topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ოშკი - მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია

<უკან დაბრუნება

გ.ჩანადირის ფოტო

ოშკი (თურქეთი), ბიბლიოგრაფია:

1. ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1971. - გვ.75-76. - ოშკის ხუროთმოძღვრული და მხატვრული ანალიზი. ძეგლის დათარიღება.

2. ოშკი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ. 50-51. - გვ.131-132. - ტაძრის აგების თარიღი, მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა, წარწერების მომოხილვა. ტექსტს დართული აქვს ძეგლის გეგმა, მ.კერნის ნახაზი ან.კალგინის ანაზომის მიხედვით, ტაძრის ფოტოები (ტაბ.75-80).

3. ოშკის მონასტერი //თაყაიშვილი ექვ. 1917 წლის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში. - თბ., 1960. - გვ.32-58. - მონოგრაფიაში მოცემულია ძეგლის ვრცელი არქიტექტურული დახასიათება. აღწერილია ტაძრის თხუთმეტი წარწერა. ოშკის აღმშენებლებად დასახელებული არიან ტაოელი ბაგრატიონები: ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი და დავით მაგისტროსი. ტექსტს დართული აქვს ტაძრის გეგმა და ილუსტრაციები(გვ.39-83).

4. კალანდაძე ა. კიდევ ერთი ათასწლოვანი //ძეგლის მეგობარი. - 1967. - N10 - 11.-გვ.57. - პოეტ ანა კალანდაძის მიერ ოშკის ტაძრისადმი მიძღვნილი ლექსები.

5. ჯავახიშვილი ივ. ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია.-თბ.,1949.-გვ.169-171. - ტაძრის წარწერებისა და მათი ამოკვეთის თარიღის დადგენის შესახებ.

6. ბარნაველი თ. რამდენიმე წარწერა სამხრეთ საქართველოს ისტორიული პროვინციებიდან //მაცნე.-1970.-N1.-გვ.155-160. - ინგლისელი მეცნიერის, დავით ვინფელდის მიერ მოპოვებული , ოშკში შემორჩენილი წარწერების ფოტოასლები და მათი შედარება ექვ. თაყაიშვილის მიერ ტაო-კლარჯეთში მოგზაურობის დროს შეგროვილ მასალასთან.

7. ბოსტაშვილი ნ. ახალგანთავისუფლებულ მიწა-წყალზე სამხრეთ საქართველოს 1917 წლის სამეცნიერო ექსპედიციის ორი დოკუმენტი //მნათობი. - 1990. - N11. - გვ.152-155. - ექვ.თაყაიშვილის მიერ სამხრეთ საქართველოში მოწყობილი ექსპედიციის შესახებ.

8. ოშკი //ძველი ქართული ხუროთმოძღვრება (დამხმარე სახელმძღვანელო). - თბ., 1987. -გვ.42-43. - ტაძრის ხუროთმოძღვრული და მხატვრული დახასიათება.

9. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.83.  - ძეგლის ისტორია და ხუროთმოძღვრული დახასიათება. ტაძრის ამგებებად მოხსენიებულნი არიან: ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი და დავით მაგისტროსი. ტექსტს ახლავს ძეგლის ფოტო.

10. სხირტლაძე ზ. ეკლესია-მონასტერთა გამოსახულებები შუა საუკუნეების ქართულ სახვით ხელოვნებაში //ხელოვნება.-1992.-N1-2.-გვ.11-22. - ოშკის ტაძრის მოხატულობისა და მის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა.

11. ოშკი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VII. - თბ., 1984. - გვ.620. - ისტორიულ ტაოში მდებარე, X საუკუნის ძეგლის - ოშკის სამონასტრო კომპლექსის ისტორია, ხუროთმოძღვრული და მხატვრული დახასიათება.

12. ბერიძე ვ. ადრეფეოდალური ხანის ქართული ხელოვნება //საქართველოს ისტორიის ნარკვევები. ტ.II. - თბ., 1973.-გვ.641-642. - X საუკუნის საეპისკოპოსო ტაძრის კომპლექსში შემავალი ნაგებობების ხუროთმოძღვრული და მხატვრული დახასიათება.

13. ოშკი //მოსულიშვილი ჰ. ქართული ძეგლის სტრუქტურა: IV-XIII სს. გუმბათოვანი არქიტექტურა. - თბ., 1983. - გვ.74-78; გვ.138-139. - ოშკის ტაძრის კომპოზიციური სტრუქტურის ფორმების კანონზომიერებათა შესახებ. მოცემულია ძეგლის გეგმის, შიდა სივრცის, გარე მოცულობის სქემატური გამოსახულებები (ანაზომები: მ.კერნის, ა.კალგინია; მოხსენიებულნი არიან რესტავრაციის პროექტის ავტორები გ.ჯაფარიძე და გ.ჭეიშვილი).

14. ალადაშვილი ნ. ოშკის ტაძრის სამხრეთ გალერეის სვეტი //საბჭოთა ხელოვნება.-1988.-N9.-გვ.74-83. - ოშკის ტაძრის სამხრეთ გალერეაში მდებარე ჩუქურთმებიანი და ფიგურული რელიეფებით შემკული რვაწახნაგა სვეტზე გამოსახული კომპოზიციის მხატვრულ-სტილისტური ანალიზი.

15. ალადაშვილი ნ. შუა საუკუნეების ქართული მონუმენტური და მცირე სკულპტურის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი //სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება.-თბ.,1988.-გვ.8-9. - ოშკის ტაძრის რელიეფები და დეკორატიული გაფორმება.

16. დიდი ხუთეული ტაოთა: ოშკი //გივიაშვილი ი. კოპლატაძე ი. ტაო-კლარჯეთი.-თბ., 2004. - გვ.156-174. - თორთუმის ხეობაში, სოფ.ოშქვანში აგებული სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებისაგან (სამლოცველოები, სატრაპეზო, სემინარია, სკრიპტორიუმი, ეპისკოპოსის რეზიდენცია, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჯვარგუმბათოვანი ტრიკონქის ტიპის ტაძარი და სხვა) შემდგარი ოშკის მონასტრის ისტორია, მშენებლობის ეტაპები, ვ.სილოგავას მიერ ოშკში აღმოჩენილ სტელებზე გამოსახული რელიეფების კომპოზიციების თეოლოგიურ-მხატვრული დახასიათება, ხუროთმოძღვრული აღწერილობა, ცნობები ხელნაწერთა შესახებ. მოხსენიებულნი არიან: ვ.ჯობაძე, ე.მეტრეველი. ძეგლის ძალიან დაზიანებულია. ტექსტს დართული აქვს მდიდარი ფოტომასალა.

17. გუგუნავა ალ. მოგზაურობა ისტორიულ სამხრეთ საქართველოში. - თბ., 1996. - გვ.29-30. - ტეტრაკონქის ტიპის, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის -ოშკის ხუროთმოძღვრული დახასიათება, მორთულობის, რელიეფური დეტალების, ტაძარში მიმდინარე სასულიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ. მოხსენიებულნი არიან ტაძრის დამფუძნებლები: ბაგრატ ერისთავთ-ერისთავი, დავით მაგისტროსი (დავით III დიდი კუროპალატი), გრიგოლ ოშკელი (X ს.), სტეფანე დეკანოზი (X ს.), იოანე ჩირაი (X ს.), ექვ.თაყაიშვილი. ტექსტს დართული აქვს ძეგლის ფოტოები (გვ.37-39).

18. სილოგავა ვ. გამოკვლევა ოშკის ტაძრის ქტიტორთა რელიეფების და აშენების თარიღის შესახებ ახლად აღმოჩენილი ეპიგრაფიკული ძეგლების მიხედვით //საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე :ისტორიის...სერია.-1977.-N1.-გვ.129-142. - კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის ვ. ჯობაძის მიერ ოშკის მონასტრის მთავარი ტაძრის ქტიტორთა რელიეფებისა და აშენების თარიღისადმი მიძღვნილი გამოკვლევის განხილვა.

19. ოშკის ტაძარი //ქართული წარწერების კორპუსი. I.: აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.). - თბ., 1980. - გვ.57; გვ.302-305. - ოშკის სამონასტრო კომპლექსის შესახებ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა, ტაძრის წარწერების პალეოგრაფიულ-ენობრივი ანალიზი, დაზიანების ხარისხის განსაზღვრა და შესრულების სავარაუდო თარიღი. მოხსენიებულნი არიან: ექვ.თაყაიშვილი, გ.ჩუბინაშვილი, ვ.ჯობაძე. მოცემულია საილუსტრაციო მასალა (ტაბ.113).

20. ჯობაძე ვ. ოშკის ტაძარი. - თბ., 1991. - საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მეცნიერის, ხელოვნებათმცოდნისა და არქეოლოგის, ვ.ჯობაძის გამოკვლევა ოშკის ქტიტორული რელიეფებისა და ტაძრის დათარიღების, ასევე, მოხატულობის (ვედრების ოთხი თემა) შესახებ.

21. მაკალათია ს. მესხეთ-ჯავახეთი. - თბ., 1918. - გვ.22. - ოშკის ტაძრის მოკლე დახასიათება.

22. ალექსიძე ნ. ხოშტარია დ. ახალი ცნობები ტაო-კლარჯეთის სიძველეთა შესახებ//ლიტერატურა და ხელოვნება. - 1991. - N1. - გვ.117-161. - ოშკის სამონასტრო კომპლექსის დეტალური დახასიათება.

23. ტაო-კლარჯეთის ძეგლების ფოტოთეკა //ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა. საანგარიშო კრებული. - 1998. - გვ.113-114. ტექსტი ქართულ და ინგლისურ ენებზე. - ოშკის ტაძრის არქიტექტურა, მოხატულობა.

24. ალადაშვილი ნ.ტაო-კლარჯეთის ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ფიგურული სკულპტურა //ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის XXII სამეცნიერო სესია 1967 წლის 22 და 23 ივნისს. თეზისები. - თბ., 1967. - გვ.8. - ოშკის ეკლესიის რელიეფების ანალიზი.

25. ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995 - გვ.108-109. - ოშკის ეკლესიის სატრაპეზოს მოკლე დახასიათება.

26. ჯობაძე ვ. ადრე შუა საუკუნეების ქართული მონასტრები ისტორიულ ტაოში, კლარჯეთსა და შავშეთში. - თბ., 2007. - გვ.109-163. - X საუკუნის ტაო-კლარჯეთის მოკლე ისტორიული მიმოხილვა, ოშკის ტაძრისა და მიმდებარე ნაგებობების ვრცელი ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება, სამშენებლო ტექნიკის თავისებურებანი, ფასადები და მათი შემკულობა, საქტიტორო რელიეფის, ნადირობის სცენების, დეკორაციული ქანდაკებების აღწერილობა, წარწერების დეტალური -პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი. ტექსტს ერთვის ტაძრის გეგმა, ილუსტრაციები (გვ. 263-264)და ტაბულები (გვ.269-271).

27. წმიდა იოვანე-თორნიკე სვინგელოზი-ოშკიდან ათონამდე. ოშკი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ. I. - თბ.,2005.-გვ.112-117. - ცნობები იოანე-თორნიკესა (ერისთავი)და მისი ძმის, იოანე ვარაზვაჩეს(ორივე ჩორდვანელთა გვარის წარმომადგენელია)შესახებ. X საუკუნის სამონასტრო ცენტრის ხურომოძღვრული დახასიათება, მორთულობის ანალიზი; ოშკი, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. მოხსენიებულნი არიან: გრიგოლ ოშკელი, სტეფანე დეკანოზი, იოანე ჩირაი, ოშკის ბიბლიის გადამწერი-მიქაელ ვარაზვაჩეს ძე, სტეფანე მწერალი, გიორგი გელასის ძე; პლატონ იოსელიანი, სამეგრელოს მთავარი დავით დადიანი. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. დართულია ძეგლის ფოტოები.

28. განვითარებული ფეოდალიზმის პერიოდის არქიტექტურა (X-XIV სს.):ოშკის ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული არქიტექტურის ისტორია. - თბ., 1955. - გვ.59-60. - X საუკუნის ტაძრის ხუროთმოძღვრული აღწერილობა და მოკლე ისტორია. ტექსტს ახლავს საილუსტრაციო მასალა (ტაბ.XXI. ნახ.2, 11,12,14; XXI. ნახ.1-10).

29. ოშკი //ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა: საანგარიშო კრებული. თბ.,1998. გვ.223 ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე. - ოშკის მოკლე ხუროთმოძღვრულ-მხატვრული დახასიათება. ერთვის საილუსტრაციო მასალა.

30. პრივალოვა ეკ. ზოგი რამ ტაო-კლარჯეთის მოხატულობის შესახებ //სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნირო კონფერენცია 11-13 ოქტომბერი, 1995: საქართველოს ეკლესიის, ქართული სასულიერო მწერლობის, და ქრისტიანული ხელოვნების ისტორიის საკითხები. - თბ., 1998. - გვ.314-336. - ოშკის, იშხანის, ოთხთა ეკლესიისა და ხახულის მოხატულობის ვრცელი ანალიზი. მოპხსენიებულნი არიან: ექვ.თაყაიშვილი, ნიკოლ და მიშელ ტიერები, დ.უინფილდი, ნ.ალექსიძე, დ.ხოშტარია. ტექსტს ერთვის ძეგლების ფოტოები.

31. სილოგავა ვ. ოშკში აღმოჩენილი ორი სტელა: ანუ, როგორ იპოვნა პროფესორმა ვალერი სილოგავამ თურქეთში ქართული უნიკალური წარწერები // ჯორჯიან თაიმსი (ინგლ. ენაზე).-2004(12-19 აგვ.).-გვ.9. - ინტერვიუ ვ. სილოგავასთან / ჩაიწერა ი. ვარსიმაშვილმა.

32. სილოგავა ვ. ოშკის უცნობი წარწერა //ლიტერატურული საქართველო. - 31 ოქტ.). გვ.13.

33. კუდავა ბ. ავტოფარეზხად და სტადიონად გადაქცეული ოშკის ტაძარი //ჯორჯიან თაიმსი (ინგლ. ენაზე). - 2004 (8-15 ივლ.). - გვ.10. - ინტერვიუ ბ. კუდავასთან /ჩაიწერა ნ. ყიფშიძემ.

34. კოპლატაძე გ.წარსული, რომელიც თავის თავზე თვითონ მეტყველებს //მადლი. - 1996(ივნ.). - N5. - გვ.5.

35. ჯანგიძე მ. ოშკი //გაზ. "სამგორი"(გარდაბანი). - 1975 (20 თებ). - ძეგლის ისტორიიდან.

36. კანტაკუზინო შ. ქართული ეკლესიები ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში //ძეგლის ეგობარი. - 1979. - კრ.51. - გვ.64-70. - თურქეთის ტერიტორიაზე განლაგებული ქართული ეკლესიების (ოშკი, ხახული, ექექი მოკლე ისტორია.

 

ელ.რესურსები ოშკზე:

1. http://ka.wikipedia.org/wiki_ოშკი

2. http://www.boke.ge/forum/index.php?showtopic=5793

3. http://www.nplg.gov.ge/publishers/monument/index.php?do=view&id=207

4. http://dzeglebi.ge/dzeglebi/o/oshki.html

5. http://tao-klarjeti.ge/oshki.html

6. http://dzeglebi.com/view.php?id=133