topmenu

 

თელოვანი - ჯვარპატიოსნის ეკლესია

<უკან დაბრუნება...<<<მცხეთის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>

თელოვანი - სოფელის მცხეთის რაიონში, დიდგორის მთის სამხრეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 920 მ., მცხეთიდან 25 კმ.-ზე. მის აღმოსავლეთით 2-3 კმ-ზე მთის ფერდზე დგას ჯვარპატოსნის ეკლესია, რომელიც თარიღდება VIII- IX სს-ით. ეკლესია (9,7X10,5 მ) ტრიკონქის ტიპისაა. ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში, კონსტრუქციული და დეკორატიული ელემენტებისათვის კირქვის ან შირიმის თლილი კვადრებია გამოყენებული. XVIII ს-ში იგი შეუკეთებიათ. განუახლებიათ გუმბათის კონუსი. გაუმაგრებიათ დასავლეთ მკლავის კედლები, ამოუშენებიათ დასვლეთი სარკმელი და სამხრეთი კარი, დასვლეთით მიუშენებიათ სამრეკლო. 1925-54 წწ. ეკლესიას რესტავრაცია გაუკეთდა (ავტ. ვ.ცინცაძე).

 

 

 

************************************************************************************

შუა საუკუნეების ხელოვნება: თელოვანის ეკლესია //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ., 1995 .- გვ.75.
თელოვანის ეკლესიის (VIII-IX სს.) საკურთხეველში შემორჩენილია ფერწერის ფრაგმენტები, სადაც ვლინდება მაცხოვრის თავის გამოსახულება მედალიონში და ოთხი მოციქულის ნაკვთები...<<ტექსტი სრულად აქ ...<<
************************************************************************************
თელოვნის ჯვარპატიოსნის ეკლესია //ჟღერს ქვის ჰარმონია, თბ.,  გამ. "ციცინათელა", 2007., ტ.14., გვ.80-82
თელოვანი სოფელია მცხეთის რაიონში, მცხეთიდან 25 კმ-ზე, ზღვის დონიდან 920 მ-ზე. მის აღმოსავლეთით 2-3 კმ-ზე მთის ფერდზე დგას ჯვარპატოსნის ეკლესია, რომელიც თარიღდება VIII- IX სს-ით. ეკლესია (9,7X10,5 მ) ტრიკონქის ტიპისაა. ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში, კონსტრუქციული და დეკორატიული ელემენტებისათვის კირქვის ან შირიმის თლილი კვადრებია გამოყენებული...<<ტექსტი სრულად აქ...<<