<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<საქართველოს ციხე - ქალაქები>>>
განვითარებული ფეოდალიზმი: თმოგვის ციხე //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ. 1995. - გვ.104.
საქართველოს მუდამ უხდებოდა თავდაცვა სხვადასხვა მხრიდან მოძალებული მტერისაგან. ეს გარემოება იძულებულს ხდიდა ქვეყნის მესვეურებს გამუდმებით ეზრუნათ საკუთარი ტერიტორიის თავდაცვაზე. განსახილველ პერიოდში მოქმედ ციხეებს შორის აღსანიშნავია თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, თმოგვის, ხერთვისის, აწყურის ოქროსციხე და სხვ. თმოგვის ციხეს მტკვრის მარცხენა მხარეს, მაღალ მთაზე დიდი ტერიტორია ეკავა. იგი დარაჯობდა სამხრეთიდან მომავალ მთავარ გზას ხეობის ვიწრო გასასვლელში. ციხე განლაგებული იყო მთის ქედზე და ტერასებზე მის ფერდობზე. ციხეში გამოყოფილი იყო ქვედა და შიდაციხე. ციხიდან უშუალო მაკავშირებელი დახურული გვირაბი ჩადიოდა მტკვარზე. მრავალი ომგადახდილი თმოგვი ნანგრევებად აქცია საშინელმა მიწისძვრამ.
|