topmenu

 

ვაჩნაძიანის ყველაწმინდა - ი. ციციშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება.....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>


ვაჩნაძიანის ყველაწმინდა - ციციშვილი ირ. //ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995.- გვ.66-67

VIII - IX სს. მიჯნას მიეკუთვნება ვაჩნაძიანის ყველაწმინდა. კომპოზიციურად რთული შებონობის საფუძველს შეადგენს წაგრძელებული ფორმის დიდი დარბაზი გუმბათით ცენტრალურ ნაწილში. გუმბათი ეყრდნობა გრძივი კედლების შვერილებს. საკურთხევლის აფსიდის ორივე მხარეს გამოყოფილია მასთან დაკავშირებული ტრიკონქის სახის სადიაკვნო და სამკვეთლო. ამ სადგომების დასავლეთით კვლავ დამოუკიდებელი აფსიდებია გაერთიანებული გარშემოსავლელით. ამ უკანასკნელის ჩრდილოეთ მხარეზე იმყოფება კიბე, მეორე სართულზე მოთავსებულ პატრონიკეზე ასასვლელად. ვაჩნაძიანში პირველად ქართულ არქიტექტურაში, გადასვლა კვადრატიდან გუმბათის წრეზე განხორციელებულია არა ტრომპების, არამედ აფრების საშუალებით. თუმცა აქაც ტრომპები გამოყენებულია ტრიკონქებსა და ექსედრებში. სამეკლესიანი ბაზილიკის სქემა აქ გარდაიქმნა რთულ და დასრულებულ კომპოზიციად, რომელსაც სიდიადესთან ერთად ფაქიზი პროპორციები ახასიათებს. რიყის ქვითა და აგურით აგებულ შენობაში კუთხეები, ლავგარდანები, წირთხლები და გუმბათის ყელი ამოყვანილია შირიმის კვადრებით. აღმოსავლეთის ფასადი რთულია, დინამიკური და მკაცრი. წინა პერიოდის ძეგლებთან შედარებით ტაძარი უფრო მოხდენილია და ზემოთკენ აზიდული. რაც მთავარია, ვაჩნაძიანის ხუროთმოძღვარი ახლებურად უდგება შიგა სივრცეს და ახლებურად წყვეტს კიდევაც მას.