topmenu

 

გრემი - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

გრემი (ყვარლის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1971. - გვ.379. - გრემის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიების მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. მოხსენებულია კახეთის მეფე ლევანი (1565 წ.)

2. ასათიანი ნ. გრემის ისტორია //ყვარელი. - 1966. - 27 გვ. - ქალაქ გრემის ისტორია.

3. არჯევანიძე ი. თბილისიდან ალაზნის ველისაკენ. - თბ., 1958. - გვ.284-287. - ძეგლის ისტორია, "მთავარანგელოზისა" და "ღვთისმშობლის" კარის ეკლესიის აღწერილობა.

4. ბარნაველი თ. კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები. - თბ., 1961 - გვ.45-46. - გრემის თარსაგალავანის ეკლესიის შესასვლელის თავზე არსებული წარწერის ანალიზი.

5. გრემი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.73. - მოკლე ცნობები გრემის ნაქალაქარში შემორჩენილი მთავარანგელოზთა სახ.ეკლესიისა და სამეფო - კოშკების შესახებ.ტექსტს ახლავს ეკლესიის განაკვეთი,გეგმა (ანაზომი ნ.სევეროვისა) და ძეგლის ფოტოები (ტაბ.202-204).

6. ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება. - თბ., 1994. - გვ.139-141. - გრემში და მის მახლობლად მდებარე ორი სომხური სამლოცველოს ხუროთმოძღვრული დახასიათება, მხატვრული ანალიზი.

7. ბერიძე ვ. XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვერება. - თბ., 1994. - გვ.130-132. - გრემის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის აგების თარიღი, წარწერების ანალიზი, - ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის ფოტომასალა (სურ.111; ტაბ.161-168).

8. ბერიძე ვ. ხელოვნება //საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ.IV. - თბ., 1973. - გვ.378. - მოკლე ცნობები გრემის ტერიტორიაზე შემორჩენილი ეკლესიების შესახებ.

9. გრემის წმინდა გიორგი //გენგიური ნ. კუპელჰალე. - თბ., 2005. - გვ.78-83; გვ.151-153. - სოფ. გრემის სასაფლაოზე აგებული, წმ.ნიკოლოზის სახ. თითქმის დაუზიანებლად შემორჩენილი გუმბათოვანი ეკლესიის ხუროთმოძღვრული (გარე მოცულობა, შიდა სივრცე, საშენი მასალა, მხატვრული გაფორმების თავისებურებანი)დახასიათება და აგების სავარაუდო თარიღის განსაზღვრა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტოები.

10. გრემის ღვთისმშობელი (თარსა - გალავანი) //გენგიური ნ. კუპელჰალე. - თბ., 2005. - გვ.84-87. - 1595 წელს, ალექსანდრე მეფის დროს, მათარსი ზაქარიას ძის მიერ აგებული გუმბათოვანი, დაზიანებული, ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება, წარწერების პალეოგრაფიული ანალიზი. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტოები.

11. გოთუა ლ. გრემ-ქალაქის ახალი სიცოცხლე //ძეგლის მეგობარი. - 1967. - N10-11. - გვ.50-56. - ძეგლის 500 წლისთავისა და გრემქალაქობის დღესასწაულის გამო.

12. გრემი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები. - თბ., 2003. - გვ.31. - მოკლე ცნობები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

13. გრემი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.III. - 1978. - გვ.261-262. - არქიტექტურული დახასიათება.

14. გულკეთილი. გრემის ნაშთები //ივერია. - 1898. - N199 (17 სექტ.). - გვ.1-2.

15. ზაქარაია პ. გათხრები ნაქალაქარ გრემში //ძეგლის მეგობარი. - II. - 1964. - გვ.16-20. - ძეგლის მოკლე მიმოხილვა.

16. XVI-XVIII საუკუნეთა ხუროთმოძღვრება: გრემი // ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XVI-XVIII ს.ს. - თბ., 1990. - გვ.222-226. - ძეგლის ისტორია, სამეცნიერო ლიტერატურის განხილვა, წარწერების ანალიზი, ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. მოხსენიებული არიან: გ.ჩუბინაშვილი, ვახუშტი ბატონიშვილი. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა (სურ.51-53; ტაბ.LXIX-LXX).

17. ქალაქები: გრემი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები. - თბ., 1988. - გვ.46-49. - ტაძრის მოკლე ისტორია, შემორჩენილ ნაგებობათა აღწერილობა. ტექსტს ახლავს ნაქალაქარის გეგმა და ორი ფოტო.

18. ციხეები ციხესიმაგრეები: გრემი //ზაქარაია პ. კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი. - თბ., 1962. - გვ.101-103. რეზ. რუს.ენაზე. - გრემის მთავარანგელოზთა სახ.ეკლესიის ანსამბლის გამაგრების სისტემის შესახებ. ძეგლის ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ერთვის საილუსტრაციო მასალა (სურ.29; ტაბ.XXI, XXII, XXIII).

19. ქართული ციხე - ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში ციხე - ქალაქები: გრემი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002. - გვ.240-246. - სამეცნიერო ლიტერატურისა და მოგზაურთა ცნობების მიმოხილვა, ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების მასალები, ხუროთმოძღვრება.

20. ზაქარაია პ. ნაქალაქარ გრემის არქიტექტურა. - თბ., 1975. - ძეგლის ისტორია, არქეოლოგიური გათხრების მასალები, მიწისზედა ნაგებობებისა და "მთავარანგელოზის" ანსამბლის აღწერილობა. დართული აქვს საილუსტრაციო მასალა.

21. ქალაქები: გრემი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგი. - თბ., 1965. - გვ.54-58. - ციხე - ქალაქ გრემის არქიტექტურულ-ისტორიული დახასიათება.ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო.

22. გრემი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები. - თბ., 1973. - გვ.42-45. - გრემის მოკლე ისტორია, ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს გრემის გეგმა.

23. ზურაშვილი ვ. ყვარელი. - თბ., 1978. - გვ.24-27. - ქალაქის ისტორია, მთავარანგელოზის სამონასტრო კომპლექსისა და წარწერის აღწერილობა.

24. XIV-XVIII საუკუნეების ხუროთმოძღვრება ზოგადი ცნობები //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო). - თბ., 1987. - გვ.67-68. - მოკლე ცნობები გრემის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ.

25. მეორე ქართველი. კახეთი //ივერია. - 1878. - N40. - გვ.2-4. - გრემის ნანაგრევებისა და კოშკების შესახებ.

26. კ.კოხისა და ო.სპენსერის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. - თბ., 1982. - გვ.246-247. - ნაქალაქარ გრემისა და შემორჩენილი ეკლესიების მოკლე აღწერილობა.

27. რჩეულიშვილი ლ. გრემი. - თბ., 1961. - მთავარანგელოზის ეკლესიისა და კოშკურა სასახლის მოკლე არქიტექტურული დახასიათება.

28. რჩეულიშვილი ლ. კოშკი სალხინოდ ნაგები //რჩეულიშვილი ლ. ქართული ხელოვნების ისტორიის ნარკვევები. - თბ., 1994. - გვ.241-242. - მოკლე ცნობები გრემის კოშკის შესახებ.

29. ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში. - თბ., 1951. - გვ.332 - 346. - სოფ.გრემთან, მდ.ინწობის ნაპირას მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება, ბერძნული წარწერების ვრცელი აღწერილობა და პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი.

30. ყაუხჩიშვილი თ. გრემის ბერძნული წარწერა // თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. ტ.37. - გვ.225-240. - გრემის ბერძნული წარწერის გაშიფვრა. მოხსენიებულია იმერეთის მეფე ბაგრატი (XVI ს.).

31. გრემი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. - თბ., 2004. - გვ.319 - 331. - მთავარანგელოზის ეკლესიის ბერძნული წარწერების ვრცელი პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი (საკურთხეველი, კედლები, თაღები, გუმბათი).

32. შანიძე ა. გრემის წარწერები //ყვარელი. - 1966. - 25 აგვისტო. - მთავარანგელოზის ეკლესიისა და გორაკის ძირში მდებარე ეკლესიის ნანაგრევებში შემორჩენილი ქართული, სომხური და სპარსული წარწერების ანალიზი.

33. შანიძე ა. ფუთურიძე კ. სამენოვანი წარწერა გრემში //ენიმკის მოამბე. ტ.V-VI. - გვ.I-II. - გრემის სამენოვანი წარწერების ანალიზი.

34. გვიანფეოდალური პერიოდის არქიტექტურა: გრემი //ციციშვილი ირ. ქართული ატქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ.80. - კვადრატული აგურით ნაგები ტაძრის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXXVIII. სურ.1).

35. გვიანფეოდალური ხანის ხელოვნება: გრემი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.126-127. - მოკლე ცნობები ნაქალაქარ გრემის ეკლესიასა და სხვა ნაგებობებათა შესახებ. ტექსტს ახლავს ანსამბლის სართო ხედის ფოტო (გვ.124).

36. ჩუბინაშვილი გ. გრემი //ყვარელი. - 1966. - 27 აგვისტო. - ტაძრის, პალატის, სამრეკლოს, კოშკისა და გალავნის დახასიათება.

37. ჭილაშვილი ლ. კახეთის ქალაქები - თბ., 1980. - გვ.48-56. - ნაქალაქარ გრემში, სავაჭრო უბნის ტერიტორიაზე არსებული ქულბაქებისა და ქარვასლის არქიტექტურული დახასიათება.

38. იამბე, ციხის ნაშალო.... - თბ., 2007. - გვ.52-53. - გრემის შესახებ არსებული ლეგენდა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო.

39. ციხე - ქალაქები: გრემი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე - გალავნები კოშკები. - თბ., 2001. - გვ.63 - 66. - ციხის ისტორია, მდებარეობა, მემატიანის ცნობა ციხის შესახებ. ტექსტს ერთვის ციტადელის სამხრეთ - აღმოსავლეთ ხედის ფოტო.

40. გრემი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.328-329. - მთავარანგელოზთა სახელობის, კახთა მეფის ლევანის მიერ (1565 წ.)აგებული ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის მოკლე აღწერილობა. ტექსტი ქართულ და ინგლ. ენებზე. დართული აქვს ძეგლის ორი ფოტო.

41. ქართული ციხე - ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში ციხე-ქალაქები: გრემი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. - თბ., 2002. - გვ.240-246. - გრემის ტერიტორიაზე 1963-1967 წლები ჩატარებული გათხრების შედეგები; გრემის შესახებ არსებული ისტორიული წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან:ყვარყვარე ათაბაგი, მეფე გიორგი VIII (XV ს.); რუსეთის ელჩები მიშეცკი და კლუჩევი; გიულდენშტედტი, თურქი მოგზაური ევლია ჩელები (XVII); ნ.ბერძენიშვილი, ლ.ჭილაშვილი. ტექსტს ახლავს ფოტომასალა (სურ.85, 86; ტაბ.75, 76).

42. ნეკრესისა და ჰერეთის ეპარქია: გრემის მთავარანგელოზთა მონასტერი (მამათა) //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები:ენციკლოპედიური ცნობარი. - თბ., 2005. - გვ.86 - 88. - ძეგლის დაარსების ისტორია, მოკლე აღწერილობა, ფრესკული წარწერები, სამონასტრო მოღვაწეობა, სარესტავრაციო სამუშაოების შედეგები - ზოგადი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: მ.ბუჩუკური, მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), იღუმენი გაბრიელი (ჯამბაზიშვილი), ბ.პატარკაციშვილი. ტექსტს ახლავს ტაძრის ფოტო.

43. მამულაშვილი ა., გრემის სარწყავი არხი - "საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე", 1941, ტ.11B

44. მამულაშვილი ა. - კახეთის ძველი აბანოები, იქვე, 1947 ტ.14, B

45. ჭილაშვილი ლ., გიუნაშვილი ჯ., გრემში ნაპოვნი ჯამი სპარსული წარწერით, "აღმოსავლური ფილოლოგია", 1972, ტ.2