topmenu

 

წილკანი - საქართველოს სულიერი საგანძური
There are no translations available.

< უკან დაბრუნება << დაბრუნება მთავარ გვერდზე ...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

"წილკანი-სასწაულთა სავანე.  წილკანი" - საქართველოს სულიერი საგანძური. - წ. I. - თბ., 2005.- გვ. 47-50.

ქართული მატიანე მოგვითხრობს, რომ წმინდა მოციქულთასწორი მეფე მირიანის ვაჟი, ბაქარი, წმინდა მეფე კონსტანტინე დიდის კარზე იმყოფებოდა. ბიზანტიიდან სამშობლოში გამომგზავრების წინ ქართველი მეფისწული დიდი პატივით გამოისტუმრეს და ძვირფასი საჩუქრებიც გამოატანეს. გამეფების შემდგომ ბაქარმა ააგო წილკნის ეკლესია, სადაც დასვენებული იყო წილკნის ღვთისმშობელის სახელით ცნობილი უძველესი ხატი.

წილკნის სასწაულმოქმედი ღვთისმშობლის ხატის ბიზანტიიდან საქართველოში ჩამობრძანებას წმიდა გარდამოცემა ბაქარს უკავშირებს. საეკლესიო ტრადიციით, წილკნის ღვთისმშჴბლის ხატი წმიდა ლუაკ მახარებელმა მაცხოვრის აკვნის ფიცარზე შეასრულა. 1926 წლამდე ხატი წილკნის ეკლესიის ერთ - ერთ სიწმინდეს წარმოადგენდა. ხატი დღემდე ინახება საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში. ხალხური გადმოცემით, წილკნის მინდვრებს კალია რომ დაერეოდა, ღვთისმშობლის ხატს წილკნის ტაძრიდან გალობით გამოაბრძანებდნენ, ლოცვა - გალობით შემოატარებდნენ ნათესებში და კალიაც გაეცლებოდა თურმე იქაურობას. ხატი სეტყვისაგანაც იცავდა სოფლსი ნათესებს. წილკნის ეკელსია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელზეა აგებული და მისი დღესასწაული 21 (ძვ. სტ 8) სექტემბერს იმართება. ტაძარს თურმე ისეთი ზარი ეკიდა, რომ მისი ხმა "მუხრანს გადიოდა". ხალხში დაცული გადმოცემით, ზარი ნახევარი ოქრო ყოფილა, ნახევარი კი თითბერი. წილკნის ეკლესიაში იღვაწა წმიდა ათსამეტ ასურელ მამათაგანმა - წმინდა ეპისკოპოსმა ისე წილკნელმა (VI ს.). იგი "განთქმული იყო უბიწოებითა,და სათნოებაა სრულებისასა მოწევნული, ნერგი სამოთხისა, ყუავილი ფერშუენიერი სუნნელი". წმიდა მამა ისე წილკნის ეპისკოპოსად აკურთხა მამა კოზმანმა (ვარაუდობენ, რომ მამა კოზმანი არის წმიდა ევლავიოს ქართლის კათალიკოსი. ასურელ მამათა წინამძღვარმა. ნეტარმა მამა იოანე ზედაზნელმა, ერთხელ სათნოებაში გამოსაცდელად იხმო თავისი მოწაფეები - წმიდა ისე წილკნელი და მინდა მამა შიო მღვიმელი, რათა ყველაასთვის განცხადებულიყო ქრისტეს ძლიერება. ნეტარმა იოანემ წყალი მოითხოვა. მისმა მოუშორებელმა მოწაფემ, ილია დიაკონმა, ჭიქა შეავსო და თავის მოძღვარს მიართვა. ნეტარმა მამა თვა, რომ ჯერ ეპისკოპოს ისეს მართებდა ლოცვის აღვლენა. წმინდა ისემ კი თავდაბლურად ითხოვა კურთხევა თავისი მოძღვრისაგან.

მაშჳნ ნეტარმა იოანემ ზეასწია ჭიქა, დაილოცა და ხელი უშვა მას. ზეაპყრობილი ჭიქა, წრისტეს მადლით, კარგა ხანს იდგა ჰაერში და ისევე მყარად გაჩერდა ჰაერში, როგორც ქრისტეს რწმენით გაძლიერებული პეტრე ვიდოდა ზღვაზე. ნეტარმა იოანემ იკითხა, რომელი თქვენგანი მიიღებს ჰაერში გაჩერებულ სასმელსო, მაგრამ ვერავინ გაბედა ჭიქასთან მიახოება. მაშინ ნეტარმა მამა თავად გაიწოდა ხელი ჭიქისაკენ და სამივემ მადლიერებით მიიღო ნაკურთი სასმელი. წმინდა იოანე ზედაზნელმა ახლა საკმევლის შეწირვა ითხოვა. წმინდა მამა შჳომ შიშველი მარცხენა ხელით ამოიღო ცეცხლიდან ნაკვერცხალი, ზედ საკმეველი დადო და კმევას შეუდგა. ამ სასწაულების მხილველებმა ადიდეს ღმერთი და რწმენაში განმტკიცდნენ. ნეტარმა იოანემ წმიდა ისე წილკნელ ეპისკოპოსს კურთხევაგამოსთხოვა. მორჩილმა მოწაფემ ვერ გაბედა თავისი მოძღვრისადმი ურჩობა და მდინარე ქსნისაკენ წარუძღვა ყველას. აღელვებული მდინარეს ნაპირზე მან, მოსეს მსგავსად, კვერთხი გაიწოდა და ქრისტეს სახელით დასცა წყალს. მდინარის წტალმა იმწამსვე დატოვა თავისი კალაპოტი და წმიდა ისეს კვერთხეს მიჰყვა. ერთ უკაცრიელ ადგილზე მიწა ჩაღრმავდა  და კვერთხს დამორჩილებული წყალი იქ ამოვიდა. ასე მოჰყვებოდა ეყალი წმიდა ისეს წილკნის საყდრამდე, სადაც დღემდე მოედინება საკურნებელი წყალი. იქ მყოფი მცხეთელები და სხვა მკვიდრნიც გაკვირვებულნი ადიდებდნენ ქრისტეს, ესოდენი მადლი რომ მისცა საკუთარ რჩეულ და ერთგულ მსახურებს, რომელთაც ჰაერიც დაიმორჩილეს, ცეცხლის მხურვალებაც გაანელეს და მდინარესაც კი თავსი ნებაზე შეაქცევინეს მხარი. წმიდა იოანე ზედაზნელი მცირე ხანსშეყოვნდა წილკანს, შემდეგ კი თვის სამყოფელში გაბრუნდა. ნეტარი ეპისკოპოსი საღმრთო მუსაკობას განაგრძობდა და ქრისტეს სიტყვას ქადაგებდა არაერთ სოფელსა და დაბაში. მან მრავალი სასწაულით დალეწა კერპები, წრისტეს ნათელი სცა ურწმუნოებს, მოწმუნენი კი გააძლიერა. წმიდა ეპისკოპოსი ისე წილკნელი მშვიდობით განისვენებს წილკნის საყდარში. მისი ხსენების დღეა 15  დეკემბერი (ძვ. სტ 2 დეკემბერი) .

წილკანი

IV საუკუნეში მეფე ბაქარმა მირიან III - ის ძემ, დაარსა წილკნის საეპისკოპოსო კათედრალი, რომელიც მცხეთიდან 15 კმ - ზე, სოფელ წილკანში მდებარეობს. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია და VIII საუკუნის ციხე -გალავანი. ეკლესიის ადგილაზე ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს (V ს.) ააშენეს სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც VII საუკუნეში გუმბათოვან ტაძრად გადააკეთეს, რომელიც შემდგომში კვლავ რამდენჯერმე განაახლეს. ტაძარი სხვადასხვა დროის სამ ნაგებობას აერთიანებს: დარბაზულ ეკლესიას (IV ს - ის დასასრული), სამნავიან ბაზილიკას (V-VIII სს.) და გუმბათოვან ტაძარს. XIX  საუკუნის დასასრულს ეკლესია შელესეს. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები და ლაპიდარული წარწერები. VI საუკუნეში წილკანში მოღვაწეობდა წმ.ისე წილკნელი, ერთ - ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი. ტრადიცია მას მიაწერს წილკნის სარწყავი არხის "წილკნის რუს" მშენებლობას. სხვადასხვა დროს აქ მოღვაწეობდნენ კალიგრაფები. მწიგნობრები და პოეტები: ეფრემ წილკნელი, რომელიც იაკობის ჟამისწირვის XI საუკუნის ხელნაწერში იხსენიება; კალიგრაფი ბასილი ( XVI ს.); იოსებ სამებელი, ქართული სტამბის ცნობილი მუშაკი; ბიბლიოფილი ქრისტეფორე წილკნელი ( XVIII ს.); არსენ მანგლელ-წილკნელ-თბილელი ( XVIII ს.) საყურადღებოა წილკნელად წოდებული ამბროსი მიქაძის საქმინობა. იგი დაუღალავად შრომობდა კათედრალის განმტკიცებისა და ლიტერატურის გასამდიდრებლად. მას ეკუთვნის "წიგნი" აღსარებისა" (1789 წ.). აქვე მოღვაწეობდა მღვდელმთავარი და მწიგნობარი იოანე ქარუმიძე (XVIII - XIX სს.)