topmenu

 

ხერთვისის ციხე - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

< უკან დაბრუნება ....<<<საქართველოს ციხე - ქალაქები>>>

ხერთვისი (ასპინძის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. გაბაშვილი ც. ხერთვისი. - თბ., 1960. - ხერთვისის ციხისა და მისი გეოგრაფიული გარემოს აღწერილობა, ხუროთმოძღვრული აგებულება, ისტორია.

2. ბოჭორიძე გ. მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში. - თბ., 1992. - გვ.226-227.  - ციხისა და ორი ერთნავიანი ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება.

3. სიმაგრეები: ხერთვისი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ქალაქები და ციხეები. - თბ., 1973. - გვ. 57-59. - ციხის განსაკუთრებული მდებარეობა, ლეონტი მროველის ცნობა ციხის წარმოშობის შესახებ, ისტორია. მოხსენიებულნი არიან: მანუჩარ II ათაბაგი, გიორგი სააკაძე, ერეკლე მეორე. ტექსტს ერთვის ფოტომასალა (ტაბ.14).

4. ციხესიმაგრეები: ხერთვისი //ზაქარაია პ. ქართული ციხე-ქალაქები ციხესიმაგრეები ციხე-დარბაზები ციხე-გალავნები კოშკები. - თბ., 2001. - გვ.72-74. - ლეონტი მროველის ცნობა ციხის შესახებ, ისტორია, ხუროთმოძღვრული აღწერილობა - ზოგადი მიმოხილვა. ტექსტს ერთვის სამხრეთი ხედის ფოტო.

5. ციხეები და ციხე-დარბაზები: ხერთვისი //ზაქარაია პ. საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ძეგლები. - თბ., 1960. - გვ.17-19. - მოკლე ცნობები ციხის მდებარეობის, სტრატეგიული მნიშვნელობისა და ისტორიის შესახებ. ტექსტს ერთვის ხერთვისის ჩანახატი (სურ.4).

6. შუაფეოდალური ეპოქის ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები (X-XV სს.): ხერთვისი //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე. -თბ., 2002. - გვ.151-154. - ხერთვისის ხუროთმოძღვრული ანსამბლის აღწერილობა. ლეონტი მროველისა და ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა ციხის შესახებ; მშენებლობის ეტაპები, ციხის განსხვავებული ფუნქიები(1.XV ს.,2.XVI ს.). მოხსენიებულია ზაქარაია ქამქამისშვილი (XIV ს.). ტექტს ახლავს ფოტომასალა (სურ.68; ტაბ.44,45).

7. ციხეები და ციხე-დარბაზები: ხერთვისი //ზაქარაია პ. სამშობლოს გუშაგები. - თბ., 1965. - გვ.74-80. - ციხის გეოგრაფიული სივრცე, აღწერილობა, მოკლე ისტორია. მოხსენიებული არიან: მემატიანე ლეონტი მროველი, გიორგი სააკაძე. ტექსტს ახლავს ციხის საერთო ხედის ფოტო.

8. სიმაგრეები:ხერთვისი //ზაქარაია პ. საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები. - თბ., 1988. -გვ.62-63. - ლეონტი მროველის ცნობა ხერთვისის შესახებ. ციხის მდებარეობა და ნანგრევების მოკლე აღწერილობა.

9. განვითარებული ფეოდალიზმი: ხერთვისის ციხე //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995.- გვ.104. - მოკლე ცნობა ციხის შესახებ.

10. განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა(X-XIV სს.): ციხეები: ხერთვისის ციხე //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ.75. - მოკლე ცნობა ციხის შესახებ. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXXIII. სურ.1).

11. ახალციხე-ვარძია //ზაქარაია პ. თბილისი. ბორჯომი. ვარძია. - თბ., 1977. - გვ.53-55. - ტაძრისა და ხუროთმოძღვრული ანსამბლის მდებარეობა, არქიტექტურული დახასიათება, მოკლე ისტორია, ლეონტი მროველის ცნობა მის შესახებ. მოხსენიებულნი არაინ: გიორგის სააკაძე, ლეონტი მროველი, ზაქარია ქამქამისშვილი, მეფე ერეკლე. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტოები.

12. მაკალთია ს. მესხეთ-ჯავახეთი. - თბ., 1938. - გვ.83. - ხერთვისის ციხე - მდებარეობა, მოკლე კონსტრუქციულ-არქიტექტურული დახასიათება.

13. ხერთვისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.XI. - თბ., 1987. - გვ.470. - შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ისტორია. ტექსტს ახლავს აღმ.კოშკის ფოტო.

14. ხერთვისის წარწერა //ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო. - თბ., 1959. - გვ.11-115. - ხერთვისის ციხის შესავალი კარის თავზე მოთავსებული წარწერის პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი. მოხსენიებულნი არიან: მ.ბროსე, ექვ.თაყაიშვილი.

15. აწყური, ხერთვისი, ოქროსციხე //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.168. - მდებარეობა, ისტორიული წყაროები ციხის შესახებ, მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტო (ტაბ.192).

16. ბორჯომიდან ვარძიამდე //გაბაშვილი ც. ვარძია. გზამკვლევი. - თბ., 1945. - გვ.22-25. - ხერთვისის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება, ძეგლის აგებასთან დაკავშირებული ხალხური გადმოცემა, ციხის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა. მოხსენიებული არიან: ექვ. თაყაიშვილი, დ. ბაქარაძე, ივ. როსტომასვილი, დიუბუა დე მონპერე. ტექსტს დართული აქვს ხერთვისის ფოტო და სქემა.

17. ხერთვისი //ნაკაშიძე ლ. საქართველოს საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები. - თბ., 2003. - გვ.52. - მოკლე ცნობა ხერთვისის შესახებ ქართ. და ინგლ. ენებზე. ტექსტს დართულია აქვს ციხის ფოტო.