topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

თბილისი

<უკან დაბრუნება

თბილისი - (1936 წლამდე ტფილისი, კოორდ.41°43′N 44°47′E), საქართველოს დედაქალაქი; 1922-1936 წლებში ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ დედაქალაქი; მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, თბილისის ქვაბულში, მდინარე მტკვრის ორივე სანაპიროზე, ზღვის დონიდან 380 - 600 მ სიმაღლეზე, ჩრდილოეთით ესაზღვრება საგურამოს ქედის სამხრეთი მთისწინეთი, აღმოსავლეთით — ივრის ზეგნის ჩრდილო-დასავლეთი მონაკვეთი, დასავლეთით და სამხრეთით კი - რიალეთის ქედის განშტოებები. ქალაქს 720 კმ² ფართობი უჭირავს და 1.090 მილიონზე მეტი მცხოვრები ჰყავს. ლეგენდის თანახმად, თბილისის ტერიტორია ტყით ყოფილა დაფარული, ქართველ მეფეს (ერთ-ერთი ვარიანტით, ვახტანგ I გორგასალს) ნადირობის დროს შველი დაუჭრია, შველი ცხელ წყაროში განბანილა და განკურნებული გაქცევია მონადირეებს (სხვა ვარიანტით, მეფის მიმინო თავს დასცხრომია ხოხობს, ფრინველები ცხელ წყაროში ჩაცვივნულან და გაფუფქულან). ცხელი წყლის სამკურნალო თვისებებისა და ადგილის ხელსაყრელი მდებარეობის გამო მეფეს ტყე გაუკაფავს და ქალაქი გაუშენებია. „თბილისი“ - „თბილი“ (ძვ.ქართულად „ტფილი“) მინერალური წყაროების გამო უწოდეს ქალაქს. შემდგომში ამ ადგილზე გოგირდის აბანოები გაშენდა. აღნიშნული ადგილი თბილისის ისტორიული უბანი - აბანოთუბანია. არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება, რომ თბილისის ტერიტორია დასახლებული ყოფილა ჯერ კიდევ ძვ.წ. IV ათასწლეულში. უძველესი წყაროსეული მოხსენიება განეკუთვნება IV საუკუნის II ნახევარს, როცა ამ ადგილებში მეფე ვარაზ-ბაკურის დროს ციხე ააგეს. IV საუკუნის დასასრულს თბილისი სპარსეთის მოხელის - პიტიახშის რეზიდენცია გახდა. V საუკუნის შუა წლებიდან კვლავ ქართლის მეფეთა ხელში გადავიდა. ვახტან გორგასალმა აღადგინა და გააშენა, ამიტომ იგი მიჩნეულია ქალაქის დამაარსებლად. ზოგიერთი ისტორიკოსის მტკიცებით მეფე ვახტანგ გორგასალი (რომელიც V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა) სინამდვილეში ქალაქის აღორძინებასა და აღმშენებლობაშია პასუხისმგებელი, მისი დაფუძნების ნაცვლად.

წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/თბილისი

 

თბილისის ისტორიული ძეგლები:

1. ნარიყალას ციხე-კომპლექსი და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია

2. თბილისის სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია, საპატრიარქო ტაძარი (სიონის ქ. V, XI სს.-ები, ჯვარგუმბათოვანი)

3. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის „ანჩისხატის“ ეკლესია (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, შავთელის ქ. VI ს.)

4. წმ.ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია (ივ. ჯავახიშვილის ქ. XIX ს.)

5. წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია - „ლურჯი მონასტერი“ (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ლეო ქიაჩელის ქ. XII ს.)

6. წმ.ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესია - „ლურჯი მონასტერი“ (მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ლეო ქიაჩელის ქ. XII ს.)

7. წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია (ზემო, ნავთლუღი, ბოგდან ხმელინცკის ქ.)

8. წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია (ქვემო, სასაფლაოს ტერიტორია, ქინძმარაულის ქ.)

9. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია - „ქაშუეთი“ (რუსთაველის პროსპექტი, VI, XX სს.-ები ),წმინდა მარინეს სახელობის ეკლესია (ქაშვეთის ეკლესიის I სართული, ჯორჯაძის ქ.)

10. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (დიდი დიღომი, ნაქულბაქევი, VII-VIII სს.)

11. ლომისის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (სოფ. პატარა გლდანი)

12. წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (ოქროყანა)

13. წმ.გიორგის სახელობის კლდისუბნის ეკლესია (ბეთლემის ქ.)

14. წმ.გიორგის სახელობის კარის ეკლესია (მეფე ერეკლე II-ის მოედანი)

15. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქი ეკლესია - „ჯვრის მამა“ (იერუსალიმის ქ.)

16. წმ.მამა დავითის სახელობის ეკლესია (მთაწმინდა)

17. მაცხოვრის შობის სახელობის ზემო ბეთლემის ეკლესია (ნარიყალა, ბეთლემის ქ. V ს. II ნახევარი)

18. მაცხოვრის შობის სახელობის ქვემო ბეთლემის ეკლესია (ბეთლემის ქ.)

19. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მეტეხის ეკლესია (მეტეხის აღმართი)

20. წმ.ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია (საქართველოს საპატრიარქო, მეფე ერეკლე II-ის მოედანი)

21. ფერისცვალების სახელობის ეკლესია, ფერისცვალების დედათა მონასტერში (ავლაბარი, დარეჯანის სასახლე)

22. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის დიდუბის ეკლესია (წერეთლის გამზირი)

23. წმ.მირიანისა და ნანას სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, ჩიტაძის ქ. - აღდგენილი)

24. წმ.მიხეილ ტვერელის სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, ზალდასტანიშვილის ქ.)

25. წმ.იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია (ლეო ქიაჩელის ქ. „ლურჯ მონასტერთან“)

26. წმ.თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესია (ავლაბარი, პეტრე-პავლეს სასაფლაო)

27. წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (ჩუღურეთი, ხეთაგუროვის ქ.„ვორონცოვი“)

აგრეთვე - სხვა ძველი, ახალი და აღდგენილი ეკლესიები:

წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (თემქის დასახლება, IX კვარტალი)

წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (საბურთალოს პანთეონი)

ლომისის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია (გლდანის მასივი III-IV მკ.რ.-ები)

წმ.გიორგის სახელობის ეკლესია „მძლეთა“ (წყნეთი)

წმ.გობრონ-მიქაელის სახელობის ეკლესია (გორგასლის ქ.)

ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, მანჯგალაძის ქ.)

წმ.იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ეკლესია (ავჭალის დედათა მონასტერში, ბიჭვინთის ქ.)

წმ.იოანე ნათლისმცგმლის სახელობის ეკლესია (ავჭალა)

წმ.კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესია (საბურთალო, გამსახურდიას გამზ. საბავშვო ბაღის ტერიტორია)

წმ.მარინეს სახელობის ეკლესია (ავლაბარი, დუშეთის ქ.)

წმ და მართალი ლაზარეს სახელობის ეკლესია (კინოსტუდიის ეზოში, დიღმის მასივი)

წმ.მარიამ მაგდალინელის სახელობის ეკლესია (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, სასაფლაოზე)

წმ.მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესია (დიმიტრი უზნაძის ქ.)

წმ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოში, ე. მანჯგალაძის ქ.)

წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია (მიხაილოვის საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია, უზნაძის ქ.)

წმ.მირიანის და ნანას სახელობის ეკლესია (მუხიანის დასახლება, IV მკ.რ.)

წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (კრწანისი, გრიშაშვილის ქ.)

წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (აეროპორტის დასახლება)

წმ.ნინოს სახელობის ეკლესია (კუკია, ნორიოს აღმართი)

წმ.ნინოს სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, ჩიტაძის ქ.)

წმ.ნინოს სახელობის ეკლესია (ჩუღურეთი, ჩხეიძის ქ.)

წმ.ნინოს სახელობის ეკლესია (საბურთალო, გიმნაზიის ეზოში, ვაჟა-ფშაველას გამზირი)

წმ.ნინოს სახელობის ეკლესია (ორხევი, კ. აბზიანიძის ქ.)

წმ.პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია (ზემო ვერის სასაფლაო, გ.რჩეულიშვილის ქ.)

წმ.პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია (საბურთალო, რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ვაჟა-ფშაველას პრ.)

წმ.პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესია (ლილოს დასახლება)

წმ.თამარ მეფის სახელობის ეკლესია (საბურთალო, დოლიძის ქ.)

წმ.სამი მღვდელმთავრის სახელობის ეკლესია (დიღმის მასივი, 130-ე სკოლის ეზოში)

წმ.ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესია (ნავთლუღი, მე-5 საავადმყოფოს ეზოში, ქინძმარაულის ქ.)

წმ.ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესია (ავჭალა, ჩიქვანაიას ქ.)

ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (ვაკე, ჭავჭავაძის გამზ.)

ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესია (გარეთუბანი, მანჯგალაძის ქ.)

ყოვლადნმიდა სამების სახელობის ეკლესია (საბურთალო, ნაცუბიძის IV კვ.)

ფერისცვალების სახელობის ეკლესია (მთაწმინდა, მამადავითის ეკლესიასთან)

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია (ნუცუბიძის პლატო, III კვარტალი)

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (ავჭალა, საერთო და მკაცრი რეჟიმის დაწესებულების ტერიტორია)

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია (სამედიცინო უნივერსიტეტის ეზო, ვაჟა-ფშაველას გამზირი)

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის კარის ეკლესია (კლასიკური გიმნაზია, რუსთაველის პროსპექტი)

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. ეკლესია (№2 სამშობიაროს ეზოში, დ.უზნაძის ქ.)

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესია (ნაძალადევი, სამშობიაროს ეზოში, ცოტნე დადიანის ქ.)

ყოვლადნმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია (თემქის დასახლება, III მკ.რ.)

ყოველთა წმინდათა სახელობის ეკლესია (ელენე ახვლედიანის აღმართი)

წმ.ცხრა ძმა კოლაელთა სახელობის ეკლესია (ვაზისუბნის დასახლება, III მკ.რ-ნი)

ჯვართამაღლების სახელობის ეკლესია (საბურთალო, ბახტრიონის ქ.) და სხვ......

 

 

 

**************************************************************************************

თბილისი მე-19 საუკუნეში // ი.ციციშვილი - ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1995 წ., გვ. 138 - 142

XIX ს. დასაწყისში არა მარტო მცირე ქალაქები, არამედ თბილისიც წარმოადგენდნენ ტიპიურ ფეოდალურ ქალაქებს. მათ განვითარებას ხელს უშლიდა ის გარემოებაც, რომ მოსახლეობას, ლეკიანობის გამო, ეშინობა თავდაცვითი კედლების გარეთ დასახლება. XIX ს. დასაწყისში მოსახლეობა ითვისებს თბილისის ახალ ტერიტორიებს, ძირითადად მტკვრის დინების მიმართულებით გარეთუბნის ტერიტორიაზე. თანდათანობით იხატება ქალაქის ახალი ცენტრი, მთავარი მოედნით, სადაც შენდება სამხედრო შტაბისა და სასულიერო სემინარიის შენობები...<<ტექსტი სრულად აქ..<<

************************************************************************************

დ.მინდორაშვილი - არქეოლოგიური გათხრები ძველ თბილისში//სიძველეთა დაცვისა და შესწავლის ცენტრი, თბილისი, 2009

თბილისი, როგორც მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე, ქართულ წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება IV ს-ის 60-იანი წლებისათვის, როცა სასანიანთა ირანის სახელმწიფო ქართლში პოლიტიკური ბატონობის განმტკიცებისათვის იბრძოდა. «მაშინ მოვიდა ხუარ სპარსთა მეფისა პიტიახში ტფილისს და კუალად ციხედ და ქართლი მისსა ხარკსა შედგა» [39, გვ.944,5]. ცხადია, ძველი თბილისის ტერიტორიაზე პირველი დასახლება IV ს-ზე გაცილებით უფრო ადრე უნდა არსებულიყო. ...<<ტექსტი სრულად აქ...<<

***********************************************************************************

კონსტანტინე მელითაური  - თბილისური აივნები // ძეგლის მეგობარი, 1967 წ., კრ.12., გვ.46  - 53

მეცხრამეტე საუკუნის თბილისი იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა ადამიანზე, რომ ბევრ მის მნახველს განცდილი გრძნობით აღტაცებული სტრიქონები დააწერინა. ბუნებრივი მდებარეობის გარდა ქალაქი წარმტაცი იყო მთის კალთებზე შეფენილი, აივნებით დამშვენებული სახლებით...<<ტექსტი სრულად აქ....<<