topmenu

 

ხობის მონასტერი - მის შესახებ სტატიები

< უკან დაბრუნება

ხობის მონასტერი (ხობის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ხობის მონასტერი //ჩიტაია გ. ფოთისა და ხობის ეპარქია. ისტორიული ძეგლები. - თბ., 2007. - გვ.15-35. - ხობის სამონასტრო კომპლექსის - ტაძრის, სასახლის, გუმბათოვანი სამრეკლოს, გალავნის, აკლდამებისა და სხვა ნაგებობათა ნაშთების ვრცელი არქიტექტურული დახასიათება, მხატვრული გაფორმების მიმოხილვა, ტაძრის აგების თარიღის შესახებ სამეცნიერო ლიტერატურასა და ხალხში გავრცელებული ვერსიები. მოხსენიებულნი არიან: ექვ.თაყაიშვილი, ა.ეისნერი. ვ.ბერიძე, ვახუშტი ბატონიშვილი, ს.აფაქიძე, დიუბუა დე მონპერე, რ.პაპუაშვილი, კ.ჩიჩუა. ნ.კონდაკოვი. ტექსტს ერთვის:სამონასტრო კომპლექსის საერთო ხედის, აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთი ფასადების, მთავარი კარიბჭის, ჩუქურთმებისა და ორნამენტების, სასახლის, ფრესკების ფოტოები.

2. ბერიძე ვ. ხობის მონასტრის ისტორიისათვის //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე: ისტორიის... სერია. - 1973. - N2. - გვ.72-88. - ცნობები ძეგლის მომხატავთა და აღმდგენელთა შესახებ, აგების თარიღი, ფრესკათა ვრცელი ანალიზი.

3. ხობი //თაყაიშვილი ექვ. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. წ.II. - ტფ., 1914. - გვ. 131-163. - ხობის მონასტრის მდებარეობა, არქიტექტურა, წარწერების ანალიზი, ფრესკებისა და სიძველეთა ვრცელი აღწერილობა. მოკლე ცნობები სამეგრელოს მღვდელმთავრებზე. მოხსენიებულია არქიმანდრიტი გრიგოლ მიქელაძე (1806 წ.).

4. ხობის წმინდა სანაწილე. ხობი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005.-გვ.294-299. - ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის XIII საუკუნის უგუმბათო ტაძრისა და მოხატულობის მოკლე აღწერილობა. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართული აქვს მოხატულობის ფოტოები.

5. ფოთისა და ხობის ეპარქია: ხობის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ.130. - ტაძრის დაარსების ისტორია, სამონასტრო ცხოვრება, აღმდგენელთა ვინაობა , სიწმინდეები - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: გიორგის I დადიანი (XIV ს.), ვამეყ დადიანი(XIV ს.), ეპისკოპოსი ნიკოლოზ წულუკიძე (XVI ს.), ლევან II დადიანი (XVII ს.), მხატვარი ა.ეისნერი; საქართველოს კათალოკოს-პატრიარქი ილია II, არქიმანდრიტი ალექსი (მირცხულავა), მღვდელი მარკოზ ბულუხია, ნ.ნადარაია. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო.

6. კალისტრატე მღვდელ-მონაზონი. ხობის მონასტერი და მისი ისტორიული წყარო 1089-1125 წ. - ახალ-სენაკი. - 1894. - 56გვ. - ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება, გარემო, შიდა სივრცის, გარე მოცულობისა და სიძველეთა აღწერილობა, სამშენებლო ტექნიკა, მოხატულობისა და წარწერების მიმოხილვა, ისტორია, ეკლესიის შესახებ არსებულ ისტორიულ წყაროთა მიმოხილვა.

7. ხობის ტაძრის პირველადი სახის გარჩევა //რჩეულიშვილი ლ. ქართული ხელოვნების ნარკვევები. - თბ., 1994. - გვ.253-265. - ტაძრის შესახებ არსებული ისტორიული მასალების მიმოხილვა, ვრცელი არქიტექტურული აღწერილობა, დეკორაციული კომპოზიციებისა და საერო პირთა პორტრეტების ანალიზი ფრესკულ მხატვრობაში. ტექსტს დართული აქვს საილუსტრაციო მასალა (სურ.49-51).

8. ხობი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. - თბ., 1987. - გვ. 492. - გეგმით უგუმბათო, XIII საუკუნეში ნაგები ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო.

9. ხობი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. - თბ., 2004.-გვ.112-119//

10. ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში. - თბ., 1951. - გვ.75-86. - ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახ. ეკლესიის საკურთხევლის, კანკელისა და ეკლესიის ცენტრალური ნაწილის წარწერების ვრცელი ანალიზი. მოხსენიებულია ნიკოლოზ ხობელი.

11. ხობი //ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული.-თბ., 1998. - გვ.213. - ხობიდან რამდენიმე კმ.-ით დაშორებული, სოფ. ნოჯიხევთან XIII საუკუნეში აგებული ტაძრის (არ განეკუთვნება ქართულ არქიტექტურაში გავრცელებულ არცერთ ტიპს-უგუმბათო ნაგებობაა, მაგრამ შიგნით კამარები ჯვაროვან სივრცეს, ხოლო გარედან მათი სახურავები ჯვაროვან მოცულობას ჰქმნიან)სხვადასხვა დროს შესრულებული მრავალი სიუჟეტური კომპოზიციით დატვირთული მოხატულობის ვრცელი აღწერილობა და სტილისტური ანალიზი. ტექსტს დართული აქვს სქემები.

12. ბუკია მ. ხობის მონასტრის მატიანე //სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენცია 11-13 ოქტომბერი, 1995: საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლიობის და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები. - თბ., 1998. - გვ.106-115. რეზ. ინგლ. ენაზე. ხობის ღვთისმშობლის სახ. ტაძრის აგების თარიღის განსაზღვრა ისტორიული და სამეცნიერო წყაროების მიხედვით. მოხსენიებულნი არიან: ტოლმაჩოვი, იევლევი, დიუბუა დე მონპერე, ექვ. თაყაიშვილი, ლევან დადიანი, ვ. ბერიძე, სქემმონაზონი იოანე-ალექსი შუშანია, არქიმანდრიტი ალექსი მირცხულავა, მღვდელ-მონაზონი ისააკ ენუქიძე, მღვდელი ავთანდილ ჭოხონელიძე.

13. პერტია ც. წარსული გვეძახის // გაზ. "კომუნიზმის მშენებელი"(ხობი). - 1976 (30 მარტი).

14. წურწუმია ე. დროა მივხედოთ! // გაზ. "კომუნიზმის მშენებელი"(ხობი). - 1974 (3 დეკ.) - გვ.4.

15. ჩაჩხუნაშვილი ც. ხობის სასახლე //ძეგლის მეგობარი. - 1989. - კრ.84. - გვ.51-56. - ხობის მონასტრის დაარსების მოკლე ისტორია; ისტორიული წყაროების მიმოხილვის საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება, რომ ეკლესიის საკურთხევლის წინ კედელზე არსებული სამღვდელო პირი არის ნიკიფორე ირბახი.

16. ი. ციციშვილი - ხობის ტაძარი: გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება//ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1995 წ., გვ. 132 -133