topmenu

 

გელათი - მის შესახებ სტატიები
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

გელათი (ქუთაისი), ბიბლიოგრაფია:

1. ალავიძე მ. სახელწოდება "გელათი" //ქუთაისი. 1978. 4 აგვისტო. - სახელწოდება "გელათის" ეტიმოლოგია.

2. ამირანაშვილი შ. გელათის მოზაიკა //ძეგლის მეგობარი. 1965. N4. გვ.9-14. - გელათის XII საუკუნის ღვთისმშობლისა და მთავარანგელოზის მოზაიკური კომპოზიციის დახასიათება.

3. გელათის მოზაიკა, როგორც მხატვრობის მოწინავე ძეგლი //ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. თბ., 1961. გვ.260, გვ.272-274. - ხუროთმოძღვრული დახასიათება, მთავარი ტაძრის მოზაიკის დათარიღება, კომპოზიციის ანალიზი.

4.ანდღულაძე ნ. გელათი // საქართველოს ქალი. 1971. N6. გვ.20. - აღწერილია გელათის სამონასტრო ანსამბლი,აგების მოკლე ისტორია.

5. გელათის ისტორიულ ძეგლთა მუზეუმ-ნაკრძალი // არჯევანიძე ი. ზოგიერთი ღირშესანიშნავი ადგილი ქუთაისსა და მის მიდამოებში. თბ., 1959. გვ.73-84. - გელათი, როგორც საგანმანათლებლო - სამეცნიერო ცენტრი. ტაძრის აგების ისტორია, აკადემიის დაარსება.

6. გელათი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. თბ., 1974. გვ.59-60, 147-150. - გელათის მონასტრის აგების თარიღი, ხუროთმოძღვრული დახასიათება.

7. გელათი. არქიტექტურა. მოზაიკა. ფრესკები. თბ., 1982. - გელათის სამონასტრო ანსამბლის ხედების, არქიტექტურული დეტალების, მოზაიკისა და ფრესკების ალბომი, რომელსაც რ.მეფისაშვილისა და თ.ვირსალაძის ტექსტები ახლავს.

8. გოგსაძე მ. ნარკვევები გელათის ძეგლის ისტორიიდან. თბ., 1948. - მკვლევართა ცნობები გელათის შესახებ. ჩამოთვლილია იქ დაკრძალული ქართველი მეფეები და სასულიერო პირები, გახსნილია მათი საფლავების წარწერები, ტაძრის მოხატულობის იკონოგრაფიულ-მხატვრული ანალიზი.

9. გელათი //ზაქარაია პ. XI-XVIII საუკუნეების ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურა. X-XII სს. თბ., 1975, გვ.65-92. - გელათის ტაძრის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება.

10. ლომინაძე ბ. გელათი. თბ., 1955. - ძეგლის ისტორია დაარსებიდან XVIII საუკუნის დასასრულამდე. აღწერილია ანსამბლის არქიტექტურული ძეგლები.

11. ლომინაძე ბ. გელათი.- თბ., 1959. - გელათის ტაძრის მეგზური.

12. მეგრელიძე ი. დავით აღმაშენებლის ეპიტაფია //ლიტერატურული საქართველო. 1967. 6 იანვარი. - გელათის ტაძრის კარიბჭის ქვაზე ამოკვეთილი წარწერა.

13. ქუთაის - გაენათის ეპარქია: გელათის ღვთისმშობლის შობის მონასტერი: მამათა //გუნია ირ. საქართველოს მონასტრები: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2005. გვ.132-136. - დაარსების ისტორია, საგანმანათლებლო საქმიანობა, სამონასტრო ცხოვრების აღდგენა, მაშენებელთა და განმაახლებელთა ვინაობა, საკულტო და საერო ხასიათის ნაგებობათა აღწერილობა,ჭედური ხელოვნების სკოლა, სიწმინდეები - ვრცელი მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: დავით აღმაშენებელი და მისი ვაჟი დემეტრე, ბაგრატ III (XVI ს.), რუსი ელჩები ნ.ტოლჩანოვი და ა.იევლევი; იოსებ გაენათელი (XVIII ს.), არქიმანდრიტი ნიკოლოზი (მარგალიტაშვილი), მამა აბრაამი (გარმელია), დეკანოზი რევაზ მოსეშვლი, მღვდელმონაზონი იოსები (ბურჯანაძე) და სხვები. ტექსტს ახლავს ანსამბლის ფოტოები.

14. მეფისაშვილი რ. გელათის ანსამბლი // ძეგლის მეგობარი, 1965. N4. გვ.9-10. - გელათის მონასტრის მოკლე აღწერილობა, ცალკეული ტაძრების არქიტექტურული დახასიათება.

15. მეფისაშვილი რ. დაუსაბუთებელი რეპლიკა //ლიტერატურული საქართველო. 1967. 24 თებერვალი.  - გელათში დავით აღმაშენებლის საფლავის ქვაზე დაცული ძლიერ დაზიანებული წარწერის დადგენის შესახებ.

16. მეფისაშვილი რ. ისტორიულ პირთა ახლად აღმოჩენილი პორტრეტები გელათის ტაძარში //ლიტერატურა და ხელოვნება. 1951. 23 დეკემბერი. - გელათის მთავარი ტაძრის სამხრეთით მიშენებულ ეკვდერში დავით ნარინისა და ბაგრატ მეხუთის გამოსახულებათა აღმოჩენის შესახებ.

17. ნიკოლეიშვილი მ. გელათი.-თბ.,1982. - მონასტრის გზამკვლევი.

18. როდონაია ვ. სახელწოდება "გელათი" //ძველი ქართული ლიტერატურა (XI-XVIII სს.), თბ., 1977. გვ.48-57. - სახელწოდება "გელათის" ეტიმოლოგია.

19. ფხაკაძე ა. უცნობი ძეგლი გელათში? //ძეგლის მეგობარი. 1984. N65. გვ.57-62. - გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ნაგებობის გალავნის ნაშთის შესახებ.

20. ყაუხჩიშვილი ს. გელათის აკადემია. თბ., 1948. - გელათის ანსამბლის სამოქალაქო ნაგებობების აღწერა. მოხსენიებულნი არიან: გ.ჩუბინაშვილი, ექვ.თაყაიშვილი.

21. ჩაკვეტაძე ვ. გელათის აკადემია. თბ., 1958. - სამონასტრო კომპლექსის ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება.

22. გელათი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. თბ., 1955. გვ.64-65. - გელათის მონასტრის აგების თარიღი.

23. ენიკოლოფოვი ი. გელათის რკინის კარები //მნათობი. 1980. N6. გვ.169-173. - სამონასტრო კომპლექსში შემავალი ნაგებობების აღწერილობა.

24. დასავლეთ საქართველო. გელათის მონასტერი (სურათი) // "ცნობის ფურცლის" სურათებიანი დამატება. 1902. N58 (15 სექტ.). გვ.1-2. - ტაძრის სურათი.

25. ვირსალაძე თ. გელათის მთავარი ტაძრის დასავლეთი ეკვდერის მოხატულობა //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის IX სამეცნიერო სესია. 1955 წლის 17-18 მაისი. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები. თბ., 1955. - სესიაზე წაკითხული მოხსენებათა თეზისები.

26. ვირსალაძე თ. ახლად გახსნილი ფრესკა გელათის მთავარი ტაძრის ჩრდილოეთის ეკვდერში //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XI სამეცნიერო სესია. 1956 წლის 6 და 7 ივნისი. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები. თბ., 1956. გვ.5-6. - სესიაზე წაკითხული მოხსენებათა თეზისები.

27. ვირსალაძე თ. გელათის კედლის მხატვრობის შესწავლის საკითხები //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XIV სამეცნიერო სესია. 1959 წლის 25 მაისი. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები. თბ., 1959. გვ.6-8. - გელათის ფრესკების შესახებ.

28. ვ-ძე, ს. გელათის მონასტერი //ივერია. 1904. N174.

30. დევდარიანი ფ. გელათის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატულობა (მაცხოვრის ვნებათა ციკლი) //სამეცნიერო შრომების კრებული.ხელოვნებათმცოდნეობა. 2001. გვ.59-69. რეზ. ინგლისურ ენაზე. - მთავარი ტაძრის მხატვრობის ანალიზი.

29. თოიძე გ. ქ.დარუბანდი //ცნობის ფურცელი. N1673 (17 დეკ.), გვ.2. - გელათის მონასტრის შესახებ.

30. XII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთი ტენდენციის გაგებისათვის //თუმანიშვილი დ. წერილები, ნარკვევები. თბ., 2001. გვ.109-121. - გელათის ტაძრის ხუროთმოძღვრების შედარება სხვა ეპოქის ძეგლებთან.

31. თენეიშვილი ო. წერილი რედაქტორთან //დროება, 1875, N23 (21 თებ.), გვ.3. - მოხუცი ბერის სიზმარი გელათის მონასტერში დაცული ძვირფასი მიტრის გაძარცვაზე.

32. კვირიდან კვირამდე //თეატრი, 1886, N27, გვ.292-293. - დარუბანდის რკინის კარები გელათში.

33. კეზევაძე მ. მარად ჭაბუკი უხუცესი //ძეგლის მეგობარი, 1991, N1, გვ.67-72. - XIX საუკუნეში გელათის მონასტერში ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ.

34. კუპრაშვილი ნ. ქართული მონუმენტური მხატვრობის ზოგიერთი საკითხი //ძეგლის მეგობარი, 1993, N1, გვ.30-33. - გელათის კედლის მხატვრობის ანალიზი.

35. კლდიაშვილი ა. მეფედ კურთხევის გამოსახულებებისათვის ქართული კედლის მხატვრობაში // ლიტერატურა და ხელოვნება, 1991, N3, გვ.161-186. - მოხატულობის სტილისტურ-იკონოგრაფიული ანალიზი.

36. ჯაოშვილი ვ. ქუთაისის ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება, თბ., 1962, გვ.320-352. - სამონასტრო კომპლექსში შემავალი ნაგებობების აღწერილობა.

37. კ-ი.რ. //ივერია, 1904, N172 (27 ივლ.), გვ.2. - გელათის გაძარცვის შესახებ.

38. კ(აკაბა)ძე ს. გელათის მონასტერში 25 ივლისს //ივერია.-1904.-N174(29 ივლ.).-გვ.2-3. - გელათის ტაძრის გაძარცვის გამო.

39. ლეიშვილი ნ. გელათი.-თბ.,1982. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. - გელათის მონასტრის მოკლე ისტორია.

40. ლეონიდი. ეპისკოპოსი იმერეთისა. ბატონო რედაქტორო! //ივერია.-1904.-N179(4 აგვ.).-გვ.2-3. - ს.კ-ს წერილის გამო გელათის მონასტრის გაძარცვასთან დაკავშირებით.

41. ლომიძე ზ. გელათი.-თბ.,1968. - ტაძრის ისტორია.

42. ლომინაძე ბ. გელათი.-თბ.,1955. - გელათის არქიტექტურული დახასიათება.

43. ლორთქიფანიძე ი. ქართული ფერწერის ისტორიიდან // ქართული სახვითი ხელოვნების საკითხები. - თბ., 1982. - გვ.68-70. - ტაძრის ფრესკების ანალიზი, ძეგლის დათარიღება.

44. [მგალობლიშვილი ს.]გუნცაძე ს. მგზავრის შენიშვნები //ივერია. - 1888. - N207 (5 ოქტ.). - გვ.1-2. - გელათის ტაძრის შესახებ.

45. მეფისაშვილი რ. გელათი.- თბ., 1965.- გვ.26. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. - ფოტოალბომში აღწერილია გელათის ხუროთმოძღვრული კომპლექსის არქიტექტურა, მხატვრობა, მინანქრით შესრულებული ნიმუშები.

46. მეფისაშვილი რ. გელათის ხუროთმოძღვრული ანსამბლი //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XIV სამეცნიერო სესია. 1959 25 მაისი. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები. - თბ., 1959. - გვ.5-6. - ხუროთმოძღვრულ ანსამბლში შემავალი ნაგებობების ანალიზი.

47. მეფისაშვილი რ. ორსართულიანი ეკლესია გელათში //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო სესია. 1960 წლის 5-6 მაისი. მოხსენებათა თეზისები და სამუშაო გეგმა. - თბ., 1960. - გვ.6-7. - გელათის წმონდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის აღწერილობა.

48. მეფისაშვილი რ. გელათის მთავარი ტაძარი. არქიტექტურული ფორმების აღნაგობის თავისებურებანი //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის სამეცნიერო კონფერენცია. 1958 წლის 5-6 ივნისი. მუშაობის გეგმა და მოხსენებათა თეზისები, თბ., 1958. - გვ.6-7. - გელათის დიდი ტაძრის არქიტექტურულ - კონსტრუქციული დახასიათება.

49. მამაიაშვილი ი. გელათის მთავარი ტაძრის XVI საუკუნის მოხატულობის იკონოგრაფიული პროგრამის თავისებურებანი // ქრისტიანობა: წარსული , აწმყო, მომავალი. საერთაშორისო სიმპოზიუმი. - თბ., 2000. - გვ.51.

50. მამაიაშვილი ი. პირველსახარების ილუსტრაციათა ციკლი გელათის მონასტრის ღმრთისმშობლის შობის ტაძრის მოხატულობაში //ქართული ხელოვნების ნარკვევები. - თბ., 2001. - გვ.43-44; გვ.8-99. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე.

51. მამაიაშვილი ი. გელათის მთავარი ტაძრის XVI საუკუნის მხატვრობის იკონოგრაფიული პროგრამის თავისებურებანი //ლიტერატურა და ხელოვნება. - 2001. - N1. - გვ.151-161.

52. მიქელაძე ქ. ისტორიული პორტრეტები გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთის ეკვდერში //ლიტერატურა და ხელოვნება. - 2001. -N1.- გვ.145-150. - 1292-1293 წლებში შესრულებული დავით ნარინის ორი პორტრეტის განხილვა.

53. მიქელაძე ქ. XIII-XIV საუკუნის საძვალეთა მოხატულობის ზოგიერთი თავისებურება //ძეგლის მეგობარი. - 199.- N3.- გვ.28-34. რეზ. ინგლისურ ენაზე. - გელათის ღვთისმშობლის, საფარისა და ხობის ეკლესიათა მოხატულობის შედარება.

54. ნარკვევი //ივერია.-1891.-N69(30 მარტი). - გვ.3. - ხანძარი გელათის მონასტერში და პრესის გამოხმაურება ამის გამო.

55. საარქივო განძი ამიერ-კავკასიისა //ივერია. - 1894. - N106 (21 მაისი). - გვ.4. - განკარგულება ამიერკავკასიის მონასტრების განძეულობის თბილისის საეკლესიო მუზეუმისათვის გადაცემის შესახებ გელათის მონასტრის მაგალითზე.

56. გელათი //ქართული ლაპიდარული წარწერების კორპუსი. II.: დასავლეთ საქართველოს წარწერები. ნაკვ.I (IX-XIII სს.). - თბ., 1980. -გვ.139-140. - დავით აღმაშენებლის ეპიტაფია - აღწერილობა. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (სურ.130).

57. აბდალაძე გელათის აკადემიის ისტორიიდან //მნათობი. - 1968, N9.- გვ. 91-96. - გელათში დაფუძნებული აკადემიის ზოგიერთი საკითხი.

58. ხუსკივაძე ლ. გელათის მოზაიკა. - თბ., 2005. - მოზაიკის მხატვრული ანალიზი. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. ერთვის ილუსტრაციები.

59. იამბე, ციხის ნაშალო.... - თბ., 2007. - გვ.39-41. - გელათის ტაძართან დაკავშირებული ლეგენდა. ტექსტს ერთვის ძეგლის ფოტო.

60. გელათი - 900. - თბ., 2007. - ფოტოალბომი.

61. გელათის ღვთივსულიერი მესაძირკვლე. გელათის მონასტერი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005. - გვ.228-241. - 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით დაარსებული ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვანი ტაძრის, წმინდა ნიკოლოზის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიების, ნანგრევების სახით შემორჩენილი აკადემიის ხუროთმოძღვრული აღწერილობა, ძეგლის ისტორია. გელათის აკადემიაში მოღვაეწთა ლიტერატურულ - საგანმანათლებლო და სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობისა და გელათის ხელნაწერთა კოლექციის შესახებ. მოხსენიებულნი არიან: დავით აღმაშენებელი, გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე (XVI ს.) საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძე (XVI ს.)იმერეთის მეფეები - ბაგრატ III და გიორგი II, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი, ზაქარია ქვარიანი, მღვდელმთავარი გედეონ ლორთქიფანიძე, დათუნა ქვარიანი, გოჩა დადიანი (XVIII ს.) ანტონ I, იოსებ გელათელი და სხვები. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ტაძრის, მოხატულობისა და სიძველეთა ფოტოები.

62. XI-XII საუკუნეების ხუროთმოძღვრება: გელათი //ზაქარაია პ. ქართული ხუროთმოძღვრება XI-XIII სს. - თბ., 1990.- გვ.26-40. - ძეგლის აღწერილობა, არქიტექტურულ-მხატვრული ანალიზი, მინაშენების განხილვა. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (სურ.6-10; ტაბ.VI-X/2).

63. განვითარებული ფეოდალიზმი: გელათი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.95. - მოკლე ცნობა ტაძრის შესახებ. ტექსტს ახლავს მთავარი ტაძრის საკურთხევლის მოზაიკისა და საერთო ხედის ფოტოები.

64. განვითარებულ ფეოდალიზმის არქიტექტურა (X-XIV სს.): გელათი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955.- გვ.64-65. - გელათის ანსამბლის (ღვთისმშობლის მთავარი ტაძარი, წმ.გიორგისა და წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესიები, სამრეკლო, აკადემიის ნანგრევი, გალავანი და დამხმარე სამონასტრო ნაგებობანი) ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXX. სურ.1).

65. კუპრაშვილი ნ. გელათი ღვთისმშობლის ტაძრის XII საუკუნის მოხატულობათა ტექნიკა // ქართული ხერლოვნება ევროპისა და აზიის კულტურათა კონტექსტში. ვ.ბერიძის სახეობის ქართული ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი (2008 თბილისი) თეზისები. - თბ., 2008. -გვ.122-123. - სამხრეთ - აღმოსავლეთ ეკვტერის, სამხრეთ ეკვტერის კარიბჭისა და ჩრდილო-დასავლეთი ეკვტერის მოხატულობათა გამო.ტექსტი ინგლ.ენაზე (გვ.133).

66. ტყეშელაშვილი ლ. გელათი. ქუთაისი., 2007. - 251 გვ. - გელათის სამონასტრო კომპლექსის - ღვთისმშობლის,საბას, წმინდა ნინოს, ელიას, მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიების, ბერის ციხისა და სხვ. ხუროთმოძღვრული აღწერილობა, მოხატულობის იკონოგრაფიული ანალიზი, წარწერების პალეოგრაფიული და ენობრივი მიმოხილვა, ცნობები გელათში მოღვაწეთა შესახებ. წიგნში მოცემულია მდიდარი ფოტომასალა.

67. გელათი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974. - გვ.147-150. - მთავარი ტაძრის, წმ. გიორგისა და წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესიების, აკადემიის შენობის, ძველი კარიბჭის, ძველი შენობების ნანგრევების მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა. მოცემულია მთავრი ტაძრის ზომები. ტექსტს ახლავს მთავარი ტაძრის ნახატები, ფოტოები (ტაბ.138-145).მოხსენიებულნი არიან: რ.მეფისაშვილი, ვ.ცინცაძე.

68. გელათი //ყაუხჩიშვილი თ. საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი. - თბ., 2004. - გვ.153-169. - ღვთისმშობლისა და წმ.გიორგის სახელობის ტაძრების ბერძნული წარწერების ვრცელი პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი.

69. გელათი //ყაუხჩიშვილი თ. ბერძნული წარწერები საქართველოში. - თბ., 1951. - გვ.120-164. - გელათის სამონასტრო კომპლექსის ხუროთმოძღვრული დახასიათება, მოკლე ისტორია. ღვთისმშობლის სახელობის მთავარი ტაძრის, ჩრდილოეთის მინაშენის, წმ.გიორგის სახ.ტაძრის, ხახულის ხატისა და სხვა სიძველეების ბერძნული წარწერების ვრცელი აღწერილობა და პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი. წარწერათა შესრულების სავარაუდო თარიღი.გელათის ბერძნული წარწერების შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა. მოხსენიებულნი არიან: დ.გორდეევი, შ.ამირანაშვილი, პომიალოვსკი, კონდაკოვი, კონდაკოვ-ბაქრაძე,გ.წერეთელი.

70. გელათის დიდი ტაძარი //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა. - თბ., 1983.- გვ.104-110; 142. - ტაძრის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია ძეგლის გეგმის, შიდა სივრცისა და გარე მოცულობის სქემატური გამოსახულებები (ანაზომები რ.მეფისაშვილისა).

71. მამაიაშვილი, ი. გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მხატვრობა // გელათი - 900. სამეცნიერო კონფერენციის მასალები. - თბ., 2007. - გვ.9-10. - ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების ეტაპები გელათის მოხატულობის ანალიზის მიხედვით (XII-XIX სს.) - მოკლე მიმოხილვა.

72. სანიკიძე, თამაზ გელათის ხუროთმოძღვრების თავისებურებანი //გელათი - 900 სამეცნიერო კონფერენციის მასალები. - თბ., 2007. - გვ.17-19. - ძეგლის მშენებლობის ეტაპები, არქიტექტურული ფორმები - მოკლე მიმოხილვა.

73. გიულდენშტედტი ი. გელათის მონასტერი //ჟამი ხსნისა. ნაწ.პირველი. - თბ., 1009. - გვ.19-20. - გელათისა და მის სამხრ. - აღმ.-ით მდებარე, კლდეზე აგებული ეკლესიის - სოხასტერის მოკლე აღწერილობა.

74. ალავიძე მ. თამარ მეფის ეკვდერი გელათში //გაზ. "ქუთაისი". - 1966.- 17 მაისი.

75. ასათიანი მ. გელათის ქრონიკები.. გაზ."კომუნისტი". - 25 ოქტ.- გვ.3.

76. ბალანჩივაძე ნ. გელათი. ქუთაისი ისტორიული სიძველენი //გაზ. "ქუთაისი". - 1976. - 10 სექტ. - გვ.3.

77. ბალანჩივაძე ნ. ქართული კულტურის ისტორიისათვის ქუთაისში //გაზ. "ქუთაისი".- 1964.- 21 აგვისტო.

78. ბერიძე ვ. გელათი //გაზ. "თბილისი". - 1989.- 2 ივნ.- გვ.4-5.

79. გელათი ინგრევა // გაზ. "ახალი თაობა".- 2002. - 31 მარტი. - გვ.7. - ინტერვიუ არქიტექტირ მ.გედენიძესთან გელათის მდგომარეობის შესახებ. ჩაიწერა კორ. ე.ჯმუხაძემ.

80. გელათი //გაზ. "სამშობლო". - 1988. 24 ნოემბ. - გვ.5.

81. გელათის სახალხო აკადემია 10 წლისაა //გაზ. "ქუთაისი". - 1982. - 15 ოქტ. - გვ.3.

82. გელათის ხედი და უცხოელი მოგზაურების - მარვინ როსისა და ვიქტორ კერნბახის შთაბეჭდილებანი //გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი". 1957. 24 აგვ. - გვ.3.

83. გეწაძე გ. ქართული კულტურის სიამაყე //ჟ. "დროშა". 1964. 4 მარტი.

84. გოქსაძე მ. დავით აღმაშენებლის ქსენონი //გაზ. "ინდუსტრიული ქუთაისი". - 1946. - 5 ივნ. - გვ.4.

85. გრაალი //გაზ. "ქართული ქრონიკა". 1997 თებ. გვ.5. - ქრისტიანობის სიმბოლო გელათის ტაძრის საკურთხევლის კედელზე შესრულებულ კომპოზიციაში.

86. გუგუნავა მ. ედემის მხარეში //გაზ. "მგზნებარე კოლხიდელი" (ფოთი). 1957. 5 მაისი.

87. დიდიძე რ. გელათი //გაზ. "ინდუსტირული ქუთაისი". 1948. 29 მაისი.

88. ელერდაშვილი ა. გელათი //გაზ. "სტალინური სიტყვა" (საგარეჯო). 1959. 25 თებერვალი.

89. კეზევაძე მ. გელათის მონასტრის გაუქმება და უკანასკნელი გელათელი ბერები //გაზ. "ახალი ეპოქა". 2003. 8 მაისი. - გელათის მონასტრის დალუქვა 1923 წლის 1 ივნისს ქუთაისის სამაზრო კომიტეტის დადგენილებით.

90. კილაძე მ. გელათის მოზაიკას ახალი სული შთაბერეს //გაზ. "ახალი საქართველო". - 1990. - 30 ნოემბ.- გვ.1.

91. კინწურაშვილი რ. მშობლიური მხარის ღირშესანიშნავი ძეგლი //გაზ. "საბჭოთა აფხაზეთი". - 1951.- 31 მაისი.

92. კუჭავა ნ. გელათის მოზაიკა //გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი". - 1991. - 5 იანვ.- გვ.1

93. ლეკვეიშვილი შ. გელათი //გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი". - 1990. - 8 თებ. - გვ.5.

94. მახარაძე ნ. საიდან მომდინარეობს სახელწოდება გელათი //ხალენი - 1993.- N1.- გვ.3. - სახელწოდების ეტიმოლოგიის, ტოპონიმისა და ისტორიისათვის.

95. მეფისაშვილი რ. არ დაუჯეროთ, მცდარია! //გაზ. "ლიტერატურული საქართველო". - 1988. - 5 თებ. - გვ.4.

96. ნიკოლეიშვილი ა. ქუთაისი. გელათი. გეგუთი //გაზ. "ქუთაისი.- 1980.- 24 იანვ.- გვ.3 // ძეგლის მეგობარი. - 1980. - კრ.54. - გვ.11-14.

97. ნიკოლეიშვილი მ. ახალი მასალები გელათის მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობაში //გაზ. "სტალინელი" (ქუთაისი). - 1953.- 21 ოქტომბერი.

98. ნიკოლეიშვილი მ. დავითი, გელათი და ქუთაისი - დედა დედაქალაქობისა //გაზ. "ქუთაისი". - 1988. - 18 აგვ. - გვ.3.

99. ნუცუბიძე ს. ნახეს და ნახვა მოუნდათ... //გაზ. "კომუნისტი". - 1989. - 7 თებ. - გვ.3. - გელათის მონასტერი რუსი და უცხოელი მოგზაურების აღწერით. მოხსენიებულნი არაინ მხატვრები: დმახოვსკაია და ლუიჯი პრემაზი.

100. რევაზიშვილი რ. ძეგლი ცოცხალი წინაპარია //გაზ. "ქუთაისი".- 1980.- 1 მაისი.- გვ.4.

101. რუხაძე ს. გელათი ღამით... //გაზ. "ქუთაისი".- 1978.- 13 მაისი.- გვ.4.

102. ღვინეფაძე ნ. ...აღაშენა აღმაშენებელმან! //გაზ. "კომუნისტი".- 1988.- 1 იანვ.- გვ.4.

102. ღვინეფაძე ნ. გელათი. "გასტეხს ქვასაცა მაგარსა..." //გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი".- 1971.- 14 აგვ.- გვ.3.

103. შარაბიძე გ. გელათის ხარაჩოები //გაზ. "ქუთაისი". - 1987.- 2 ოქტ.- გვ.3. - საუბარი სარესტავრაციო ჯგუფის ხელმძღვანელ კარლო ბაკურაძესთან.

104. შარვაშიძე ე. რესტავრატორები გამოდარებას ელოდებიან //გაზ. "ქუთაისი".- 1989.- 1 თებ.- გვ.3.

105. შონია მ. წინაპართა ნაკვალევზე //გაზ. "ახალგაზრდა კომუნისტი".- 1959.- 3 სექტ.- გვ.3.

106. ცაბაძე ტ. ქუთაისის ისტორიული ძეგლები //გაზ. "კომუნისტი".- 1936.- 18 ნოემბ.- გვ.4.

107. ცამციშვილი ა. ფრესკაზეა რუსთაველი თუ დავით ნარინი? //გაზ. "ქუთაისი".- 1985.- 2 აგვ.- გვ.3 - გელათის ტაძრის სამხრეთ ეკვდერში გამოსახული მავედრებელი ბერის ვინაობის შესახებ.

108. ცხვედიანი ნ. გელათი - ოცნება //გაზ. "ქუთაისი".- 1987.- 20 ნოემბერი.

109. ხაბურძანია ვ. ნაშთი ჩვენი დიდებისა //გაზ. "ქუთაისი".- 1987.- 2 ოქტ.- გვ.3.

110. ჯავახაძე რ. ნეტავ, ძეგლებს დაცვა არ ესაჭიროებოდეთ //გაზ. "ქუთაისი".- 1988.- 28 მაისი.- გვ.3.

111. ჯავახაძე რ. ქუთაის - გელათის მუზეუმ-ნაკრძალი //გაზ. "ქუთაისი".- 1981.- 21 ოქტომბერი.

112. გელათი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.3, გვ.37, თბ., 1978