topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

წილკანი - ძეგლთა აღწერილობა

< უკან დაბრუნება << დაბრუნება პირველ გვერდზე

წილკანი  - საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5.- თბ., 1990.-გვ.339-342.

წილკანი - სოფელი, ისტორიული ძეგლი მდებარეობს მუხრანის ვაკეზე, მდ.ნარეკვავის მარცხ. მხარეს. სოფელი დასახლებულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან. სოფლის შემდგომ დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. აქ იყრიდა თავს ქართლ-კახეთისა (ბარის) და ერწოს (მთის) გზები. (ერწოს გზას "წილკნის კარი" ეწოდებოდა). VI ს-ში წილკანში მოღვაწეობდა ისე წილკნელი, ერთ-ერთი 12 ასურელი მამათაგანი. ტრადიცია მას მიაწერს წილკნის სარწყავი არხის "წილკნის რუს" მშენებლობას(?). მთიანეთში ქრისტიანობის გავრცელების დროს შეიქმნა წილკნის საეპისკოპოსო. წილკნელის სამწყსოში შედიოდა მუხრანის ქვეყანა, ბაზალეთი, მთიულეთ-გუდამაყარი და ხევი. საეპისკოპოსო გვიანდელ  შუა საუკუნეებშიც არ მოშლილა. VIII-IX სს. წილკანი ხან ქართლის, ხან კახეთის შემადგენლობაშია. მის მითვისებას ცდილობდნენ ზედაზენ - მუხრანის ერისთავები ძაგანისძეები. XI ს-ში ერისთავის ძმამ მოდესტომ წილკნის საეპისკოპოსოს ყმა-მამული მიიტაცა. დავით აღმაშენებელმა მოტაცებული მიწები კვლავ საეპისკოპოსოს დაუბრუნა. XI საუკუნის 60-იან წლებში ბაგრატ IV-მ წილკანთან დაამარცხა და გააქცია განძის ამირა ფადლონი. XVII-XVIII სს. წილკანი თურქთა, ყიზილბაშთა და განსაკუთრებით ლეკთა თარეშებმა დიდად დააზარალა.

წილკნის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი

არქიტექტურული მონუმენტური ხელოვნების ისტორიული არქეოლოგიური ძეგლი. დგას სოფლის ცენტრში. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის ეკლესია და ციხე-გალავანი. წილკანში ქრისტ. ეკლელია ქართლში ქრისტიანობის გავრცელების პირველ პერიოდში აუგიათ. ქართული ისტორიული წყაროებით: მეფემ "ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა და განიშორა ოცდამეათხუთმეტესა წელსა". ლეონტი მროველი წილკნის ეკლესიის აგებას მირიანის ძეს ბაქარ მეფეს მიაწერს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით: "არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შვენიერი. აღაშენა კე (25-ე) მეფემან ბაქარ, ზის ეპოსკოპოზი, მწყემსი მუხრანისა, ორივე არაგვისა და ბაზალეთისა". მალე წილკნის ტაძარი საეპისკოპოსო კათედრალად იქცა. 506 წ. საეკლესიო კრებას, სხვა ქართველ მღვდელმთაერებთან ერთად, წილკნელი ეპისკოპოსიც დასწრებია. V ს. ბოლოს თუ V-VI სს. მიჯნაზე წილკანში დიდი სამნავიანი ბაზილიკა აუგიათ. VI ს. II ნახ-ში წილკნის ეპარქიას იოანე ზედაზნელის ერთ-ერთი მოწაფე და თანამოღვაწე ისე წილკნელი განაგებდა. გადმოცემით ისე წილკნელი ტაძარშია დასაფლავებული (მისი საფლავის ქვა გუმბათქვეშა ჩრდილო-აღმოსავლეთის ბოძთან დევს). წილკნის ტაძარი და მისი სამწყსო საკმაოდ მდიდარი და ძლიერი იყო. ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა. კათედრალს დიდ დახმარებას უწევდნენ ქართის მეფეები და დიდგვარიანი ფეოდალები. წილკნის ტაძარი მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მწიგნობრული კერაც იყო. XIX ს-ის დასაწყისში წილკნის საეპისკოპოსო გაუქმდა. წილკნის ტაძარი არაერთხელ არის აღდგენილი და შეკეთებული. განვითარებულ ფეოდალურ ხანაში დანგრეული ბაზილიკა გუმბათიან ეკლესიად გადუკეთებიათ. საფუძვლიანად შეაკეთეს იგი XVI-XVII საუკუნეებშიც. XIX სსაუკუნის II ნახევარში ჩატარდა აღდგენითი სამუშაოები (ხელმძღვ. ფ.რიპარდი). 1967-68 წწ. აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა სპეციალურმა სამეცნუერო - სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ (კონსულტანტი გ.ჩუბინაშვილი, ხელმძღვ. ნ.ჩუბინაშვილი). ტაძარი სხვადასხვა დროის სამ ნაგებობას აერთიანებს. დარბაზულ ეკლესიას (IVს. დასასრული - V ს.-ის I ნახ.), სამნავიან ბაზილიკას V-VI სს. მიჯნა) და გუმბათოვან ტაძარს (განვით. ფეოდ. ხანა).

ღვთისმშობლის ტაძარი ცენტრალურ - გუმბათოვანი ნაგებობაა (28 x 24 მ). ნაშენია ქვიშაქვის თლილი კვადრებით. ინტერიერის და ნაწილობრივ დარბაზული ეკლესიის სამხრეთ ფასადის კედლების წყობაში გამოყენებულია რიყის ქვა, აგური და ორნამენტიანი კვადრები, რომლებიც მოგვიანებით, გადაკეთებისა და შეკეთების დროსაა ჩასმული. ტაძარს სამხრეთითა და დასავლეთით კარიბჭეები ეკვრის. მესამე შესასვლელი ჩრდილოეთითაა (კარი ამოქოლილი იყო: ბოლო შეკეთების დროს გახსნეს). აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. გუმბათის ყელი ოთხ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება აფრების მეშვეობით. გუმბათში 12 სარკმელია. გარდა ამისა, ინტერიერს კიდევ 10 სარკმელი აშუქებს. ორი აღმოსავლეთითაა - აფსიდში და სამხრთის ნავში, ერთი დასავლეთ კედელშია, სამ-სამი ჩრდილოეთისა და ოთხი სამხრეთის კედლებში. საკურთხევლის სარკმლის ქვეშ და მის ორივე მხარეს საკმაოდ მაღალი ნიშებია. აფსიდის კუთხეებთან ღრმად შეწეულ პილასტრებს ორნამენტით მორთული სატრიუმფო თაღი და გუმბათქვეშა ბოძებისაკენ გადაყვანილო თაღები ეყრდნობა. ჩრდოლეთისა და სამხრეთის ვიწრო ნავებს აღმოსავლეთით სწორი კედლები აქვს. დასსავლეთის აგურისთაღიან გასასვლელთან ბაზილიკისდროინდელი სამიარუსიანი და ორნამენტიანი პილასტრებია. დას-ის კარიბჭესა და დარბაზს შორის მცირე სწორკუთხა სათავსია. ამ სათავსიდან კარიბჭეში გასასვლელი თაღოვანია: თაღი ღრმად შეწეულ პილასტრებს ეყრდნობა. დასის მხარეს იატაკის დონე ბევრად მაღალია, ვიდრე კარიბჭესა და დარბაზში, ამიტომაც კარიბჭის წინ ჩასასვლელი ქვის კიბეა.

სამხრეთის კარიბჭე მართკუთხაა. მის დასავლეთ ნაწილში, ტაძრის კარის პირდაპირ, განიერი თაღოვანი შესასვლელია. კარიბჭეს აღმ-ით ეკვრის მცირე ზომის დარბაზული ეკლ., რ-იც  კარით უკავშირდება როგორც კარიბჭეს (დას-ით), ისე ტაძრის სამხრ. ნავს (ჩრდილოეთით). დარბაზულ ეკლესიას აღმით ნახევარწრიული აფსიდი აქვს, აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მცირე ნიშია. დარბაზის ჩრდ-ისა და სამხრ-ის კედლების პილასტრებს ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი და კედლის თაღები ეყრდნობა. სამხრეთ კედლის თაღის წინაპირზე შემორჩენილია გრაფიკულად ამოკვეთილი ორნამენტი. სამხრეთის კედლის თაღებში სარკმლებია გაჭრილო. ტაძარში გასასვლელი კარი გადახურულია მოზრდილი არქიტრავით, რომლის შუა არეში, წრეში ამოკვეთილია აჟურული ჯვარი. ტაძრის ჯვრის მოყვანილობის მკლავებშორისი ნაწილები თავიდან ბოლომდე გახსნილია (ე.ი. მეორე სართულის დონეზე რაიმე სათავსოს ნაკვალევი არა ჩანს). გუმბათქვეშა თაღების ხაზი ოდნავ შეისრული და მრუდია.

ინტერიერში სატრიუმფო თაღი, გუმბათქვეშა ბოძებისა და პილასტრების ყოველი იარუსის კაპიტელები მორთულია სხვადასხვა დროის ორნამენტებით. გარდა ამისა, ორნამენტიანი კვადრები და ფრაგმენტები გამოყენებულია გუმბათქვეშა ბოძების და კედლების წყობაში საშენ მასალად. XVI-XVIII სს-ის (ა) მოხატულობა შემორჩენილია მხოლოდ გუმბათში: ცენტრში, ორმაგ წრეში გამოსახულია ქრისტე, რომელიც მარჯვ. ხელით აკურთხებს, ბოლო მარცხენაში გადაშლილი სახარება უჭირავს. ორმაგ წრეში ასომთ. წარწერაა: "იხილე და შეიყვარე შვენიერება სოფლისა შენისა და ადგილი ქ უფალო გარდმოიხედე ზეცითი". ცენტრ. წრის გარშემო ოთხ ნახევარწრეში მოგვიანო ხანაში გადაწერილი მახარებელთა სიმბოლოებია: მახარებელთა შორის ექვსფრთედებია. შემდეგ რეგისტრში, გუმბათის ყელის ზედა ნაწილში, გამოსახულია ანგელოზებით გარშემორტყმული კიბორიუმი. მხატვრობა შესრულებულია ბაცი შინდისფერი, მოწითალო, ყვითელი და ლურჯი ფერებით. გამოსახულებანი პატარა ზომისაა, ნახატი - უხეში. კარგად გათლილი კვადრებით მოპირკეთებული ფასადები საერთო კომპოზიციითაც და გაფორმებითაც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. აღმოსავლეთის ფასადის სიბრტყიდან ტაძრის საკურთხევლის სამწხნაგა და დარბაზული ეკლესიის აფსიდები მკვეთრადაა გამოწეული. აფსიდები გადახურულია ორფერდა სახურავით. ტაძრის აღმ. მკლავის სარკმლის (საკურთხევლის ზემოთ) ჩუქურთმიანი საპირე გვიანდელია.

სამხრეთის ფასადი, რომელიც მისასვლელი გზის მხარესაა, მეტადაა მორთული. ტაძრის სამხრ-ის მკლავისა და აღმ. კედლის ნახევარს ეფარება კარიბჭე და დარბაზული ეკლესია, რომლებიც ერთიანი ცალფერდა სახურავითაა გადახურული. გუმბათიანი ტაძრის მშენებელს მთლიანად გამოუყენებია ბაზილიკის სამხრ. კედლის გადარჩენილი ნაწილი (იგი მკვეთრად  გამოიყოფა როგორც წყობით, ისე გაფორმებით). სამხრ. მკლავის შუა მონაკვეთში ჩანს სიბრტყიდან მძლავრად ამოწეული პილასტრი, რომელსაც პროფილირებული განიერი სარტყელი აქვს. პილასტრი ეშვება კარიბჭეში მოქცეულ კედლის ძირამდე და იქ სამსაფეხურიან ცოკოლს ეყრდნობა. ფასადზე, პილასტრის ორივე მხარეს თაღოვანი სარკმლებია, რომლებსაც ორნამენტიანი სათაური აქვთ. სამხრ-ის მკლავის შუა ზედა არეში პროფილირებულსაპირიანი და სათაურიანი მაღალი სარკმელია გაჭრილი, ფასადის სამხრ.-დას. მონაკვეთში მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელი და სრულოად სადა კარიბჭის  მაღალი, განიერი შესასვლელი დასრულებულია ორსაფეხურიანი თაღით. დარბაზულ ეკლესიას ამ მხარეს ორი მაღალი, სრულიად სადა თაღოვანი სარკმელი აქვს, კარიბჭის დასავლეთით, ფასადზე კედლის თაღოვანი არეა შექმნილი. სამხრეთ კარიბჭის სახურავი ნაწილობრივ ფარავს ბაზილიკის დროინდელი ორი სარკმლის ქვედა მონაკვეთს. კარიბჭის შიგნით, პილასტრის მარჯვნივ, სწორკუთხა შეღრმავებაა. აქ პილასტრის წინაპირი მორთულია ფართო რომბისებრი ორნამენტული მოტივებით.

დასავლეთის ფასადზე ტაძარს კარიბჭე და სათავსო აქვს მიშენებული. ისინი ორფერდა სახურავითაა გადახურული. დასავლეთ მკლავის შუა ზედა არეში მაღალი სარკმელია, კარიბჭის შესასვლელი მართკუთხაა.

ჩრდილოეთის ფასადის დასავლეთ მონაკვეთში მცირე ზომის თაღოვანი შესასვლელია. მკლავის შუა ზედა არეში მაღალი სარკმელია, ქვემოთ ორნამენტიანი საძირეებით მორთულო სამი სარკმელი. ამ ფასადის ჩრდილოეთით შემორჩენილია ფასადის პარალელური ძვ. კედლის ნაწილი. ჩრდილოეთ ფასადს მთელ სიგრძეზე გასდევს სამსაფეხურიანი ცოკოლი.

ტაძრის გუმბათის ყელი თორმეტწახნაგაა. სარკმლებს სადა, კედლის   სიბრტყეში ჩაწეული საპირეები აქვს. გუმბათის ყელს საფუძველთან და სარკმლებს ზემოთ ორ-ორი ლილვი   შემოუყვება. ტაძრის მკლავები ფრონტონებითაა დასრულებული. ფასადებს მარტივპროფილიანი სადა ლავგარდანი გასდევს. წილკნის ტაძრის ინტერიერისა და ფასადების ორნამენტები მეტისმეტად განსხვავებულია, რადგან ყოველი გადაკეთებისა და აღდგენის დროს ტაძარს დროის შესაფერისი ჩუქურთმებით ამკობდნენ. დღეს ტაძარზე შემორჩენილია როგორც ადრეულო ხანის (IV-VI სს.), ისე განვით. და გვიანდელი ფეოდალური ხანის ორნამენტით მორთული ნაწილები და ცალკეული ფრაგმენტები. ყოველი მომდევნო გადაკეთებისას მშენებლები ცდილობდნენ ორგანულად შეეთანხმებინათ ერთმანეთისათვის უკვე არსებულ ნაგებობათა მთელი კომპოზიციები ან გადარჩენილი ცალკეული ნაწილები. ასე იქნა ჩართული დარბაზული ეკლესია ბაზილიკაში (იგი ალბათ ცალკე ეგვტერის ან სამლოცველოს ფუნქციას ასრულებდა), ბოლო ორივე ახლად აგებული კარიბჭეებითურთ -გუმბათოვანი ტაძრის არქიტექტურაში. ამასთან, წინა დროის ნაგებობათა ზოგიერთი ნაწილი უცვლელად არის დატოვებული მთელი თავისი გაფორმებით (დარბაზული ეკლესია: ბაზილიკის საკურთხეველი სატრიუმფო თაღითა და პილასტრებით, დასავლეთის პილასტრები, სამხრეთ კედელი)- პროფილირებული და ორნამენტიანო ქვები გამოყენებულია ახალი ნაგებობის მოსართავად ანდა საშენ მასალად. ტაძრის მორთულობიდან განსაკუთრებით საინტერესოა ბაზილიკოსდროინდელო ორნამენტები, რომელთა შორის გვხვდება სრულიად უნიკალური და თავისებური მოტივები. ამ ორნამენტებს ბევრი რამ საერთო აქვთ სასანური ხელოვნების ტრადიციებთან, მაგრამ აშკარად ქართულ ნიადაგზეა გააზრებული და შესრულებული. წილკნის ტაძარი უაღრესად საინტერესო ძეგლია, რომელსაც ნათლად ატყვია ქართ. ხუროთმოძღვრების მიერ განვლილი სხვადასხვა ეტაპის დამახასიათებელი ნიშნები.

(ბ) გალავანი (58 x 72 მ), რომელიც შემოვლებული აქვს ღვთისმშობლის ტაძარს, გეგმარების, არქიტ. ფორმებისა და ელემენტების მიხედვით აგებული უნდა იყოს XVIII ს-ის II ნახ-ში. ამ გალავნის გარეთ, ჩრდ-ით და დას-ით, შემორჩენილია უფრო ძვ. გალავნის ნაშთები. გალავნის კედლები ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. წყობაში ზოგან ჩართულია აგური და ტაძრის ორნამენტიანი ქვები. კედლები კირქვის ხსნარით ყოფილა მობათქაშებული. შესასვლელი სამხრ-დანაა, მას აგურის თაღი აქვს. 1967-68 წწ. აღადგინეს შესასვლელი, გალავნის ჩრდ. კედლის უმეტესი ნაწილი, კედლების ზემოთა მონაკვეთები და ქონგურები კოშკებზე. გალავნის აღმ-ისა და დას-ის კედლები ორიარუსიანია. ცალმაგი, ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით დაშორებული სათოფურები მხოლოდ აღმ-ისა და სამხრეთის კედლებშია შემორჩენილი. სამხრ-ის კედელში შემორჩენილია აგრეთვე საბრძოლო ბილიკის ხის კოჭების ჩასამაგრებელო ფოსოები. გალავნის ყოველ კუთხეში გეგმით წრიული თითო კოშკი დგას. სამხრეთ-დასავლეთის კოშკი სამსართულიანი ყოფილა, დანარჩენები ორსართულიანი. კოშკებში შესასვლელები ეზოს მხრიდანაა. ყოველ სართულზეა ნიშები, სათოფურები და ბუხარი. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკს გალავნის შესასვლელისაკენ მიმართული საზარბაზნეც აქვს. ამ კოშკის შესასვლელზე XIX ს-ში აგურის ექვსმალიანი სამრეკლოს ფანჩატური დაუშენებიათ. ჩრდ.-დას-ის კოშკზე შემორჩენილია სალოდეებიც. ტაძრის ეზოში ი.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღვ. ა.ბოხოჩაძე) გათხარა კერამიკული ფილებით შედგენილი გვიანდელი ანტიკური  ხანის სამარხი.

აკლდამა - არქეოლოგიური ძეგლი.

მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 1,5 კმ-ზე თარიღდება IV-V სს-ით. ძ. 1979 წელს გათხარა მმაე-მ (ხელმძღვ. ა.აფაქიძე). გეგმით ოთხკუთხაა, ჩადგმულია საგანგებოდ ამოჭრილ ქვაბულში და დამხრობოლია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. შედგება დასაკრძალავი სენაკისა და დრომოსისაგან. ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვითა და კირის ხსნარით; დრომოსსა და დასაკრძალავ სენაკს შემოვლებულო აქვს რიყის  ქვითა და კირხსნარით ნაგები სამაგრი კედელი. დასაკრძალავ სენაკში (3,45x3,25x2,88 მ) შესასვლელი (დრომოსი) აღმოსავლეთოდანაა, 13-საფეხუროანი კიბე დერეფანში (სიგრ. 2,2 მ) ჩადის. დერეფნის გავლით შეიძლება საკრძალავში შესვლა. საკრძალავ სენაკს თლილი ქვით (29 ჰორიზონტალური მწკრივი) ნაგები ნახევარწრიული თაღი აქეს, რომელიც კირხსნარის სქელი ფენითაა გადალესილი. საკრძალავი კამერის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების გასწვრივ ტახტრევნებია. მათზე ბორდიურით გამოყოფილი ორ-ორი სამარხია გამართული. აკლდამაში  ესვენა სუდარაში გახვეული რვა მამაკაცი. მიცვალებულები დაკრძალულია ქრისტიანული წესით - გულაღმა გაშოტილი, თავით დასავლეთისაკენ. აკლდამა გაძარცულია. კედლებზე შემორჩენილია ოთხპწკარიანი ბერძნ. დაზიანებული წარწერა და ჯვრის გამოსახულებები, რომელთა მკლავებს შორის ჩაწერილია ორი ბერძნ. მთავრული ქრიზმა. აკლდამის გვერდით გამოვლინდა გვიანდ. ანტიკური ხანის ორმოსამარხი და ქვაყუთი, რომელშიც მიცვალებული დაკრძალული იყო ქრისტ. წესით თიხის სარეცელზე.აკლდამის დასავლეთით 3 მ-ზე აღმოჩნდა (ა) ეკლესიის (7,15 x 5,5 მ), ხოლო ჩრდლოეთით 22 მ-ზე რიყის ქვით ნაგები ზღუდის ნაშთი.