topmenu

 

ფიტარეთი - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

ფიტარეთი (თეთრიწყაროს რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. ზაქარაია პ. ფიტარეთი. თბ., 1955. - სამონასტრო კომპლექსის აღწერილობა.

2. ფიტარეთი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.278-281. - ტაძრისა და სამრეკლოს მოკლე აღწერილობა. აღმშენებლად მოხსენიებულია გიორგი IV ლაშას ამირეჯიბი, ქავთარ ქაჯიფაისძე (XIII ს.). ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ძეგლის საერთო ხედისა და ფასადის რელიეფების ფოტოები.

3. XII საუკუნის ბოლოსა და XIII საუკუნის პირველი მესამედის ხუროთმოძღვრება: ფიტარეთი //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XVIII სს. - თბ., 1990. - გვ.96-113. - ძეგლის ისტორია, ტაძრის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტარატურის მიმოხილვა, კომპოზიციური ანალოგიები ბეთანიასა და ქვათახევთან, ხუროთმოძღვრულ-მხატვრული ანალიზი, წარწერების მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: მ.ბროსე, ლ.ბართოლომეი, ექვ.თაყაიშვილი, ს.ჯანაშია. ძეგლის ამგებად მოხსენიებულია გიორგი მეფის, ლაშა-გიორგის (XIII ს.) ამირეჯიბი ქავთარი. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.26-29; ტაბ.XXXII-XL/3).

4. განვითარებული ფეოდალიზმი: ფიტარეთი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.97-99. - ტაძრის ისტორია, აღწერილობა, შემკულობა - ზოგადი დახასიათება.

5. განვითარებული ფეოდალიზმის არქიტექტურა (X-XIV სს.): ფიტარეთი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ.65-66. - ტაძრის მოკლე აღწერილობა და მხატვრული შემკულობის მრავალფეროვნება - ზოგადი მიმოხილვა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXVI. ნახ.9, 10, 11).

6. ბერძენიშვილი დ. "ხევი ბოლნისისა" // დმანისი. IV. - თბ., 2003. - გვ.231. - მოხსენიებულია ფიტარეთის მონასტრის მაშენებელი ქავთარ ქაჯიფაისძე.

7. ფიტარეთი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.X. - თბ., 1986. - გვ.333. - სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილი ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის ხუროთმოძღვრულ-მხატვრული გაფორმება - მოკლე მიმოხილვა.

8. ფიტარეთი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.154-155. - ბეთანია - ქვათახევის ჯგუფის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. ეკლესიის აღმშენებლად, სამშენებლო წარწერის მიხედვით, მიჩნეულია ლაშა - გიორგის ამირეჯიბი, ქავთარ ქაჯიფაისძე. მოცემულია ეკლესიის ზომები. ტექსტს დართული აქვს გეგმა ა.კალგინის მიხედვით და ფოტოები (ტაბ.156-158).

9. ფიტარეთი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. - თბ., 2004.- გვ.241-245. - ლაშა - გიორგის მიერ აგებული და ყაფლან ორბელიშვილის მიერ (1671 წ.) შემკობილი ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის სასკურთხევლის ბერძნული წარწერების ვრცელი პალეოგრაფიული და ენიბრივი ანალიზი, წარწერათა შესრულების სავარაუდო თარიღი.

10. ფიტარეთი //ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში. - თბ., 1951. - გვ.294-299. - ძეგლის მოკლე ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტაძრის ბერძნული წარწერების აღწერილობა და პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი.

11. ფიტარეთის ეკლესია //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა. - თბ., 1983. - გვ.120-123; 144. - ძეგლის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია ფიტარეთის ეკლესიის გეგმის, შიდა სივრცისა და გარე მოცულობის სქემატური გამოსახულებანი (ანაზომები ი.კერნისა).

12. თამარაშვილი დ. ფიტარეთი //"საკოლმეურნეო გაზეთი" (თეთრიწყარო). - 1957 (5 ოქტ.).

13. სოხაშვილი გ. ჩუქურთმბში ამღერებული ხელოვნება // "საბჭოთა აგრონომი". - 1962 (3 ივლ.). - გვ.4.

14. ღვინეფაძე ნ. ას მსოფლიო ძეგლთა შორის ფიტარეთიც არის //გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა". - 1996 (21 აგვ.). - გვ.3.

15. ჯანჯღავა ბ., ბარბაქაძე ლ. ფიტარეთის გასაჭირი და იმედი //გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი". - 1988 (28 მაისი). - გვ.4. - ფიტარეთის ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის მოვლა-პატრონობის გამო.

16. გ.გუგუშვილი - ფიტარეთი // გაზ. „აღსავალი“, № 11, 2004 წ.

 

 

დოკ.ფილმი ტანძია - ფიტარეთზე

http://www.myvideo.ge/?video_id=1162259