topmenu

 

თელოვნის ჯვარპატიოსნის ეკლესია - მის შესახებ სტატიები

<უკან დაბრუნება

თელოვანი (მცხეთის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:

1. გუჯარეთი. - თბ., 1987. - გვ.36-39. - ნასოფლარ თელოვანში მდებარე წმინდა ელიას სახელობის მცირე დარბაზული ეკლესიის კომპოზიციური გადაწყვეტისა და დათარიღების შესახებ. ტექსტს ერთვის ძეგლის გეგმა.

2. თელოვანის ჯვარპატიოსნის ეკლესია //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5. - თბ., 1990. - გვ.288. - თელოვანის ჯვარპატიოსნის სახ. ეკლესიის, წმ.ნინოსა და ჯოიანის წმ.გიორგის სახ. ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება. აღნიშნულია IX-X საუკუნეების მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტების შესახებ. მოცემულია წმ. ნინოს სახ. ეკლესიის გეგმა.

3. ლორთქიფანიძე ი. ძველი ქართული ფერწერის ისტორიიდან //ქართული სახვითი ხელოვნების საკითხები. - თბ., 1982. - გვ.49-50. - ქართული მხატვრობის გარდამავალი პერიოდის (VIII-X სს.)საკითხები თელოვანის ეკლესიის მიხედვით.

4. ცინცაძე ვ. თელოვანის ჯვარპატიოსანი (VIII-IX ს. ძეგლი) //ქართული ხელოვნება. - 1959. - N5. - გვ.73-80. - ტაძრის ვრცელი ხუროთმოძღვრული დახასიათება და მხატვრულ - სტილისტური ანალიზი.

5. შუა საუკუნეების ხელოვნება: თელოვანის ეკლესია //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ.75. - მოკლე ცნობა თელოვანის ეკლესიის (VIII-IX სს.) საკურთხეველში შემორჩენილი ფერწერის ფრაგმენტების თაობაზე.

6. კუჭავა ნ. ტელოვანის ჯვარპატიოსანი //გაზ. "სახალსხო განათლება". - 2001 (9 მაისი). - გვ.7. - ნასოფლარ თელოვანის ტერიტორიაზე არსებული ძეგლის არქიტექტურული აღწერილობა.

7. თელოვნის ჯვარპატიოსნის ეკლესია - ალ.ბოხოჩაძე, ფ.დევდარიანი, გ.მიქაძე //ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.14., თბ.,2007 წ., გამ. "ციცინათელა"., გვ.80-82