There are no translations available.
< უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე....<<< ეკლესია -მონასტრები>>>
გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება: უბისის ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.134.
უბისის ტაძრის კედლის მხატვრობის დიდი ნაწილი შესრულებულია მხატვარ დამიანეს მიერ XIV საუკუნეში. კარგად შენახულ „საიდუმლო სერობაში" ყურადღებას იპყობს არქიტექტურის სივრცითი გადმოცემა და ადამიანთა ნაკვთების თავისუფალი განაწილება. კომპოზიციის კიდეებზე მოთავსებული ფიგურები ნაჩვენებია ერთი პროფილში, ხოლო მეორე ზურგით. ფერწერის კოლორტი თავშეკავებულია, მაგრამ ნაკვთების გადმოცემაში ჩანს თავისუფალი, გაბედული მონასმი. სახეები, სამოსელი და განსაკუთრებით თმა და წვერ-ულვაში გადმოცემულია მოკლე ენერგიული მონასმებით. უბისის ფერწერასთან ახლო დგას სორის (რაჭა) ეკლესიის კედლის მხატვრობა. თუმცა აქ ფერწერა უფრო გლუვია, რბილი და შუქჩრდილებით ნაკლებად კონტრასტული.
|