველოს სამოქალაქო გუბერნატორი ნიკოლოზ ფალავანდიშვილი, პოდპორუჩიკი ნაკაშიძე, ჟიხარევი, ლ. მელიქსეთ-ბეგი, დ. კარიჭაშვილი, პლ. იოსელიანი.

6. წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძარი //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.104. - მოკლე ცნობა ორთაჭალაში, გრიშაშვილის ქუჩასთან, 1846-1856 წლებში აგებული ჯვარგუმბათოვანი და სანზონაში სკოლის ეზოში აგებული დარბაზული ტიპის მშენებარე (2002 წლისათვის) წმ. ნიკოლოზის სახ.ტაძრების შესახებ. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, დეკანოზი ბესარიონ მენაბდე, ქტიტორი გულიაევი, თემქის წმ.გიორგის სახ. ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი ბესარიონ ბულაშვილი, შ.ლაშხი, გ.დუმბაძე, დ.თევზაძე, არქ. რ ჯანაშია. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

7. წმ.ნიკოლოზის სახ. ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა - თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.105. - თბილისის დედაციხეზე XIII საუკუნეშია აგებული წმ.ნიკოლოზის სახ. ტაძრის მოკლე ისტორია (მშენებლობა, აღდგენა, რესტავრაცია). მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, იღუმენი შიო (მუჯირი), რ.გვენცაძე, არქ. ტ.კიპაროიძე, ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე). ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

8. წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია // გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - ტბ., 2002. - გვ.106. - ჩუღურეთში, ხეთაგუროვის ქუჩაზე მდებარე, XIX საუკუნის 40-იანი წლებით დათარიღებული, წმ.ნიკოლოზის სახ. გუმბათოვანი ბაზილიკის ტიპის ეკლესიის მოკლე ისტორია. მოხსენიებულნი არიან: ქტიტორი მღვდელი პეტრე იმნაძე, დეკანოზი იოანე იმნაძე, მისი ვაჟი - პეტრე იმნაძე (დაადგმევინა ტაძრის გუმბათი, მოახატვინა), დეკანოზიზ შოშიაშვილი (გაფართოვა ტაძარი), მხატვ. გ.ზაზაშვილი (1901-1902 წწ.), დეკანოზი გრიგოლ გოცირიძე. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

9. წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.107. - მოკლე ცნობა აეროპორტის დასახლებაში, 2000-2002 წწ. აგებული წმ.ნიკოლოზის სახ.ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, მღვდელი პავლე ჯანგავაძე, მამა დანიელ ლობჟანიძე, ცაგერისა და სვანეთის მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ვ.ზოდელავა, გ.შერაძე. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

10. ჯვარშეიშვილი ი. ტარიელ კიპაროიძე: ახლა როცა ჩემი ჩანფიქრი აღსრულდა მინდა ტაძრის პირველ აღმშენებელს გავესაუბრო //"დილის გაზეთი. - 1997 (19 აპრ.). - გვ.4. დედაციხის წმ.ნიკოლოზის სახ. ეკლესიის კურთხევის თაობაზე.

თბილისის წმ.ბარბარეს სახ. ეკლესიები

1. ბერიძე თ. ...და აღმოცენდა თბილისი. - თბ., 1977. - გვ.143-144. - მოკლე ცნობები წმინდა ბარბარეს სახელობის ორ (ახალი და ძველი) ეკლესიაზე. მოხსენიებულნი არიან თავადი სუმბათაშვილები. ტექსტს ახლავს ფოტო.

2. ბერიძე თ. ძველი თბილისის გარეუბნების ისტორია - თბ., 1977. - გვ.152-153. - მოკლე ცნობა წმ. ბარბარეს სახ. ორ ეკლესიაზე.

3. შენგელია ა. წმინდა ქალწული მოწამე ბარბარე //ჯვარი ვაზისა. - 1970. - N2. - გვ.23-25. - წმინდა ბარბარეს ცხოვრება, მისი სახელობის ეკლესიის დახასიათება.

4. ჯანაშვილი მ. საქართველოს დედაქალაქი ტფილისი. - ქუთაისი, 1899. - გვ.193. - მოკლე ცნობა წმ. ბარბარეს სახ. ეკლესიის შესახებ.

5. წმ.ბარბარეს სახ. ტაძარი // გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიების ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.70-72 - მოკლე ცნობები ნაძალადევის, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოსა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბავშვთა ფედერაციის სასახლის ტერიტორიებზე აგებული დარბაზული ტიპის წმ. ბარბარეს სახ. სამი ტაძრის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, არქიტექტორი ა.მინდიაშვილი, დეკანოზი კახაბერ ნათაძე, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი, მ.ჯოხარიძე, მ.ინწკირველი, თ.ქორიძე, ცაგერისა და სვანეთის ეპისკოპოსი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ქტიტორი დ.ქუთათელაძე, ლ.კიკალიშვილი, კ.გილაშვილი, წინამძღვარი, მღვდელი ანტონ ბეჟანიშვილი. ტექსტს ერთვის ტაძრების ფოტოები.

6. მოსიაშვილი ი. ხილიანზე ახალი ეკლესია აკურთხეს //"დილის გაზეთი". - 2002 (18 დეკ.). - გვ.5. - ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ეზოში აგებული წმ. ბარბარეს სახ. ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულია აღმშენებელი დ. ქუთათელაძე.

თბილისის წმ.ნინოს სახ. ეკლესიები

1. წმ.ნინოს სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.108-113. - მოკლე ცნობა მთაწმინდაზე, ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე , ბიზანტიური სტილით ნაგები წმ. ნინოს სახ. ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, დეკანოზი თეიმურაზ ჩაჩიბაია, რ.ცხადაძე, ვ.ზოდელავა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

2. წმ.ნინოს სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.109. - ჩუღურეთში, ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე, XIX საუკუნეში აგებული წმ.ნინოს სახ.(თავდაპირველად იყო ღვთისმშობლის სახელობის)ეკლესიის მოკლე ისტორია(მშენებლობა, აღდგენა, რესტავრაცია). მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, დეკანოზი რევაზ ოთარაშვილი, არქ.: ნ.მინდორაშვილი, რ.ცხვედაძე, ხატმწერი ირ.ცინცაძე. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

3. წმ.ნინოს სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.110. - კუკიაზე, ნორიოს აღმართზე 1890-1894 წლებში დეკანოზ იოსებ ბერიძის თაოსნობით აგებული ტაძრის მშენებლობის ეტაპები. მოხსენიებულნი არიან: არქიმანდრიტი გაბრიელი (ჩოჩიშვილი), თამარ ჭოველიძე, არკადი ჭოველიძე, დ.ანჯაფარიძე, ტაძრის მომხატავნი: გ.კიკაბიძე, ზ.ხაბაძე, ე.ჩაჩავა, გ.ხელიძე. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

4. წმ.ნინოს სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.111. - მოკლე ცნობა 1995-1999 წლებში აგებული (ვაჟა-ფშაველას გამზირი) წმ. ნინოს სახ. ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: ცხინვალისა და ნიქოზის მთავარეპისკოპოსმა ისაია (ჭანტურია), მღვდელი იოსებ გოგოლაძე, ზ.ბუაძე, ი.გოგოლაძე, ქტიტორი ო.თუთბერიძე, მ.სანიკიძე. ვ.ზოდელავა, ჯ.სურამელაშვილი. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

5. წმ.ნინოს სახელობის ეკლესია //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.112. - ორხევის დასახლებაში კობა აბზიანიძის ქუჩაზე 1999 - 2000 წლებში აგებული წმ. ნინოს სახ. ეკლესიის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, გ.ჯაყელი, არქ.ნ.მალუტაშვილი.

6. სურმავა ლ. "მოქცევაი ქართლისაი" //გაზ. "სოფლის ცხოვრება". - 1991 (2 აპრ.). - გვ.3. - კუკიის წმ. ნინოს სახ. ეკლესიის შეკეთებასა და განახლებაზე.

7. სამხარაძე მ. ბუმბულივით მსუბუქი მადლი //გაზ. "თბილისი". - 1999 (23 მარტი). - გვ.6. - ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე წმ. ნინოს სახ. ეკლესიის აღდგენა-რესტავრაციის თაობაზე.

8. ფაცია ლ. "მართალითა სარწმუნოებითა და კეთილმსახურებით ვცხოვრობდეთ..." //"ნერგი". - 1997 916-30 აპრ.). - გვ.3. - წმ.ნინოს სახ. ეკლესიის როლი მოსწავლეთა სულიერ აღზრდაში.

თბილისის წმ.ანდრია პირველწოდებულის სახ. ტაძარი

1. ბერიძე ვ. თბილისის "ლურჯი მონასტერი" //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების VII სამეცნიერო სესია 1942 წლის 20 სდა 22 ივნისს. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები. - თბ., 1942. - გვ.9-10. - ლურჯი მონასტრის არქიტექტურული დახასიათება, აგების სავარაუდო თარიღი

2. დოლიძე ვ. თბილისის "ლურჯი მონასტერი" (XII ს. მიწურული). - თბ., 1959. - ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე თამარისდროინდელი ტაძრის მოკლე ისტორიულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.

3. ზაქარიაშვილი ი. ლურჯი მონასტერი // საქართველოს ქალი. - 1976. - N1. - გვ.22. - ტაძრის მოკლე დახასიათება.

4. ლურჯი მონასტერი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. - თბ., 2004. - გვ.250. - ტაძრის სამხრეთ ფასადზე მოთავსებული ბერძნული წარწერის ანალიზი.

5. ლურჯი მონასტერი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.246 - 247. -მოკლე ცნობები XII საუკუნის ძეგლის შესახებ( ახლანდელი ეკლესია 1873 წელს ააგეს). ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართული აქვს ძეგლის ფოტოები.

6. ბერიძე ვ. თბილისის ხუროთმოძღ რული ძეგლები //მეცნიერებე და ტექნიკა. - 1958. - N10. - გვ.20-24 // ძეგლის მეგობარი. - 1971. - კრ.25. - გვ.26. - ანჩისხატის, სიონის, მეტეხის, ნარიყალას, ქაშვეთის, XII საუკუნის მიწურულში აგებული ლურჯი მონასტრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.

7. ლურჯი მონასტერი - წმ.ანდრია პირველწოდებულის სახ. ტაძარი //გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიების ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.94. - ძველი ეკლესიის ადგილზე აგებული (ლეო ქიაჩელის ქუჩა) ტაძრის მშენებლობის ეტაპების შესახებ. მოხსენიებულნი არიან: ეპისკიპოსი ბასილი (XII ს.), მისი ძმა აბულასანი, არქ. ჩიჟოვი (XIX ს.), მღვდელი ზაქარია ძინძიბაძე, წინამძღვარი - დეკანოზი დავით შარაშენიძე. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

8. ბიწაძე ნ. ლურჯი მონასტერი //"ყოველკვირეული ალია". - 2001 (26 თებ. - 4 მარტი). - გვ.9. - ვერის ბაღში მდებარე ტაძრის თაობაზე.

9. დათუაშვილი თ. ლურჯი მონასტერი // "საქმე". - 1991 (ივნ.). - გვ.4. - მოკლე ისტორიული მასალები XII საუკუნეში აგებულ ტაძარზე.

10. დაშნიანი გ. ვინ მისცა ხელოსნებს უფლება? //გაზ. "თბილისი". - 1958 (17 მაისი). - გვ.2. - ლურჯი მონასტერის დაცვის თაობაზე.

11. ვარაზაშვილი მ. დედაქალაქს ამშვენებს ლურჯი მონასტერი //გაზ. "თბილისი". - 1979 (27 თებ.). -გვ.3.

12. კიდევ ერთი საუნჯე //გაზ. "თბილისი". - 1968 (17 აგვ.). - გვ.3. - ლურჯ მონასტერში ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის გახსნის თაობაზე.

13. კიკნაძე ხ. "ლურჯ მონასტერს" უჭირს //გაზ. "თბილისი". - 1993 (21 ივნ). - გვ.8. - მონასტერის მდგომარეობაზე.

14. მარსაგიშვილი გ. ლურჯი მონასტერი //გაზ. "თბილისი". - 1988 (12 მარტი). - გვ.4-5. - ძეგლის ისტორია.

15. მაჭარაშვილი გ. თბილისისლურჯი მონასტერი // "მადლი" (სექტ.). - გვ.7.9. - ტაძრის ისტორია და არქიტექტურული ანალიზი.

16. ჟღენტი თ. ლურჯი მონასტერი საფრთხეშია //გაზ. "შანსი". - 1993 (22-29 ივნ). - გვ.2. -ძეგლის სავალალო მდგომარეობის შესახებ.

17. ჩიკვაიძე ლ. რწყილი ახტა, დახტა და.. ანუ ფუჭდება ორი ეროვნული საქმე //გაზ. "თბილისი". - 1990 (13 იანვ.). - გვ.3. - ლურჯი მონასტრის ამოქმედებისა და ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმის ადგილსამყოფელის განსაზღვრის გამო.

თბილისის წმ.გიორგის სახ. ეკლესიები

1. დათვალიერება სასახლის წმ.გიორგის ტაძრისა ქ. თბილისში //მწყემსი. - 1885.- N2. - გვ.5-6. - თბილისის წმ.გიორგის სახ. ეკლესიის ისტორია, მასში დაცული სიძველეების აღწერილობა.

2. ჯანაშვილი მ. საქართველოს დედაქალაქი ტფილისი. - ქუთაისი. - 1899. - გვ.180. - მოკლე ცნობები წმ.გიორგის სახ. კარის ეკლესიის შესახებ.

3. წმ.გიორგის სახელობის კარის ეკლესია; წმ.გიორგის სახელობის ეკლესია; წმ.გიორგის სახელობის სამლოცველო სახლი; წმ.გიორგის სახელობის ტაძარი; წმ. გიორგის სახელობის ტაძარი; წმ. გიორგის სახ. ეკლესია; წმ. გიორგის სახელობის ტაძარი; წმ.გიორგის სახელობის ტაძარი; წმ.გიორგის სახელობის ტაძარი//გუნია ირ. მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2002. - გვ.76-85. - მოკლე ცნობები ერეკლე II-ის მოედანზე (სავარაუდოდ, XVIII საუკუნე)აგებული ტაძრის მშენებლობისა და რესტავრაციის, თემქის დასახლების (1994 წ.), თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე (2000 წ.), ნორიოს აღმართის დასაწყისში (2000 წ.), საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა ახალი პანთეონის ტერიტორიაზე (1996 წ.), უშიშროების აკადემიის ტერიტორიაზე (1997 წ.), ორთაჭალის ციხის საავადმყოფოს ტერიტორიაზე (2000 წ.), ჭავჭავაძის გამზირზე (2000 წ.), სოფ. დიღომში აგებული (ნაქულბაქევი, 1999 წ.), მარაბდის ქუჩაზე აგებული (2002 წლისათვის მშენებარე იყო), სამტრედიის ქუჩაზე (მშენებარე),ვეძისში, ოსეთის ქუჩაზე, ავჭალის კოლონიის ტერიტორიაზე (მშენებარე)აგებული წმ. გიორგის სახ. ეკლესიებისა და 1999 წელს დასრულებული წმ.გიორგის სახ. სამლოცველო სახლის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, წინამძღვარი, დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი, ა.მამედოვი, დეკანოზი რომანოზ ვეფხვაძე, წინამძღვარი-მღვდელი ბესარიონ ბულაშვილი, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელი, არქ. რ.ჯანაშია, პ.კაჭარავა, წინამძღვარი - მღვდელი დიმიტრი ლეკვეიშვილი, დ.კენჭოშვილი, ცაგერისა და სვანეთის მთავარეპისკოპოსი ნიკოლოზი, მუხიანის წმ.მირიანისა და ნანას სახ.ეკლესიის მოძღვარი მამა სერაფიმე (კიკონიშვილი), ვ.ტაბატაძე,ე.გიორგობიანი, საგარეჯოსა და გურჯაანის ეპისკოპოსი აბრამი, მღვდელი გრიგოლ გოგიჩაძე, არქ.რ,ჯანაშია, გ.ერისთავი, მამა გიორგი სამსონიძე, გ.ჩაჩხიანი, მ.ილურიძე, არქ.თ.მიქაშავიძე,არქ. ა.მინდიაშვილი, დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი, დეკანოზი თეოდორე ამბროლაძე, მამა ბესარიონ მენაბდე, თ.მახარაშვილი, ზ.ვახტანგაძე, ლ.ტალახაძე, გ.ჩაჩანიძე, გ. ბარამიძე, ვანისა და ბაღდადის ეპისკოპოსი ანტონი (ბულუხია), ბათუმისა და სხალთის ეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი), რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), გ.დავლაშელიზე, ნ.დადიანი. ქ.აბაშიძე, ს.ნათობიძე, ნ.მალუტაშვილი. ტექსტს ერთვის ყველა ტაძრის ფოტო.

4. ტარყაშვილი ნ. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები თბილისში //"ახალი ქართული გაზეთი".-1998(23 ნოემბ.).-გვ.3-8. - კარის ეკლესია, გლდანის ეკლესია.

5. გურამიშვილი ნ. აშენდა //გაზ. "თბილისი".-1996(26 ნოემბ.).-გვ.1-4. - წმ. გიორგის სახ. ეკლესია საბურთალოზე-მოკლე ცნობა.

6. მაისაშვილი ხ. დაბრუნება //გაზ. "თბილისი".-1989(24 ნოემბ.).-გვ.8. - მთავარეპისკოპოს კირიონის მიერ 1906 წელს ნაკურთხი თბილისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზიის წმ. გიორგის სახ. ეკლესიის აღდგენაზე.

7. სტურუა გ. იმ გიორგობა დღეს... //გაზ. "თბილისი".-1993(31 დეკ.).-გვ.7. - თემქის დასახლებაში წმ. გიორგის სახ. ეკლესიის გახსნის თაობაზე.