topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გურჯაანის ყველაწმინდა (ორგუმბათიანი ბაზილიკა) - ი. ციციშვილი

<უკან დაბრუნება.....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე.....<<<ეკლესია - მონასტრები>>>

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

ციციშვილი ირ. გურჯაანის ყველაწმინდა -  ქართული ხელოვნების ისტორია. -თბ., 1995. - გვ. 65.

VIII საუკუნეშია აგებული გურჯაანის მახლობლად ორგუმბათიანი ბაზილიკა.

ეკლესიის შიგა სივრცე გაყოფილია ნავებად ბოძების ორი წყვილით.

შუა მაღალი ნავი მთავრდება ნალისებრივი აფსიდითა და სამი მალისაგან შედგება.

აქედან პირველსა და მესამეზე ტრომპების მეშვეობით ამოყვანილთა რვაწახნაგა გუმბათები.

შუა ნავის სამ მხარეზე ორსართულიანი გარშემოსავლელია მოწყობილი, ხოლო ზედა სართულში მოთავსებულია პატრონიკე.

კედლები აგებულია რიყის ქვის წესიერი რიგებით, კუთხეები კი შირიმის თლილი კვადრებისაა.

რაც შეეხება თაღებს, კამარებს და საყრდენ ბოძებს ისინი ბრტყელი აგურისაა.

უკეთ შემონახულ აღმოსავლეთის ფასადზე შუა ნაწილი მოჩარჩოებული ყოფილა დიდი თაღებით და დეკორატიული ჯვრით.

გვერდითი ნავების არეები შემკულია თაღებით ორსართულად.

გურჯაანის ბაზილიკა გარდამავალი პერიოდის დამახასიათებელი ძეგლია, რომელშიც ახალი კომპოზიციის ძიებამ მოგვცა სრულიად ორიგინალური შედეგი.