topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

წილკანი - წილკნის ეპარქია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის ეპარქიები>>>

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (შოთა შიოშვილი) - წილკნის მიტროპოლიტი

დაბ. 1951 წ. თბილისი

1972 - პოლიტექნიკური ინსტიტუტი;
1977 - მცხეთის სემინარია;
1976 - დიაკვნად კურთხევა;
27.07.1977 - მღვდლად კურთხევა;
1981 - ბერად აღკვეცა;
11.10.1983 - ჭყონდიდელი ეპისკოპოსი;
20.07.1984 - წილკნელი ეპისკოპოსი;
1984-1989 - მცხეთის სემინარიის რექტორი;
1984-1994 - საგამომცემლო დეპარტამენტის თავმჯდომარე;
1996 - წიკლნელი მთავარეპისკოპოსი.

წილკნისა და დუშეთის ეპარქია შიდა ქართლში, მცხეთის საკათალიკოსო ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ალავერდის ეპარქია, ჩრდილო-დასავლეთიდან სტეფანწმინდისა და ხევის, დასავლეთიდან სამთავისისა და გორის, სამხრეთიდან მცხეთა-თბილისისა და საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიები, ჩრდილოეთის საზღვარი საქართველო-რუსეთის სახელმწიფოს საზღვარს ემთხვევა. სამღვდელმთავრო მოიცავს მდინარეების - არაგვისა და ქსნის აუზებს და კავკასიის მთიანეთს. წილკნის ვრცელი ეპარქია ქსნისა და არაგვის ხეობაში მცხოვრებ „ყოველთა მთეულთა“ - „ფხოელნი“ და „ფხოვნი“, „გუდამაყარნი“, „მოხევენი“, „ფადელნი“, „ცხავადნი“, „ჭართალელნი“, „წილკანელნი“, „ერთწუთიანელნი“, „ყუარელნი“, „თუშნი“ და სხვა - აერთიანებს. ეპარქიის სახელწოდება „წილკანი“, მთის ხეობაში შესასვლელი წინაკარი - წინკარი - წირკანი - წილკანი - სოფლის სახელიდან წარმომდგარა, სადაც ბაქარ მირიანის ძემ „აღაშენა ეკლესია წილკნისა“ (ლეონტი მროველი).


ეპარქიის ტერიტორიაზე  - ქსნის ხეობაში, ძალისში, სოფელ წილკანთან ახლოს, ნაქალაქარზე აღმოაჩინეს ადრეული ქრისტიანული (II-III სს.) სამლოცველო. ეს აღმოჩენა ამ კუთხეში პირველქრისტიანული თემის არსებობას მიანიშნებს. ახალი სარწმუნოების მიღება მთის ზოგიერთ ტომში უმტკივნეულოდ არ მომხდარა, მეფის მიერ გაგზავნილმა „ერისთავმან მცირედ წარმართა მახვილი“. მთის მოქცევას საეკლესიო ტრადიცია მეფე მირიანის ძეს, ბაქარს, უკავშირებს: „ამან მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა“. მეფე ბაქარის მიერ წილკნის დიდებული ტაძარი იმთავითვე საეპისკოპოსო საყდრად უნდა აშენებულიყო. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ საკათალიკოსოსა და 12 ახალი საეპისკოპოსოს დაფუძნებისას წილკანი არ იხსენიება. შესაძლოა იგი უკვე არსებული ძველი ეპარქიაა ან ვახტანგ მეფის საეკლესიო გარდაქმნის შემდეგ, V საუკუნის ბოლოსთვის მაინც დაარსდა. მეფის ერთგულ წილკნის სამღვდელმთავროს განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ დაეკისრა, „ოდეს დაიმორჩილა ოვსნი და ყივჩაღნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი და დაადგინა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი“. ამდენად, წილკნის ეპარქიას ოდითგანვე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მისია ჰქონდა დაკისრებული. მისი მეშვეობით ხდებოდა მთიელთა გაქრისტიანება. VI ს-ის დასაწყისში, 506 წელს ქ.დვინში ჩატარებული საეკლესიო კრების დამსწრე ქართველ მღვდელმთავართაგან წილკნელი ეპისკოპოსი ენოქიც იხსენიება. წილკნის დიდი მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად გაცხადდა მას შემდეგ, როდესაც 13 ასურელ მამათაგან - ისე - "ეპისკოპოსად წილკნისა" აკურთხა კათოლიკოსმა ავლალოსმა. წმინდა ისე წილკნელმა მადლიანი სიტყვით "ფრიადი ურწმუნონი მოაქცივნა". ასევე მან მოახდინა უდიდესი სასწაული: უწყლობით დატანჯული სამწყსოსთვის „უვალსა და უგზურსა ალაგსა“ წყალი გაიყვანა, რის შემდეგაც სასოწარკვეთილთა მთეულთა ჭეშმარიტი ღმერთი აღიარეს. წმინდა მამამ მაღლა მთაში „მრავალნი ტაძარნი კერპთანი დაარღვინა და ბომონნი დაამხნუა, ხოლო ეკლესიანნი აღაშენნა“. მანვე მთის მოსახლეობის მღვდელნი და დიაკონნი დაუდგინა. ისე წილკნელის მიერ განმტკიცებული წილკნელის კათედრა მოგვიანებით კიდევ უფრო გაძლიერდა და ქართლის ეკლესიაში საკმაო პატივი დაიმსახურა. მეფეთა კურთხევას ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა. VIII-IX სს. ქართლში მეფის ხელისუფლების შესუსტების დროს, წილკნის ეპარქიის ტერიტორიებს მუხრანის სანახებთან ერთად, ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, კახეთის მმართველნი, კერძოდ, ზედაზნის ციხის მეპატრონე ძაგანის ძენი ისაკუთრებენ. წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის დროს, მთელი ეს მხარე ქვეყნის საიმედო დასაყრდენი იყო. XII-XIII ს-ში, წმინდა მეფე თამარის დროს წილკნის საეპისკოპოსოს საზღვრები კიდევ უფრო გაიზარდა მთის ხეობებში ქრისტიანობის გავრცელებითა და ეკლესიების მშენებლობით. XV ს-ის II ნახევარში, საქართველოს სამეფოებად დაშლის შემდეგ, ეპარქიის ტერიტორიამ გარკვეული ცვლილებები დაინახა. წილკნის სამწყსოს დიდი ნაწილი კახეთის სამღვდელმთავროებს, განსაკუთრებით ალავერდის ეპარქიას დაექვემდებარა. XVI ს-ის I ნახევარში წილკნის მწყემსმთავარსა და მცხეთის კათოლიკოსს შორის წარმოშობილი დავაც სამწყსო ტერიტორიების მიკუთვნების გამო დაიწყო. საქმის გასარჩევად მეფე ლუარსაბ I (1527-1558), მთავარეპისკოპოსი გორონე, დომენტი თბილელი, მროველი გედეონი, მცხეთის კათოლიკოსი, წილკნელი და სხვები შეკრებილან და მუხრანის საზღვრები "უსარჩელად და გამოუცილობლად" დაუდგენიათ. საქართველოში მტერთა გამუდმებული თარეშისა და ლეკთა თავდასხმების შემდეგ საწილკნოს საზღვრები შეიკვეცა. მიუხედავად ამისა, XVII ს-ის II ნახევარში, 1669 წელს, კათოლიკოს დომენტისა და მეფე შაჰნავაზის ბრძანებით, წილკნელი რომანოზის მიერ შედგენილ „წილკნის ღმრთისმშობლის სამწყსოს სიგელში“, დაწვრილებით არის აღწერილი არაგვსა და ქსანს შორის საწილკნოს კუთვნილი 52 სოფელი, ანანური, ზევით მთიულეთი, წილკნელის მიგებებისა და გასტუმრების წესები, ვალდებულებები და სხვა. საკმაოდ განვრცობილი ეპარქია მრევლის მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ამიტომ წილკნელს დამხმარედ ორ-ორი ქორეპისკოპოსი ჰყავდა, - ერთი კავკასიის სიონში, მეორე ბოდორნაში. XIX ს-ის მიჯნაზე, ქვეყნის საერთო გაჭირვებისას, წილკანი ორმოცზე მეტ სოფელს მოიცავდა და ქართლის სამწყსოთა შორის მეოთხე ადგილზე სახელდებოდა. 1800 წლისათვის ეპარქიას 75 მღვდელი, 11 დიაკვანი და 5 ათეულამდე საეკლესიო მსახური ჰყავდა. საქართველოში რუსეთის შემოსვლის შემდეგ ტრადიციული ქართული საეკლესიო სტრუქტურები ძალზე შეიცვალა და გამარტივდა. ეს, პირველ რიგში, საეპისკოპოსოების გაუქმებით გამოიხატა. 1803 წელს, წილკნის მთავარეპისკოპოსის იოანე ქარუმიძის გარდაცვალების შემდეგ, სამღვდელმთავრო ტერიტორია ჯერ სამთავისის, შემდეგ ნიქოზის ეპარქიას მიუერთეს. წილკნელ-სამთავნელ-ნიქოზელი ქორეპისკოპოსი გერვასი მაჭავარიანი იყო ბოლო მღვდელმთავარი, რომელმაც კავკასიის მოსახლეობაში დიდი რელიგიურ-მისიონერული მოღვაწეობით გაითქვა სახელი. იგი 1817 წელს გარდაიცვალა. 1811 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მმართველობამ წილკნის საეპისკოპოსოც გააუქმა და ახლადწარმოქმნილ მცხეთა-თბილისის ეპარქიას მიუერთა, საწილკნო, ისე როგორც საქართველოს დანარჩენი ეპარქიები, დიდ მატერიალურ გაჭირვებაში აღმოჩნდა. წილკნის ეპარქიის ეკლესია-მონასტრებში ადრიდანვე მრავალი წიგნთსაცავი და ეკლესიებისთვის შეწირულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია იყო დაცული, რაც რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ გაიფანტა. ეპარქიაში ძველთაგანვე მრავალ მწიგნობარსა და გადამწერ-მკაზმავს უმოღვაწია. მათ შორის აღსანიშნავია: XI ს-ის მოღვაწე ბასილი მწიგნობარი, რომელსაც გადაუწერია „თვენნი“, ცნობილი ქართველი მწიგნობარი იოსებ სამებელი, ქრისტეფორე და არსენ წილკნელები; ცნობილი მოაზროვნე ამბროსი მიქაძე, რომელსაც ეკუთვნის „წიგნი აღსარებისა“ და „ღვთისმშობლის საგალობელი“; დომენტი კათოლიკოსი, გერვასი მაჭავარიანი, რომანოზ წილკნელი, მან შეადგინა „წილკნის ღვთისმშობლის სამწყსოს სიგელი“ და სხვ.  წილკნის ეპარქიის

სიწმინდეთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ღვთისმშობლის უძველესი სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც ხალხმა სიყვარულით "წილკნის ღვთისმშობელი" უწოდა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, წმინდა ხატი ლუკა მახარებელს შეუსრულებია ბეთლემის ცნობილი ბაგის ფიცარზე, სადაც მიაწვინეს ჩვილი მაცხოვარი. წმიდა ხატის საქართველოში ჩამობრძანება მეფე მირიანის-ძეს - ბაქარს უკავშირდება. ქართული წერილობითი წყაროებით და ზეპირი გადმოცემით წმინდა ხატისგან აღსრულებული მრავალი სასწაულია ცნობილი. „წილკნის ღვთისმშობელი“ ამჟამად საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება, ხოლო წმიდა ხატის ასლი დაბრძანებულია წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. 1917 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლდა წილკნის ეპარქიაც, მაგრამ მისი კუთვნილი ტერიტორია დროებით შეიერთა მცხეთის ეპარქიამ და წილკნელი ეპისკოპოსები მცხეთის სვეტიცხოველში ასრულებდნენ წირვა-ლოცვას. 1917 წელს წილკნელ მღვდელმთავრად დადგენილ იქნა ეპისკოპოსი გიორგი ალადაშვილი (1917-1920 წწ.). მის შემდეგ ეპარქიას მართავდნენ ეპისკოპოსები: პავლე ჯაფარიძე (1924-1930 წწ.); ალექსი გერსამია (1930-1938 წწ.); ტარასი კანდელაკი (1939-1951 წწ.); გობრონ წკრიალაშვილი (1954 წ.);  გაიოზ კერატიშვილი (1972-1978 წწ.); თადეოზ იორამაშვილი (1978-1980 წწ.); გიორგი ღონღაძე (1980-1982 წწ.). 1984 წლიდან წილკნის ეპარქიას განაგებს მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი.

მოამზადა გოჩა გუგუშვილმა
გაზეთი „აღსავალი“, № 20, 2004 წ.

წყარო:  http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/eparqiebi/tsilkani.htm

 

წილკნის ეპარქიის ეკლესია-მონასტრები:

1. ქალაქი დუშეთი:

  • ეკლესია მილახვრიანთკარის ტერიტორიაზე
  • კობიანთკარის ეკლესია
  • წმ. გიორგის ეკლესია
  • ჭილაშვილების კარის ეკლესია

2. აბანოსხევი

  • ძველი ეკლესია
  • ჯვარპატიოსნის ეკლესია

3. ავენისი

  • წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი

4. ანანური

  • ერისთავთ რეზიდენცია - ღვთისმშობლის ეკლესია
  • ღვთაების ეკლესია
  • ეკლესია "მკურნალი"
  • კვირიკეს მონასტერი
  • წმ.გიორგის ეკლესია
  • ღვთისმშობლის ეკლესია

5. არაგვისპირი

  • ძველი ეკლესია სოფლის სასაფლაოზე, ფერდობზე  (XVIII-XIX სს.)

6. არანისი

  • ეკლესია  სასაფლაოს ტერიტორიაზე (XVIII-XIX სს.)

7. არბაჩხანი

  • მთავარანგელოზის სალოცავი

8. არღუნი

  • პეტრე-პავლეს ეკლესია
  • წმ. ბარბალეს ეკლესია

9. აფშო

  • ეკლესია
  • შარაოს წმ. გიორგის ეკლესია

10. ახალი კადოეთი

  • გორიჯვრის ეკლესია

11. ახატანი

  • ეკლესია  სოფელში (მე-19 საუკუნის)
  • იოანე ნათლისმცემლის ეკლესია და მცირე ეკლესია

12. ბაგა

  • წმ. ნიკოლოზის ეკლესია,
  • ჯაჭველ წმ. გიორგის ეკლესია

13.  ბაზალეთი

  • ღვთისმშობლის ეკლესია

14. ბანცურთკარი

  • ეკლესია შონთიანთუბანში
  • ღვთისმშობლის ეკლესია
  • წმ. კვირიკეს ეკლესია

15. ბოდავი

  • წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი

16. ბოდორნა

  • ბოდორნის ღვთისმშობლის ეკლესია

17. ბულაჩაური

  • მცირე ეკლესია გზის პირას,
  • მცირე ეკლესია ზოფლის ზემო უბნის აღმოსავლეთით,
  • კოპალას ეკლესია,
  • მთავართას კომპლექსი - გალავანი, ეკლესია, საცხოვრებელი
  • ეკლესია აღმოსავლეთით მთის კალთაზე,
  • ჩირდილის ეკლესია

18. ციხისძირი

  • განძის წმ. გიორგის კოშკი

19. გომეწარი

  • ეკლესია
  • ღვთისმშობლის ეკლესია

20. გრიგოლაანთკარი:

  • კვირაცხოვლის  ეკლესია

21. გუდრუხი:

  • ღვთისმშობლის ეკლესია

22. დავათი:

  • ეკლესია
  • ქოჩაკაანთკარის ეკლესია
  • ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი

23. დავითურნი:

  • ლომისის ხატი,
  • ციხის მთავარმოწამის კომპლექსი

24. დუდაურები:

  • ღვთისმშობლის ეკლესია

25. ებნისი:

  • ეკლესია
  • მაცხოვრის ეკლესია
  • ღვთისმშობლის ეკლესია

26. ვარსიმაანი:

  • წმ. გიორგის ეკლესია

27. ზემო ამირნი

  • კვირიას ეკლესია

28. ზემო კოდისწყარო

  • ეკლესია ტყეში
  • წმ. ბარბარეს ეკლესია

29. ზემო უბანი:

  • მცირე  ეკლესია

30. ზემო შუახევი:

  • ეკლესია სასაფლაოსთან

31. ზემო ხორხი:

  • აჩაქველის ციხის კომპლექსში  წმ. გიორგის ეკლესია
  • ეკლესია სასფლაოსთან,
  • ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი

32. ზენუბანი:

  • სამების კომპლექსში:  სამების ეკლესია, კოშკი

33. თანიანთკარი:

  • ეკლესია სასაფლაოსთან
  • კვირაცხოვლის ეკლესია

34. თვალივი:

  • ორი მცირე ეკლესია
  • ხმალას ეკლესიის კომპლექსი  (გალავანი, ეკლესია-კოშკი)
  • წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი-( წმ. გიორგის ეკლესია, მცირე ეკლესია, კოშკი)

35. ილტოზა:

  • კვირაცხოვლის  ეკლესიის კომპლექსი

36. კანატია:

  • კუდოს წმ. გიორგის ეკლესია
  • ჭალის ეკლესია

37. კუჭეჭა:

  • ეკლესია სოფლის სამხრეთით
  • ეკლესიის ნანგრევები მთაზე
  • ხატი

38. ლაზვიანი

  • ფშაველის  ეკლესია

39. ლაუშა:

  • კვირაცხოვლის  ეკლესია,
  • ეკლესია და სამაროვანი

40. ლაფანაანთკარი:

  • ბაღიაანთკარის  ეკლესია,
  • ბზიანის ქედის ეკლესია,
  • კავთის წმ. გიორგის ეკლესია,
  • კვირიას ხატი,
  • ნინიანთკარის ეკლესია,
  • საქარქედის წმ. გიორგის ეკლესია

41. მაღაროსკარი:

  • ეკლესია კართანასთან
  • მცირე  ეკლესია კართანასთან
  • სალაღოსწვერის ეკლესია
  • წმ. გიორგის ეკლესია

42. მენესო:

  • ეკლესია - დელფინის  ხატი
  • ეკლესია  სოფლის  ჩრდილოეთ ფერდობზე
  • სიაბრის წმ. გიორგის ხატის კომპლექსი

43.  მეჯილაურნი

  • ეკლესია და კოშკი
  • წმ. გიორგის ეკლესია
  • მზეწვერის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი

44. მილისწყარო:

  • წმ. გიორგის ეკლესია

45. მუგუდა:

  • კვირაცხოვლის  ეკლესია
  • ყველაწმინდის ეკლესია
  • წმ.გიორგის ეკლესიის კომპლექსი

46. მწითურები:

  • ეკლესია ნასოფლარ ქერიანთკარზე

47. მჭადიჯვარი:

  • მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსი-ეკლესია და ციხე-გალავანი;
  • ღვთისმშობლის  ეკლესია  სოფლის სასაფლაოზე

48. ნეძიხი:

  • ბზიანის  კომპლექსი-წმ. გიორგის ეკლესია, დარბაზული ეკლესია, გალავანი, კოშკი
  • ღვთისმშობლის  ეკლესია
  • წმ. გიორგის ეკლესია

49. ნოჯა:

  • წმ. გიორგის ეკლესია

50. ნოჯიკეთი:

  • ეკლესია  აბანოსხევთან
  • ორბეულთის ეკლესია

51. ოძისი:

  • ლომისის ეკლესია
  • ღვთისმშობლის  ეკლესიის კომპლექსი
  • წმ. მარინეს ეკლესია

52. პავლეური:

  • წმ. გიორგის ეკლესია

53. ჟინვალი (ისტ. დაბა):

  • ბალებიანი ეკლესია და სამაროვანი
  • დედაციხეს კომპლექსი - ზურგიანი კოშკი, ეკლესია, მარანი
  • ეკლესია სასაფლაოზე
  • ეკლესია არაგვისპირას
  • ეკლესია და სამაროვანი  (ამჟამად წყლის  ქვეშაა)
  • კვირაცხოვლის ეკლესია და სამაროვანი
  • მღვიმეს ეკლესია
  • სამაროვანი და ეკლესია ჩრდ-აღმ ფშავის არაგვის მარცხ ნაპირზე
  • სამლოცველო
  • ხერთვისის კომპლექსი - ნამოსახლარი და სამაროვანი;
  • ჯვარპატიოსნის ეკლესია

54.  ჟინვალი  (სადაბო ცენტრი)

  • ეკლესია ბიჩნიგაურების უბანში
  • კვირაცხოვლის ეკლესია
  • სამლოცველო საშ. სკოლასთან
  • წმ. გიორგის ციხე

55. საკრამულო:

  • ეკლესია
  • ღვთისმშობლის  ეკლესია

56. საცხავატლო:

  • ეკლესია
  • წმ. გიორგის ეკლესია

57.  საჩალისჭალა

  • ბზიანის  წმ. გიორგის ხატი

58. სოდევე:

  • კვირაცხოვლის  ეკლესია და სამრეკლო
  • სამების ეკლესიის კომპლექსი

59. სონდა:

  • ეკლესიის კომპლექსი

60. სწროფავი:

  • ეკლესია
  • საყვირალის წმ. გიორგის  ეკლესიის კომპლექსი

61. ტონჩა:

  • ღვთისმშობლის  ეკლესია სასაფლაოზე
  • ღვთისმშობლის   მეორე ეკლესია  ტყიან ბორცვზე,
  • წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი

62. ფუძნარი:

  • ღვთისმშობლის  ეკლესია

69.  ქალილო:

  • ყოფჩისკარის კომპლექსი

63.  ქარქუშაანი:

  • წმ. გიორგის ეკლესია

64. ქერიაანთკარი:

  • ღვთისმშობლის  ეკლესია

65. ქვითკირისწყარო:

  • წმ. გიორგის ეკლესია და კოშკი

66. შარახევი:

  • ღვთისმშობლის  ეკლესია
  • წმ. მარინეს ეკლესია

67. ჩანადირთკარი:

  • ბუჩაანთ ეკლესია
  • ფშარაველის ეკლესია

68. ჩარგალი:

  • დიყელეს ეკლესია

69. ჩინთი:

  • ყველაწმინდის ეკლესია, კოშკები

70. ჩირდილელიანთკარი:

  • ეკლესია

71. ჩირიკი:

  • კენჭანის ეკლესია

72. ჩუბინიანთკარი

  • წმ. გიორგის ეკლესია

73. ციხისუბანი:

  • ეკლესია
  • ღვთისმშობლის  ეკლესია

74. ციხისძირი

  • ესოჯეს წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი
  • კოშკი - განძის წმ. გიორგი
  • წმ. ბარბარეს ეკლესია

75. ძველი ოსები:

  • ბოკორნის ეკლესია

76. წითელი კლდე:

  • ადგილის დედის ხატი
  • თავლაღის ეკლესიის კომპლექსი

77. წინკობანი:

  • წმ. გიორგის ეკლესია და კოშკი

78. ჭალისოფელი:

  • ბაურაყის ეკლესია
  • იახსრის ჯვარი
  • კარატეს ჯვარი
  • ტაშტის ეკლესია
  • შებნურის წმ. გიორგის ჯვარი

79. ჭიკანი:

  • იოანე ნათლისმცემლის ეკლესია
  • წმ. გიორგის ეკლესია

80. ჭილურტი:

  • მაცხოვრის ეკლესია

81. ჭოპორტი:

  • დაბლაბზიანთ წმ. გიორგის ეკლესია
  • მაღლაბზიანთ  წმ. გიორგის ეკლესია
  • ღვთისმშობლის  ეკლესია
  • ხატის ეკლესია

82. ჭორმეშავი:

  • ხატის კომპლექსი

83. ხეობა:

  • ბზიანის ეკლესია,
  • მეორე ეკლესია

84. ჯუღისი:

  • კვირაცხოვლის  ეკლესია
  • შარაოს წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი
  • წმ. გიორგის ეკლესია